old
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
16/06/2017 10:34

ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსს

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.  კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად .  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებში. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია, საჯარო კონკურსის წესით. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტები. კონკურსზე პროექტის დარეგისტრირება და კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.  პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, შეუძლია უხელმძღვანელოს მხოლოდ ერთ პროექტს. იგულისხმება, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე, ის მიმდინარე პროექტები, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ ადმინისტრირებული შემდეგი კონკურსების ფარგლებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები (FR, AR, DI).  ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, შეუძლია ჩართული იყოს ჯამში მხოლოდ ორ პროექტში. იგულისხმება, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე, ის მიმდინარე პროექტები, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ ადმინისტრირებული შემდეგი კონკურსების ფარგლებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები.    კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: 16 ივნისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება; 19 ივნისი, 2017 - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება; 23 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №1 - სარეგისტრაციო ფორმა ; 30 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 - სარეგისტრაციო ფორმა , კონსულტაცია ჩატარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში; 7 ივლისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №3 - სარეგისტრაციო ფორმა , კონსულტაცია ჩატარდება ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში (ჭავჭავაძის 32). 14 ივლისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტაციის დასრულება (ბოლო ვადა); 19 ივლისი, 16:00 სთ - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილება; ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №74 ბრძანება ; ფონდის გენერალური დირექტორის N74 ბრძანებაში ცვლილების შესახებ; გენერალური დირექტორის ბრძანება #143 საპროექტო განაცხადის მოხსნის შესახებ კონკურსის პირობები – დანართი 1 ; პროექტის თავფურცელი – დანართი 2, ქართულ და ინგლისურ ენაზე; საპროექტო წინადადება – დანართი 3, ქართულ და ინგლისურ ენაზე; პროექტის ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV) – დანართი 4, ქართულ და ინგლისურ ენაზე; პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება – დანართი №5, ქართულ და ინგლისურ ენაზე; პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი – დანართი №6, ქართულ და ინგლისურ ენაზე; პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის რეზიუმე – დანართი №8, ქართულ და ინგლისურ ენაზე; ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ – დანართი №9, ქართულ და ინგლისურ ენაზე; უცხოელი მეცნიერის თანხმობის წერილი – დანართი №10, ინგლისურ ენაზე ; ცნობა თანადაფინანსების შესახებ – დანართი 11, ქართულ ენაზე ; სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი – დანართი №12, ქართულ და ინგლისურ ენაზე; ბიუჯეტის კლასიფიკატორი – დანართი №13, ქართულ ენაზე ; ხშირად დასმული კითხვები. ხშირად დასმული კითხვები (განახლებული) განცხადება ხარვეზის გამოსწორების მიზნით დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია კონკურსის ელექტრონულ ბაზაში – 2017 წლის 19 ივნისიდან 14 ივლისის 16:00 საათამდე. ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების წარმოდგენა ფონდის კანცელარიაში - 2017 წლის 19 ივლისის 16:00 საათამდე.   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: ნინო გაჩეჩილაძე: gachechiladze@rustaveli.org.ge ქეთევან გაბიტაშვილი   gabitashvili@rustaveli.org.ge თორნიკე სხირტლაძე skhirtladze@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!    
სრულად

გამოცხადდა ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

15/06/2017 16:40
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში. იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 მაგისტრანტისა და არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ შეთანხმებულ სფეროებში: 1) მათემატიკური მეცნიერებები; 2) საინფორმაციო ტექნოლოგიები; 3) საბუნების-მეტყველო მეცნიერებები; 4) საინჟინრო მეცნიერებები; 5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები. პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული 2015 წლის 16 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ერთ-ერთი წევრის ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტის მხრიდან იულიხის კვლევით ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით წარდგენილ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგნაირად: მაგისტრანტებისთვის შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 5 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  juelich@rustaveli.org.ge  გაგზავნა ა.წ. 15 სექტემბრის 17:00 სთ-ის ჩათვლით; ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 20 სექტემბრის 17:00 სთ-ის ჩათვლით. დოქტორანტებისთვის შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 6 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  juelich@rustaveli.org.ge  გაგზავნა ა.წ. 3 1 ოქტომბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით; ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 3 ნოემბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - პროგრამაში მონაწილეობის პირობები დანართი 2 - შეთანხმება ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 3 - განაცხადის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 4 - გრანტის მაძიებლის ტაბულარული CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 5 - ბიუჯეტის ფორმა მაგისტრანტებისთვის (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 6 - ბიუჯეტის ფორმა დოქტორანტებისთვის (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 7 - ფონდის კანცელარიაში წარსადგენი განცხადების ფორმა   დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის საკონტაქტო პირებს:   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში: თორნიკე სხირტლაძეს skhirtladze@rustaveli.org.ge      იულიხის კვლევით ცენტრში: საბინე დუსს (Sabine Dues) Manager International Affairs Office of the Board of Directors and International Affairs Forschungszentrum Jülich GmbH D-52425 Jülich, Germany s.dues@fz-juelich.de;
სრულად

2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ პირველი ეტაპის შედეგები

15/06/2017 10:20
2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის –  „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მეორე ეტაპზე გადავიდა 8 საკონკურსო განაცხადი. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელები, ამა წლის 20 ივნისს  პრეზენტაციებით წარდგებიან საკონკურსო კომისიის წინაშე. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტები  
სრულად

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა და ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

14/06/2017 17:06
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამოვლინდა ერთი გამარჯვებული პროექტი. ორი ქვეყნის სამეცნიერო ფონდის მიერ ერთობლივი შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად შეირჩა პროექტი:  „გვარ დარევსკაიას ხვლიკების ბადისებრ სახეობათა შესწავლა კავკასიასა და ანატოლიაში“. იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტის დამტკიცების შესახებ. ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის # 71 ბრძანებაში გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4114_1.JPG
14/06/2017 16:44

საკონსულტაციო შეხვედრა

14 ივნისს, 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი 2017 წლის კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტეს საგრანტო პროექტის წესი და პირობები და უპასუხეს მეცნიერთა შეკითხვებს.  
სრულად

ფონდი აანონსებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

09/06/2017 18:55
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდება 2017 წლის ივნისის მეორე ნახევარში. იხილეთ კონკურსის განახლებული დებულება  - საქართველოს მთავრობის დადგენილება N 84 . კონკურსის მიზანი: ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს, კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.  დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს.  სამეცნიერო მიმართულებები:   ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ა.ა) მათემატიკა; ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები; ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები; ა.დ) ქიმიური მეცნიერებები; ა.ე) დედამიწისა და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები; ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები; ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;   ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები: ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია; ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია; ბ.გ) მექანიკური ინჟინერია; ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია; ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია; ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია; ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია; ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია; ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია; ბ.კ) ნანო-ტექნოლოგია; ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები;   გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები: გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა; გ.ბ) კლინიკური მედიცინა გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი; გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია; გ.ე) მედიცინის სხვა დარგები;   დ) აგრარული მეცნიერებები: დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა; დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა; დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი; დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები; დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები;   ე) სოციალური მეცნიერებები: ე.ა) ფსიქოლოგია; ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი; ე.გ) განათლების მეცნიერებანი; ე.დ) სოციოლოგია; ე.ე) სამართალი; ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები; ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია; ე.თ) მედია და კომუნიკაცია; ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები;   ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები: ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია; ვ.ბ) ენები და ლიტერატურა; ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია; ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა); ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები;   ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.   გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია, საჯარო კონკურსის წესით. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტები. სუბიექტები:   კონკურსზე პროექტის დარეგისტრირება და კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.  პროექტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.  პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანამონაწილე ორგანიზაცია/ები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო   სამართლის   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული   პირი, რომელის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს. პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი - საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, დოქტორანტურის, მაგისტრატურის ან რეზიდენტურის სტუდენტი. პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში, ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი.           პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; პროექტის კოორდინატორი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი. პროექტში შეიძლება შეიძლება ჩართული იყოს ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ი – პირ(ებ)ი ძირითადი პერსონალიდან, მაგისტრი, ან დოქტორი, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი, ასევე, მაგისტრატურის, რეზიდენტურის, დოქტორანტურის სტუდენტი. პროექტს შეიძლება ჰყავდეს დამხმარე პერსონალი   – პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს   ტექნიკური   საკითხების მოგვარებაში; დაუშვებელია დამხმარე პერსონალის ფუნქციები შეითავსოს პროექტის ძირითადმა პერსონალმა.  პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც   ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ კვლევით პროექტს; პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, შეუძლია უხელმძღვანელოს მხოლოდ ერთ პროექტს. იგულისხმება, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე, ის მიმდინარე პროექტები, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ ადმინისტრირებული შემდეგი კონკურსების ფარგლებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები (FR, AR, DI).  ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, შეუძლია ჩართული იყოს ჯამში მხოლოდ ორ პროექტში. იგულისხმება, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე, ის მიმდინარე პროექტები, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ ადმინისტრირებული შემდეგი კონკურსების ფარგლებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები.  პროექტის ხანგრძლივობა: 24 თვე, ან 30 თვე, ან 36 თვე. დაფინანსების პირობები: პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს: 70 000 ლარს წელიწადში შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებისათვის: ა) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ზ)  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები, რომლებიც მოიცავს აქ დასახელებულ ოთხ სამეცნერო მიმართულებას. 50 000 ლარს წელიწადში შემდეგი სამეცცნიერო მიმართულებებისათვის: ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები; ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები, რომლებიც მოიცავს აქ დასახელებულ ორ სამეცნიერო მიმართულებას. შეფასება: კონკურსში ფარგლებში შემოსული პროექტები ფასდება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად.   ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია). აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა!   პროექტების საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.  გთხოვთ, პროექტების შეფასების კრიტერიუმები იხილოთ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში და გაითვალისწინოთ საპროექტო წინადადების მომზადების დროს. კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტების ფორმები, პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ბაზის მისამართი და რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია, ასევე - კონკურსის განრიგი მნიშვნელოვანი თარიღების მითითებით.
სრულად

,,მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ

09/06/2017 09:35
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 8 ივნისის #65 ბრაძანება ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ“  იხილეთ ბრძანება  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/download_1.jpg
06/06/2017 11:24

გლობალური კვლევების საბჭოს მე-6 წლიური შეხვედრა

2017 წლის 29-31 მაისს ქ. ოტავაში (კანადა) გაიმართა გლობალური კვლევების საბჭოს (Global Research Council –GRC) მე-6 წლიური შეხვედრა.  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმში. შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ სამეცნიერო ფონდებისა და მეცნიერების დამფინანსებელ სააგენტოებს შორის კავშირებისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ფუნდამენტურ კვლევებსა და ინოვაციებს შორის დინამიური ურთიერთკავშირის გაძლიერების საკითხების განხილვა.   აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობები კვლევების გლობალური საბჭოს სამომავლო ინიციატივებში. საქართველოს მხარემ მონაწილეობა მიიღო GRC-ს მმართველი ორგანოს ევროპის რეგიონის თავმჯდომარის არჩევნებში. ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი მანანა მიქაბერიძე შეხვდა გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის, პოლონეთის, კორეის, ჩინეთის და პერუს სამეცნიერო ფონდებისა და მეცნიერების დამფინანსებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი საგრანტო კონკურსების ადმინისტრირების პერსპექტივები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4074.JPG
05/06/2017 11:24

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის ცენტრს შორის შეთანხმებას ხელი მოწერა

2017 წელი ეძღვნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა რამდენიმე სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი. მათ შორის, 2017 წლის 5 ივნისს ხელი მოეწერა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის შეთანხმებას, რომელიც შეეხება საზაფხულო სკოლისა და შემოდგომის ლექციების კურსის თანადაფინანსებას. კურსი განკუთვნილია კონსორციუმის წევრი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (თსუ, სტუ, ილიაუნი, აგრუნი) სტუდენტებისთვის, რომლებიც შემოდგომის ლექციების კურსის ფარგლებში გაემგზავრებიან იულიხის ცენტრში ორკვირიანი ლექციების კურსზე დასასწრებად, ხოლო საზაფხულო სკოლის ფარგლებში, იულიხის კვლევითი ცენტრის მეცნიერები საქართველოში ჩაატარებენ ლექციებს. 2017 წელს ჩატარდება  შემოდგომის ლექციების კურსი იულიხში, ხოლო 2018 წელს - საზაფხულო სკოლა საქართველოში. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და იულიხის კვლევითი ცენტრი თანაბრად დააფინანსებენ თითოეულ ღონისძიებას 15 000 -15 000 ევროს ფარგლებში. შეხვედრა გაიმართა ივანე ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ იულიხის ცენტრის წარმომადგენლები გერმანიიდან, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების რექტორები, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და სამეცნიერო საზოგადოება.   შეთანხმება წარმოადგეს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის ცენტრს შორის 2016 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილს.
სრულად

2016 წლის მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხდებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

02/06/2017 18:31
გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ გთხოვთ, გაითვალისწინოთ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!  
სრულად