2018 წლის კონკურსების საბოლოო შედეგები
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/PHD%20F/download.jpg
21/12/2018 17:07

2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 30 ნოემბრის N182 ბრძანებით დამტკიცებული 2018 წლის "დოქტორნატურის საგანამანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურში გამარჯვებული პროექტებიდან ერთ-ერთი პროექტის ავტორმა უარი განაცხადა გრანტის მიღებაზე (პროექტის შიფრი -  PHDF-18-628) „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების წესისა“  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დასაფინანსებლად შეირჩა ერთი პროექტი, რომელიც ჩაანაცვლებს   PHDF-18-628 პროექტს. იხ. ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 21 დეკემბრის  ბრძანება N199
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/dd.jpg
14/12/2018 14:50

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები

პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ თავიანთ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა 4 გამარჯვებული, რომლებიც იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე გაივლიან სამეცნიერო კვლევით სტაჟირებას. გთხოვთ, იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის 14 დეკემბრის ბრძანება №194  გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/AR%20logo.jpg
14/12/2018 10:43

გამოვლინდნენ 2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულები

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში, III ეტაპზე გადავიდა 24 საპროექტო განაცხადი. მათგან საკონკურსო კომისიის წინაშე პრეზენტაციებით წარდგა 23 პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი/ძირითადი პერსონალი. 1 პროექტის სამეცნიერო პერსონალი არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი არ შეფასებულა. საკონკურსო კომისიამ მოსმენილი 23 პრეზენტაცია შეაფასა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N85 დადგენილებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ფონდის გენერალური დირექტორის 11 დეკემბრის N191 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული „2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის“ მიხედვით. დასაფინანსებლად შეირჩა 14 პროექტი. იხილეთ: * ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 14 დეკემბრის N195 ბრძანება  გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ. * ერთიანი რანჟირებული სია აქვე გაცნობებთ, რომ კონკურსის II ეტაპის მონაწილეებს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). საკონკურსო კომისიის მიერ III ეტაპზე გაკეთებული შეფასებები აღნიშნული ეტაპის მონაწილეებს გაეგზავნებათ ელექტრონული ფოსტით. ყურადღება!!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/DI%202018/1.jpg
07/12/2018 17:54

გამოვლინდნენ 2018 წლის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსის გამარჯვებულები

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 32 საპროექტო  განაცხადი, მათგან 3 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე.  კონკურსში მონაწილე 29 პროექტი შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N88/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 4 დეკემბრის N184 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის  „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის“  მიხედვით.  დასაფინანსებლად შეირჩა 9 პროექტი. იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7  დეკემბრის ბრძანება   N188 გამარჯვებული პროექტებისა და რანჟირებული სიების  დამტკიცების შესახებ. გამარჯვებული პროექტები კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). ყურადღება!!!                                                                                                                                                                გთხოვთ, გაითვალისწინოთ , ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/download_1.jpg
30/11/2018 18:10

გამოვლინდნენ ”2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის“ გამარჯვებულები.

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 160 საპროექტო  განაცხადი, მათგან 3 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე.  კონკურსში მონაწილე 157 პროექტი შეფასდა ექსპერტების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 31 ოქტომბრის № 164 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების  წესის მიხედვით.  დასაფინანსებლად შეირჩა 54 პროექტი.   იხილეთ:   ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 30 ნოემბრის N182 ბრძანება გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების  დამტკიცების შესახებ;   გამარჯვებული პროექტები   კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ უახლოეს დღეებში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/YS/etriks.jpg
27/11/2018 16:55

2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსის საბოლოო შედეგები

გამოვლინდნენ  ,,ახალგაზრდა მეცნიერების კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის’’  2018 წლის სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 107  განაცხადი. კონკურსში მონაწილე პროექტები შეაფასეს საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 31 ოქტომბრის № 163 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა  კვლევების გრანტის კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის გამოთვლებისა და დაფინანსების წესის მიხედვით.  დასაფინანსებლად შეირჩა  33 პროექტი. იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 27 ნოემბრის N175 ბრძანება გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების  დამტკიცების შესახებ; გამარჯვებული პროექტები კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/46331525_1322429627900236_519751498775658496_n.jpg
16/11/2018 12:17

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2018 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ შედეგები

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018 წლის კონკურსის საკონკურსო კომისიამ, კონკურსის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 18 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 23 იანვრის  N11 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულები. 2018 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ წარდგენილი 38 საკონკურსო განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 18 ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინა „თიბისი ბანკში“. გამოფენაზე კონკურსანტები დამთვალიერებლების წინაშე წარსდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა სკოლის მოსწავლეები მე-7 დან 12 კლასის ჩათვლით. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.   გრანპრის მფლობელი გახდნენ: დეა ილარიონოვა; შორენა გუჯაბიძე; მარინა გუჯაბიძე პროექტი: Health care - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა სკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზია „AIA-GESS” პროექტის ავტორები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით. I ადგილის და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ: მილანა გაგულია; მარიამ ბახტაძე; ანა კალანდარიშვილი პროექტი: უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის სკოლა: ქ. სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ: ერეკლე თაბაგარი; ნინო მაკასარაშვილი; თამარ დეკანოიძე პროექტი: კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისაკენ სკოლა: ქ. საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის სახ. მეორე საჯარო სკოლა, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი III ადგილის და 2000 ლარის მფლობელები გახდნენ: ნატა სულაქველიძე; გვანცა მაჩიტიძე პროექტი: უსინათლოს სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა სკოლა: ქ. ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლა, ნიკო ნიკოლაძის სახ. სკოლა-ლიცეუმი (საპრიზო თანხა გადანაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე).   პროექტის   ოფიციალური პარტნიორია „თიბისი   ბანკი“. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ: თიბისი ბანკმა I ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი დააჯილდოვა  1 წლიანი სტიპენდიით 200 ლარის ოდენობით, ასევე თიბისი ბანკის სტიპენდია დაენიშნა ბანკის რჩეულს - ივერი ჯაჯანიძეს. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა  კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელებს გადაეცემა 100% საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისი სასწავლო პროგრამის ღირებულებას, გარდა ამისა, კონკურსის ფინალისტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 20%-ით. საქპატენტი-ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  თავჯდომარის მოადგილემ მერაბ კუციამ  პროექტის „უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის“ ავტორებს მილანა გაგულიას, მარიამ ბახტაძესა და ანა კალანდარიშვილს გადასცა  1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. შპს მთაწმინდის პარკმა კონკურსში მონაწილე უმცროს კლასელები (VIII კლასელები), ალექსანდრე რიაბუხა, ამირან ჟვანია, დავით არველაძე  მთაწმინდის პარკის 30 -ლარიანი ბარათებით  დააჯილდოვა.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/parosana.jpg
30/10/2018 11:43

„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები

გამოვლინდნენ  „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 9 განაცხადი. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა მეორე ეტაპზე გადასული 9-ვე პროექტი ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 14 ივნისის N77 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, რომლის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩა 4 პროექტი. იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 30 ოქტომბრის N162 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ; შეფასებული პროექტების რანჟირებული სია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AA%20RP/images%203.jpg
10/10/2018 12:11

,,სსიპ -შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის“ 2018 წლის კონკურსის შედეგები

2018 წლის ,,სსიპ -შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის“ 2018 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 23 საკონკურსო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო მოიხსნა 1 საკონკურსო განაცხადი . საკონკურსო კომისიამ შემოსული განაცხადები შეაფასა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 26 ივნისის N88 ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და გამოავლინა 4 ჯილდოს ნომინაციის გამარჯვებულები. გამარჯვებული საკონკურსო განაცხადები გენერალური დირექტორის  N138 ბრძანება  გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ. საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული საკონკურსო განაცხადები და გამარჯვებული მეცნიერები . შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი სერტიფიკატებით აჯილდოებს კონკურსში მონაწილე რიგ მეცნიერებსა და მეცნიერთა ჯგუფებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/1.png
30/08/2018 16:36

2018 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები

2018 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში დარეგისტრირდა 26 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო  საკონკურსო კომისიის მიერ მოიხსნა 3 განაცხადი პროექტი. საკონკურსო კომისიის მიერ მოხსნილი განაცხადები საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის N149 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  4 განაცხადი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
სრულად