old

“სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის“ 2017 წლის საგრანტო კონკურსის შუალედური შედეგები

07/07/2017 10:39
2017 წლის “სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის“ საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული საპროექტო განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზის შედეგებში არსებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის N86 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 7 ივლისის N 91  ბრძანება.
სრულად

„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების“ 2017 წლის საგრანტო კონკურსის შუალედური შედეგები

05/07/2017 10:41
2017 წლის „დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების  კონკურსზე დარეგისტრირდა 238 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 5 ივლისის N89 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 15 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად

„სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის“ 2017 წლის საგრანტო კონკურსის შუალედური შედეგები

04/07/2017 10:41
2017 წლის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის“ საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 55 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის N86 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 13 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/19720276_10155459457552378_495184357_o.jpg
03/07/2017 11:54

შეხვედრა საფრანგეთის ეროვნულ კვლევით ცენრტთან

30 ივნისს, ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით, გაიმართა შეხვედრა რუსთაველის ფონდსა და საფრანგეთის ეროვნულ კვლევით ცენტრს შორის (Irstea). კვლევით ცენტრს წარმოადგენდნენ: რაულ მილე (საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი),  პირიკ  ჟივონი (გენერალური დირექტორი). ტერი ბურტე (სამეცნიერო და საუნივერსიტეტო კოოპერაციის ატაშე და, ამავდროულად, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი). მხარეებმა ისაუბრეს ფონდისა და კვლევითი ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე. საფრანგეთის ეროვნული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა თავიანთ პრეზენტაციაში Irstea-ს მიმართულებებსა და ინტერესებს გაუსვეს ხაზი. საფრანგეთის მხარის მიერ გამოიხატა სურვილი და მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოს მეცნიერებთან (ერთობლივად განავითარონ კვლევითი პროექტები პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში წარსადგენად), გაუზიარონ გამოცდილება დაინტერესებულ პირებს,  ითანამშრომლონ პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ სააგენტოებთან გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროში საჯარო პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4197.JPG
30/06/2017 11:24

საკონსულტაციო შეხვედრა

29 ივნისს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში  მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეორე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/bshevent.jpg
30/06/2017 10:34

საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირი - შავი ზღვის თანამშრომლობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინოვაციაში: ერთობლივად შეთანხმებული STI პროგრამა“

„შავი ზღვის ჰორიზონტის“ ჩარჩო პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის შემსწავლელმა საერთაშორისო ცენტრმა (International Centre for Black Sea Studies - ICBSS) წარმატებულად გაუწია ორგანიზება კონფერენციას ათენში, 2017 წლის 8 მაისს, სახელწოდებით „ევროკავშირი - შავი ზღვის თანამშრომლობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინოვაციაში: ერთობლივად შეთანხმებული STI პროგრამა“ (EU - Black Sea Cooperation in Science, Technology & Innovation: towards a jointly agreed STI programme) ინტერაქტიული შეხვედრების მეშვეობით, 70 მონაწილეზე მეტს მიეცა შესაძლებლობა, განიხილოს და მიიღოს რეკომენდაციები ჩარჩო სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და ბირეგიონულ STI თანამშრომლობაში დარჩენილი ბარიერების აღმოსაფხვრელად. მონაწილეები წარმოდგენილნი არიან შემდეგი სფეროებიდან: STI პოლიტიკის შემუშავება, ევროკავშირისა და შავი ზღვის სახელმწიფოების პოლიტიკის გატარება და ანალიზი. ICBSS-მა აგრეთვე უმასპინძლა „შავი ზღვის ჰორიზონტის“ პროექტის გენერალური ასამბლეის სხდომას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა პარტნიორმა. „შავი ზღვის ჰორიზონტი 2020“-ის ზაფხულის სკოლის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ჩატარდება ერევანში, 2017 წლის 10-12 ივლისს. იხილეთ კონფერენციის პრეზენტაციები, ფოტომასალა და სხვა ინფორმაცია. https://blacksea-horizon.eu/object/news/946
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4182.JPG
28/06/2017 17:05

საკონსულტაციო შეხვედრა

28 ივნისს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4161.JPG
28/06/2017 15:12

შეხვედრა გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლებთან

28 ივნისს შოთა რუთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლებს შორის.  შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს მიმდინარე თანამშრომლობა და განიხილეს კოლაბორაციის  გაფართოების საკითხები.  ELSEVIER   - წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ.  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია ,,ელსევიერთან“  2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ.  2014 წლის მაისის თვიდან ELSEVIER ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 21 ორგანიზაციას. გამომცემლობა ELSEVIER-მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მეცნიერების ანალიტიკის მიმართულებით სხვადასხვა მექანიზმი წარუდგინა. 
სრულად

2017 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

27/06/2017 17:45
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 2017 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების ფარგლებში წარმოდგენილი საგრანტო პროექტების მოხსნის შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
26/06/2017 17:10

ფონდი აცხადებს ,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდოს დაწესებისა და 2017 წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ კონკურსს

კონკურსის მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.  კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი ჯილდოთი მეცნიერის/კვლევითი ჯგუფის დაჯილდოებას. 2017 წლის კონკურსში ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი;   2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; 2017  წლის საუკეთესო მეცნიერი; 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი.   დადგენილი ვადების,   რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის ჩატარების წესი ქართული / ინგლისური განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ქართული / ინგლისური განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია ქართული / ინგლისური განმცხადებლის/ჯილდოს კანდიდატის მიერ  დარგში  გაწეული სამეცნიერო კარიერის აღწერილობა  ქართული / ინგლისური საკონკურსო განაცხადის გამოგზავნის ინსტრუქცია ქართული / ინგლისური ხშირად დასმული კითხვები კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს- მაკა ქაჯაია, ელ.ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge , ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 09)  
სრულად