ELSEVIER

ELSEVIER

26/11/2015 20:44

ELSEVIER  - წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ. 
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია ,,ელსევიერთან“  2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ.  2014 წლის მაისის თვიდან  ELSEVIER ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 21 ორგანიზაციას

  1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  4. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  7. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  9. სსიპ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  10. სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი
  11. სსიპ - ივანე ბერიტაშვილისექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
  12. სსიპ - საქართველოსმეცნიერებათა ეროვნული აკადემია 
  13. სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობისმეცნიერებათა აკადემია
  14. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობისქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი
  15. სსიპ - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
  16. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
  17. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  18. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  19. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  20. შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  21. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 მათ შორისაა:

  •  14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
  •  3 კვლევითი ცენტრი;
  •  1 სამეცნიერო ინსტიტუტი;
  •  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;
  •  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ;
  •  საქართველოს ეროვნული მუზეუმი;

იხილეთ კონსორციუმში შემავალი ინსტიტუციებისა და შესაბამისი საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია ბმულზე.

კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისათვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებია:

ScienceDirect®
(დაახლოებით 2 000 სამეცნიერო ჟურნალი)

Scopus®

(ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი საერთაშორისო ბაზა მსოფლიოში)

დამატებით, შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა წვდომა  მიიღო სამეცნიერო პროექტების დაფინანსებისა რეცენზენტთა საძიებო ბაზებზე:

SciVal Reviewer Finder

SciVal Funding™

აღნიშნულ მონაცემებთან წვდომა ფონდის თანამშრომლებს  შესაძლებლობას აძლევს, სწორად და სწრაფად შეარჩიონ ფონდის კონკურსებისთვის შემფასებელი   ექსპერტები  მიმართულებების მიხედვით.  ამასთან, ELSEVIER-ის გამომცემლობა უზრუნველყოფს ტრენინებსა და სემინარების სერიის ჩატარებას საქართველოს მეცნიერთათვის. სამუშაო შეხვედრები და სემინარები ტარდება ბაზების მოხმარებასთან, რეფერირებად ჟურნალებში გამოცემა/გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ჩატარდა ELSEVIER-ის ელექტრონულ პლატფორმაზე გამოსაქვეყნებელი საერთაშორისო დონის რეფერირებადი ქართული გამომცემლობების შესარჩევი კონკურსი.  შემოსული 28 განაცხადიდან პირველ ეტაპზე შეირჩა 8 ქართული გამომცემლობა. საბოლოოდ კი,  ELSEVIER-ის საექსპერტო საბჭომ შეარჩია 2 ქართული გამომცემლობა:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ჟურნალი ,,ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები“ (Transactions of A. Razmadze Mathematical Institute).
  •  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის  ჟურნალი ,,აგრარულ მეცნიერებათა მაცნე“ (Annals of Agrarian Science).

წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამი წლით დააფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებას.

 

იხილეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილი ELSEVIER-ის ვებგვერდი - elsevier.ge

წლიური გადასახადები - წვდომა საერთაშორისო ბაზებზე და პროგრამებში ასოცირება