old

მტცუ-ს კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

21/07/2017 10:38
იხილეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსზე ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად მოხსნილი პროექტების შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/Logos/ERC%20(3).PNG
20/07/2017 12:12

ERC-ის 2018 წლის სამუშაო პროგრამა

ევროპული კვლევების საბჭომ (ERC) გამოაქვეყნა 2018 წლის სამუშაო პროგრამის პროექტი, რომელიც აღწერს დაგეგმილ საგრანტო კონკურსებს (ჯამური ბიუჯეტი - 1.86 მილიარდი ევრო).  დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე   პროგრამის ერთ-ერთი ახალი ელემენტია საგრანტო სქემა - Synergy Grants .  სამეცნიერო პროექტის დაფინანსების ეს ინსტრუმენტი გათვალისწინებულია 2-დან 4 სამეცნიერო ხელმძღვანელის ჯგუფისათვის.  2018 წლის სამუშაო პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისათვის მანამ, სანამ იგი ოფიციალურად დამტკიცდება ევროკომისიის მიერ 2017 წლის 3 აგვისტოს. მხოლოდ ოფიციალურად მიღებულ სამუშაო პროგრამას ექნება სამართლებრივი ღირებულება.   ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) კონკურსების კალენდარი იხილეთ ქვემოთ:
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4642.JPG
18/07/2017 17:31

საკონსულტაციო შეხვედრა

18 ივლისს 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“  2017 წლის საგრანტო კონკურსიში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/oqs.jpg
13/07/2017 17:34

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

გამოვლინდა  ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“  ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები 2017 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 9 განაცხადი. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ ინტერვიუები ჩაატარა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ 7 განმცხადებელთან. ინტერვიუების შედეგად კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ორი პროექტი: იხ. გენერალური დირქტორის ბრძანება გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2017 წლის 21 ივლისის 17:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით   დამტკიცებული დოკუმენტები. გამარჯვებულები დაფინანსდებიან მიწვეული მკვლევარის სტატუსით 12 თვიანი კვლევითი მივლინებით გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის ( http://www.area-studies.ox.ac.uk ), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში ( http://www.rees.ox.ac.uk ) და განახორციელებენ კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/vebistvis.JPG
12/07/2017 17:37

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, 10-11 ივლისს, საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს რიგით V სხდომა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას. სამეთვალურეო საბჭოს წევრები არიან, საქარტველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრი, მოადგილე(ფონდის კურატორი), საქართველოს და მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს: ახალი პროგრამის პორტფოლიო და 2018 წლის ბიუჯეტი, ახალი სტრატეგიის კრიტიკული საკითხები, 2018-ის მოდიფიცირებული პროექტები (გამოყენებითი კვლევის კონცეფცია, გრანტის კონცეფციის ინსტრუმენტირება). სხდომაზე ასევე განიხილეს: პროექტების შეფასების პროცედურა და პოლიტიკა/ერთიანი  კომისია და დარგობრივი პანელები, პროგრამის მონიტორინგის საკითხები: სტატისტიკა; გამოწვევები, პერსპექტივები; ჰორიზონტი 2020-ისთვის გრანტის მოსამზადებელი სქემები, სამუშაო გეგმის ეფექტურობის შეფასება; საერთაშორისო პროგრამები და თანამშრომლობა-ახალი საერთაშორისო პარტნიორები და პერსპექტივები (ჩინეთი, ფრანგული ინსტიტუტი, ბულგარეთი, მოლდოვა, DFG, TUBITAK -ის მოდიფიცირება, USESFP, ERC, TAEX-თან თანამშრომლობა); საერთაშორისო პროგრამების წევრობა, პლატფორმები და მონაცემთა ბაზები.
სრულად

ცვლილება სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N74 ბრძაბენაში

12/07/2017 17:36
"2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობებისა და საკონკურსო განაცხადების ფორმების დამტკიცების შესახებ" სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N74 ბრძაბენაში ცვლილების შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4277.JPG
11/07/2017 17:38

მარინე ჩიტაშვილის ფონდში საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება

10 ივლისს 18:00 საათზე, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, პროფესორ მარინე ჩიტაშვილის გაცილების ღონისძიება. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მოადგილეები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ოქსფორდისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივი პროგრამის კომისსის წევრები და ფონდის თანამშრომლები. ღონისძიებაზე შედგება პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიერ ფონდის ხელმძღვანელობის პერიოდში არსებული მიღწევების მოკლე პრეზენტაცია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ მარინე ჩიტაშვილს ფონდის განვითარების საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის. ბატონმა ალექსანდრემ იმედი გამოთქვა, რომ ქალბატონი მარინეს მიერ შექმნილი გუნდი გააგრძელებს დასახული ამბიციური მიზნების განხორციელებას. ასევე, მადლიერება გამოხატეს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა და აღნიშნეს, რომ ქალბატონი მარინეს თაოსნობითა და სამინისტროს მხარდაჭერით ფონდმა ორი წლის მანძილზე უზარმაზარი შრომა გასწია მსოფლიო სამეცნიერო ფონდებთან თანამშრომლობისა და თანაბარუფლებიანი პარტნიორობისთვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/Group%20photo.jpg
10/07/2017 17:39

ფონდის წარმომადგენლობა პეკინის საერთაშორისო სიმპოზიუმზე

შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქ. პეკინში (ჩინეთი) 2017 წლის 2-4 ივლისს  გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც მიეძღვნა ჩინეთის პრეზიდენტის ბატონი ქსი ჯინპინგის მიერ ინიცირებულ განვითარების სტრატეგიას და ჩარჩო პროგრამას „The Silk Road Economic Belt and the 21st-century Maritime Silk Road“, რომელიც ცნობილია, როგორც „სარტყელისა და გზის ინიციატივა“ (B&R/ Belt and Road Initiative). აღნიშნული სტრატეგიის მიზანია გააძლიეროს თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებს შორის. სიმპოზიუმის ორგანიზატორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდის,  მიერ შემუშავებულია “Science – Talent-Future” „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი” პროგრამის სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც იგი მზადაა სხვა ფონდებთან ერთობლივად ორგანიზება გაუწიოს მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას და პარტნიორ ფონდებთან ერთობლივად შეარჩიოს და დააფინანსოს აბრეშუმის გზის ქვეყნების  საერთო სამეცნიერო მიზნების მქონე გამორჩეული კვლევითი ჯგუფები. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ორგანიზაციებმა, სამეცნიერო ფონდებმა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის განმსაზღვრელი სააგენტოებმა.  სიმპოზიუმის პლენარულ სხდომებსა და სამუშაო შეხვედრებზე განხილული გახლდათ სარტყლისა და გზის ჩარჩო პროგრამის (BRFF - Belt&Road Funding Framework) მიზნები: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება აბრეშუმის გზის ქვეყნებში; საერთაშორისო ცენტრების ფარგლებში თანამშრომლობა ერთობლივი კვლევების განვითარებისთვის; მულტიეროვნული კვლევითი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება; აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა. ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მიქაბერიძემ სიმპოზიუმის მონაწილეებს წარუდგინა ფონდის მისია, მიზნები და ამოცანები, გააცნო ფონდის საქმიანობა და გამოთქვა სრული მზადყოფნა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. იგეგმება ეროვნული სამეცნიერო ფონდის აქტიური ჩართულობა BRFF სამომავლო აქტივობებში . ძალზე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის 5 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდსა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებას, სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას და სხვა აქტივობების განხორციელებას. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/88.jpg
10/07/2017 09:44

საკონსულტაციო შეხვედრა

7 ივლისს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/1_1.jpg
07/07/2017 10:40

საკონსულტაციო შეხვედრა

6 ივლისს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად