old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4008.JPG
02/06/2017 17:23

საკონსულტაციო შეხვედრა

2 ივნისს, 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2017 წლის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტეს საგრანტო პროექტის წესი და პირობები და უპასუხეს მეცნიერთა შეკითხვებს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/logo-CNR-verticale-trasparente.png
02/06/2017 11:46

საინფორმაციო დღე: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2017 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2017 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ამა წლის 14 ივნისს, 16:00 საათზე. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში (მ. ალექსიძის ქ.#1).
სრულად

შეცდომის გასწორება

31/05/2017 16:38
"2017 წლის სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი "Rustaveli-DAAD"-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ" სსიპ შოთ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 25 მაისის N58 ბრძანებაში შეცდომის გასწორების შესახებ. იხილეთ ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  და გამარჯვებულთა სია
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
30/05/2017 11:23

ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა

ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა (ERC NCP meeting) მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომელი მარიამ ქებურია (ERC NCP in Georgia). ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლები ეროვნულ საკონტაქტო პირებს განახლებულ ინფორმაციას აწვდიან მომდევნო სამუშაო პროგრამაში (ERC Work Programme) და კონკურსებში გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ, უზიარებენ  ERC საგრანტო კონკურსების მიმდინარეობას, დასრულებული პროექტების ხარისხობრივ შეფასებას, სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს და ევროპული კვლევების საბჭოს კონკურსების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.   ERC-ს დღეისათვის მიმდინარე 5356 პროექტი აქვს (2655 წინა ჩარჩო პროგრამიდან - FP7, ხოლო -  2701 მიმდინარე ჩარჩო პროგრამიდან - ჰორიზონტი 2020). დღის წესრიგი ასევე მოიცავს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების შეჯამებას. წელს  ERC 10 წლის იუბილის აღსანიშნავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  სულ 140 ღონისძება გაიმართა. მათ შორის, ერთ-ერთ გამორჩეულ საინფორმაციო რეგიონული ღონისძიებას - ‘ ERC – SUPPORTING EXCELLENT RESEARCHERS ALL OVER EUROPE | EASTERN PARTNERSHIP COUNTRIES REGIONAL EVENT: ARMENIA, AZERBAIJAN, BELARUS, GEORGIA, MOLDOVA, UKRAINE ‘ საქართველომ უმასპინძლა.    ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მომდევნო კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია - 2018 წლის სამუშაო პროგრამა გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მასში ასახული იქნება განხლებული საგრანტო სქემა - Synergy grant , რომელიც სხვადასხვა ქვეყნისა და კვლევითი ინსტიტუტციის წამყვან მეცნიერებს (Principal Investigators) ერთობლივი განაცხადის წარდგენა შეეძლებათ.   ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრას (ERC NCP meeting) ესწრებიან წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი და პროგრამა ,,ჰორიზონტიი 2020“-თან ასოცირებული ქვეყნებიდან. შეხვედრა 30 მაისს დასრულდება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
25/05/2017 16:40

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩის“ 2017 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

კონკურსის მეორე ეტაპზე, საკონკურსო განაცხადის - „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა  შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge   2017 წლის  04 ოქტომბრის     16:00 სთ-მდე . საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე და ამავდროულად კონკურსის მეორე ეტაპის საკონკურსო განაცხადი  ამობეჭდილი, ხელმოწერილი და საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი/ნახაზი წარმოდგენილი იქნება ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში  2017 წლის 10 ოქტომბრის   16:00 სთ-მდე.   ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი  მოიხსნება კონკურსიდან. სარეგისტრაციო შიფრი მიენიჭება საგრანტო კონკურსის ელ. ფოსტაზე კონკურსის მეორე ეტაპზე გაგზავნილ თითოეულ პროექტს და გაეგზავნება პროექტის წარმდგენს. პროექტის წარმდგენი ამობეჭდავს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებ   (იხ. დანართი №3 ),   მიუთითებს  პროექტის შიფრს:    leo/…/…/17 რომელიც მიენიჭება  პროექტის წარდგენის შემდეგ, ამობეჭდავს და   დაადასტურებს ხელმოწერებით. ამობეჭდილი, შევსებული, ხელმოწერებით დადასტურებული ,,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ,საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად   წარდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა განაცხადი და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელთან/მაკეტთან ერთად უნდა წარადგინონ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.  პროექტის აღწერილობის ტექსტი (კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი)  აკრეფილი უნდა იყოს MS Word-ის ტექსტური რედაქტორის გამოყენებით, ქართული უნიკოდის მეშვეობით (Sylfaen), ზომა 11, ინტერვალი 1.5. პროექტის აღწერილობის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს შემდეგს:         ა) გამოგონების/კვლევის  სიახლისა და ორიგინალობის აღწერა;         ბ) გამოგონების/კვლევის აქტუალობა და მისი პრაქტიკული გამოყენებადობა/რეალიზებადობა;         გ) დასკვნა.  მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის  ფინალისტებს  არაუგვიანეს 2017 წლის 20 ოქტომბრისა.  საკონკურსო კომისია  საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს     არაუგვიანეს    2017 წლის 15 ნოემბრისა.   მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების რანჟირებული სია. კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილეობის შესახებ განაცხადის ფორმა კონკურსის პირობები პროექტის აღწერილობა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ლეონარდო და ვინჩის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმები  
სრულად

გამოცხადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

25/05/2017 16:38
გამოცხადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება და გამარჯვებულთა სია ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4002.JPG
25/05/2017 10:50

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 24 მაისს 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში  2017 წლის  საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად

ხელი მოეწერა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო და ვოლკსვაგენის ფონდებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას

24/05/2017 16:37
მიმდინარე წლის აპრილის თვეში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ვოლკსვაგენის ფონდს  (Volkswagen foundation) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს ორი ინსტიტუციის კოლაბორაციას სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების დაფინანსების მიზნით. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, დააფინანსონ  კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი ოთხწლიანი სადოქტორო პროგრამები, რომლებიც საქართველოსა და გერმანიის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ იქნება შემუშავებული და ერთობლივად განვითარებული. ორ ფონდს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საერთაშორისო ინსტიტუციური კოლაბორაციის გაძლიერებას, საქართველში საერთაშორისო ხარისხის სადოქტორო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობას, საქართველოს და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. თანამშრომლობა ხორციელდება ვოლკსვაგენის ფონდის  შემდეგი ინიციატივის ფარგლებში: ‘Between Europe and the Orient – A Focus on Research and Higher Education in/on Central Asia and the Caucasus’  (ევროპასა და აღმოსავლეთს შორის - კვლევა და უმაღლესი განათლება ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3972.JPG
23/05/2017 15:16

მემორანდუმი - ბულგარეთისა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდებს შორის

მიმდინარე წლის 21-24 მაისს საქართველოს ესტუმრა  ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაცია, რომლის წევრებიც არიან ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე - გეორგი ვაისილოვი, ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - დიანა კოპევა; საქართველოში ბულგარეთის ელჩის მრჩეველი დანტჩო მიტჩევი. დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეცნიერული თანამშროლობის გაღრმავება, STI სექტორში დამატებით შესაძლებლობებზე დისკუსია და იდეების მიმოცვლა, ბულგარელ და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და მეცნიერთა ქსელის ჩამოყალიბების წახალისება. დღეს, 23 მაისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის. შეხევედრას ბულგარეთის დელეგაციის გარდა ესწრებოდა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი დესისლავა ივანოვა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3944.JPG
22/05/2017 16:51

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 22 მაისს 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2017 წლის  საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად