old

სტრუქტურირებული სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის 2016 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

16/12/2016 16:27
გამოვლინდა 2016 წლის სტრუქტურირებული სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსზე გამარჯვებულები. გთხოვთ, იხილოთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურში გამარჯვებული პროექტების კატეგორიების მიხედვით სიების დამტკიცების შესახებ. კონკურსში მონაწილე პროექტების რანჟირებული სია პროექტის ხელმძღვანელებს კომისიის კომენტარები გადაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე 20 დეკემბრიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/122.jpg
15/12/2016 14:03

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საჩუქარი „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელშეწყობით 2016 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის" კონკურსის გამარჯვებულები ანა შუბლაძე და ალექსანდრე ხოხიაშვილი მონაწილეობას მიიღებენ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის "გლობალური ინჟინერიის აკადემიის" ერთკვირიან პროგრამაში. 
სრულად

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის შედეგები

08/12/2016 09:29
გთხოვთ, იხილოთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტებისა და სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რაჟირებული სიების დამტკიცების შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_2480.JPG
07/12/2016 11:14

ISTC-სა და STCU-ს მმართველთა საბჭოს სხდომები

6-7 დეკემბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრისა (ISTC) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (STCU) მმართველთა საბჭოს სხდომები. ISTC და STCU წარმოადგენენ საქართველოში მეცნიერების მხარდაჭერის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციებს, რომელთა მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე დაფინანსდა 340-მდე სამეცნიერო პროექტი საერთო ბიუჯეტით 50 მილიონი აშშ დოლარამდე. დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ STCU-ს ვებ-გვერდზე .
სრულად

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის შედეგები

07/12/2016 11:05
გთხოვთ, იხილოთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება  გამარჯვებული პროექტებისა და სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით  პროექტების რაჟირებული სიების   დამტკიცების შესახებ.
სრულად

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის შედეგები

07/12/2016 11:03
გთხოვთ, იხილოთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტებისა და სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით  პროექტების რაჟირებული სიების დამტკიცების შესახებ. გამარჯვებული პროექტის ავტორებმა არაუგვიანეს 9 დეკემბრის 18:00 საათისა ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ ერთობლივი განცხადება (იხ: განცხადების ფორმა)  და გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება! შენიშვნა: პროექტების ავტორებს კომისიის კომენტარები დაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე.
სრულად

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

05/12/2016 14:30
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ.
სრულად

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

02/12/2016 15:04
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის მოხსნის შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/stajirebis%20sajaro%20leqciebi/tg.jpg
30/11/2016 16:27

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მფლობელთა საჯარო პრეზენტაციები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აგრძელებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტების საჯარო პრეზენტაციების სერიას. გრანტის ყველა მფლობელი, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარებს მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს. ვფიქრობთ, სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერთა მიღწევების გასაცნობად, აკადემიური სფეროს ინტეგრირებისა და კვლევის შედეგების ურთიერთგაზიარების მიზნით პრეზენტაციები ჩატარდეს უნივერსიტეტებში. სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ყველა მსურველს, განრიგის შესაბამისად, შეუძლია თავისუფალად დასწრება. პრეზენტაციების განრიგი იხილეთ ბმულზე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
სრულად

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

28/11/2016 11:06
დამტკიცდა 2016 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე რეგისტრირებული პროექტებისათვის საბოლოო ქულის დათვლისა და პროექტების დაფინანსების წესი. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად