old

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ!

26/06/2017 15:22
მეცნიერთა სურვილის გათვალისწინებით (კონკურსის მიმართ ფართო აუდიტორიის დაინტერესებით) შეიცვალა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსის საკონსულტაციო დღეების ჩატარების ადგილი 30 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 -  სარეგისტრაციო ფორმა კონსულტაცია ჩატარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში; 7 ივლისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №3 -  სარეგისტრაციო ფორმა კონსულტაცია ჩატარდება ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში(ჭავჭავაძის 32).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
23/06/2017 15:43

გამოცხადდა ევროპული კვლევების საბჭოს გრანტი Advanced Grants

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  ევროპული კვლევების საბჭოს გრანტის -   Advanced Grants   გამოცხადების შესახებ.  კონკურსის   -   ERC Advanced Grants   მიზანია მხარი დაუჭროს გამორჩეულ მეცნიერებს, კვლევითი პროექტების ხელმძღვანელებს, რომელთაც  მდიდარი  გამოცდილება და სანიმუშო სამეცნიერო კარიერა აქვთ. კონკურსში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მეცნიერების ნებისმიერი მიმართულებიდან. გრანტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 2,5 მილიონ ევროს 5 წლიანი პროექტისათვის.  შეგახსენებთ, რომ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 აგვისტო. დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ პროგრამა ჰორზონტი 2020-ის მონაწილეთა პორტალზე (Participant Portal)   და ევროპული კვლევების საბჭოს მიერ შემუშავებულ სპეციალურ გზამკვლევში - ინფორმაცია აპლიკანტებისათვის.    ასევე, ხელმისაწვდომია მასალა ხშირად დასმული შეკითხვების საფუძველზე.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4157.JPG
23/06/2017 15:34

საკონსულტაციო შეხვედრა

23 ივნისს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
22/06/2017 17:10

ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტით დაფინანსების კონკურსს

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი აერთიანებს ფონდის მიერ 2016 წლის ჩათვლით ადმინისტრირებულ მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსს, საკონფერენციო საგრანტო კონკურსსა და სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს. კონკურსის მიზანია ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა. მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. კონკურსის ფარგლებში გაიცემა ინდივიდუალური (მობილობის) და ინსტიტუციური (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების) გრანტები, რომლის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. მობილობის გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე დოქტორის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკურ პირს და საქართველოს მოქალაქე დოქტორანტურის, მაგისტრატურის, რეზიდენტურის სტუდენტს. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:   22 ივნისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება; 26 ივნისი - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება; 28 ივნისი 16:00 - ჯგუფური კონსულტაცია №1, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა ; 6 ივლისი 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა ; 18 ივლისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №3, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა ; 19 ივლისი - ელ.ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 24 ივლისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა; 26 ივლისი, 16:00 სთ. ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; 2017 წლის სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოცხადება.   ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!   დადგენილი ვადების , რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №96/ნ ბრძანება ; ფონდის გენერალური დირექტორის 22 ივნისის №78 ბრძანება ; ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  კონკურსის პირობები (დანართი 1) ; ბიუჯეტის კლასიფიკატორი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში -  ( დანართი 11 ) ; სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი . ხშირად დასმული კითხვები   მობილობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის ელექტრონულ ფოსტაზე - mgtravel@rustaveli.org.ge - წარმოსადგენი დოკუმენტები: პროექტის თავფურცელი და აბსტრაქტი (დანართი 2) განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4) ცნობა თანადაფინანსების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართი 6) დამატებითი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ კონკურსის პირობების მე-3 მუხლის, მე-5 პუნქტის ბ.ბ ქვეპუნქტში.   მობილობის საგრანტო კონკურსზე ელექტრონული რეგისტრაციის შემდგომ ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენილი უნდა იყოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 9) განსაზღვრული ვადების დაცვით.   საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში, ელექტრონულ ფოსტაზე - ise@rustaveli.org.ge - წარმოსადგენი დოკუმენტები: პროექტის თავფურცელი და პროექტის აბსტრაქტი (დანართი 3) საპროექტო წინადადება (დანართი 5) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის ძირითადი პერსონალისა და ძირითადი და პლენარული მომხსენებლ(ებ)ის/ლექტორ(ებ)ის პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 7) უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადი პერსონალი) პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 8) უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან უცხოეთში მოღვაწე ძირითადი და პლენარული მომხსენებლ(ებ)ის/ლექტორ(ებ)ის დაინტერესების წერილი (დედანი და ნათარგმნი და დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ) პროექტში მონაწილეობაზე ( დანართი 12) პროექტის ბიუჯეტი და პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 13) ცნობა თანადაფინანსების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართი 6) დამატებითი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ კონკურსის პირობების მე-4 მუხლის, მე-6 პუნქტის დ.ბ ქვეპუნქტში.   საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში, ელექტრონული რეგისტრაციის შემდგომ, ფონდის კანცელარიაში წარმოდგენილი უნდა იყოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 10) განსაზღვრული ვადების დაცვით. პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით! პროექტის გამოგზავნისას, ისარგებლეთ პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის მიხედვით - რეგისტრაციის ინსტრუქცია .  კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, პროექტის ელექტრონულად გამოგზავნა კონკურსის შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე და ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა დადგენილი ვადების დაცვით; კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:    თორნიკე სხირტლაძე skhirtladze@rustaveli.org.ge ვაჟა ლომიძე   lomidze@rustaveli.org.ge   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის # 71 ბრძანებაში

22/06/2017 17:05
„2016 წლის თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა და ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ“ -  ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის  14 ივნისის # 71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/DAAD%20WEB.jpg
22/06/2017 15:41

SRNSF-DAAD-ის სტიპენდიატების დაჯილდოვება

15 ივნისს, გოეთეს ინსტიტუტში გამართულ საზეიმო მიღებაზე, DAAD-ის გენერალური მდივნის მოადგილემ, ბატონმა ულრიხ გროტუსმა,  გერმანიის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ჰაიკე ფაიჩმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელმა, გიორგი ხიშტოვანმა SRNSF-DAAD-ის სტიპენდიატებს სოგელები გადასცეს. დაჯილდოვდნენ  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ს ერთობლივი პროგრამის სტიპენდიატები. პროგრამა წელს პირველად გამოცხადდა, გერმანია საქართველოს წელს დაემთხვა და ქვეყნებს შორის სამეცნიერო ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.  
სრულად

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის 2017 წლის კონკურსზე მოხსნილი პროექტები

22/06/2017 15:40
მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო  გრანტების 2017 წლის კონკურსზე მოხსნილი პროექტები .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/EaPPLUS_Logo_170116_RGB-1484569370.jpg
22/06/2017 15:37

გამოკითხვის შედეგები: სამეცნიერო თანამშრომლობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის

პროექტის EAP PLUS ფარგლებში ჩატარდა გამოკითხვა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ - EU-EaP International Cooperation Barometer. გამოკითხვის მიზანი იყო, შეეგროვებინა და გაეანალიზებინა  ინფორმაცია ვროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს მხარეებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. ჯამში შეგროვდა 413 მონაცემი, საიდანაც დამუშავდა 257 კითხვარი (დანარჩენი 156 კითხვარი ნაწილობრივ შევსებული ფორმით იყო წარდგენილი). აღსანიშნავია, მონაცემთა 28 % გაგზავნილი იყო საქართველოდან.  იხილეთ გამოკითხვის ანგარიში   EU-EaP International Cooperation Barometer .
სრულად

2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საბოლოო შედეგები

21/06/2017 17:11
გამოვლინდა 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის –  „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტები. იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის   გენერალური დირექტორის ბრძანება   გამარჯვებული პროექტის დამტკიცების შესახებ. გამარჯვებული პროექტების სია გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4125.JPG
21/06/2017 11:24

რექტორთა საბჭოს შეხვედრა

21 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა რექტორთა საბჭოს სხდომა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა მიქაბერიძემ რექტორთა საბჭოს წარუდგინა ფონდის სტრატეგია და სამომავლო გეგმები.
სრულად