სამოქმედო გეგმა

სამოქმედო გეგმა

28/10/2015 16:06

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა (2015-2019 წწ.)

ფონდის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა

ფონდის 2010-2014 წლების საქმიანობის მოკლე მიმოხილვა

2015-2019 პრიორიტეტული მიმართულებების რეზიუმე

ახალი პროგრამების დეტალური აღწერა 2015-2019 პრიორიტეტების მიხედვით.

პრიორიტეტი 1

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა

პრიორიტეტი 2

ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა

პრიორიტეტი 3

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქვეყნის მატერიალური, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია

პროგრამა 3.1 - საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტები (2015-2019)

პროგრამა 3.2 - უცხოეთში საქართველოს შესწავლის ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობა (2016-2019)

პროგრამა 3.3 მიზნობრივი კონფერენციები საქართველოს შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით (2016-2019)

პრიორიტეტი 4

სართაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ხელშეწყობა

პროგრამა 4.1 - სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსი (უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით,მათ შორის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები; 2015-2019)

პროგრამა 4.2 - საკონფერენციო გრანტების კონკურსი (უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით)

პროგრამა 4.3 -  მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

პროგრამა 4.4 -  ერთობლივი საგრანტო კონკურსები  ევროპული და რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში

პროგრამა 4.5 -  საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა (DUBNA - ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, CERN ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის  ქართველი მეცნიერების მონაწილეობით ერთობლივი პროექტები)

პროგრამა 4.6 - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ -ში ქართველი მეცნიერების ჩართულობის გაძლიერება

პრიორიტეტი 5

სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა

პროგრამა 5.1 - საერთაშორისო გამოცემებსა და მონაცემთა ბაზებზე წვდომის უზრუნველყოფა (2015-2019)

პროგრამა 5.2 - ეროვნული მონაცემთა ბაზის შექმნა (საქართველოს სამეცნიერო პორტალი 2016 - 2019)

პროგრამა 5.3 - სამეცნიერო აპარატურის სახელმწიფო გრანტები (2016-2019)

პრიორიტეტი 6

მეცნიერების პოპულარიზაცია

პროგრამა 6.1 კვლევები სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით (2015-2019)

პროგრამა 6.2 მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსი (2015-2019)

პროგრამა 6.3 - საერთაშორისო ოლიმპიადებში ქართველ მოსწავლელთა მონაწილეობისათვის წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამა-საერთაშორისო ოლიმპიადების ქვეპროგრამა (2015)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით

პროგრამა 6.4 - სპეციალური მიზნობრივი პროექტები მეცნიერების პოპულარიზაციისათვის (საჯარო ლექციების სერია, სატელევიზო, რადიოგადაცემები, საბავშვო უნივერსიტეტი 2016-2019)

 

ფონდის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა მიმართულია მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისკენ. ფონდი ახორციელებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარადგენს ანგარიშს საგრანტო დაფინანსების საფუძველზე შექმნილი ახალი სამეცნიერო პროდუქციისა და მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის მონაცემების თაობაზე. სამეცნიერო საზოგადოებასთან, სახელმწიფოსათან და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად.

ფონდის ძირითადი მიზნებია:

  • საქართველოში სამეცნიერო საქმიანობის განვითარების ფინანსური ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსებით;
  • ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კვლევითი და ინოვაციური პროექტების დაფინანსება;
  • ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვა და განვითარების ხელშეწყობა;
  • მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  • ქართული აკადემიური წრეების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მხარდაჭერა.

ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებია: 

  • მაღალი ხარისხის, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა;
  • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქვეყნის მატერიალური, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა;
  • ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია სამეცნიერო საზოგადოების საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრაციისა და სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების გზით;
  • სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • მეცნიერების პოპულარიზაცია.

ფონდი საგრანტო პროექტებს აფინანსებს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები; 

2015 წლიდან დაიწყო ფონდის სტრუქტურული და ფუნქციური რეორგანიზაციის პროცესი, რომლის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ხელშეწყობა, ახალგაზრდა მეცნიერთა პოტენციალის განვითარება, საქართველოს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სამეცნიერო პორტალის შექმნა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელიში ინტეგრირება, ზოგადად საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ყოველივე ზემოაღნიშნული დაკავშირებულია სრულიად ახალი მართვის სისტემის დანერგვასთან, სტრუქტურულ ცვლილებებთან, შესაბამისი საშტატო ერთეულების ზრდასთან და ფონდის ადამიანური და ტექნიკური რესურსების განვითარებასთან.

ფონდის 2010-2014 წლების საქმიანობის მოკლე მიმოხილვა

2010-2014 წლებში სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა ხორციელდებოდა  შემდეგ პრიორიტეტული პროგრამულ მიმართულებაში:

  1. სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამა;
  2. სამეციერო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის პროგრამა;
  3. ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის პროგრამა;
  4. სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის პროგრამა;
  5. მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამა.

სემეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებდა ღია საგრანტო კონკურსების გზით, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების საფუძველზე ჯგუფური და ინდივიდუალური კვლევითი პროექტების დაფინანსებას ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების სფეროში; აგრეთვე ხელს უწყობდა ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევების ფინანსურ უზრუნველყოფას, ქართველ მეცნიერთა უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მხარდაჭერასა და საქართველოში სამეცნიერო კონფერენციებისა და სეზონური სკოლების ფინანსურ უზრუნველყოფას. კონკურსებში მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო კვლევებით დაკავებული იურიდიული პირებ და ასევე ინდივიდუალური მკვლევრები. პროგრამაში შემავალ თითოეულ კონკურსს არეგულირებს შესაბამისი დებულება, კონკურსები ცხადდება საჯაროდ; ხორციელდება დაფინანსებული პროექტების პროგრამული ფინანსური მონიტორინგის მექანიზმი. სამიზნე ჯგუფები იყო საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, სსიპ და ააიპ სტატუსის მქონე იურიდიული პირები, რომელთაც წესდებით განსაზღვრული აქვთ სამეცნიერო კვლევების განხორციელება. დოქტორის, მაგისტრის ხარისხის მქონე ინდივიდუალური მკვლევარები დოქტორანტები, მაგისტრანტები. 2010-2014 წლებში დაფინანსდა დაახლოებით 2000 მკვლევარი, 400 ზე მეტი ჯგუფური კვლევითი პროექტი და 350-ზე მეტი ინდივიუალური კვლევითი პროექტი; განვითარდა საქართველოში კონკურენტული კვლევითი გარემო; ხელი შეეწყო კვლევებისა და განათლების ინტეგრაციას; აქტუალურ სამეცნიერო თემებზე გაიმართა 60-ზე მეტი კონფერენცია/სიმპოზიუმი; საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პერიოდიკაში გამოიცა სამეცნიერო სტატიები, მიენიჭა პატენტები. მთლიანად გაწეულმა დანახარჯებმა აღნიშნულ პრიორიტეტულ მიმართულებაში შეადგინა 36 848 090 ლარი.

სამეციერო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებდა ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საფუძველზე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში ლაბორატორიული/ექსპერიმენტული პარკის განახლებას, ახალი კვლევითი დანადგარების, სათადარიგო ნაწილების, კვლევითი პროგრამების (კოდების) შეძენას; საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე (ELSEVIER) ქართული აკადემიური კორპუსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

სამეცნიერო კვლევითი აპარატურის კონკურსში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებით სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გამომცემლობა ELSEVIER BV-ს შორის 2014 წელს გაფორმდა ELSEVIER-ის გამოწერის შეთანხმება, რომლის ფარგლებში შეიქმნა 21 ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი, სადაც გაერთიანებულია 14 სახელმწიფო უნივერსიტეტი, შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, 3 კვლევითი ცენტრი, 1 სამეცნიერო ინსტიტუტი,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.  აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამეცნიერო საზოგადოებას აქვს სრული წვდომა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობის ELSEVIER-ის  ელექტრონულ ბაზებთან (ScienceDirect, SCOPUS). დამატებით გამოწერილია SciVal Funding and Reviewer Finder შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სარგებლობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში შემოსული პროექტების შეფასებისას საერთაშორისო ექსპერტების შერჩევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. სამეცნიერო საინფორმაციო ბაზის პოტენციური მომხმარებელია სამცნიერო მკვლევებში ჩართული პრაქტიკულად ყველა მკლევარი და სტუდენტი.

სამეციერო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის პროგრამის სამიზნე ჯგუფები იყო საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, სსიპ და ააიპ სტატუსის მქონე იურიდიული პირები, რომელთაც წესდებით განსაზღვრული აქვთ სამეცნიერო კვლევების განხორციელება.  ღია კონკურსის გზით დაფინანსდა 20 პროექტი. რამდენიმე ათეულ სამეცნიერო ჯგუფს მიეცა თანამედროვე კვლევით დანადგარბზე ექსპერიმენტების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება; აღნიშნულ პრიორიტეტულ მიმართულებაში გაწეულმა მთლიანმა ხარჯმა 2010-2014 წწ-ში შეადგინა 3 213 274 ლარი.

ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის პროგრამა ღია  საგრანტო კონკურსების საფუძველზე აფინანსებდა წარმატებულ ახალგაზრდა მეცნიერებს ინდივიდუალურ საგრანტო კვლევითი პროექტებისა და საზღვარგარეთ არსებულ მოწინავე სამეცნიერო ცენტრებში სტაჟირების მეშვეობით; განხორციელდა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის პროგრამები. პროგრამა ითვალისწინებდა საკონკურსო დებულებით განსაზღვრულ კვლევითი პროექტების წარმოდგენას, მათ შორის საუკეთესოების შერჩევას დამოუკიდებელი ექსპერტიზის საფუძველზე და დაფინანსებული პროექტების პროგრაგრამულ და ფინანსურ მონიტორინგს. სამიზნე ჯგუფებს შეადგენდნენ 40 წლამდე ასაკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე ახალგაზრდა მკვლევარები, 30 წლამდე მაგისტრის ხარისხის მქონე მკვლევარები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის სტუდენტები. დაფინანსდა 400 - ზე მეტი ახალგაზრდა მეცნიერი, მათ შორის იყო  200-ზე მეტი დოქტორანტი. პროგრამის განხორციელების შედეგად წარმატებულ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს მიეცათ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიების შესწავლის საშუალება, მიიღეს ფინანსური მხარდაჭერა კვლევების განხორციელებისა და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისათვის. მთლიანად აღნიშნულ მიმართულებაში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 4 106 832 ლარი.

სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის პროგრამის მიზანი იყო საგრანტო დაფინანსების საფუძველზე უცხოურ სამეცნიერო ცენტრებში წარმატებული თანამემამულე მკვლევრების  სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება ერთობლივ კვლევით პროექტებში; უცხოურ და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან და ორგანიზაციებთან ერთობლივი საგრანტო კონკურსების ორგანიზება; ევროპულ და საერთაშორისო კვლევით თანამშრომლურ ქსელებში ფონდის მონაწილეობა საქართველოს სახელით.  საგრანტო კონკურსები იმართებოდა ღიად და საჯაროდ, შესაბამისი პროგრამული დებულებების საფუძველზე, უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ხორციელდებოდა წინასწარ გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის და მულტილატერალური შეთანხმებებისა მემორანდუმების ფარგლებში (FP7 IncoNet Eap, CNRS, CNR, JULICH, ISTC, STCU, CERN, JINR). პროგრამის სამიზნე ჯგუფში შედიოდნენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, სსიპ და ააიპ სტატუსის მქონე იურიდიული პირები, რომელთაც წესდებით განსაზღვრული აქვთ სამეცნიერო კვლევების განხორციელება. ერთობლივ კონკურსებში მონაწილეობას იღებდნენ დოქტორის, მაგისტრის ხარისხის მქონე ინდივიდუალური მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრიატის სტუდენტები. დაფინანსდა 100-მდე ერთობლივი ჯგუფური პროექტი. გაიზარდა  ქართველი მეცნიერების, სტუდენტების ჩართულობა საერთაშორისო კვლევით სივრცეში, ხელი შეეწყო ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას უცხოური საგრანტო თანადაფინანსების მოზიდვის მეშვეობით. ევროპულ და საერთაშორისო კვლევით ქსელებში საქართველოს ფინასნურმა თანამონაწილეობამ შესაძლებელი გახადა ქართველი მეცნიერები ჩართულიყვნენ საერთაშორისო კვლევითი ცენტრების სამეცნიერო საქმიანობაში და ესარგებლათ აღნიშნული ცენტრების ბაზებით, ტექნოლოგიებით, ინფრასტრუქტურითა და სამეცნიერო კვლევების შედეგებით. ფონდის მხრიდან თანადაფინანსების სახით გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 7 748 323 ლარი.

მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის მიზანი იყო მეცნიერებისა და კვლევების პროპაგანდა, სამეცნიერო კვლევით პროცესში საჯარო სკოლების მოსწავლეთა აქტიური ჩართვის გზით. საკონკურსო საფუძველზე დაფინანსდა პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს მეცნიერის ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული გუნდის მიერ სასკოლო დონის შესაბამისი კვლევის ჩატარებას; შეირჩა და დაჯილდოვდა საუკეთესო გამოგონების მქონე მოსწავლეები, ხელი შეეწყო ქართველ მოსწავლეთა მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადებში მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და კომპიუტერული მეცნიერებების დარგებში. საგრანტო კონკურსები ჩატარდა ღიად და საჯაროდ, შესაბამისი დებულებების საფუძველზე. ამ მიმართულების პროგრამების სამიზნე ჯგუფებს შეადგენდნენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი მოსწავლეები. პროგრამების ფარგლებში დაფინანსდა 100-მდე მეცნიერი და პედაგოგი. საუკეთესო გამოგონებისათვის დაჯილდოვდა რამდენიმე ათეული სკოლის მოსწავლე. პროექტებში ჩართულ მოზარდებს შორის გაიზარდა ინტერესი სამეცნიერო კარიერის მიმართ. წახალისდა მოზარდებს შორის გამომგონებლობით დაინტერესება. სამჯერ მოეწყო მოსწავლე გამომგონებელთა მიერ შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა. აღნიშნულ მიმართულებაში ფონდის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 932 813 ლარი.

2015-2019 პრიორიტეტული მიმართულებების რეზიუმე

  1. სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა
    • ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი
    • გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი (GITA, საქპატენტთან თანამშრომლობით; ერთობლივი დაფინანსებით)
    • ერთობლივი კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით
    • მიზნობრივი პროგრამა - საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (STEM) გრძელვადიანი კვლევითი პროექტების ხელშეწყობა
    • საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა ქართველი მეცნიერებისათვის (CERN, DUBNA)
  1. ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა
    • პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის
    • დოქტორანტურის სამეცნიერო პროექტების საგრანტო კონკურსი
    • ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები
    • სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების (Graduate Schools) ინსტიტუციალიზაციის საგრანტო პროექტები
    • მიზნობრივი პროექტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით - აზალგაზრდა მეცნიერთა (დოქტორანტების) ერთობლივი სტიპენდიები (DAAD, CEU)
    • სამაგისტრო პროგრამებში კვლევების ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი (მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსება)
  1. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქვეყნის მატერიალური, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია
    • საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტები
    • უცხოეთში საქართველოს შესწავლის ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობა
    • მიზნობრივი კონფერენციები საქართველოს შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით
  1. სართაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ხელშეწყობა
    • სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსი (უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით,მათ შორის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები)
    • საკონფერენციო გრანტების კონკურსი (უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით)
    • მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები
    • ერთობლივი საგრანტო კონკურსები ევროპული და რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში
    • საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა (DUBNA - ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, CERN ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის ქართველი მეცნიერების მონაწილეობით ერთობლივი პროექტები)
  1. სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა
    • საერთაშორისო გამოცემებსა და მონაცემთა ბაზებზე წვდომის უზრუნველყოფა
  • ELSEVIER, SCOPUS - მონაცემთა ბაზა
  • ElSEVIER -ის ბაზაში ქართული ჟურნალების გამოცემა (საქართველოს შემსწავლელი კვლევების ჟურნალის განვითარების ჩათვლით)
    • ეროვნული მონაცემთა ბაზის შექმნა (საქართველოს სამეცნიერო პორტალი)
    • სამეცნიერო აპარატურის სახელმწიფო გრანტები
  1. მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა
    • კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები
    • მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი"
    • საერთაშორისო ოლიმპიადებში ქართველ მოსწავლელთა მონაწილეობისათვის

წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამა-საერთაშორისო ოლიმპიადების ქვეპროგრამა

  • სპეციალური მიზნობრივი პროექტები მეცნიერების პოპულარიზაციისათვის (საჯარო ლექციების სერია, სატელევიზო, რადიოგადაცემები, საბავშვო უნივერსიტეტი)
  • გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა სახელობის ყოველწლიური ერთჯერადი პრემიები და სტიპენდიები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის.

ახალი პროგრამების დეტალური აღწერა 2015-2019 პრიორიტეტების მიხედვით

პრიორიტეტი 1

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა

  • ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი;
  • გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი (GITA, საქპატენტთან თანამშრომლობით; ერთობლივი დაფინანსებით);
  • ერთობლივი კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით;
  • მიზნობრივი პროგრამა - საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (STEM) გრძელვადიანი კვლევითი პროექტების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა საქართველოს მეცნიერთათვის (CERN, DUBNA).

პროგრამა 1.1 ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი (2015-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

პროგრამა მიზნად ისახავს ახალი ცოდნის შექმნას ამა თუ იმ სამეცნიერო დარგში. კონკურსი ორიენტირებულია ისეთი მოვლენების, ფაქტების, თეორიების, მოდელების, ახალი იდეებისა და კონცეფციების  თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზზე, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის ქვე-მიზნები: ფუნდამენტური მეცნიერებების სფეროში სამეცნიერო პროექტების გამოვლენა და დაფინანსება; პროექტები წარმოდგენილი იქნება მეცნიერების ძირითად მიმართულებებში.  სამიზნე ჯგუფები: უნივერსიტეტები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო ინსტიტუტები და მათში მოღვაწე მეცნიერები.

კონკურსის შეფასების პირობები: პროგრამა ცხადდება ღია კონკურსის გზით და დაფინანსდება საუკეთესო პროექტები. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდა მეცნიერთა (დოქოტრანტების, 35 წლამდე მეცნიერთა) ჩართვას პროექტში მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. სასურველია საერთაშორისო კოლაბორატორის თანამონაწილეობას პროექტში (არა ძირითადი პერსონალის, არამედ კონსულტანტის სახით).

მოსალოდნელი შედეგები:

  • კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნა;
  • კვლევების მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაცია;
  • კვლევებისა და უმაღლესი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • კვლევით პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვის გზით მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებულ პროექტთა რაოდენობა;
  • დაფინანსებულ მეცნიერთა რაოდენობა;
  • პროექტში ჩართული საერთაშორისო მკვლევარების რაოდენობა;
  • პროექტში ჩართული ახალგაზრდა მეცნიერთა (მათ შორის დოქტორანტთა) რაოდენობა
  • საქართველოს სახელით გამოქვეყნებული პუბლიკაციების რაოდენობა (საერთაშორისო  რეფერირებად, იმპაქტ-ფაქტორიან  ჟურნალებში);
  • ციტირების ინდექსი;
  • პროექტის ფარგლებში მოპოვებული პატენტების, აღმოჩენების და ა.შ. რაოდენობა;
  • საერთაშორისო ღონისძიებების რაოდნობა, სადაც წარდგენილია კვლევის შედეგები (სიმპოზიუმები, კონფერენციები, სემინარები).

პროგრამა 1.2 გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი (2015-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

პროგრამა მიზნად ისახავს საერთაშორისო და/ან ადგილობრივ ბაზარზე საჭირო მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნას. პროგრამის განხორციელებას შედეგად უნდა მოჰყვეს, სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით, ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა. პროგრამა აფინანსებს პროექტის კვლევით ნაწილს მხოლოდ, თუმცა ამ მიმართულებით ფონდი ითანამშრომლებს ერთობლივი დაფინანსების პრინციპით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და „საქპატენტთან“, რათა მოხდეს კვლევის შედეგების კომერციალიზაციის ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების საავტორო უფლებების მოპოვების დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის ამოცანაა გამოყენებითი მეცნიერებების სფეროში საქართველოში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსება; მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური კვლევების გამოვლენას, სადაც მოსალოდნელ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნაა ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე და პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. გათვალისწინებული იქნება კვლევის შედეგების გამოყენების რეალურობა და  მდგრადობა, ასევე მომავალში მისი კომერციალიზაციის პოტენციალი.

კონკურსის და შეფასების პირობები: პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდა მეცნიერთა (დოქოტრანტების, 35 წლამდე მეცნიერთა) ჩართვას პროექტში მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. სასურველია საერთაშორისო კოლაბორატორის თანამონაწილეობა პროექტში (არა ძირითადი პერსონალის, არამედ კონსულტანტის სახით).

მოსალოდნელი შედეგები:

  • კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნა;
  • კვლევების მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან;
  • კლვევის ინტერნაციონალიზაცია და გამოყენებითი კვლევების თვალსაზრისით საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრირება;
  • ინოვაციების გამოვლენის და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის ხელშეწყობა;
  • კვლევებისა და უმაღლესი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • კვლევით პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვის გზით მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა.

შედეგის შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებულ პროექტთა რაოდენობა;
  • პროექტის ფარგლებში მოპოვებული პატენტების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და აღმოჩენების რაოდენობა;
  • დაფინანსებულ მეცნიერთა რაოდენობა;
  • პროექტში ჩართული საერთაშორისო მკვლევარების რაოდენობა;
  • პროექტში ჩართული ახალგაზრდა მეცნიერთა (მათ შორის დოქტორანტთა) რაოდენობა
  • საქართველოს სახელით გამოქვეყნებული პუბლიკაციების რაოდენობა (საერთაშორისო  რეფერირებად, იმპაქტ-ფაქტორიან  ჟურნალებში);
  • ციტირების ინდექსი;
  • საერთაშორისო ღონისძიებების რაოდნობა, სადაც წარდგენილია კვლევის შედეგები (სიმპოზიუმები, კონფერენციები, სემინარები).

პროგრამა 1.3  ერთობლივი კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით (2015-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება

ქართველ მეცნიერთა საკმაოდ დიდი ნაწილი დაფუძნდა და მოღვაწეობს საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში წამყვან სამეცნიერო - კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებში. ისინი აქტიურად არიან ჩართულები თანამდროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უახლეს სამეცნიერო  კვლევებში, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის კვლევით პროექტებში და გააჩნიათ ფასდაუდებელი სამეცნიერო გამოცდილება კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენების, ინოვაციური ტექნოლოგიების, თანამედროვე ტენდენციებისა და აპარატურის ფლობის თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო წრისთვის, შეზღუდული ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რსურსების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაცია, შესაბამისად, ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მათი თანამშრომლობა ადგილობრივ კოლეგებთან -  ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის სრულყოფილ განვითარებასა და მაღალი დონის კვლევების განხორციელებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა უც­ხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით. პროგრამა ემსახურება უცხოეთის სამეცნიერო - კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კად­რების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარებას, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ეროვნულ კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვებას. პროგრამის მეშვეობით საქართველოში მომუშავე მკვლევარებს მიეცემათ შესაძლებლობა, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თა­ნამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, პროგრამა ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობ­ლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ სა­ქართველოში მეცნიერებისა და კვლევების დონის ამაღლებას. პროგრამაში მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაციას.

კონკურსის და შეფასების პირობები: პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდა მეცნიერთა (დოქოტრანტების, 35 წლამდე მეცნიერთა) ჩართვას პროექტში მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. სასურველია საერთაშორისო კოლაბორატორის თანამონაწილეობა პროექტში (არა ძირითადი პერსონალის, არამედ კონსულტანტის სახით).

მოსალოდნელი შედეგები:

  • ქართული სამეცნიერო წრეების საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრაცია;
  • უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების სამშობლოსთან საქმიანი კონტაქტის შენარჩუნება;
  • კვლევების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან თანამშრომლობის გაღრმავება;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის განვითარება.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები

  • ერთობლივ კვლევებში მონაწილე მეცნიერთა რაოდენობა;
  • ერთობრივ კვლევებში მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა (მაგისტრანტების, დოქტორანტების) რაოდენობა;
  • დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციების რაოდენობა და გამოცემები, სადაც არის გამოქვეყნებული (საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში);
  • პროექტის შედეგად გამოქვეყნებული პუბლიკაციების ციტირების ინდექსი
  • პროექტის შედეგების პრეზენტაციების რაოდენობა საერთაშორისო ღონისძიებებზე (სიმპოზიუმები, სემინარები, კონფერენციები)
  • დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების რაოდენობა.

პროგრამა 1.4 - მიზნობრივი პროგრამა -  საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (STEM) გრძელვადიანი კვლევითი პროექტების ხელშეწყობა (2015-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

საქართველოს ათასწლეულის გამოწვევა ავალდებულებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი უმაღლესი განათლების პროგრამების განხორციელებას ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებებით (STEM).  იგეგმება თვისებრივად ახალი სადოქტორო და სამაგისტრო სკოლის განვითარება და საერთაშირისო საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულებების ქმედითი ჩართულობა სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული სამეცნიერო მიმართულებების განვითარება სტრატეგიულ პრიორიტეტებად არის მიჩნეული ქვეყნის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური პროგრესის ხელშეწყობისათვის და ადგილობრივ კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე უნივერსიტეტების ცალკეულ ერთეულებში არსებობს სამეცნიერო პოტენციალი, რომლის მიზნობრივად გამოყენება აუცილებელია აღნიშნული მიმართულებების (STEM) განვითარებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა მოზიდვის და ჩართვის გზით.

პროგრამის აღწერა:

მიზნობრივი პროგრამის ძირითადი ამოცანაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (განსაკუთრებით მათემატიკა, თეორიული ფიზიკა), ინჟინერიისა და ტექნოლოგიების (ბიოტექნოლოგია) სფეროში ხელი შეწუყოს არსებული, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების გამოვლენას, კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრირებას და გრძელვადიანი (5-7 წლიანი) კვლევითი პროექტების დაფინანსებას. შესაძლებელი იქნება როგორც დარგობრივი, ასევე ინტერდისციპლინური კვლევითი ჯგუფების დაფინანსება და აქცენტი გაკეთდება საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევის წარმოებაზე, საერთაშორისო მკვლევარებისა და ადგილობრივი ახალგაზრდა მეცნიერების, მათ შორის დოქტორანტების აქტიური ჩართვით.

კონკურსის და შეფასების პირობები: პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდა მეცნიერთა (დოქოტრანტების, 35 წლამდე მეცნიერთა) ჩართვას პროექტში მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. აუცილებელია საერთაშორისო კოლაბორატორის თანამონაწილეობა პროექტში (არა ძირითადი პერსონალის, არამედ კონსულტანტის სახით).

მოსალოდნელი შედეგები:

  • მიზნობრივად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM) საუკეთესო სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენა და საერთაშორისო სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო წრის ინტერნაციონალიზაცია;
  • კვლევებისა და უმაღლესი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • კვლევით პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვის გზით მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებულ პროექტთა რაოდენობა;
  • დაფინანსებულ ადგილობრივ მეცნიერთა რაოდენობა;
  • პროექტში ჩართული საერთაშორისო მკვლევარების რაოდენობა;
  • პროექტში ჩართული ახალგაზრდა მეცნიერთა (მათ შორის პოსტდოქტორანტთა და დოქტორანტების) რაოდენობა;
  • საქართველოს სახელით გამოქვეყნებული პუბლიკაციების რაოდენობა (საერთაშორისო  რეფერირებად, იმპაქტ-ფაქტორიან  ჟურნალებში);
  • ციტირების ინდექსი;
  • პროექტის ფარგლებში მოპოვებული პატენტების, აღმოჩენების და ა.შ. რაოდენობა;
  • საერთაშორისო ღონისძიებების რაოდნობა, სადაც წარდგენილია კვლევის შედეგები (სიმპოზიუმები, კონფერენციები, სემინარები).
  • მიღებულ შედეგებზე დაფუძნებით ახალი საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა (როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მახასიათებლები);

პროგრამა 1.5 - საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა ქართველი მეცნიერებისათვის (CERN ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, JINR DUBNA ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობა)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

კვლევები მაღალენერგიულ ფიზიკაში მნიშვნელოვანია ტექნიკური პროგრესისა და ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებისათვის. საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) და ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით (JINR DUBNA). მნიშვნელოვანია საერთაშორისო ქსელში ქართველ მეცნიერთა (ფიზიკოსების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების) ჩართვაზე რომლის ხელშეწყობით განხორციელდება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ დარგებში სამეცნიერო და ტექნიკური ურთიერთობების გაღრმავება. ქართველმა მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღეს CERN-ის LHC აქსელერატორის ATLAS ექსპერიმენტში, რამაც მდგრადი საფუძველი შექმნა ქართველი ფიზიკოსების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების CERN-ის სამომავლო კვლევებში მონაწილეობისთვის.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) და ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით (JINR DUBNA),  ჩარჩო ხელშეკრულებების ფარგლებში შესაძლებლობა მიეცეს მოწინავე ქართველ მეცნიერებს - ფიზიკოსებს, ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო თანამედროვე კვლევით პროექტებში და გააღრმავონ სამეცნიერო - ტექნიკური ურთიერთობები. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ მკვლევარები თანამშრომლობის შედეგებს გამოიყენებენ მხოლოდ არასამხედრო დანიშნულებით. CERN-ისა და  JINR-ის საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობსა მიიღებენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტები, რომელთაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და მათ შორის ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის, კოსმოსური სხივების ფიზიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკული ტექნოლოგიისა და კოორდინატთა გამოთვლის დარგებში. აღნიშნული ცენტრების საერთაშორისო პროექტებში ქართველ მეცნიერთა ჩართვა შესაძლებელი იქნება ადამიანური რესურსების გაზიარებით, აგრეთვე CERN-ისა და  JINR-ის ცენტრებში კვლევისათვის საჭირო ტექნოლოგიებზე, აღჭურვილობაზე, მასალებსა და ინფრასტრუქტურაზე კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ქართველ მეცნიერთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებსა და დოქტორანტებს საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ შეიტანონ განცხადება აღნიშნული ცენტრების სკოლებში, მათ შორის აქსელერატორის სკოლაში, კომპიუტერულ სკლაში, ფიზიკის ევროპუ სკოლასა და ცენტრების საზაფხულო სტუდენტურ პროგრამაში მონაწილეობისთვის.

კონკურსისა და შეფასების პირობები: ქართველ მეცნიერთა შერჩევა ხდება თავად ცენტრების მხრიდან საკონკურსო გზით, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებზე დაყრდნობით. საერთაშორისო ცენტრების კვლევით პროექტებში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 ინსტიტუტს - მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტუტს, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტს, ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.  პრიორიტეტი ენიჭება ახალგაზრდა მეცნიერთა (დოქოტრანტების, 35 წლამდე მეცნიერთა) ჩართვას მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

მოსალოდნელი შედეგები:

  • ქართველ მეცნიერთა ჩართვა CERN, JINR ცენტრების ბაზაზე მიმდინარე, უმაღლესი დონის, საერთაშორისო, თანამედროვე კვლევით პროექტებში და მონაწილეობა ინტერესთა სფეროებში:
  • ექსპერტიმენტული ნაწილაკები და მაღალი ენერგიების მძიმე-იონების ფიზიკა;
  • თეორიული ელემენტარული ნაწილაკები და მაღალი ენერგიების მძიმე იონების ფიზიკა;
  • ამაჩქარებლების ფიზიკა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები;
  • LHC კომპიუტერული ქსელი და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტექნოლოგიები (ATLAS-ის და CMS-ის LHC ექსპერიმენტებისთვის და მსოფლიო მასშტაბის მქონე LHC კომპიუტერული ქსელი CERN-ში);
  • სანჟინრო პროექტები მაღალი ენერგიების ექსპერიმენტების ფარგლებში;
  • საგანმანათლებლო პროგრამები ზემოთხსენებულ სფეროებში - - JINR მაღალი ენერგიების ფიზიკის სკოლები. CERN-ის საზაფხულო პროგრამები სტუდენტებისა და უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებისთვის.
  • სამეცნიერო წრის ინტერნაციონალიზაცია;
  • კვლევებისა და უმაღლესი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • კვლევით პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვის გზით მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • CERN, JINR საერთაშორისო პროექტების რაოდენობა, სადაც ჩართულნი იქნებიან ქართველი მეცნიერები
  • CERN, JINR პროექტებში ჩართული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების რაოდენობა;
  • CERN, JINR პროექტებში ჩართული ქართველ მეცნიერთა რაოდენობა
  • CERN, JINR პროექტებში ჩართული ახალგაზრდა მეცნიერთა (მათ შორის დოქტორანტთა) რაოდენობა
  • CERN საგანმანათლებლო პროგრამებში (საზაფხულო სკოლები, სემიანრები) ჩართული ახალგაზრდა მეცნიერთა (მათ შორის დოქტორანტთა) რაოდენობა
  • გამოქვეყნებული ერთობლივი პუბლიკაციების რაოდენობა (საერთაშორისო რეფერირებად, იმპაქტ-ფაქტორიან  ჟურნალებში) და ციტირების ინდექსი;
  • პროექტის ფარგლებში მოპოვებული პატენტების, აღმოჩენების და ა.შ. რაოდენობა;
  • საერთაშორისო ღონისძიებების რაოდნობა, სადაც წარდგენილია კვლევის შედეგები (სიმპოზიუმები, კონფერენციები, სემინარები).
  • მიღებულ შედეგებზე დაფუძნებით ახალი საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა (როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მახასიათებლები);

პრიორიტეტი 2

ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა

პროგრამა 2.1 პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2015-2019)  

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის უწყვეტი განვითარება მოითხოვს ახალგაზრდა კადრების მოზიდვას, მომზადებასა და შენარჩუნებას მეცნიერების სექტორში.  წარმოუდგნელია ქვეყნის სამეცნიერო - ტექნოლოგიური განვითარება მეცნიერთა ახალგაზრდა თაობების პოტენციალისა და შესაძლებლობების ზრდის გარეშე, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მკვლევართა -  დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტების წახალისება, შესაბამისი პირობების შექმნა და მათი აქტიური ჩართვა თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია ნიჭიერი, ახალგაზრდა მეცნიერების გამოვლენა და წახალისება ღია კონკურსის საფუძველზე, ინდივიდუალური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით.  დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ ინოვაციური, სამეცნიერო - კვლევითი პროექტები მეცნიერების ყველა მიმართულებაში. პროექტის ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს ერთი წელი.

კონკურსის და შეფასების პირობები: პროგრამაში მონაწილეობა ცხადდება ღია კონკურსის გზით. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. სასურველია საერთაშორისო კოლაბორატორის თანამონაწილეობა პროექტში კონსულტანტის სახით.

მოსალოდნელი შედეგები:

პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება კონკურსის საფუძველზე ნიჭიერ ახალგაზრდა მეცნიერთა  გამოვლენა, მათი მატერიალური მხარდაჭერა და წახალისება ინოვაციური, კვლევითი პროექტების განხორციელებისათვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მკვლევართა ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდას.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებულ ახალგაზრდა მეცნიერთა რაოდენობა;
  • პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციათა რაოდენობა:
  • კვლევითი პროექტების შედეგების საერთაშორისო ღონისძიებებში (სემინარებზე, კონფერენციებზე) პრეზენტაციების რაოდენობა;
  • პროექტების განხორციელების შედეგად ახალი კოლაბორაციული ქსელის/ჯგუფების/პროექტების შექმნის პერსპექტივა და რაოდენობა.

პროგრამა 2.2 - დოქტორანტურის სამეცნიერო პროექტების საგრანტო კონკურსი

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის უწყვეტი ზრდისათვის. დოქტორანტურის სამეცნიერო პროექტების დაფინანსება მნიშვნელოვან სტიმულს იძლევა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების ხარისხის ამაღლებისათვის, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და უნივერსიტეტების მეცნიერებთან თანამშრომლობისათვის და მათი პოტენციალის გამოყენებისთვის კვლევითი პროექტების თანახელმძღვანელობის სახით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნისათვის შეზრუდული ადამიანური რესურსების პირობებში.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის ძირითადი მიზანია სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება. პროგრამის ქვე-მიზნებია: უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.  პროექტის ამოცანაა წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს დოქტორანტის სტიპენდია, სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების შეძენა, ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენის ან/და საველე სამუშაოების ხარჯები, პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ტრენინგი და სხვა.) მონაწილეობის ხარჯები,  დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯები. პროგრამის დაფინანსების სქემა შესაძლებელს ხდის უცხოეთის უმაღლეს სა­განმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ცენტრებში წარ­­­მატებულად მოღვაწე ჩვენი თანამემამულე მეცნიერების, აგრეთვე უცხოელი მკვლევარების სა­მეც­ნიერო პოტენციალის გამოყენებას ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად. ამასთანავე, გრან­ტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირებასა და სა­ქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდას. პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუ 2 და მაქსიმუმ 6 სემესტრი.

კონკურსის და შეფასების პირობები: პროგრამაში მონაწილეობა ცხადდება ღია კონკურსის გზით. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. აუცილებელია საერთაშორისო მეცნიერის თანამონაწილეობა პროექტში კვლევითი პროექტის თანახელმძღვანელის სახით.

მოსალოდნელი შედეგები:

  • პროგრამა ხელს შეუწყობს მკვლევართა ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდას, კონკურსის საფუძველზე ნიჭიერ ახალგაზრდა მეცნიერთა გამოვლენის, მათი მატერიალური მხარდაჭერის და ინოვაციური, საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი პროექტების დაფინანსების მეშვეობით;
  • შექიმნება ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობები;
  • უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებების დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელება და სასწავლო პროგრამების ხარისხის ზრდა;
  • გაძლიერდება დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ხელი შეეწყობა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირებას.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებულ ახალგაზრდა მეცნიერთა რაოდენობა;
  • პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციათა რაოდენობა:
  • კვლევითი პროექტების შედეგების საერთაშორისო ღონისძიებებში (სემინარებზე, კონფერენციებზე) პრეზენტაციების რაოდენობა;
  • პროექტების განხორციელების შედეგად ახალი კოლაბორაციული ქსელის/ჯგუფების/პროექტების შექმნის პერსპექტივა.

პროგრამა 2.3 - ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები (2015-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

საზღვარგარეთ არსებულ მოწინავე სამეცნიერო ცენტრებში ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირება უაღრესად ეფექტური წამახალისებელი მექანიზმია ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლების სამეცნიერო სფეროში მოზიდვისა და მათი პროფესიული ზრდისთვის.  სტაჟირების პროცესი ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევართა განათლების დონის ამაღლებას, მოწინავე კვლევით ცენტრებში მუშაობის სპეციფიკის გაცნობასა და საერთაშორისო სამეცნიერო - კვლევითი გამოცდილების გაზიარებას.

პროგრამის აღწერა:

კონკურსი მიზნად ისახავს წამყვან უცხოურ კვლევით ორგანიზაციებში და უნივერსიტეტებში ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების დაფინანსებას; პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდა მკვლევარებს მიეცემათ საშუალება გაიარონ  2-დან 8 თვემდე სტაჟირება წამყვან საერთაშორისო კვლევით ცენტრებში, ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას და როგორც მეცნიერისა და მკვლევარის უნარების განვითარებას, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ინტეგრირებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას. ახალგაზრდა მეცნიერებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ უცხოეთის კვლევით ცენტრებში კონკრეტულ კვლევით პროექტებში და აითვისონ კვლევის უახლესი ტექნოლოგიები.

კონკურსის და შეფასების პირობები:  პროგრამაში მონაწილეობა ცხადდება ღია კონკურსის გზით. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგები:

  • ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრირება;
  • სამომავლოდ ერთობლივ კვლევით პროექტებში თანამონაწილეობის ხელშეწყობა.

შედეგის შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებულ ახალგაზრდა მეცნიერთა რაოდენობა;
  • პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციათა რაოდენობა;
  • კვლევითი პროექტების შედეგების საერთაშორისო ღონისძიებებში (სემინარებზე, კონფერენციებზე) პრეზენტაციების რაოდენობა;
  • პროექტების განხორციელების შედეგად ახალი კოლაბორაციული ქსელის/ჯგუფების/პროექტების შექმნა.

პროგრამა 2.4 - სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების (Graduate Schools) ინსტიტუციალიზაციის საგრანტო პროექტები (2016-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აღნიშნულია სადოქტორო სკოლების განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს კვლევების ხარისხისა და ახალგაზრდა მეცნიერთა პოტენციალის ზრდისათვის. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, კვლევებისა და განათლების შეზღუდული მატერიალური და ადამიანური რესურსების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების კონსორიუმების შექმნის საფუძველზე რესურსების გაერთიანებისა და ერთობლივი სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების დაარსების გზით ახალგაზრდა კვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო კადრების მომზადება.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული რესურსების პირობებში ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის სრულყოფილ გამოყენებას, უნივერსიტეტებში სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების დაარსებისა და ინსტიტუციონალიზაციის მეშვეობით, ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევის ხელშეწყობით, კვლევისა და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის გაძლიერებით  და სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვებით. მოწინავე დასავლური უნივერსიტეტების სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების მოდელზე დაყრდნობით დაფინანსდება ქართულ უნივერსიტეტებში სადოქტორო სკოლების (graduate schools) დაარსების, მათი ინსტიტუციონალიზაციისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პროექტები. სასურველია მსგავსი სკოლების შექმნა უნივერსიტეტების კონსორციუმების საფუძველზე. აუცილებელი პირობა იქნება, მაღალი ხარისხის, ინტერდისციპლინური კვლევების წახალისება, საგანმანათლებლო პროგრამებში კვლევების ინტერგრირება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დასავლეთის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების სკოლის მოდელის შესაბამისად ფუნქციონირება.

კონკურსისა და შეფასების პირობები: პროგრამაში მონაწილეობა ცხადდება ღია კონკურსის გზით. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს და შესაბამის კონსორციუმებს.

მოსალოდნელი შედეგები:

  • საერთაშორისო სტანდარტების მქონე უმაღლესი სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების შექმნის ხელშეწყობა;
  • კვლევისა და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრირება;
  • ქვეყნის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის ეფეტური გამოყენება.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაარსებული საერთაშორისო სტანდარტების მქონე უმაღლესი სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების რაოდენობა;
  • უმაღლეს სადოქტორო და სამაგისტრო სკოლებში გაერთიანებული სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების რაოდენობა;
  • სკოლებში ჩართულ უსდ-ები, სამეცნიერო ინსტიტუტების, მეცნიერთა და სტუდენტთა რაოდენობა;
  • სკოლის ბაზაზე განხორციელებული კვლევითი პროექტების რაოდენობა და ხარისხი;
  • სკოლის პროგრამებსა და კვლევებში ჩართულ საერთაშორისო კოლაბორატორთა და თანახელმძღვანელთა რაოდენობა და კვალიფიკაცია;
  • სკოლების ბაზაზე განხორციელებული საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების რაოდენობა და მასშტაბი (სიმპოზიუმები, კონფერენციები, სემინარები);
  • სკოლის ბაზაზე მოღვაწე მეცნიერთა და მათ შორის ახალგაზრდა მკვლევართა გამოცემები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში; ციტირების ინდექსი;
  • სკოლის ბაზაზე მოღვაწე მეცნიერთა და მათ შორის ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში (H2020, და სხვა ჩარჩო პროგრამების ფარგლებში).

პროგრამა 2.5 - მიზნობრივი პროექტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით - აზალგაზრდა მეცნიერთა (პოსტდოქტორანტებისა და დოქტორანტების) ერთობლივი სტიპენდიები (DAAD, და სხვ. სააგენტოები 2016-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

საქართველოში მოღვაწე მოწინავე ახალგაზრდა მეცნიერების საკმაოდ დიდ ნაწილს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, დასავლეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. კვლავ არსებობს დაინტერესება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო დონორების/სააგენტოების მხრიდან ერთობლივი კვლევითი სტიპენდიების ხელშეწყობით ქართველი ახალგაზრდა მკვლევარების მხარდაჭერისადმი და მათ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირებისადმი, რაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების კულტურების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალის ურთიერთგაზიარებისა და ერთობლივ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისთვის. 

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მობილობის გაზრდით მათი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცენიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა. მიზნობრივი პროექტები მიმართული იქნება ნიჭიერ, ახალგაზრდა მეცნიერთა გამოვლენისკენ და მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისკენ, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტების სასწავლო-კვლევითი სტიპენდიების დაფინანსების გზით. ორმხრივი მიზნობრივი თანამშრომლური შეთანხმებების საფუძველზე დაფინანსდება ფონდისა და ევროპული საერთაშორისო სააგენტოების (მაგ. DAAD), უნივერსიტეტების ერთობლივი გრანტები და დოქტორანტებს  და პოსტდოქტორანტებს მიეცემათ გარკვეული პერიოდი (დოქტორანტებს 1 წ. პოსტდოქტორანტებს 1.5-2 წ) გაატარონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სადოქტორო პროგრამებში და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კვლევით პროექტებში. სტიპენდიანტებს ექნებათ სპეციალური ვალდებულება, ხელი შეუწყონ ქართული კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციას, ქართული ენის სწავლებას შესაბამის უნივერსიტეტებში რეგიონული კვლევების (მათ შორის სამხრეთ კავკასიის კვლევების) ცენტრების ბაზებზე. პროექტი დააფინანსებს ფონდისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის ერთობლივი თანამონაწილეობით ახალგაზრდა მეცნიერის საზღვარგარეთ სწავლის, კვლევისა და სამეცნიერო მოღვაწეობის სრულ ხარჯს სტიპენდიის, კვლევის ხარჯის, საცხოვრებელი ხარჯის, სამგზავრო ხარჯისა და აკადემიური ლიტერატურის/სასწავლო კვლევითი მასალების შეძენის ხარჯის ჩათვლით.

კონკურსისა და შეფასების პირობები: კონკურსისა და შეფასების პირობები: პროგრამაში მონაწილეობა ცხადდება ღია კონკურსის გზით. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დოქტორანტებს (35 წლამდე), ასევე ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთაც მიღებული აქვთ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მაქს. 5 წლის წინ.

მოსალოდნელი შედეგები: პროგრამა ხელს შეუწყობს

  • ახალგაზრდა მეცნიერთა თაობის განვითარებას;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა მათ საერთაშორისო სამეცნიერო - კვლევით სივრცეში ინტეგრირებას;
  • ერთობლივი კვლევითი პროექტების ინიცირებას;
  • ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მეცნიერების და ენის პოპულარიზაციას დასავლეთის უნივერსიტეტების კვლევით ცენტრებში.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • გრანტის მიმღები დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევართა რაოდენობა;
  • სასწავლო-კვლევითი პროგრამების რაოდენობა, რომლებშიც ჩართულები იქნებიან ქართველი ახალგაზრდა მკვლევარები;
  • მათი ჩართულობა საერთაშორისო კვლევით პროექტებში;
  • გამოცემების რაოდენობა მათი ჩართულობით საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში; ციტირების ინდექსი;
  • სტიპენდიის მიმღები მკვლევარების მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, სიმპოზიუმები);
  • სპეციალური კურსებისა და სემინარების, ღონისძიებების რაოდენობა, რომელიც დაეთმობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ქართული ენის პოპულარიზაციას დასავლეთი უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში.

პროგრამა 2.6 - სამაგისტრო პროგრამებში კვლევების ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი (მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსება 2015-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების და მეცნიერების სტრატეგიული განვითარების სამუშაო დოკუმენტის შესაბამისად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობით აკადემიური პროგრამების ხარისხის ზრდას. განსაკუთრებით აქტუალურია აკადემიურ პროგრამებში, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო, ინტერდისციპლინური კვლევების გაძლიერება და სასწავლო პროცესში კვლევის ინტეგრაციის ხელშეწყობა. სამაგისტრო პროგრამებში კვლევების ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი ემსახურება ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პიროვნებების რეალიზება და შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია ერთის მხრივ ხელი შეუწყოს მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების აკადემიური დონის ამაღლებას, მათ სამეცნიერო კვლევებში ჩართულობასა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ გააუმჯობესოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი, აკადემიურ პროგრამებში სასწავლო პროცესში კვლევის ინტეგრირებისა და გაძლიერების, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის წახალისების, ინტერდისციპლინური კვლევებისა და პრობლემაზე ორიენტირებული თემატური მიმართულებით სწავლების განვითარების გზით. სამაგისტრო სწავლების დონეზე მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განხორციელების ხელშეწყობა აუცილებელი წინაპირობაა ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის და განათლებისა და მეცნიერების თანამედროვე ევრო-ამერიკულ სისტემასთან და საერთაშორისოდ აღიარებულ დასავლურ სტანდარტებთან დაახლოვებისათვის. დაფინანსდება მინიმუმ 1, მაქსიმუმ 2 სემესტრიანი კვლევითი პროექტები. სასურველია პროექტი ითვალისწინებდეს მეცნიერების პოპულარიზაციის ელემენტებს და მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო-კვლევითი პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების გაცნობასა და კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემათა გადაჭრაში მათი ჩართულობის ხელშეწყობას.

კონკურსისა და შეფასების პირობები: პროგრამაში მონაწილეობა ცხადდება ღია კონკურსის გზით. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროგრამული აკრედიტაციის მქონე სამაგისტრო პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებისგან, მეცნიერ-მკვლევარებისგან/დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისგან დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფებს (მინ. 3 მაგისტრანტის მონაწილეობით). სასურველია ახალგაზრდა მკვლევართა - პოსტდოქტორანტებისა და დოქტორანტების ჩართვა კვლევით პროექტებში, აგრეთვე კონსულტანტის სახით საერთაშორისო კვლევითი უნივერსიტეტების მეცნიერთა მონაწილეობა. სასურველია კვლევით პროექტებში რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობაც. შესაძლებელია რამოდენიმე პროგრამის წარმომადგენლებისგან შემდგარი ინტერდისციპლინური სამუშაო ჯგუფისა და კონსორციუმის მონაწილეობაც. კოლაბორაციული პროექტებისა და კონსორციუმების შემთხვევაში შესაძლებელია პროექტში ჩართულ პირთა რაოდენობის ზრდა. 

მოსალოდნელი შედეგები: პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს

  • სამაგისტრო პროგრამებში კვლევითი კომპონენტის გაძლიერებასა და აკადემიური ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვებას;
  • მაგისტრანტთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან თანამშრომლობას;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევით ცენტრებთან, სამეცნიერო ინსტიტუტებთან სამაგისტრო პროგრამების თანამშრომლობა და არსებული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას;
  • უნივერსიტეტებს შორის კოლაბორაციული პროექტების ინიცირებას და რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობას;
  • ინტერდისციპლინური, პრობლემაზე/თემაზე ორიენტირებული საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისი კვლევების განხორციელებას.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებული სამაგისტრო კვლევითი პროექტების რაოდენობა;
  • ჩართული მაგისტრანტების რაოდენობა;
  • ჩართული დოქტორანტების რაოდენობა;
  • უცხოელი კოლაბორატორების/კონსულტანტების რაოდენობა;
  • ჩართული ხელმძღვანელი მეცნიერების რაოდენობა, მკვლევართა კვალიფიკაცია;
  • კონსორციუმებისა და ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის - რეგიონული უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების რაოდენობა;
  • ინტერდისციპლინური, პრობლემაზე/თემაზე ორიენტირებული საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისი კვლევების რადენობა;
  • კვლევის შედეგად გამოქვეყნებული პუბლიკაციების რაოდენობა;
  • კვლევის შედეგების პრეზენტაცია საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში

პრიორიტეტი 3 –

 საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქვეყნის მატერიალური, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია

პროგრამა 3.1 - საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტები (2015-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

ქართული ენისა და ისტორიული მემკვიდრეობის უაღრესად დიდი მასალა ჯერ კიდევ შეუსწავლელი და მიუგნებელია, ამასთან, ბევრი მისი ისტორიული წყარო სრულიად ახლებურ შესწავლასა და გააზრებას მოითხოვს.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს სამი წელი.

კონკურსისა და შეფასების პირობები: პროგრამაში მონაწილეობა მიმდინარეობს ღია კონკურსის გზით. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. სასურველია საერთაშორისო კოლაბორატორის/კონსულტანტის თანამონაწილეობა და ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვა კვლევით პროექტებში.

მოსალოდნელი შედეგები:

  • განვითარდება ქართული ენის ეროვნული კორპუსი, რაც ენის შესწავლის საქმეში შესაძლებელს გახდის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას;
  • აღირიცხება და მოწესრიგდება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ არსებული ნაკლებად შესწავლილი ან შეუსწავლელი დოკუმენტები, ხელოვნების ნიმუშები, ძეგლები;
  • ხელი შეეწყობა ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესებასა და ჩართულობას ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებში და მის პოპულარიზაციაში.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • ქართული ენის კორპუსის ახალი შემადგენელი ელემენტების რაოდენობა და მოცულობა;
  • შესწავლილი ძეგლების რაოდენობა;
  • გამოქვეყნებული პუბლიკაციების რაოდენობა;
  • ელექტრონულ ფორმატში გადაყვანილი კვლევის შედეგების მოცულობა;
  • ჩართულ მეცნიერთა რაოდენობა, მათ შორის ახალგაზრდა მკვლევართა რაოდენობა და შემადგენლობა (მაგისტრანტები, დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები);
  • ჩართულ საერთაშორისო მკვლევართა რაოდენობა და კვალიფიკაცია;
  • კვლევის შედეგების პრეზენტაციების რაოდენობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე.

პროგრამა 3.2 - უცხოეთში საქართველოს შესწავლის ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობა (2016-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დასავლეთის ურთიერთობაში შუა აღმოსავლეთის ჩრდილოეთ რეგიონებთან, რუსეთის ფედერაციასთან და თურქეთთან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიუხედავად ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისა ქვეყანამ მაინც მოახერხა დემოკრატიული განვითარების მიმართულებით წინსვლა და პროდასავლური სახელმწიფოა სამხრეთ კავკასიაში. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები ინტერესის სფეროს წარმოაგენს დასავლეთის სამეცნიერო საზოგადოებისთვის. მეორეს მხრივ, საქართველოს შესახებ კვლევებისა და ქართველოლოგიის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. პრიორიტეტულია ქვეყნის ისტორიის, მდიდარი კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენების, აგრეთვე სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და ქართველოლოგიის ტრადიციული მიმართულებების, ასევე თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე. დაფინანსდება საქართვლოს შემსწავლელი კვლევითი ცენტრები და აკადემიური პროგრამები დასავლეთის აღიარებულ, საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებში, რაც წაახალისებს საქართველოს და ზოგადად რეგიონის შემსწავლელი კვლევების განხორციელებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და უცხოელ მკვლევართა თანამონაწილეობით. ხელი შეეწყობა ამ მიმართულებებში ახალგაზრდა მეცნიერთა მოზიდვასა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდას. შეიძლება აღნიშნული ცენტრებისა და პროგრამების საშუალებით წახალისებულ იქნას ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, საქართველოს შესახებ კვლევების შედეგების გავრცელება კონფერენციებსა და სემინარების მეშვეობით, სადაც ჩართულები იქნებიან, როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი მკვლევარები. წახალისებული იქნება საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევით კონსორციუმების ჩამოყალიება, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო მდგრადი თანამშრომლობის უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს კვლევითი გრანტი პროფესორებისა და კვლევითი სტიპენდიები სტუდენტებისათვის; ინოვაციური ინტერდისციპლინური სასწავლო კურსების შემუშავება და დანერგვა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დონეზე; საჯარო ლექციებისა და სამეცნიერო ღონისძიებების, მათ შორის კონფერენციების, სამეცნიერო - მეთოდოლოგიური სემინარებისა და კულტურული ღონისძიებები; აღნიშნულ ღონისძიებებზე სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა მობილობისთვის გაიცემა სამგზავრო გრანტები.

კონკურსისა და შეფასების პირობები: პროგრამაში მონაწილეობა მიმდინარეობს ღია კონკურსის გზით. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. სასურველია ახალგაზრდა მეცნიერთა ინტენსიური ჩართვა პროექტებში და ძირითადი ამოცანების ადგილობრივი და საერთაშორისო კონსორციუმების მონაწილეობით განხორციელება.

მოსალოდნელი შედეგები: პროგრამა ხელს შეუწყობს

  • საქართველოს შემსწავლელი კვლევების განხორციელება;
  • რეგიოინზე ექსპერტიზის შეინარჩუნება მაღალკვალიფიციური საერთაშორისო მკვლევარების ჩართვით;
  • ქართველოლოგიის მიმართულებებში მომუშავე სამეცნიერო წრის წახალისება და ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესებას ამ მიმართულებით;
  • ქარული ენის, ისტორიის, კულტურისა და რეგიონული კვლევების შემსწავლელი ღონისძიებების მეშვეობით საქართველოს შესახებ კვლევების შედეგების პოპულარიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში;

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებული ცენტრების რაოდენობა;
  • დაფინანსებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების რაოდენობა;
  • ქართველოლოგიის მიმართულებების პოპულარიზაციის სფეროში საჯარო ლექციების, საერთაშორისო კვლევითი სემინარებისა და კონფერენციების რაოდენობა;
  • ჩართულ ადგილობრივ და უცხოელ მკვლევართა, მათ შორის - ახალგაზრდა მეცნიერთა რაოდენობა;
  • პუბლიკაციების რაოდენობა და ციტირების ინდექსი.

პროგრამა 3.3 მიზნობრივი კონფერენციები საქართველოს შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით (2016-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

საქართველოს შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების შედეგების საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე გატანა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ქართველოლოგიის მიმართულებების პოპულარიზაციის, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ-სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ტრანსფორმაციული პროცესების შესახებ ინტერდისციპლინური, საერთაშორისო კვლევების წახალისებისა და ამ მიმართულებებში ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის.

პროგრამის აღწერა:

პროგრამა მიზნად ისახავს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციების დაფინანსებას საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენისათვის. შესაძლებელი იქნება კოლაბორაციული პროექტების წარმოდგენა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინტერდისციპლინური, საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი პროექტების შედეგების პრეზენტაციას ახალგაზრდა მკვლევართა თანამონაწილეობით.

კონკურსისა და შეფასების პირობები: პროგრამაში მონაწილეობა მიმდინარეობს ღია კონკურსის გზით. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ცალკეულ იურიდიულ პირებს - კვლევით უნივერსიტეტებს, სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ცენტრებს, აგრეთვე კონსორციუმებს და მეცნიერთა ინტერდისციპლინურ ჯგუფებს. სასურველია ახალგაზრდა მეცნიერთა ინტენსიური ჩართვა პროექტებში და ძირითადი ამოცანების ადგილობრივი და საერთაშორისო კონსორციუმების მონაწილეობით განხორციელება.

მოსალოდნელი შედეგები: პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს

  • საქართველოს შემსწავლელი მიმართულებების განვითარებასა და კვლევების საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებას;
  • საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დაინტერესების გაზრდას საქართველოში მიმდინარე სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ტრანსფორმაციის მიმართ და მონაცემებზე დაფუძნებული ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებას;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და კვლევით პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერთა მოზიდვას.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • კონფერენციების რაოდენობა;
  • ჩართულ ადგილობრივ მკვლევართა რაოდენობა;
  • მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერთა რაოდენობა;
  • მონაწილე საერთაშორისო მკვლევარების რაოდენობა და გეოგრაფია;
  • კონფერენციების თემატიკა და წარმოდგენილი ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტების რაოდენობა;
  • კონფერენციების შედეგად ინიცირებული ახალი საერთაშორისო კოლაბორაციისა და კვლევითი პროექტების რაოდენობა.

პრიორიტეტი 4 –

სართაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ხელშეწყობა

პროგრამა 4.1 - სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსი (უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით,მათ შორის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები; 2015-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

სამეცნიერო იდეების, საერთო კვლევითი ინტერესებისა და მეთოდოლოგიების ურთერთგაზიარების მეშვეობით ახალგაზრდებისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა აუცილებელი პირობა მკვლევართა ახალგაზრდა თაობების განვითარების ხელშეწყობისთვის. მსოფლიოში სეზონური  სკოლების ფუნქციონირების კარგი საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს, რაც  მისაბაძია, მით უმეტეს, თუ გავითვასიწინებთ საქართველოს ბუნებრივ-კლიმატურ პირობებსა და მსგავსი სკოლების ორგანიზებისთვის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისათვის და სტუდენტებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკო­ლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა. სეზონური სკოლები შეიძლება იყოს დარგობრივი, ინტერდისციპლინური, კვლევის მეთოდებში ტრენინგსა და ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული. სეზონურ სკოლებში შესაძლოა შემოტანილ იქნას განაცხადი, რომელიც მიეძღვნება ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას და ქართველოლოგიური მეცნიერებების მიმართულებაში ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევართა სამომავლო თანამ­შრომლობას. 

კონკურსის შეფასების პირობები: პროგრამა ცხადდება ღია კონკურსის გზით და დაფინანსდება საუკეთესო პროექტები. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდა მეცნიერთა (დოქოტრანტების, 35 წლამდე მეცნიერთა) ჩართვას პროექტში მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. სასურველია საერთაშორისო კოლაბორატორი თანამონაწილეობა პროექტში (არა ძირითადი პერსონალის, არამედ კონსულტანტის სახით).

მოსალოდნელი შედეგები:

  • ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება;
  • მეცნიერებაში მოზიდვის მიზნით ახალგაზრდა კადრების სტიმულირება;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და კვლევების, სამეცნიერო გამოცემების უნარ-ჩვევების განვითარება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში;
  • ქართველ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა;
  • ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება თემაზე/პრობლემაზე ორინეტირებული სეზონური სკოლების გზით;
  • ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო მკვლევარების მოზიდვით;

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებულ სეზონური სკოლების რაოდენობა;
  • მონაწილე ქართველ მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა რაოდენობა;
  • დაფინანსებული სეზონური სკოლების თემატიკა;
  • კვლევის მეთოდებსა და ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული სკოლების რაოდენობა;
  • ინტერდისციპლინური სეზონური სკოლების რაოდენობა;
  • ჩართული საერთაშორისო კოლაბორატორების (კვლევითი, საგანმანათლებლო ცენტრების, სამეცნიერო ინსტიტუტების, უნივერსიტეტებისა) და საერთაშორისო მეცნიერების რაოდენობა;
  • სეზონური სკოლების შედეგად ინიცირებული საერთაშორისო თანამშრომლობის (კონსორციუმი, სამუშაო ჯგუფი) და ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების რაოდენობა .

პროგრამა 4.2 - საკონფერენციო გრანტების კონკურსი (უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

ქართველ მეცნიერთა შეზღუდული, თითქმის არარსებული შესაძლებლობა გააცნონ კოლეგებს თავიანთი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები უკვე წლებია უარყოფითად მოქმედებს მათ შემოქმედებით ზრდაზე. დაგროვილი ცოდნის მიწოდებისა და ახალი ცოდნის მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ამ პრობლემის გადასაწყვეტად სამეცნიერო კონფერენციები წარმოდგენენ.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებისათვის დაფინანსების გაცემა; კვლევების შედეგების გაზიარება და ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა;

კონკურსის შეფასების პირობები: პროგრამა ცხადდება ღია კონკურსის გზით და დაფინანსდება საუკეთესო პროექტები. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდა მეცნიერთა (დოქოტრანტების, 35 წლამდე მეცნიერთა) ჩართვას პროექტში მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. აუცილებელია საერთაშორისო კოლაბორატორებისა და მკვლევარების თანამონაწილეობა პროექტში (არა ძირითადი პერსონალის, არამედ მომხსენებლების სახით).

მოსალოდნელი შედეგები:

  • საქართველოში მაღალი დონის, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებისა და კონფერენციების გამართვა
  • ქართული სამეცნიერო საზოგადოების საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრირების ხელშეწყობა.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებული კონფერენციების რაოდენობა;
  • ადგილობრივ მონაწილეთა რაოდენობა;
  • მოწვეულ უცხოელ მონაწილეთა რაოდენობა;
  • საკონფერენციო მასალების გავრცელების მასშტაბი.

პროგრამა 4.3 -  მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

ქართველ მეცნიერთა მწირი სამივლინებო რესურსები და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯების უქონლობა  აფერხებს მათ მიერ მიღებული სამეცნიერო პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და ერთობლივი სამეცნიერო - კვლევითი ინტერსესბის გაზიარებას უცხოელ კოლეგებთან, საერთაშორისო მოწინავე კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების, უნივერსიტეტების მეცნიერებთან. ადგილბრივ მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა მათი საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნოლოგიურ ქსელში ინტეგრირებისათვის, თანამედროვე სამეცნიერო კვლევების მიღწევების გაზიარებისათვის და მათი შემდგომი განვითარებისთვის.

პროგრამის აღწერა:

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელ­მწიფო სამეცნიერო გრანტი არის მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზი­არების შედეგად აძლიერებს ადგილობრივ სამეცნიერო პოტენციალს და ხელს უწყობს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას. პროგრამის მიზანია წაახალისოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში ( კონფერენცია,  კონგრესი, ფორუმი,  სიმპოზიუმი,  სემინარი), სადაც  ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გაძლიერდება ქართველ მკვლევართა ინტეგრირება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ქსელში, ხელი შეეწყობა ერთობლივი სამეცნიერო ინტერესების დადგენასა და პოტენციურ, ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივების გამოვლენას.

კონკურსის შეფასების პირობები: პროგრამა ცხადდება ღია კონკურსის გზით და დაფინანსდება საუკეთესო პროექტები. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.  კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა ქართველ მეცნიერთა მიერ სამეცნიერო ღონისძიებაში მოხსენებით გამოსვლა და/ან სასტენდო მოხსენება.

მოსალოდნელი შედეგები:

ქართველი მკვლევარების მონაწილეობა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო ცხოვრებაში უზრუნველყოფს მათ შემოქმედებით  და პროფესიულ განვითარებას, ზრდის მათ შესაძლებლობას ერთობლივ საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობისათვის.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებულ მკვლევართა რაოდენობა;
  • ზეპირი და სასტენდო მოხსენებათა რაოდენობა.

პროგრამა 4.4 -  ერთობლივი საგრანტო კონკურსები  ევროპული და რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის უწყვეტი განვითარება მოითხოვს  საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებას საერთაშორისო/უცხოურ სამეცნიერო ცენტრებთან. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალური ხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირის ერთიან საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სივრცეში საქართველოს საგანმანათლებლო-კვლევითი პროგრამებისა და სამეცნიერო საზოგადოების ინტეგრირება.

პროგრამის აღწერა:

საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ასამაღლებლად სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნერო ფონდი სხვა უცხოურ სამეცნიერო ფონდებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და მულტილატერალური თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამებში კონსორციუმში გაერთიანების მეშვეობით ახორციელებს საერთო საგრანტო კონკურსებს ერთობლივი კვლევებისა და სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებებისა და აქტივობების დასაფინანსებლად; აღნიშნული პროგრამების მეშვეობით შესაძლებელი ხდება ევროპულ და საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციებში საქართველოს სახელით ფონდის მონაწილეობა.

კონკურსის შეფასების პირობები: პროგრამა ცხადდება ღია კონკურსის გზით და დაფინანსდება საუკეთესო პროექტები. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივ პროექტებსა და ღონისძიებებში ახალგაზრდა მეცნიერთა (დოქოტრანტების, 35 წლამდე მეცნიერთა) მონაწილეობას.

მოსალოდნელი შედეგები:

  • ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა
  • უცხოური საგრანტო დაფინასების მოზიდვა;
  • ქართველი მეცნიერების, სტუდენტების ჩართულობა საერთაშორისო კვლევით სივრცეში;
  • საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის განვითარება და სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოვება, შესაბამისობაში მოყვანა.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებული ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი პროექტების რაოდენობა;
  • მოზიდული უცხოური თანადაფინასების მოცულობა;
  • კვლევითი კოლაბორაციების რაოდენობა, რომლებშიც ქართული მხარე მიიღებს მონაწილეობას;
  • ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებების რაოდენობა;
  • მულტილატერალური თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამების რაოდენობა;

პროგრამა 4.5 -  საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა (DUBNA - ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, CERN ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის  ქართველი მეცნიერების მონაწილეობით ერთობლივი პროექტები, საწევრო გადასახადი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში ქართველი მეცნიერების ჩართულობის გაძლიერების მიზნით. )

დეტალური ინფორმაცია იხ. პრიორიტეტი 1; პროგრამა 1.6

პროგრამა 4.6. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ -ში ქართველი მეცნიერების ჩართულობის გაძლიერება

ფონდი საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში აქტივობისა და წარმატების პოტენციალის გაზრდის მიზნით ახორცილებს მიზნობრივ საგრანტო პროგრამებს და უზრუნველყოფს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის, ასევე სხვა საერთაშორისო პროგრამების შესახებ სამეცნიერო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ფონდების მოზიდვის უნარების განვითარებას ტრენინგებისა და საკონსულტაციო მომსახურების მეშვეობით, მხარს უჭერს ტრანსლაციური ინტერ-სექტორული, ინტერ- დისციპლინური და ინტერ-ინსტიტუციური კვლევების განვითარებას. 2015 წლიდან ფონდი არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში (H2020) შემავალი ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში. ERC-ის მისიაა, კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევების განხორციელებას ევროპაში და მხარი დაუჭიროს ძიებაზე ორიენტირებულ მოწინავე კვლევებს ყველა სფეროში, სამეცნიერო გამორჩეულობის გათვალისწინებით. ფონდი 2018 წლიდან გასცემს დამატებით მოსამზადებელ გრანტებს H2020-ის პროგრამებისთვის პროექტების წერის წასახალისებლად და საქართველოს მეცნიერთა სამეცნიერო პროდუქტიულობის ასამაღლებლად.

პრიორიტეტი 5 –

სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა

პროგრამა 5.1 - საერთაშორისო გამოცემებსა და მონაცემთა ბაზებზე წვდომის უზრუნველყოფა (2015-2019)

  • ELSEVIER, SCOPUS - მონაცემთა ბაზა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებით სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გამომცემლობა ELSEVIER BV-ს შორის 2014 წლის 28 მაისს გაფორმდა ELSEVIER-ის გამოწერის შეთანხმება. შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა 21 ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი, სადაც გაერთიანებულია სახელმწიფო უნივერსიტეტები, შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, 3 კვლევითი ცენტრი, 1 სამეცნიერო ინსტიტუტი,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნუილი აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.  აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამეცნიერო საზოგადოებას აქვს სრული წვდომა გამომცემლობა ELSEVIER-ის  - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობის ბაზებთან (ScienceDirect, SCOPUS) და შეუძლიათ უსასყიდლოდ ჩამოტვირთონ და ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით (სამეცნიერო სტატიები, წიგნები, წიგნების თავები, აბსტრაქტები) მათი კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. დამატებით გამოწერილია SciVal Funding and Reviewer Finder შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სარგებლობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში შემოსული პროექტების შეფასებისას საერთაშორისო ექსპერტების შერჩევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ELSEVIER-ის ბაზებთან წლიურ გადასახადს აფინანსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გავლით. 2014 წლის წლიური გადასახადია - 131 782 ევრო, 2015 წლის - 217 054 ევრო, 2016 წლის - 237 773 ევრო (Gross). 

ELSEVIER-ის გამომცემლობა უზრუნველყოფს ტრენინებისა და სემინარების სერიის ჩატარებას ქართველი მკვლევარებისთვის. იგეგმება ELSEVIER-ის წარმომადგენლებისა და აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალების გამოცემემების მიმართულებით დირექტორის პერიოდული ვიზიტები საქართველოში. შედგება მოლაპარაკება სამინისტროსთან ხელშკრულების განახლებისა და ქართული გამომცემლობების საბოლოო შერჩევის შესახებ, აგრეთვე გაიმართება პრაქტიკული სემინარები უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის, მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართათვის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოცემების მომზადებისა და ნაშრომის გამოქვეყნების ხელშეწყობისთვის.  ჩატარდება საერთაშორისო სიმპოზიუმები და სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფორუმები  მეცნიერების განვითარების სტრატეგიის, თანამედროვე ტენდენციების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეცნიერების მენეჯმენტის გამოცდილების გაზიარების მიზნით. 

  • ElSEVIER -ის ბაზაში ქართული ჟურნალების გამოცემა (საქართველოს შემსწავლელი კვლევების ჟურნალის განვითარების ჩათვლით)

2014 წელს ჩატარდა ELSEVIER-ის ბაზაზე გამოსაქვეყნებელი საერთაშორისო დონის რეფერირებადი ქართული გამომცემლობების შესარჩევი კონკურსი, რის შედეგადაც პირველ ეტაპზე გასული 8 ქართული გამომცემლობიდან  ELSEVIER-ის საექსპერტო საბჭომ შეარჩია 2 ქართული გამომცემლობა: რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის გამომცემლობა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გამომცემლობა.  შესაძლოა მოხდეს მესამე, ახალი გამომცემლობის შექმნის ხელშეწყობა ქართველოლოგიის, საქართველოს შემსწავლელი ინტერდისციპლინური კვლევების (Georgian Studies) მიმართულებით.

2017 წლიდან ფონდი 15 ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმისთვის დამატებით ახორციელებს Clarivate Analytics-ის (ყოფილი Thomson Reuters) ბაზებთან და ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან (Web of Science, Derwent Innovation) წვდომას.

პროგრამა 5.2 - ეროვნული მონაცემთა ბაზის შექმნა (საქართველოს სამეცნიერო პორტალი 2016 - 2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

სამეცნიერო მიმართულებების განვითარებისათვის, ცოდნის დაგროვებისა და ინოვაციური ტექნოლოგიური კვლევების ხელშეწყობისათვის, ასევე ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისთვის აუცილებელი პირობაა არსებული სიტუაციის ანალიზი ადამიანური, მატერიალური, ინტელექტუალური რესურსების თვალსაზრისით და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა როგორც ქვეყნის შიგნით დაინტერესებული ჯგუფებისთვის, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ამჟამად საქართველოში არ არსებობს ეროვნული მასშტაბის ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელიც გააერთიანებდა ქვეყანაში არსებულ მონაცემებს სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების, კვლევითი უნივერსიტეტების, ცენტრების, ადამიანური რესურსების, სამეცნიერო - კვლევითი პროექტებისა და გამოცემების, პატენტებისა და საავტორო უფლებების ჩათვლით. შესაბამისად, სამეცნიერო პროგრესისათვის ამგვარი ბაზის შექმნა და სისტემური ადმინისტრირება, მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყობა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ეროვნული მასშტაბის ერთიანი სამეცნიერო პორტალის პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას საქართველოში არსებული სამეცნიერო-კვლევითი მატერიალური, ადამიანური, ინტელექტუალური, ინფრასტრუქტურული რესურსების შესახებ. ერთიანი ფორმატითა მოხდება ერთ პროგრამულ სივრცეში მონაცემთა დარეგისტრირება საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულბების, მათთან არსებული და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, ინსტიტუტების შესახებ, ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებული გამოცდილ, აქტიურ მკვლევართა და ახალგაზრდა მეცნიერთა შესახებ. მიმართულებების მიხედვით შესძლებელი იქნება ანგარიშების გენერირება მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო გრანტების, კვლევითი პროექტების, სამეცნიერო ღონისძიებების, პუბლიკაციებისა და პატენტების/საავტორო უფლებების შესახებ.

მოსალოდნელი შედეგები: პროგრამის მეშვეობით

  • შეიქმნება ერთიანი ეროვნული სამეცნიერო პორტალი;
  • მოხდება ინფორმაციის განახლება და პორტალის სისტემური განვითარება;
  • ხელმისაწვდომი იქნება არსებული სამეცნიერო-კვლევითი რესურსების შესახებ ინფორმაცია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო წრისათვის;
  • ხელი შეეწყობა ერთობლივი კვლევითი ინტერესების ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • პორტალში გაერთიანებული იურიდიული პირების რაოდენობა;
  • გაწევრიანებული ფიზიკური პირების რაოდენობა
  • დარეგისტრირებული ერთობლივი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების რაოდენობა
  • საერთაშორისო ღონისძიებების რაოდენობის ზრდის დინამიკა
  • დარეგისტრირებული პუბლიკაციების, პატენტების, საავტორო უფლებების რაოდენობა
  • პორტალის გაშვების საფუძველზე ინიცირებული სამეცნიერო კონსორციუმების, თემატური და ინტერდისციპლინური საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი პროექტების რაოდენობა.

პროგრამა 5.3 - სამეცნიერო აპარატურის სახელმწიფო გრანტები (2016-2019)

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამის დასაბუთება:

საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულე­ბე­ბის აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპა­რატუ­რით არის საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო საქმი­ანობისა და აკადემიურ სფეროში რეფორმის წარმა­ტების ერთ-ერთი ძირითადი პირობა.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდა, მეცნიერთათვის თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობის პროგრესის ხელშეწყობა. ამისათვის პროგრამა დააფინანსებს სამეცნიერო-კვლევითი აპარატურისა და/ან სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შეძენას, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებასა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციურ გაუმჯობესებასა ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვას.

კონკურსის შეფასების პირობები: პროგრამა ცხადდება ღია კონკურსის გზით და დაფინანსდება საუკეთესო პროექტები. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგები:

  • ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გახდება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო აპარატურა, სამეცნიერო პროგრამები, ახალი ტექნოლოგიური დანადგარები;
  • ხელი შეეწყობა კვლევების ხარისხის გაზრდასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებას;

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • დაფინანსებული პროექტებისა და შესაბამისად დანადგარების/აღჭურვილობის/პროგრამების რაოდენობა
  • შეძენილი აღჭურვილობის მნიშვნელობა თანამედროვე ტექნოლიური პროგრესისთვის და საერთაშორისო, ინოვაციური კვლევების წარმოებისთვის.
  • აღჭურვილობის განთავსების გეოგრაფია - მასპინძელი ორგანიზაციების რაოდენობა (უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო ინსტიტუტები)

პრიორიტეტი 6  

მეცნიერების პოპულარიზაცია

პროგრამა 6.1 კვლევები სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით (2015-2019)  

პროგრამის  დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე:

ადამიანებს სხვადასხვა უნარ-ჩვევები გარკვეულ წილად ადრეული ასაკიდან უყალიბდებათ, მათ შორისაა მეცნიერული უნარ-ჩვევებიც. სწორედ სკოლის ასაკია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ახალგაზრდების არამარტო აღზრდის, არამედ დამოუკიდებლად აზროვნებისა და ფიქრისთვის. ამიტომ, ასეთი ჭეშმარიტი აზროვნებისა და აღზრდისთვის მათი კვლევითი საქმიანობაში ჩართვა და დაინტერესება ვფიქრობთ უმნიშვნელოვანესია.  ასევე მნიშვნელოვანია  საინჟინრო, ტექნოლოგიური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო (STEM) მეცნიერებებით მოსწავლეების დაინტერესება.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია მეცნიერებისა და კვლევების პოპულარიზაცია და პროპაგანდა სამეცნიერო-კვლევით პროცესში საჯარო სკოლების მოსწავლეთა აქტიური ჩართვის გზით. საკონკურსო საფუძველზე ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს მეცნიერის ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული გუნდის მიერ სასკოლო დონის შესაბამისი კვლევის ჩატარებას.

მოსალოდნელი შედეგები:

  • მოზარდების სამეცნიერო კარიერით დაინტერესება;
  • სკოლებში სასწავლო პროცესში კვლევის ინტეგრაციის სტიმულირება;
  • საზოგადოების დაინტერესება სასკოლო დონეზე კვლევების ხელშეწყობის თვალსაზრისით;
  • საერთაშორისო კვლევით არეალში ქართველ მოსწავლეთა ჩართვის ხელშეწყობა.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

რაოდენობრივი კრიტერიუმები:

  • დაფინანსებული პროეტების რაოდენობა;
  • კვლევებში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა;
  • კვლევებში ჩართული სკოლებისა და მასწავლებელთა რაოდენობა;
  • პროექტების განხორციელების გეოგრაფია.

თვისებრივი კრიტერიუმები:

  • განხორციელებული კვლევის შინაარსობრივი შეფასება გარეშე ექსპერტის მხრიდან
  • პოტენციური გაგრძელების შესაძლებლობა;
  • კვლევის შედეგების გაშუქების (სოციალური მედია, ტელე, რადიოგადაცემები) ხარისხი და შეფასება საზოგადოების მხრიდან.

პროგრამა 6.2 მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსი (2015-2019)  

პროგრამის დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე:

მოსწავლე ახალგაზრდებში მეცნიერული უნარ-ჩვევების გამომუშავებამდე, მით უმეტეს ჩამოყალიბებამდე განსაკუთრებით მოჭარბებულია მისწრაფება სიახლეებისადმი, კონსტრუირებისადმი, გამოგონებებისადმი, რაც სამომავლოდ უყალიბდებათ კვლევებისადმი მისწრაფებებში. ამდენად, მათი ასეთი თვისებების წახალისებასა და უფრო მეტად წარმოჩენას ემსახურება ეს პროგრამა.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია მეცნიერებისა და კვლევების პროპაგანდა სამეცნიერო-კვლევით პროცესში საჯარო სკოლების მოსწავლეთა აქტიური ჩართვის გზით. საკონკურსო საფუძველზე შეირჩევა და დაჯილდოვდებიან საუკეთესო გამოგონების წარმომდგენი მოსწავლეები და სკოლები.

კონკურსის შეფასების პირობები: პროგრამა ცხადდება ღია კონკურსის გზით და დაფინანსდება საუკეთესო პროექტები. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგები:

  • მოზარდების დაინტერესება გამომგონებლობით.
  • მოზარდების სამეცნიერო კარიერით დაინტერესება, ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარებისათვის მეცნიერების მნიშვნელობის ხაზგასმა და ზოგადად საზოგადოების, განსაკუთრების ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და სამეცნიერო-პოპულარულ პროექტებში მათი ჩართულობის გაზრდა.

შედეგის შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

რაოდენობრივი კრიტერიუმები:

  • დაფინანსებული პროეტების რაოდენობა;
  • კვლევებში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა;
  • კვლევებში ჩართული სკოლებისა და მასწავლებელთა რაოდენობა;
  • პროექტების განხორციელების გეოგრაფია.

თვისებრივი კრიტერიუმები:

  • განხორციელებული კვლევის შინაარსობრივი შეფასება გარეშე ექსპერტის მხრიდან
  • პოტენციური გაგრძელების შესაძლებლობა;
  • კვლევის შედეგების გაშუქების (სოციალური მედია, ტელე, რადიოგადაცემები) ხარისხი და შეფასება საზოგადოების მხრიდან.

პროგრამა 6.3 - საერთაშორისო ოლიმპიადებში ქართველ მოსწავლელთა მონაწილეობისათვის წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამა-საერთაშორისო ოლიმპიადების ქვეპროგრამა (2015);

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით

პროგრამის  დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე:

სასწავლო პროცესის სტიმულირების მიზნით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიადების ჩატარება, სადაც  მოსწავლეებს  ექმნებათ სათანადო პირობები,  თანაბარკონკურენტულ გარემოში გამოავლინონ  და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები.

ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადები ხელს უწყობს მოსწავლეებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.

პროგრამის აღწერა:

საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე -9 -დან მე-12 ჩათვლით კლასის მოსწავლეებს. საერთაშორისო ოლიმპიადები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ბიოლოგია და ქიმია. ოლიმპიადის მიზანია, ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეების გამოვლენა საქართველოს მაშტაბით.  ოლიმპიადა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს შეამოწმონ და გააუმჯობესონ ცოდნა ზუსტ და საბუნებიმეტყველო საგნებში, რაც საბოლოოდ აისახება სასკოლო საატესტატო გამოცდებსა და საერთო ეროვნული გამოცდების შედეგებზე.

მოსალოდნელი შედეგები:

  • სკოლის ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
  • საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ტესტებზე მუშაობის გამოცდილების მიღება.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • საერთაშორისო ოლიმპიადებიდან /ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამიდან გამოვლენილი გამარჯვებული მოსწავლეთა რაოდენობა.
  • პროგრამის/პროექტის განხორციელების გეოგრაფია.

პროგრამა 6.4 - სპეციალური მიზნობრივი პროექტები მეცნიერების პოპულარიზაციისათვის (საჯარო ლექციების სერია, სატელევიზო, რადიოგადაცემები, საბავშვო უნივერსიტეტი 2016-2019)

პროგრამის  დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

ქვეყნის ეკონომიკური  წარმატება დამოკიდებულია  ახალი ცოდნის  მიღებასა  და   მაღალი სამეცნიერო  ტექნოლოგიების/ინოვაციების დანერგვაზე.

დღესდღეობით სკოლა საჭიროებს მრავლმხრივი, კომპლექსური მიდგომების განხოცილებას სასკოლო განათლების და განსაკუთრებით ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის ხარისხის ასამაღლებლად. 

პროგრამის აღწერა

პროგრამა განხორციელდება დევიზით ,,მეცნიერება იწყება სკოლაში.” საჯარო სკოლის მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის  ფარგლებში ფონდი მიზნად ისახავს საბავშვო უნივერსიტეტის დაარსებას, სადაც  გამოჩენილი,  წარმატებული მეცნიერები, მეცნიერების სხვადასხვა დარგებში მოსწავლეებს წაუკითხავენ საჯარო, სამეცნიერო/პოპულარულ ლექციებს, მოეწყობა გასვლითი შემეცნებითი ღონისძიებები და ა.შ. სალექციო კურსები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მეცნიერებისადმი  ინტერესის გაღვივებასა და მოსწავლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, მათ დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სამეცნიერო/შემეცნებითი სატელევიზიო და რადიო გადაცემების მოწყობა მოსწავლეების ჩართულობით.

კონკურსის შეფასების პირობები: პროგრამა ცხადდება ღია კონკურსის გზით და დაფინანსდება საუკეთესო პროექტები. პროექტები ფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგები:

  • მოსწავლეებში მულტიდისციპლინური მეცნიერების მიმართ  ინტერესის გაღვიძება და მათი დაინტერესება
  • მეცნიერების პოპულარიზაცია გამოჩენილი, საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევარების ჩართვით.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები:

  • პროგრამაში/ პროექტში ჩართული მოწავლეების რაოდენობა;
  • სამეცნიერო/ საჯარო ლექციების, ტელე და რადიო გადაცემების/ჩართვების, პუბლიკაციების, რაოდენობა;
  • პროგრამის/პროექტების განხორციელების გეოგრაფია.
  • დამსწრე საზოგადოების რაოდენობა და ღონისძიებების შეფასებები.

პროგრამა 6.4 - გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა სახელობის ყოველწლიური ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის (2016-2019)

პროგრამის  დასაბუთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე:

პროგრამა ემსახურება ქართველ მეცნიერთა და მათ შორის ახალგაზრდა  მკვლევართა წახალისებას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის.

პროგრამა ითვალიწინებს გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა სახელობის  ერთჯერადი პრემიებითა და სტიპენდიებით   კონკურსების განხორციელებას. 

პროგრამის აღწერა

კონკურსი მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისებას, რომლებიც  მუშაობენ და/ან სწავლობენ საქართველოს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში. გამოირჩევიან, აქტიური სამეცნიერო საქმიანობით, მონაწილეობენ საერთაშორისო გრანტებსა და ფორუმებში, აქვთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

მოსალოდნელი შედეგები:

  • ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, მათი ხელშეწყობა;
  • მეცნიერების ამა თუ იმ დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები

  • საკონკურსო პროექტების რაოდენობა;
  • კონკურსში გამარჯვებულთა რაოდენობა;
  • პროექტების განხორციელების გეოგრაფია.