old

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „CASI“-სა და „PE2020“ პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი კონფერენციის შესახებ

10/10/2016 16:35
2016 წლის 16-17 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართება ერთობლივი კონფერენცია ,,საზოგადოებრივი ჩართულობა, კვლევა, პრაქტიკა და პოლიტიკა: კვლევის, მდგრადობისა და ინოვაციის პოლიტიკური მიმართულებების კვლევა“.  კონფერენცია ორგანიზებულია ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების  მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ( FP7 ) მიერ დაფინანსებული პროექტების „CASI“  და   „PE2020“  ფარგლებში. დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   http://www.casi2020.eu/casi-policy-conference-2016/
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/mR_1.jpg
05/10/2016 13:27

საკონსულტაციო დღეები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს საკონსულტაციო დღეებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის მსურველთათვის. ფონდის თანამშრომლები მაგისტრანტებს გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. საკონსულტაციო დღეების განრიგი: 11 ოქტომბერი - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 115-ე აუდიტორია, 18:00 საათზე; 12 ოქტომბერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის საკონფერენციო დარბაზი (106), 17:00 საათზე.
სრულად

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის პროექტების საბოლოო ქულის გამოთვლის წესი

05/10/2016 10:31
ბრძანება „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2016 წლის საგრანტო კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის გამოთვლის წესის  შესახებ
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
03/10/2016 12:07

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის მიმღებებმა დამატებით დაფინანსება მიიღეს ინოვაციისათვის

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის მიმღებებმა ინოვაციისათვის დამატებითი დაფინანსება მიიღეს. Top-up innovation funding საშუალებას აძლევს ERC-ის ორმოცდახუთ გრანტის მიმღებს შეისწავლონ  ევროპული  კვლევების საბჭო მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების ინოვაციური პოტენციალი. საგრანტო პროექტები მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს: ფიზიკურ მეცნიერებებს,  სიცოცხლის  შემსწავლელ და სოციალურ მეცნიერებებს.  სქემა ღიაა მხოლოდ ევროპული კვლევების საბჭოს გრანტის მფლობელებისთვის  და იგი წელიწადში  სამჯერ ცხადდება. 45 გრანტის მიმღების ჩამონათვალი, ქვეყნებისა და მასპინძელი ორგანიზაციის მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე     უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ნოვატორ ქალბატონებისთვის ევროკავშირის ჯილდოს“ შესახებ

03/10/2016 11:01
კონკურსი „ევროკავშირის ჯილდო ნოვატორ ქალბატონებისთვის“  ღიაა 2016 წლის 3 ნოემბრამდე! ევროკომისია აცხადებს“ ნოვატორ ქალბატონებისთვის ევროკავშირის ჯილდოს“ რიგით მე-4 კონკურსს, რომლის ფარგლებშიც დაჯილდოვდებიან ქალბატონები, რომლებსაც მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი ინოვაციებისა და მათი ბაზარზე დანერგვის საქმეში. ჯილდოს მიზანია აამაღლოს ცნობიერება უფრო მეტი მეწარმე ქალბატონის გამოვლენის საჭიროების შესახებ და სტიმული მისცემს მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას. წლევანდელი კონკურსი ღიაა ევროკავშირის და ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყნებში მცხოვრები  ნებისმიერი ეროვნების ქალბატონებისთვის, რომლებმაც დააუფუძნეს  კომპანია, რომლის ბრუნვა შედგენს სულ ცოტა 100,000 ევროს. 2017 წლის კონკურსში  ასევე გათვალისწინებულია ახალგაზრდა ნოვატორთა ნომინაცია 30 წლამდე ასაკის ქალბატონებისათვის! პირველ ადგილზე გასული დაჯილდოვდება 100 000 ევროთი, მეორე ადგილზე გასული - 50 000 ევროთი, მესამე ადგილზე გასული - 30 000 ევროთი, ხოლო ახალგაზრდა/დამწყები ნოვატორი - 20 000 ევროთი. ჟიური გამოავლენს 4 გამარჯვებულს 2017 წლის მარტში. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.ec.europa.eu/women-innovators .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tg.jpg
30/09/2016 13:57

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მფლობელთა საჯარო პრეზენტაციები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი იწყებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების  კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტების  საჯარო პრეზენტაციების სერიას. გრანტის ყველა მფლობელი, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარებს მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს.  მეცნიერთა მიღწევების გასაცნობად, აკადემიური სფეროს ინტეგრირებისა და კვლევის შედეგების ურთიერთგაზიარების მიზნით  პრეზენტაციები ჩატარდება სხვადასხვა უნივერსიტეტში. სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ყველა მსურველს, განრიგის შესაბამისად, შეუძლია თავისუფალად  დასწრება. პრეზენტაციების განრიგი იხილეთ ბმულზე.
სრულად

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების დაფინანსების წესი

29/09/2016 11:10
ბრძანება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის "უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიკფო სამეცნიერო გრანტების" 2016 წლის საგრანტო კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Researchmapp.jpg
23/09/2016 14:53

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იაპონელი მეცნიერების საძიებო სისტემის შესახებ

R esearchmap   წარმოადგენს   იაპონიაში არსებული უნივერსიტეტებისა და საჯარო დაწესებულებების,  კვლევითი ინსტიტუტების და მკვლევარების შესახებ არსებულ მონაცემთა ბაზას. აღნიშნული საძიებო  სისტემა განიხილება, როგორც  მკვლევართა შესახებ ინფორმაციის ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა  იაპონიაში. ბაზა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნას პერსონალური გვერდი და საერთო ქსელში ჩართვით ითანამშრომლოს საერთაშორისო მკვლევარებთან. Researchmap-ის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ მოიძიონ მკვლევარები სამეცნიერო მიმართულების, ორგანიზაციებისა და  სიტყვა-გასაღების მიხედვით. პროექტი ხორციელდება ინფორმატიკის ეროვნული ინსტიტუტის მიერ   (NII) 2009 წლის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/inconet%20iap.jpg
23/09/2016 12:05

საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ (სამეცნიერო სფეროები: კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა და ჯანდაცვა)

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ მონაწილეობის თვალსაზრისით (შერჩეული სამეცნიერო სფეროები: კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა და ჯანდაცვა). დეტალური ინფორმაცია საგრანტო სქემის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.inco-eap.net/en/538.php პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ,,საშუამავლო ღონისძიებებზე“ დასასწრებად განაცხადის წარდგენა ეზღუდება იმ მეცნიერებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ამ სქემით მოპოვებული დაფინანსება 2014-2016 წლებში გამოცხადებულ  წინა რაუნდებში. კონკურსანტების მიერ შერჩეული ღონისძიების ვადები განსაზღვრულია 2016 წლის 30 ნოემბრამდე. მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ევროს . წინამდებარე საგრანტო სქემის  შესაბამისად, პროექტ „IncoNet EaP“-ის მიერ რუსთაველის ფონდისათვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაიფარება მივლინებასთან დაკავშირებული საერთაშორისო მგზავრობის, სასტუმროს, დღიური (perdiem), სარეგისტრაციო და ვიზის ხარჯი. შევსებული საგანაცხადო ფორმა (ინგლისურ ენაზე, იხ. დანართი#2) და ბიოგრაფიული მონაცემები (CV with full list of publications, patents, conference presentations, international experience etc). უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: bakradze@rustaveli.org.ge საშუამავლო ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ,  10 დღის განმავლობაში, მეცნიერებმა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში უნდა წარმოადგინონ  ანგარიში (ინგლისურ და ქართულ ენებზე, დადგენილი ფორმით, იხილეთ დანართი: #3, #4). მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ღონისძიებაში მონაწილეობის დროს ევროპელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა (პირველ რიგში, ევროკავშირის პროგრამის Horozon 2020) კონკურსებში მონაწილეობისთვის ერთობლივი პროექტების წარდგენისთვის საფუძვლის მომზადება. დოკუმენტაციის წარდგენის ვადები: 2016 წლის 5 ოქტომბერი, 16:00 საათი (თბილისის დროით) -  26 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად; 2016 წლის 31 ოქტომბერი, 16:00 საათი (თბილისის დროით) – 16 ნოემბრიდან - 30 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად; შენიშვნა: სააპლიკაციო ფორმის ბიუჯეტის შევსებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის (2005 წლის 5 აპრილის) #220 ბრძანება (დანართი # 5). გამარჯვების შემთხვევაში, აპლიკანტმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარმოადგინოს პერსონალური მოწვევა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორისაგან. დანართები : მონაწილეობის წესები სააპლიკაციო ფორმა ანგარიშის ფორმა ინგლისურ ენაზე ანგარიშის ფორმა ქართულ ენაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #220  საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ბაქრაძე ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4406) ელფოსტა: bakradze@rustaveli.org.ge
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_1655_1.JPG
23/09/2016 10:12

საკონსულტაციო შეხვედრა

23 სექტემბერს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად