old

”მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში“ გამოცხადებული 2015 წლის კონკურსის შედეგები

18/04/2016 13:03
კონკურსის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან: ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები; გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებების გათვალისწინებით მტცუ-ს მმართველთა საბჭომ ქ. კიევში 2016 წლის 5-6 აპრილს გამართულ 42-ე სხდომაზე დასაფინანსებლად შეარჩია 11 პროექტი. გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/slider1.jpg
18/04/2016 10:08

SRNS-Elsevier - მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი

2016 წლის 4 მაისს ელსევიერისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (მის. ჭავჭავაძის გამზირი #32) გაიმართება მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და ელსევიერის სემინარი. გთხოვთ, იხილოთ ფორუმისა  და სემინარის პროგრამები და მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში გაიაროთ რეგისტრაცია ფორუმისა და სემინარის ბმულებზე.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_8509.JPG
16/04/2016 09:26

ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი ტური

დღეს, 16 აპრილს, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით იმართება, ქიმიის  48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი ტური.
სრულად

2016 წლის ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის პირველადი შედეგები

15/04/2016 09:31
ფიზიკის პირველი და მეორე ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში: ფიზიკის  I  და II ტურის შედეგები ფიზიკის  I ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები ეგრისელაშვილი არსენ პატაშური გელა შენგელია ცოტნე ნაბახტიანი ნუგზარ გრიგოლია გიორგი მდინარაძე დავით ხომერიკი გიორგი კრავიშვილი ელენე გიორგაძე ნიკო გაგნიძე კონსტანტინე ხიზანიშვილი  ლუკა ბუთბაია გიორგი ხოხიაშვილი ალექსანდრე ასათიანი  გიორგი სეხნიაშვილი გიორგი ლეფსვერიძე საბა   ფიზიკის  II  ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები ეგრისელაშვილი არსენ პატაშური გელა შენგელია ცოტნე ნაბახტიანი ნუგზარ გრიგოლია გიორგი მდინარაძე დავით ხომერიკი გიორგი კრავიშვილი ელენე გიორგაძე ნიკო გაგნიძე კონსტანტინე ხიზანიშვილი  ლუკა ბუთბაია გიორგი ხოხიაშვილი ალექსანდრე ასათიანი  გიორგი ფიზიკაში  ოთხივე შესარჩევი    ტურის შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში,   ფონდი საპრეტენზიო განაცხადებს  მიიღებს 2016  წლის 27 აპრილი 15:00 საათამდე.  ოთხივე ტურის ფიზიკის საპრეტენზიო განაცხადების განხილვისა და შესარჩევი ტურების შედეგების გათვალისწინებით, დგინდება მოსწავლეთა  საბოლოო რეიტინგული სია, ნაკრები გუნდის წევრებისა და რეზერვისტების მითითებით, რომელიც გამოქვეყნდება ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს 2016 წლის 28 აპრილისა. სააპელაციო განაცხადის ფორმა ბრძანება საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ
სრულად

2016 წლის ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის ამოცანები და ამოხსნები

13/04/2016 12:45
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ,  12- 13   აპრილს,  სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა ფიზიკის  47- ე   საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე   ტური . შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები იხილეთ ბმულში: ფიზიკის I ტურის ამოცანები ფიზიკის II ტურის ამოცანები ფიზიკის I ტურის ამოცანების ამოხსნები ფიზიკის II ტურის ამოცანების ამოხსნები      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_8464.JPG
12/04/2016 13:08

ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი ტური

2016 წლის 12 აპრილს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი  ტური.  მოსწავლეები შეირჩნენ 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების რეიტინგული სიების  შედეგად. 
სრულად

საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის შესარჩევ ტურებზე საგნობრივი საპრეტენზიო კომისიების შექმნა

06/04/2016 17:51
2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევის მიზნით ჩატარებულ შესარჩევ ტურებზე მიღებული შეფასებისა და პროცედურული დარღვევების გასაჩივრებისა და განხილვის მიზნით სააპელაციო განაცხადის ფორმის დამტკიცებისა და საგნობრივი საპრეტენზიო   კომისიების შექმნის შესახებ გენერალური დირექტორის ბრძანება  სააპელაციო განაცხადის ფორმა
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Satellite.jpg
06/04/2016 15:37

ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს, 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.   სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის  სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი აგზავნის საბუთებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  tg@rustaveli.org.ge   2016 წლის კონკურსი ტარდება  3 ნაკადად.   მეორე ნაკადისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა:     2016 წლის  3 მაისი, 16:00 სთ. -  2016 წლის   1 ივნისიდან 2016 წლის 3 1 ოქტომბრის  ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;   ამობეჭდილი და ხელმოწერილი განაცხადების ფონდის კანცელარიაში   რეგისტრირების ბოლო ვადაა:    2016 წლის  6 მაისი ,  16:00 სთ. -  2016 წლის   - 1 ივნისიდან 2016 წლის 3 1 ოქტომბრის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;   შენიშვნა: ვ ადის   დარღვევით   წარმოდგენილი   საკონკურსო   განაცხადები   შესაბამისი   პერიოდებისათვის   საკონკურსოდ   არ   განიხილება!   მეორე ნაკადისთვის კონკურსის პირობებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ონლაინ შეკითხვების გამოგზავნის ბოლო დღე -  20 აპრილი.   ფონდი არ ჩაატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს.   ელექტრონულ მისამართზე შემოსული შეკითხვების პასუხები დაიდება 22 აპრილს. ჯგუფური კონსულტაციებისას ხშირად დასმული შეკითხვების პასუხები დაიდება 26 აპრილს.   ჯგუფური კონსულტაციები  გაიმართება, შემდეგი გრაფიკით:           1 4 და  22 აპრილს , 16:00 საათზე,  ფონდის საკონფერენციო დარბაზში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული    კონკურსში მონაწილეებს, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან  10   სამუშაო   დღის   ვადაში,  ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებგვერდის საშუალებით.   დეტალური ინფორმაცია  კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულებში: საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის N30 დადგენილება; გენერალური დირექტორის ბრძანება; კონკურსის  პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები; განცხადების ფორმა; ბიუჯეტის ფორმა ; განაცხადის ფორმა; ბიოგრაფიული მონაცემების (CV) ფორმა; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულება; შეფასების კრიტერიუმები; პროექტის გამოგზავნის ინსტრუქცია; ხშირად დასმული კითხვები.   გთხოვთ, კონსულტაციებისთვის მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   ნინო დემეტრაშვილს ელ-ფოსტა:  demetrashvili@rustaveli.org.ge   ლოლიტა შენგელიას ელ-ფოსტა:  l_shengelia@rustaveli.org.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/738506.gif
06/04/2016 15:35

„აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“ უკვე „ელსევიერის“ ბაზაშია

„ელსევიერის“ უმსხვილეს ელექტრონულ ბაზაში ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“ განთავსდა. 2015 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ელსევიერის“ უმსხვილეს სამეცნიერო ელექტრონულ გამომცემლობის შეთანხმების შედეგად „ელსევიერმა“, ბაზაში განსათავსებლად, საქართველოში შეარჩია ორი ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი: „ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ნაშრომები“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი  ელსევიერს აღნიშნულ მომსახურებაში, 3 წლის მაძილზე, ეტაპობრივად  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 196 665 ევროს გადაუხდის.  „ელსევიერმა“ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ უნივერსიტეტის ჟურნალ „ Annals of Agrarian Science“ -ის პირველი ნომრის გამოცემა/განთავსება ელეტრონულ პლატფორმა sciencedirect-ზე. აღნიშმული გამოცემა შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე:  http://www.sciencedirect.com/science/journal/15121887/14/1   ვულოცავთ აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებს ამ წარმატებას!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/BasicResearch.jpg
05/04/2016 09:54

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის აპრილში. იხ. კონკურსის განახლებული დებულება  (მთავრობის დადგენილება N 84 , დადგენილების ცვლელება N 148 2 9 .03.2016). ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომში – გრანტი) კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი. დასა­ფი­ნან­სებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კო­მერ­ციული სარ­გებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოად­გენ­დეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში  და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში. ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ა.ა) მათემატიკა; ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები; ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები; ა.დ) ქიმიური მეცნიერებები; ა.ე) დედამიწისა და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები; ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები; ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები: ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია; ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია; ბ.გ) მექანიკური ინჟინერია; ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია; ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია; ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია; ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია; ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია; ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია; ბ.კ) ნანო-ტექნოლოგია; ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები: გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა; გ.ბ) კლინიკური მედიცინა გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი; გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია; გ.ე) მედიცინის სხვა დარგები; დ) აგრარული მეცნიერებები: დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა; დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა; დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი; დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები; დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები: ე.ა) ფსიქოლოგია; ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი; ე.გ) განათლების მეცნიერებანი; ე.დ) სოციოლოგია; ე.ე) სამართალი; ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები; ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია; ე.თ) მედია და კომუნიკაცია; ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები: ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია; ვ.ბ) ენები და ლიტერატურა; ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია; ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა); ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები; ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი! კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; ძირითადი პერსონალის სახით – გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორანტი, მაგისტრანტი, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; დამხმარე პერსონალის სახით - პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირს/პირებს, რომელიც ეხმა­რება ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში; პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი - დოქტორის ან მასთან გა­თანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქა­ლაქე, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პრო­ექ­­ტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინე­ბუ­ლი საქმიანობის ანგარიშგებაზე; პროექტს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი - ფიზიკური პირი, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; ფუნდამენტური კვლევებისათვის გრანტების კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვები: ერთსა და იმავე პირს ერთსა და იმავე დროს ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა ან/და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში (FR, AR, DI) გამარჯვებულ ჯამში 2-ზე მეტი პროექტში. ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში (FR, AR, DI) გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტს. დაუშვებელია ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში ისეთი საპროექტო განაცხადების შეტანა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოვა პირველ და მეორე პუნქტთან. განმარტება კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით: განმცხადებელს პროექტის ხელმძღვანელის სტატუსტით არ შეუძლია კონკურსში წარმოადგინოს ერთზე მეტი პროექტი. განმცხადებელს ძირითადი პერსონალის სტატუსტით არ შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ორზე მეტ პროექტში. განმცხადებელს პროექტის ხელმძღვანელის სტატუსტით კონკურსში მონაწილეობისა და ერთი პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის სამეცნიერო ხელმძღვანელი ფონდის ერთ მიმდინარე გრანტში ზემოთ აღნიშნული სამი კონკურსიდან ერთ-ერთის ფარგლებში (FR, AR, DI), ან არის აღნიშნულ სამი კონკურსიდან ერთ-ერთში გამარჯვებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, მაგრამ გრანტი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის. მაგ. თუ ფონდის მიმდინარე გრანტი სრულდება და დაიხურება 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით მეცნიერი ახალ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. განმცხადებელს ძირითადი პერსონალის სტატუსტით კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის ჩართული ძირითადი პერსონალის სტატუსით ფონდის ზემოთ აღნიშნული სამი კონკურსიდან ერთ-ერთის ფარგლებში (FR, AR, DI) ერთზე მეტ მიმდინარე გრანტში . მეცნიერს შეუძლია კონკურსში ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთ პროექტში მონაწილეობა, თუ იგი ჩართულია ძირითადი პერსონალის სახით ერთ-ერთი კონკურსის (FR, AR, DI) ფარგლებში მიმდინარე ორ გრანტში, მაგრამ აღნიშნული პროექტებიდან ერთ-ერთი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის. მეცნიერს შეუძლია კონკურსში ძირითადი პერსონალის სტატუსით ორ პროექტში მონაწილეობა, თუ იგი ჩართულია ძირითადი პერსონალის სახით ერთ-ერთი კონკურსის (FR, AR, DI) ფარგლებში მიმდინარე ერთ გრანტში, მაგრამ აღნიშნული პროექტი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის. კონკურსში ფარგლებში შემოსული პროექტები შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად . აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია). ინგლისურ ენაზე აუცილებლად უნდა იქნეს თარგმნილი შემდეგი დოკუმენტები: განცხადება / პროექტის თავფურცელი საპროექტო წინადადება პროექტის რეზიუმე პროექტის ბიუჯეტი პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი ძირითადი პერსონალისა და უცხოელი პარტნიორის/კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები. ინფორმაცია / რეზიუმე წამყვანი ორგანიზაციის შესახებ წინა, დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე. ინგლისურ ენაზე თარგმნას არ საჭიროებს: წამყვანი ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი წამყვანი ორგანიზაციის წესდება თანამონაწილე ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი თანამონაწილე ორგანიზაციის წესდება ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები   პროექტების საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე. იხ. პროექტების შეფასების კრიტერიუმები. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (წინასწარი ფორმები): განცხადება / პროექტის თავფურცელი საპროექტო წინადადება პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV- ები პროექტის ბიუჯეტი პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი პროექტის რეზიუმე/აბსტრაქტი (ინგლისურად მაქს. 250 სიტყვა, ქართულად მაქს. 350 სიტყვა) პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე (ინგლისურად მაქს. 400 სიტყვა, ქართულად - მაქს. 600 სიტყვა) ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები ინფორმაცია / რეზიუმე წამყვანი ორგანიზაციის შესახებ პროექტის კონსულტანტის თანხმობის წერილი წამყვანი ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები) თანამონაწილე ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები) თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოელია, საჭირო იქნება დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა. კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი: კონკურსის ანონსი: 5 აპრილი კონკურსის გამოცხადება: აპრილი ჯგუფური კონსულტაციები: აპრილი, მაისი (თარიღები დაზუსტდება კონკურსის გამოცხადებისთანავე) კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: მაისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: მაისი განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: მაისი პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ: ივნისი, ივლისი, აგვისტო. კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი. კონკურსის კოორდინატორები: ქეთევან გაბიტაშვილი gabitashvili@rustaveli.org.ge ვაჟა ლომიძე vlomidze@rustaveli.org.ge გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმები (საპროექტო წინადადება, ბიუჯეტი, გეგმა-გრაფიკი, CV- ის ფორმა, პროექტის რეზიუმე, წინა სამეცნიერო გრანტის რეზიუმე) საბოლოო სახით დაიდება კონკურსის გამოცხადებისას აპრილში. ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! კონკურსის გამოცხადებისთანავე დაიდება ზუსტი ინსტრუქცია პროექტების რეგისტრაციისათვის და პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე.
სრულად