old

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი „დოქტორანტებისთვის კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის“ შედეგები

17/12/2015 17:11
პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორანტებს ესტუმრონ მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევით ცენტრს გამოცდილების მისაღებად და წარმართონ სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული უახლესი, მაღალი დონის კვლევები როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში ფონდში დარეგისტრირდა 1 განაცხადი. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეს განაცხადი აკმაყოფილებდა პროგრამის პირობებს. შესაბამისად, შემოსული განაცხადი(მოთხოვნილი დოკუმენტაციის პაკეტი) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა იულიხის კვლევით ცენტრს. იულიხის კვლევითმა ცენტრმა დასაფინანსებლად დაამტკიცა წარდგენილი განაცხადი. გამარჯვებული პროექტი
სრულად

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამა ოქსფორდის უნივერსიტეტში

17/12/2015 16:14
ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლაში (SIAS) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამა დაარსდა.  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელობას ახორციელებენ:   პროფესორი ნილ მაკფარლეინი (St. Anne’s College; DPIR) პროფესორი როი ალისონი (St. Antony’s College; SIAS) პროფესორი პოლ ჩეისთი (St. Antony’s College; SIAS/DPIR) პროფესორი ედმუნდ ჰერციგი (Wadham College; Oriental Institute)  პროგრამის ფარგლებში ფინანსდება  მიწვეული  მკვლევრების 12 თვიანი სამეცნიერო  მივლინება ოქსფორდის უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებშიც მიწვეულ მკლვევარს ენიშნება მენტორი, უზრუნველყოფილია სამუშაო ფართით, აქვს სრული წვდომა უნივერსიტეტში არსებულ ყველა ბიბლიოთეკასა და არქივზე, ასევე უნივერსიტეტის მასშტაბით ჩატარებულ ყველა ღია კონფერნციასა და სემინარზე.  მიწვეულ მკვლევარს ევალება ჩაატაროს საქართველოს თემაზე სემინარები და შეხვედრები.   იხილეთ ოქსფორდის უნივერსიტეტში საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა ვებგვერდზე: www.area-studies.ox.ac.uk/georgian-programme
სრულად

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის მოსაპოვებლად კონკურსის შედეგები

17/12/2015 16:08
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 109 საპროექტო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო 8 განაცხადი მოიხსნა კონკურსიდან. კომისიამ  საკონკურსოდ დარჩენილი 101 საპროექტო განაცხადი  შეაფასა „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის N135/ნ ბრძანების მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.   კომისიის მიერ შეფასებული პროექტები ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტები   გენერალური დირექტორის ბრძანება  გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 21 დეკემბრის 18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები.   გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის განვითარების კვლევების ინსტიტუტის ბიბლიოთეკის ხელმისაწვდომობის შესახებ

15/12/2015 16:08
გაცნობებთ, რომ დიდი ბრიტანეთის განვითარების კვლევების ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, სოციალური და ეკონომიკური განვითარების თემებზე, ევროპაში ყველაზე დიდ კოლექციას მოიცავს. ეს კვლევები განსაკუთრებით საინტერესოა განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის.  დღეიდან, ქართველ მკვლევრებსა და სტუდენტებს ამ მასალების გაცნობა და  გამოწერა უფასოდ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით შეუძლიათ. მონაცემთა ბაზაში სასურველი ტექსტის ამორჩევის შემდეგ, მიმართავთ ეროვნულ ბიბლიოთეკას, შეავსებთ ტექსტის საავტორო უფლებების დაცვის შესახებ განაცხადს და გამოწერილ მასალას რამდენიმე დღეში მიიღებთ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 
სრულად

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსის შედეგები

14/12/2015 16:09
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 58 საპროექტო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო 3 პროექტი მოხსნა კონკურსიდან. კომისიამ  საკონკურსოდ დარჩენილი 55 საპროექტო განაცხადი  შეაფასა „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის N130/ნ ბრძანების მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით   კომისიის მიერ შეფასებული პროექტები კომისიამ დაადგინა რანჟირებული სია და  გამოავლენა 47 გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარუდგინა ფონდის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად. გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 17 დეკემბრის 18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დანართი 2-ით განსაზღვრული დოკუმენტები.   გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად

„სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის” კონკურსის შედეგები

10/12/2015 17:14
სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 43 საპროექტო განაცხადი. სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორის 2015 წლის 3 დეკემბრის N175 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ კონკურსის პირობებთან შეუსაბამო 13 პროექტი მოხსნა კონკურსიდან. მოხსნილი პროექტები კომისიამ  საკონკურსოდ დარჩენილი 30 საპროექტო განაცხადი შეაფასა  „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის N129/ნ ბრძანების დანართი 2-ით დამტკიცებული  პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები კომისიამ დაადგინა რანჟირებული სია და  გამოავლენა 4 გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარუდგინა ფონდის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად. გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 14 დეკემბრის 18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად

რუსთაველის ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგები

10/12/2015 16:17
ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში; საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა. კონკურსში დარეგისტრირდა 11 განაცხადი. 1 განაცხადი კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო მოიხსნა კონკურსიდან (პროექტის შიფრი uogsp 2015-006). ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ ინტერვიუები ჩაატარა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ 8 განმცხადებელთან. ინტერვიუების შედეგად კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ორი პროექტი: მკვლევარი კვლევითი პროექტის სათაური ნინო ბათიაშვილი „ქართული ეროვნულობის სტრატეგიები: ორხმოვანი იდენტობები და «პოსტის» პარადიგმა”   Georgian Strategies of Nationhood: “Bivocal” identities and the Paradigm of the “Post” ირმა ყარაულაშვილი „გვიან ანტიკური და შუასაუკუნეების ქრისტიანული კავკასიის ნარატიული წყაროები (ეთნო-ისტორიული იდენტობისა და კულტურული მეხსიერების ჩამოყალიბება)“   Late Antique and Medieval Narrative Sources of the Christian Caucasus(Construction of Ethno-Historical Identities and Cultural Memory)   გამარჯვებულები დაფინანსდებიან მიწვეული მკვლევარის სტატუსით 12 თვიანი კვლევითი მივლინებით გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის ( http://www.area-studies.ox.ac.uk ), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში ( http://www.rees.ox.ac.uk ) და განახორციელებენ კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით. გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 15 დეკემბრის 18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/26.11.2015%201.jpg
26/11/2015 14:49

მემორანდუმი - ფონდს, „საქპატენტსა“ და GITA-ს შორის

შეთანხმების საფუძველზე მხარეები, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, ისწრაფვიან განავითარონ და გააღრმავონ თანამშრომლობა ერთობლივი რესურსის გამოყენებით.   მემორანდუმის ფარგლებში მომზადდება  ერთობლივი მიზნობრივი  პროგრამები,  ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში; ხელი შეეწყობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის განვითარებისკენ მიმართულ  ღონისძიებების განხორციელებას; განახორციელდებაინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგში ტრენინგები, სემინარები, სამეცნიერო კონფერენციები დაპროექტები; ასევე, კვალიფიციური დახმარება გაეწევა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილე პირებს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანაცხადო მასალების მომზადებასა და წინასწარი საპატენტო ძიებების ჩატარებაში;
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/26.11.2015.jpg
26/11/2015 14:49

შეხვედრა ISTC-ის წარმომადგენლებთან

დღეს, 26 ნოემბერს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (ISTC)  წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე - მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ნინო გაჩეჩილაძე, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ხატია ანანიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ნიკოლოზ ბაქრაძე. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ISTC-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კლივი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აიდინ ტურებაევი, ევროპული პროგრამების მენეჯერი გრემ ფრიცი და ISTC-ის საქართველოს რეგიონული განყოფილების უფროსი ირინა ხომერიკი. შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის სამომავლო სტრატეგია, ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო პრიორიტეტებზე, თანადაფინანსების ახალ სქემებზე,ISTC-ის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე და ISTC-სა და ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ISTC) დაარსდა 1992 წლის შეთანხმებით, როგორცმთავრობათაშორისი ორგანიზაცია. საქართველო ISTC-ს 1994 წელს შეუერთდა. ცენტრის დამფუძნებელი ქვეყნები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები,  ევროპის კავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობა („ევრატომი“), იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ნორვეგიის სამეფო, ხოლო ცენტრის ბენეფიციარი ქვეყნების რიგს მიეკუთვნებიან: საქართველო, ყაზახეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა. ISTC წარმოადგენს საქართველოს მეცნიერების მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას, რომლის მიერ დაფინანსდა 160-მდე სამეცნიერო პროექტი საერთო ბიუჯეტით 32 მილიონი აშშ დოლარამდე. ISTC-ის საკორდინაციო კომიტეტის და მმართველთა საბჭოს რიგით 61-ე სხდომა, (რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია) გაიმართება 2015 წლის 9 დეკემბერს ქ. ასტანაში.  
სრულად