old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/18518311_1448644378515121_4402251259212393070_o.jpg
22/05/2017 13:48

ქართველი მოსწავლეების გამარჯვება Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე

ლოს-ანჯელესში, Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს 78 ქვეყნის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ, გამოვლინდა გამარჯვებულები. IV ადგილის მფლობელები გახდნენ საქართველოს წარმომადგენლები - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და თამარ კორკოტაშვილი.  ქართველმა მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებულ კონკურსზე მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა “ლეონარდო და ვინჩი“ მესამე ადგილი მოიპოვეს პროექტით „მიკროკონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა“ რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანების მიმართულებაში. საქართველოს წარმომადგენლობა ორშაბათს სიამაყით დაბრუნდა სამშობლოში. ვულოცავთ წარმატებას ჩვენს მოსწავლეებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/10%20years.jpg
19/05/2017 11:46

10 წელი - 10 პორტრეტი

ევროპული კვლევების საბჭომ (ERC) მოღვაწეობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოამზადა შემეცნებითი მასალა - 10 პორტრეტი გამორჩეული კვლევითი პროექტების სამეცნიერო ხელმძღვანელების მონაწილეობით. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის მიმღები მეცნიერები საზოგადოებას უზიარებენ მიზნის დასახვისა და ამოცანების განხორციელების საკუთარ გამოცდილებას. 10 წელი - 10 პორტრეტი   ხელმისაწვდომია ამ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_6234.JPG
18/05/2017 16:40

ლეონარდო და ვინჩის გამარჯვებულები Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული კონკურსის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა “ლეონარდო და ვინჩი“ 9 გამარჯვებული მოსწავლე, 2017 წლის 13 მაისს, გაემგზავრა ქალაქ ლოს-ანჟელესში, კალიფორნია (აშშ) Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.  კონკურსში მონაწილეობს მსოფლიოს 78 ქვეყნის წარმომადგენელი მოსწავლე გამომგონებელი. 15-18 მაისს კონკურსანტები პრეზენტაციებით წარსდგებიან ჟიურის წინაშე გამარჯვებულების გამოსავლენად.
სრულად

ევროპული კვლევების საბჭოს კონფერენციაზე მომხსენებლების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები

16/05/2017 15:33
ევროპული კვლევების საბჭოს გამორჩეული მეცნიერების მხარდაჭერა - აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ღონისძიებაზე მომხსენებლების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები იხილეთ  ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3906.JPG
16/05/2017 11:21

შეხვედრა მეცნიერებთან

16 მაისს შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წამომადგენლებთან.  შეხვედრაზე განხილეს საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამარჯვებული მკვლევრების სამეცნიერო პროდუქტიულობის განსაზღვრის კრიტერიუმები, სამეცნიერო პუბლიკაციების რეფერირებისა და ფონდის ექსპერტთა ბაზაში მეცნიერთა რეგისტრაციის საკითხები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
15/05/2017 10:46

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი

ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს 2017 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსი.   ერთობლივი კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და კვლევით  ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა კოლაბორაციისა და მობილობის მხარდაჭერა. კონკურსზე მიიღება 2 კატეგორიის საპროექტო წინადადებები: 1) ერთობლივი კვლევითი პროექტები (ხანგრძლი ვ ობა 2 წელი); 2) ერთობლივი სემინარები. პირველ კატეგორიაში გაიცემა არაუმეტეს 5 გრანტისა, ხოლო მეორეში -  არაუმეტეს 2 გრანტისა. საგრანტო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება CNR-სა და ფონდს შორის. ამასთან, CNR აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი - მათ  პარტნიორებს საქართველოს მხრიდან. მეორე კატეგორიაში (ერთობლივი სემინარები) გამარჯვებული პროექტის მონაწილე ქართველ და იტალიელ მეცნიერთა ჯგუფები, საკუთარ ქვეყანაში მართავენ წელიწადში ერთ სემინარს. შესაბამისად, თითოეული ჯგუფი, მასზე გამოყოფილი საგრანტო დაფინანსების ერთ ნაწილს იყენებს სემინარის ჩატარებისთვის, ხოლო მეორე ნაწილს - პარტნიორის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობისთვის. ქართულ და ინგლისურ ენაზე შესაბამისი ფორმით მომზადებულ განაცხადს საქართველოს მეცნიერები წარმოადგენენ ფონდში. პროექტის მონაწილე იტალიელი მეცნიერები განაცხადს წარადგენენ იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოში. ორივე კატეგორიის პროექტისთვის საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტში ჩართული ქართული ჯგუფის მიერ ფონდში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა)  „სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2017 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსში“ მონაწილე პროექტის წარმომდგენ ქართველ მკვლევართა განცხადებას - დანართი №3 (ხელმოწერით  დადასტურებული). ბ)   საპროექტო წინადადებას ქართულ და ინგლისურ ენაზე,   ამობეჭდილი სახით ხელმოწერილი პროექტის ქართველი ხელმძღვანელის მიერ, ასევე სრული პროექტი ელექტრონული ფორმით ჩაწერილი CD-R დისკზე,   დანართ №2-ში მოცემული ფორმის შესაბამისად (პროექტის ბიუჯეტი, განხორციელების გეგმა-გრაფიკი, ქართული ჯგუფის წევრთა პროფესიულ ავტობიოგრაფია - CV); გ) ქართული ჯგუფის წევრთა მუშაობისა და აკადემიური ხარისხის/სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს. 3. საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში   წარდგენა შესაძლებელი იქნება 2017 წლის 30 ივნისის 14:00 საათამდე. დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება. ერთობლივ კონკურსზე განაცხადის წარსადგენად იხელმძღვანელეთ თანდართული დოკუმენტებით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინ ი სტრის ბრძანება ; ფონდის გენერალური დირექტორის  ბრძანება ; კონკურსის პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები ; ერთობლივი განცხადების ფორმა; საპროექტო განაცხადი ს ფორმა ;  იხილეთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ CNR-ის ვებ-გვერდზე (იტალიურ ენაზე): https://www.cnr.it/en/news/7463/nuovi-bandi-accordi-bilaterali-cnr-con-l-internazionalizzazione-la-ricerca-va-lontano დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ: საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოძიების სამსახური მარიამ ქებურია  ელ-ფოსტა: keburia@rustaveli.org.ge    ტელ: +995 322 200 220 (შიდა: 4022) ირაკლი გრძელიშვილი: ელ-ფოსტა:  grdzelishvili@rustaveli.org.ge   ტელ: +995 322 200 220 (შიდა: 4406)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/18426722_822761347875464_1110555770_o.jpg
11/05/2017 14:49

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 10 მაისს, 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20clis%20konkursebi/HE/slider2.jpg
10/05/2017 17:11

ფონდი აცხადებს „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ 2017 წლის საგრანტო კონკურსს

საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებში. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური კვლევითი გრანტები. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას ერთობლივად, პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად. კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: 10 მაისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება; 10 მაისი, 2017 - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება; 22 მაისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №1 - სარეგისტრაციო ფორმა ; 2 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 - სარეგისტრაციო ფორმა ; 9 ივნისი - ელ. ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 12 ივნისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა; 15 ივნისი, 16:00 სთ. - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; აგვისტო, 2017 - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.   ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №129/ნ ბრძანება; ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 10 მაისის № 50 ბრძანება; კონკურსის პირობები (დანართი 1); პროექტის თავფურცელი (დანართი 2, ქართულ და ინგლისურ ენებზე); საპროექტო წინადადება (დანართი 3, ქართულ და ინგლისურ ენებზე); პროექტის ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები - CV-ები (დანართი 4, ქართულ და ინგლისურ ენებზე); პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხოელი მკვლევრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Commitment ( დანართი 5 ). თანხმობის წერილი ნათარგმნი და დამოწმებული უნდა იყოს თარჯიმანთა ბიუროს მიერ. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6, ქართულ და ინგლისურ ენებზე); პროექტის ბიუჯეტი (დანართი 7, ქართულ და ინგლისურ ენებზე); ცნობა თანადაფინანსების შესახებ ( დანართი 8 ); განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ( დანართი 9 ); პროექტის ბიუჯეტის დეტალური ხარჯვითი კატეგორიები ( დანართი 10 ); ხშირად დასმული კითხვები ; რეგისტრაციის ინსტრუქცია განცხადება ხარვეზის გამოსწორების შესახებ . კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია ელ. ფოსტის მეშვეობით - 2017 წლის 10 მაისიდან 12 ივნისის 16:00 საათამდე. ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების წარმოდგენა ფონდის კანცელარიაში - 2017 წლის 15 ივნისის 16:00 საათამდე. ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპზე კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს კონკურსის ელ.ფოსტის მისამართზე: he@rustaveli.org.ge კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: ქეთევან გაბიტაშვილი ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge თორნიკე სხირტლაძე ელ-ფოსტა: skhirtladze@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/18405371_10207839727183409_1099139083_o.jpg
08/05/2017 11:21

პროექტის Black Sea Horizon საერთაშორისო კონფერენცია

საბერძნეთში, ქ. ათენში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით   ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სფეროში “EU - Black Sea Cooperation in Science, Technology & Innovation: towards a jointly agreed STI programme” კონფერენციაზე განიხილება ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამა ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ჩართულობით: დასახული მიზნები და ამოცანები, პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ძრითადი შინაარსობრივი თუ საორგანიზაციო საკითხები, ჩართული მხარეების მონაწილეობა. ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამა ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას მეცნიერების, ტექნლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, მეცნირთა მობილობას, ინფრასტრუქტურაზე წვდომის უზრუნველყოფას. პროექტის - Black Sea Horizon პარტნიორების მიერ განიხილება ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შემუშავება და განხორციელება. კონფერენციას ესწრებიან ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამეცნიერო ფონდების, საერთაშორისო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს ადმინისტრირების პროცესში ჩართული ინსტიტუციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან კონფერენციას ესწრებიან გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი მანანა მიქაბერიძე, ფონდის სამეცნიერო გრანტების და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასების და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხიშტოვანი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი მარიამ ქებურია. საერთაშორისო კონფერენცია ფართო აუდიტორიის ჩართულობით ერთდღიანია და  8 მაისს დასრულდება.  9 მაისს კი, გაიმართება პროექტის Black Sea Horizon გენერალური ასამბლეა, სადაც პროექტის პარტნიორები, მათ შორის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, დეტალურად განიხილავენ საერთო პროგრამისა და დაგეგმილი ერთობლივი კონკურსის შინაართან და ადმინისტრირებასთან დაკავშრებულ საკითხებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
05/05/2017 13:00

გამოცხადდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და ფონდის ერთობლივი კონკურსი - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)“

ფონდი აცხადებს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)“. კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს  CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე საფრანგეთის მეცნიერებისგან, ხოლო მეორე ჯგუფი წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორი მეცნიერებისაგან. კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმოდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თანამშრომლობის არსებობა, რის შედეგადაც უნდა არსებობდეს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის (CNRS PICS) ფარგლებში, ფონდი დააფინანსებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს, ხოლო CNRS დააფინანსებს საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფს. ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი  საგრანტო დაფინანსება წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ევროს ეკვივალენტს ლარებში.  გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი) სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50% -ს. CNRS PICS – ის კონკურსის ფარგლებში უპირატესობა ენიჭება 45 წლამდე ასაკის მეცნიერთა ჯგუფებს. პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ  CNRS-ის ვებგვერდზე:  http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article881&lang=en კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) შემდეგ ბმულზე  http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=fr პროგრამით დაფინანსებული  პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 36 თვეს . საპროექტო წინადადების მომზადებისთვის, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავის ფრანგ კოლეგას უნდა გადაუგზავნოს საჭირო ინფორმაცია (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე) CNRS-ის მიერ შემუშავებული ფორმის გათვალისწინებით (იხ. აღნიშნული ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 2-ში). CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 12 ივნისი. პროექტის ფრანგი ხელმძღვანელის მიერ CNRS-ში ერთობლივი განაცხადის წარმოდგენის  პარალელურად,   საქართველოს  მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში ა.წ. 15 ივნისის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით დისკზე CDR-ზე PDF ფორმატით ჩაწერილი იგივე შინაარსის ინგლისურენოვანი საპროექტო განაცხადი,  დამტკიცებული  ფორმით (დანართი 2). ფონდში წარმოდგენილ განაცხადში ასახული უნდა იყოს, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის პარტნიორის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა და  განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს პროექტის ორივე ხელმძღვანელის მიერ .  ფონდის კანცელარიაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს  პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის და მისი ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსის/უფლებამოსილი პირის  ერთობლივი განცხადება  (დანართი 3). CNRS-ის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული პროექტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსების მოცულობას გადაწყვეტს დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკოპლექტებული საკონკურსო კომისია დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება საპროექტო განაცხადი (ინგლისურ ენაზე) ერთობლივი განცხადების ფორმა   კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 2017 წლის აპრილი - კონკურსის ანონსი; 2017 წლის მაისი - კონკურსის გამოცხადება; 12/06/2017 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში; 15/06/2017 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ; მარტი 2018 - შედეგების დამტკიცება და გამოცხადება დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: CNRS-ში კონკურსის საკონტაქტო პირს -  Gulnara Le Torrivellec +33 1 44 96 44 53  Gulnara.LETORRIVELLEC@cnrs-dir.fr შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორს -  ირაკლი გრძელიშვილს +995 322 200 220 (4406);  grdzelishvili@rustaveli.org.ge
სრულად