old

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების მსურველთა საურადღებოდ!

28/04/2017 15:13
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის კონკურსის მეორე საკოსულტაციო შეხვედრის დრო შეიცვალა და  ჩატარდება დღეს, 28 აპრილს, 16:30 საათზე.  მისამართი - მ. ალექსიძის ქ.#1-ში, 0 სართულზე, საკონფერენციო დარბაზში.
სრულად

გრანტიორთა საყურადღებოდ!

27/04/2017 15:16
გენერალური დირექტორის ბრძანება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2016 წელს გამოცხადებული კონკურსების შედეგად დაფინანსებული პროექტებით გათვალისწინებული სამეცნიერო სტატიებისა და პუბლიკაციების გამოსაქვენებლად აღიარებული ჟურნალების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/IMG_3803.JPG
26/04/2017 16:42

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 26 აპრილს, 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  კონკურსის “მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3795_1.JPG
25/04/2017 11:19

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციის ვიზიტი

25 აპრილს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაცია ფონდის ვიცე პრეზიდენტის ბატონი ლიუ ჩონგჩუანგის, ფონდის ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონი ფან იუნგჯისა და ფონდის აზიის, აფრიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების კოორდინატორი, ბატონი ცძაო ჩუანგის შემადგენლობით. ჩინეთის პრეზიდენტის ქსი ჯინპინგის (Xi Jinping)  მიერ ინიცირებულია განვითარების სტრატეგია და ჩარჩო პროგრამა „The Silk Road Economic Belt and the 21st-century Maritime Silk Road“ რომელიც ცნობილია, როგორც „სარტყელისა და გზის ინიციატივა“ (B&R/ Belt and Road Initiative). აღნიშნული სტრატეგიის მიმართულია გააძლიეროს თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ჩინეთის დელაგაციის ვიზიტის მიზანია: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; თანამშრომლობა ერთობლივი კვლევების განვითარებისთვისა და გამორჩეულ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი სტაჟირების განხორციელებისთვის ჩინეთის წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში; ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარება და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მერვე ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020-ის“ ფარგლებში დაფინასებულ მულტილატერალურ პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა. შეხვედრაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა მიქაბერიძემ სტუმრებს გააცნო ფონდის საქმიანობის სპეციფიკა. მხარეებმა იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე. ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდი შემუშავებული “Science – Talent-Future” „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი”პროგრამის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთობლივად ორგანიზებას გაუწევენ მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას და დააფინანსებენ საერთო სამეცნიერო მიზნების მქონე გამორჩეულ კვლევით ჯგუფებს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ჯანდაცვის დარგებში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობისათვის ჩინეთის ფონდი, ასევე, აპირებს შექმნას ეფექტური საერთაშორისო კოლაბორაციული საინფორმაციო პლატფორმა და გააზიაროს სტრატეგიული კონსულტაციების, მეცნიერების პოლიტიკისა და განათლების სიახლეები. აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება ქ. პეკინში 2017 წლის 2-4 ივლისს დაგეგმილი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები, სამეცნიერო ფონდები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის განმსაზღვრელი სააგენტოები და რომლის მუშაობაში  მონაწილეობის მოსაღებად მიწვეულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნება სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი კომიტეტი, შეირჩევა კომიტეტის წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, შეაფასებენ კვლევითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს, შეარჩევენ გამორჩეულ სამეცნიერო ჯგუფებს მათი სამომავლო აკადემიური განვითარების ხელშეწყობისათვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3751.JPG
24/04/2017 11:19

მემორანდუმი გაფორმდა ფონდსა და მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიას შორის

21 აპრილს მემორანდუმი გაფორმდა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიას შორის.  შეთანხმების მიზანია კვლევებისა და განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და მოლდოვას შორის. მხარეები ხელს შეუწყობენ და მხარს დაუჭერენ კვლევით მიმართულებებში მეცნიერებს შორის თანამშრომლობას თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის გათვალისწინებით. საქართველოსა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების მიერ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული პროექტი შესაძლებელია წარდგენილი იყოს ჰორიზონტი 2020-ის (ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა კვლევებისა და ინოვაციებისთვის) ფარგლებში, ასევე, სხვა კვლევითი პროგრამების ფარგლებში ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის მიზნით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა მიქაბერიძემ და მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გეორგე დუკამ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Daad/IMG_3268.JPG
21/04/2017 11:19

ევროპული კვლევების საბჭოს კონფერენცია - გამორჩეული მეცნიერების მხარდაჭერა - აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ღონისძიება თბილისში

20-21 აპრილს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები არიან ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტო  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.  კონფერენციას დაესწრნენ: ოფიციალური პირები ევროპული კვლევების საბჭოდან - პროფესორი ევა კონდოროსი, ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ევროპული თანამშრომლობის გაფართოების საკითხებში და სიერდ ქლეთინგი, ევროპის აკადემიის პრეზიდენტი, ასევე, მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პროფესორი მარია მაკაროვი, ევროკავშირის ექსპერტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ქართველი მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრებიდან პროფესორები გია დვალი და ზაალ კოკაია. კონფერენციის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ევროპული კვლევების საბჭოს შესაძლებლობები, ევროპელი გამოჩენილი მეცნიერების წარმატები და გაუზიარეს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება საქართველოს მეცნიერებმა მიიღონ მონაწილეობა ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამებში და მოიპოვონ დაფინანსება.  ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში,  ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოება, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები.     21 აპრილს, რეგიონული კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო დღე,  სადაც დაინტერესებულ პირებს პროექტის წერის,  განაცხადის შევსების და დაფინანსების მისაღებად სხვა საჭირო დეტალების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. ERC-ის კვირეული მიზნად ისახავს: საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გაზრდას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ ადმინისტრირებულ კონკურსებში; დაფინანსების შესაძლებლობებისა და გამოწვევების ერთობლივი ანალიზისთვის ERC-ის ოფიციალურ პირებს, ევროპული კვლევების საბჭოს გრანტიორებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებსა და რეგიონის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას; ინტერაქციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) წარმომადგენლებთან. იხილეთ ევროპული კვლევების საბჭოს კონფერენციაზე მომხსენებლების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები:   20 th of April - Strenghtening Eastern Partnership participation in ERC calls   Welcome address by the ERC president [video message] - Prof. Jean-Pierre Bourguignon “ERC - 10 years of supporting  top researchers all across Europe” - Prof. Eva Kondorosi “Spreading Research Excellence in Europe: Perspectives of Academia Europaea” - Prof. Sierd Cloetingh “ERC challenges and opportunities for Georgian researchers” - Prof. Marja Makarow “ERC grantee testimony” - Prof. Georgi Dvali “The ERC’s quest to support excellent researchers all over Europe” - Asli Vural   Panel discussion: Scientific diaspora's perspectives on strengthening participation in ERC competitions   “Engaging the Scientific Diaspora from EaP countries” -: Yannis Kechagiaras “Engaging the scientific diaspora from Eastern Partnership countries” - Prof. Dmitri A. Rusakov   Panel discussion: National and institutional perspectives on participation in ERC competitions National and institutional perspectives on the challenges and opportunities of participation in ERC competitions – Prof. Gheorghe Duca Ukrainian perspectives on participation in ERC competitions - Prof. Anatoly Zagorodny   21 st of April -ERC Information day for potential applicants   The European Research Council: Funding investigator-driven frontier research - Prof. Eva Kondorosi ERC application and evaluation procedure - Dr David Krasa How I got my ERC grant - Prof. Dmitri A.Rusakov   Panel discussion: The role of ERC National Contact Points: Supporting ERC applicants on national level The role of ERC National Contact Points - Béatrice Thiry SRNSF – NCP of the ERC – Mariam Keburia HORIZON 2020 NCP system in Belarus in promoting ERC - Olga Meerovskaya Moldova: National Practices in supporting participation in H2020 - Dr. Lidia Romanciuc NCP Experience in Azerbaijan - Prof. Ulduz Hashimova  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Daad/slider2_1.jpg
19/04/2017 17:11

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს : ა) სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების  მიღებაში; ბ) გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების მიზნით; გ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის: ა) ახალგაზრდა მეცნიერებისათვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი) - 4-დან 6 თვემდე ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 2000 ევროს ექვივალენტი ლარში და მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში; ბ) დოქტორანტების - 3 თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში და დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ექვივალენტი ლარში. გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების - 6 თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში, დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ექვივალენტი ლარში და დოქტორანტის ხელმძღვანელის და თანახელმძღვანელის მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 637,5 ევროს ექვივალენტი ლარში. სტაჟირება  უნდა განხორციელდეს 1 ივნისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში. საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ა) ენები და კულტურის კვლევები; ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები; გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; დ) მედიცინა; ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები; ვ) ინჟინერია; ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები; დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება; ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება; კონკურსის პირობები (დანართი 1); პროექტი უნდა დარეგისტრირდეს DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში (იხილეთ ბმული) . პროექტის ბეჭდური ვერსია ორ ეგზემპლიარად სარეკომენდაციო წერილთან ერთად უნდა ჩაბარდეს DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში (მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქუჩა #16). ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2) . კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება: 19 აპრილი; გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 24 აპრილს 17:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 214 აუდიტორიაში; გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 25 აპრილს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, E207 აუდიტორიაში; (მის: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5); ჯგუფური კონსულტაცია ფონდში: 27 აპრილი , 11:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში; გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია პროექტის წარდგენის ტექნიკურის საკითხების შესახებ 1 მაისს 12:00 საათზე DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში; დამატებით სხვა გასვლითი ჯგუფური კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ფონდის ვებ. გვერდზე. კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 მაისი ; პროექტის წარდგენა სარეკომენდაციო წერილთან ერთად DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში ორ ეგზემპლიარად არაუგვიანეს 8 მაისი; განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 11 მაისი 16:00 სთ - ის ჩათვლით . ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:   ნინო ბიწაძე, ელ. ფოსტა: bitsadze@rustaveli.org.ge ნინო გაჩეჩილაძე, ელ. ფოსტა: gachechiladze@rustaveli.org.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Daad/slider2_1.jpg
19/04/2017 13:18

ფონდი აცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ასევე,  ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - კონკურსის პირობები დანართი 2 - საპროექტო წინადადების ფორმა დანართი 3 - ავტობიოგრაფია (CV) დანართი 4 - განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე დანართი 5 - ოქსფორდის უნივერსიტეტთან საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პირის თანხმობის ფორმა ხშირად დასმული კითხვები კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 2017 წლის 19 აპრილი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; კონსულტაციების დღეები: 11.05.2017 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი, 19.05.2017 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი, 2017 წლის 5 ივნისი, 18:00 სთ. - პროექტების წარდგენა ფონდში ელექტრონული ფოსტით; ფონდის მიერ სარეგისტრაციო შიფრის მინიჭება ელ.ფოსტით მიღებული პროექტებისთვის და მინიჭებული შიფრის გაგზავნა ელ.ფოსტით პროექტის თითოეული წარმდგენისთვის. 2017 წლის 7 ივნისი, 16:00 სთ. - შევსებული, ხელმოწერილი განცხადების ფორმის წარდგენა ფონდის კანცელარიაში. 2017 წლის 8-9 ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა; 2017 წლის 12-29 ივნისი - პროექტების შეფასება 2017 წლის 30 ივნისი - ინტერვიუსთვის შერჩეული კანდიდატებისთვის ფონდიდან შეტყობინების გაგზავნა; 2017 წლის ივლისი - ინტერვიუების ჩატარება შერჩეულ კანდიდატებთან ფონდისა და უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ; 2017 წლის ივლისი - კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; 2017 წლის ოქტომბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს: ნინო გაჩეჩილაძე ელ-ფოსტა:  gachechiladze@rustaveli.org.ge   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებას!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/IMG_3194.JPG
13/04/2017 10:05

საკონსულტაციო შეხვედრა

12 აპრილს 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე ფონდის თანამშრომლებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი ,პირობები და უპასუხა  მეცნიერთა შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_3174.JPG
06/04/2017 10:09

საკონსულტაციო შეხვედრა

4 აპრილს ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. დამსწრე საზოგადოებას კონკურსის კოორდინატორებმა განუმარტეს მონაწილეობის პირობები და უპასუხეს შეკითხვებს.
სრულად