old

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში მონაწილეთა საყურადღებოდ!

04/05/2017 16:23
შევიდა ცვლილება „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობებსა და საკონკურსო განაცხადების ფორმების დამტკიცების შესახებ“ - სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 31 მარტის N22 ბრძანებაში - იხ. ბრძანება
სრულად

2017 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა საყურადღებოდ!

04/05/2017 16:22
შევიდა ცვლილება “მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს გამოცხადებისა და კონკურსის პირობების დამტკიცების შესახებ“ - სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 7 თებერვლის N 07 ბრძანებაში - იხ. ბრანება.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3851.JPG
04/05/2017 16:06

„ხეხილოვანი კულტურების გენოფონდის დაცვის თანამედროვე ღონისძიებები“

2017 წლის 4 მაისს, აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "საქართველოს ხეხილის გაქრობის პირას მყოფი ავტოქტონური გენეტიკური რესურსების  მოძიება, შესწავლა და შეფასები-ს" შემაჯამებელი კონფერენცია, სახელწოდებით „ხეხილოვანი კულტურების გენოფონდის დაცვის თანამედროვე ღონისძიებები“. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ზვიად ბობოქაშვილი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3842.JPG
04/05/2017 10:20

საერთაშორისო კონფერენცია

2-3 მაისს, თსუ-ს პირველ კორპუსში, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „კოლექციები - კვლევა - ინტერპრეტაცია.“    კოლექციები მუდამ სამეცნიერო კვლევისა და ინტერეპრეტაციის საგანს წარმოადგენდა. სხვადასხვა მუზეუმსა თუ გალერეაში დაცული არტეფაქტების შესწავლის პროცესმა დიდწილად შეუწყო ხელი მეცნიერების განვითარებასა და არაერთი ახალი სამეცნიერო მიმართულებებისა და დარგის ჩამოყალიბებას:  ხელოვნებათმცოდნების, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის, საბუნებისმეტყველო დარგებისა და ტექნოლოგიების ისტორიიდან,  სამუზეუმო კვლევებსა და პრაქტიკამდე. სამეცნიერო კვლევები და კოლექციების ახლებური ინტერპრეტაცია, თავის მხრივ, ხელს უწყობს მუზეუმებისა და გალერეების, როგორც ინსიტიტუციების განვითარებას. სამეცნიერო აღმოჩენებმა და საგამოფენო სივრცეებში სხვადასხვა მედია საშულებებით ინტერპრეტაციამ კოლექციებს მეტად მიმზიდველი და საინტერესო გახადა ფართო საზოგადოებისთვის. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია  ხაზი გაუსვას როგორც კოლექციების როლს ახალი სამეცნიერო მეთოდოლოგიისა და მიდგომების ჩამოყალილებაში, ისე წარმოაჩინოს მეცნიერების წვლილი მუზეუმებისა და გალერეების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. კონფერენციის თემატიკა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კოლექციების როლი მეცნიერების განვითარებაში. კოლექციების კვლევის სფეროში არსებული ბოლოდროინდელი სიახლეები. სამეცნიერო კვლევა, როგორც მუზეუმებისა და გალერეების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა. ახალი მეთოდოლოგიური ჩარჩოები. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავდა როგორც ზოგადი ხასიათის კვლევებს, ისე კონკრეტული მაგალითების ანალიზს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_3848.JPG
04/05/2017 10:19

“საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენა“

2017 წლის 3 მაისს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენა“ დასკვნითი შეხვედრა.  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ლიანა ქართველიშვილი. სააგენტოს სპეციალისტებმა სამშენებლო-კლიმატურ ნორმებზე ისაუბრეს და პროექტის შედეგები განიხილეს. პროექტი სამშენებლო-კლიმატური ნორმების დადგენა-განახლებას ისახავს მიზნად, რის შედეგადაც მიღწეული იქნება ურბანული განვითარების სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.
სრულად

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის 2016 წლის ანგარიში

03/05/2017 16:26
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ 2016 წლს დამუშავდა და განხორციელდა მეტეოროლოგიური პარამეტრების მონიტორინგის, შეგროვებისა და ანალიზის მრავალფუნქციური სისტემა. ჩატარებული კვლევები განხორციელდა და შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით. იხილეთ ანგარიში ბმულზე
სრულად

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 22 მარტის N18 ბრძანებაში ცვლილების შესვლის შესახებ

03/05/2017 16:23
შევიდა ცვლილება 2017 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობების და საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 22 მარტის N18 ბრძანებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - იხ. ბრძანება  
სრულად

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის (STCU) გრანტის მაძიებელთა საყურადღებოდ

02/05/2017 16:24
მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსში, აპლიკანტთა მიერ წარმოდგენილი პროექტების ელექტონულ ბაზაში ატვირთვა დაიწყება 2017 წლის 5 მაისიდან.
სრულად

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 24 მარტის N 21 ბრძანებაში ცვლილება

01/05/2017 15:14
შევიდა ცვლილება „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით" 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობების და საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 24 მარტის N21 ბრძანებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - იხ.ბრძანება
სრულად

2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

01/05/2017 15:13
2017 წლის 16 მაისიდან  19 მაისის ჩათვლით კონკურსთან  დაკავშირებული ინფორმაციისთვის  მიმართეთ ფონდის სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს თამარ ხახუტაშვილს   ელ-ფოსტა: khakhutashvili@rustaveli.org.ge
სრულად