2017 წლის კონკურსების შუალედური შედეგები
http://rustaveli.org.ge/images/dunya-uluslararasi_son_.jpg
05/06/2018 16:53

ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) 2017 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შუალედური შედეგები

ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს ( TUBITAK)  2017 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 25 ერთობლივი განაცხადი. კონკურსის მარეგულირებელ დოკუმენტაციასთან -  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება  №55/ ნ  და  კონკურსის პროგრამასა და პირობებთან  შეუსაბამობის გამო,  კონკურსიდან მოიხსნა 5 პროექტი (იხილეთ ბმული) .  
სრულად

სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის” შუალედური შედეგები

28/11/2017 17:27
სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსზე” დარეგისტრირდა 118 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 28 ნოემბრის N156 ბრძანებით, კონკურსის პროგრამა და პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 7 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/3_1.JPG
20/10/2017 16:59

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის: კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე  ეტაპზე დარეგისტრიდა 25 საკონკურსო განაცხადი. საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 07 თებერვლის N07 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადასული 19 საკონკურსო განაცხადი. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადასული პროექტები.
სრულად

2017 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსების კონკურსის შუალედური შედეგები

11/09/2017 10:49
2017 წლის „ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსების კონკურსზე“ დარეგისტრირდა 601 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის N128 ბრძანებით  კონკურიდან მოიხსნა 185 განაცხადი, რომელთაც გაუდგინდა კონკურსის პირობებთან შეუსაბამობა. გენერალური დირექტორის ბრძანება # 143 დამატებით მოხსნილი პროექტის შესახებ. კონკურსიდან მოხსნილი პროექტების სტატისტიკური ანალიზი ინსტიტუციების, მოხსნის მიზეზისა და სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით. 
სრულად

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

18/08/2017 10:30
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერ “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული 2017 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები დამტკიცდა ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 18 აგვისტოს  N115 ბრძანებით. პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილე 72 პროექტიდან შერჩეულ იქნა საუკეთესო ქულების მქონე 25 საპროექტო წინადადება. შერჩეული პროექტების ხელმძღვანელები ელექტრონული ფოსტით მტცუ-დან მიიღებენ სპეციალურ ფორმას პროექტების სრული სახით მომზადებისათვის, სადაც მინიჭებული ექნებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი. II ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელებმა ფონდის კანცელარიაში სათანადო ფორმის შესაბამისად მომზადებული პროექტების სრული ვერსიები და თანამშრომლობის შესახებ ინტერესის გამოხატვის წერილ(ებ)ი უნდა წარმოადგინონ  2017   წლის   15 სექტემბრის  17:00   საათის ჩათვლით . სრული სახით მომზადებული პროექტების შეფასება (მეორე ეტაპი) განხორციელდება მტცუ-ს ექსპერტების მიერ, რის საფუძველზეც მტცუ-ს მმართველთა საბჭო გამოავლენს დასაფინანსებელ პროექტებს. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები
სრულად

“სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის“ 2017 წლის საგრანტო კონკურსის შუალედური შედეგები

07/07/2017 10:39
2017 წლის “სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის“ საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული საპროექტო განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზის შედეგებში არსებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის N86 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 7 ივლისის N 91  ბრძანება.
სრულად

„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების“ 2017 წლის საგრანტო კონკურსის შუალედური შედეგები

05/07/2017 10:41
2017 წლის „დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების  კონკურსზე დარეგისტრირდა 238 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 5 ივლისის N89 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 15 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად

„სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის“ 2017 წლის საგრანტო კონკურსის შუალედური შედეგები

04/07/2017 10:41
2017 წლის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის“ საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 55 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის N86 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 13 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
25/05/2017 16:40

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩის“ 2017 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

კონკურსის მეორე ეტაპზე, საკონკურსო განაცხადის - „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა  შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge   2017 წლის  04 ოქტომბრის     16:00 სთ-მდე . საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე და ამავდროულად კონკურსის მეორე ეტაპის საკონკურსო განაცხადი  ამობეჭდილი, ხელმოწერილი და საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი/ნახაზი წარმოდგენილი იქნება ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში  2017 წლის 10 ოქტომბრის   16:00 სთ-მდე.   ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი  მოიხსნება კონკურსიდან. სარეგისტრაციო შიფრი მიენიჭება საგრანტო კონკურსის ელ. ფოსტაზე კონკურსის მეორე ეტაპზე გაგზავნილ თითოეულ პროექტს და გაეგზავნება პროექტის წარმდგენს. პროექტის წარმდგენი ამობეჭდავს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებ   (იხ. დანართი №3 ),   მიუთითებს  პროექტის შიფრს:    leo/…/…/17 რომელიც მიენიჭება  პროექტის წარდგენის შემდეგ, ამობეჭდავს და   დაადასტურებს ხელმოწერებით. ამობეჭდილი, შევსებული, ხელმოწერებით დადასტურებული ,,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ,საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად   წარდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა განაცხადი და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელთან/მაკეტთან ერთად უნდა წარადგინონ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.  პროექტის აღწერილობის ტექსტი (კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი)  აკრეფილი უნდა იყოს MS Word-ის ტექსტური რედაქტორის გამოყენებით, ქართული უნიკოდის მეშვეობით (Sylfaen), ზომა 11, ინტერვალი 1.5. პროექტის აღწერილობის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს შემდეგს:         ა) გამოგონების/კვლევის  სიახლისა და ორიგინალობის აღწერა;         ბ) გამოგონების/კვლევის აქტუალობა და მისი პრაქტიკული გამოყენებადობა/რეალიზებადობა;         გ) დასკვნა.  მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის  ფინალისტებს  არაუგვიანეს 2017 წლის 20 ოქტომბრისა.  საკონკურსო კომისია  საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს     არაუგვიანეს    2017 წლის 15 ნოემბრისა.   მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების რანჟირებული სია. კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილეობის შესახებ განაცხადის ფორმა კონკურსის პირობები პროექტის აღწერილობა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ლეონარდო და ვინჩის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმები  
სრულად