old
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_9039.JPG
13/05/2016 14:51

საკონსულტაციო დღე

11 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაიმართა საკონსულტაციო დღე სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით (ფუნდამენტური კვლევები; გამოყენებითი კვლევები; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით) დაინტერესებული მეცნიერებისთვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/inconet/IMG_9053.JPG
13/05/2016 14:28

IncoNet EaP-ის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საანგარიშო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 13 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირების მოხსენება, რომელიც დაეთმო პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში“ (IncoNet EaP) ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს. IncoNet EaP დაფინანსებულია ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში.  პროექტის ფარგლებში სამ ეროვნულ საკონტაქტო პირს (სამი საზოგადოებრივი გამოწვევის მიხედვით) შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ე.წ. Twinning ღონისძებებს და გაეზიარებინათ ევროპელი კოლეგების გამოცდილება. საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ნატალია შათირიშვილი (ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი);  მაია ოკუჯავა (ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი) და ნინო ჯანელიძე (კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეროვნული საკონტაქტო პირის მიერ დასახელებული კანდიდატი). მომხსენებლებმა  დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს შეძენილი გამოცდილება და მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია „ჰორიზონტი 2020“-ის აქტივობების შესახებ შესაბამისი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით.   იხილეთ მომხსენებელთა პრეზენტაციები: ნატალია შათირიშვილი მაია ოკუჯავა ნინო ჯანელიძე
სრულად

ცვლილება უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის კონკურსის პირობებში

13/05/2016 11:38
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის პირობებში შევიდა შემდეგი ცვლილება. კერძოდ, „საპროექტო წინადადების ინგლისური ვერსიის გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს(დანართი №3), ხოლო საპროექტო წინადადების (დანართი №3), პროექტის საერთო ბიუჯეტის/ფონდიდანმოთხოვნილი თანხის დასაბუთების (დანართი №5) და პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის(დანართი №6) ინგლისური ვერსია ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 17 გვერდს". იხილეთ ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში
სრულად

ინფორმატიკის 2016 წლის 28-ე სართაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები

13/05/2016 11:09
წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" "სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის" ფარგლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა დაინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა ეროვნული ტურნირი ინფორმატიკაში, რის საფუძველზეც შეირჩა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა. 
სრულად

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსით დაინტერესებულთათვის

13/05/2016 09:48
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკში მოხდა ცვლილება: კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 24   მაისი.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/JRC.jpg
11/05/2016 16:26

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) არის ევროკომისიის შემადგენელი ინსტიტუცია, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევას, რათა ევროკავშირის პოლიტიკის მიმღებ პირებს მიაწოდოს კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაცია შესაბამისი პოლიტკის გასატარებლად. გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) ეფუძნება 50 წლიან გამოცდილებას და განაგრძობს საქმიანობას შვიდ სამეცნიერო ინსტიტუტზე დაყრდნობით. აღნიშნული ინსტიტუტები ფლობენ კვლევის უნიკალურ ინფრასტრუქტურას. ლაბორატორიები/ინსტიტუტები განთავსებულია ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და ესპანეთში. გაერთიანებულ  კვლევით ცენტრს  დადებითი წლილი შეაქვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის,  უსაფრთხო მობილობის, ინოვაციისა და ზრდის პროცესში.  სპეციალური პლატფორმის - The Science Hub მეშვეობით, ცენტრი თავს უყრის ევროკომისიის სამეცნიერო სფეროში დაგროვილ ცოდნას. ამ პლატფორმის გამოყენებით ხდება ინფორმაციის გაცვლა  სამეცნიერო  აქტივობბათა შესახებ, რომლებიც  გაერთიანებულ  კვლევით ცენტრისა და შესაბამისი კვლევითი ინსტიტუციების ფარგლებში ხორციელდება. გაერთიანებული კვლევითი ცენტრის აქტივობებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ცენტრის  საინფორმაციო ბიულეტენს.  2015 წლიდან ბიულეტენი გახდა ციფრული და შესაძლებელია მისი ელექტონულად გამოწერა. უახლესი ნომერი ხელმისაწვდომია ბმულზე                    
სრულად

2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები სპეციალურ მომზადებას გაივლიან

10/05/2016 10:19
ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის 2016 ემზადებიან. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 40 მოსწავლე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სპეციალურ ერთთვიან კურსს გაივლის. მოსწავლეებს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფები საერთაშორისო ოლიმპიადების კომიტეტების მიერ დადგენილი პროგრამებით მოამზადებენ. 2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სახელით 23 მოსწავლე გაემგზავრება. წვრთნების განრიგი: ფიზიკის ნაკრები და რეზერვისტები - 30 მაისი-22 ივნისი; ინფორმატიკის ნაკრები და რეზერვისტები - 06 ივნისი-17 ივნისი; 20 ივლისი-30 ივლისი; მათემატიკის ნაკრები და რეზერვისტები - 30 მაისი-22 ივნისი; ბიოლოგიის ნაკრები და რეზერვისტები 20 ივნისი-03  ივლისი; ქიმიის ნაკრები და რეზერვისტები - 08 ივლისი-21 ივლისი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
07/05/2016 10:19

კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამების საკონსულტაციო დღეების პრეზენტაცია და ხშირად დასმული კითხვები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამების ( ფუნდამენტური კვლევები ; გამოყენებითი კვლევები ; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ) საკონსულტაციო დღეებზე გამართული პრეზენტაცია . დავით ჩეჩელაშვილის (GITA -ს კონსულტანტი კომერციალიზაციის საკითხებში)  პრეზენტაცია.   გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის საკონსულტაციო დღეებზე ხშირად დასმული კითხვები .   ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის საკონსულტაციო დღეებზე ხშირად დასმული კითხვები .   უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის საკონსულტაციო დღეებზე ხშირად დასმული კითხვები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Horizon2020-header.jpg
05/05/2016 17:33

საქართველო ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული ქვეყანა გახდა

2016 წლის 29 აპრილს, ბრიუსელში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა ხელი მოაწერეს “ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში “ჰორიზონტი 2020” საქართველოს ასოცირების შეთანხმებას”.  ამ ხელმოწერით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალი, ისტორიული მნიშვნელობის ეტაპი დაიწყო. ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტით. აღნიშნული თანხა 7 წლის განმავლობაში (2014-2020) სხვადასხვა სფეროებისთვის განკუთვნილი გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო, კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა და ინოვაციებს. პროგრამის მისიაა, ხელი შეუწყოს საუკეთესო მეცნიერების განვითარებას და კვლევისა და ინოვაციების გზით, გადაჭრას საზოგადოებრივი და ინდუსტრიული გამოწვევები. ჰორიზონტი 2020 პროგრამის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს მასში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ევროპელი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა არის ინვესტიცია საერთო ევროპული მომავლისათვის, ამიტომ ჰორიზონტი 2020-ს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა გააჩნია.  აღნიშნული სრულ თანხვედრაშია, საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, რომელიც მოწოდებულია ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და განავითაროს ადამიანური კაპიტალი, ქვეყნის მდგარდი განვითარების მამოძრავებელი ძალა. ჰორიზონტი 2020 პროგრამაში გაწევრიანებით, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას ევროპული იდეალებისადმი, რომ მეცნიერება, ინოვაცია და ტექნოლოგიური განვითარება ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტია. ჰორიზონტი 2020-ში საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებს და ინოვატორებს, ასევე, საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირებს (უნივერსიტეტები, კვლევითი დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მცირე და საშუალო საწარმოები, ბიზნეს კომპანიები, ფონდები, სამთავრობო დაწესებულებები და ა.შ.) შეეძლებათ იგივე პირობებით, სტატუსით და უფლებებით ისარგებლონ, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. საქართველოს მონაწილეებს უფლება ექნებათ უხელმძღვანელონ და კოორდინირება გაუწიონ ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაფინანსებულ ერთობლივ პროექტებს. ევროკომისიის პრესს რელიზის ნახვა შესაძლებელია  ბმულზე   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Elsevier/vebistvis.jpg
05/05/2016 14:31

SRNS-Elsevier - მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი გაიმართა

2016 წლის 4 მაისს „ელსევიერისა“ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და „ელსევიერის“ სემინარი. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტების რექტორები და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების წარმომადგენლები, ასევე, ELSEVIER-ის გამომცემლობით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება. ფორუმზე მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი გიგა ხოსიტაშვილი და Elsevier-ის წარმომადგენლები ლუსი ბუდოვა და კრიშტოფ ჟიმანსკი. მომხსენებლებმა ისაუბრებს კვლევების განვითარების სტრატეგიაზე, მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებაზე, არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე, ფონდის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და შედეგებზე. ფორუმის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ღონისძიების მეორე ნაწილში-სემინარზე „ელსევიერის“ ინსტრუქტორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს „ელსევიერის“ ბაზაში მუშაობის შესაძლებლობები.  კერძოდ,  Science Direct-ში, Scopus-სა და Mendeley-ის სისტემებში პუბლიკაციების, ბიბლიომეტრული ინფორმაციის ძიებისა და საკუთარი კვლევებისათვის რეფერენსების მართვის საშუალებები. ფორუმისა და სემინარის პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:  გიორგი შარვაშიძე მარინე ჩიტაშვილი ლუსი ბუდოვა კრიშტოფ ჟიმანსკი გიგა ხოსიტაშვილი
სრულად