old

შევიდა ცვლილება 2016 წლის 7 ივლისის №140 ბრძანებაში

20/03/2017 18:01
შევიდა ცვლილება 2016 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ 2016 წლის 7 ივლისის №140 ბრძანებაში და ბრძანების მე-13 დანართი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - იხ.ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/DO%20eng/slider2.jpg
20/03/2017 14:57

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 28 მარტს, 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს საკონსულტაციო შეხვედრა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/1.jpg
14/03/2017 15:51

IncoNet EAP პროექტის შეფასება

პროექტის  - IncoNet EAP ძირითადი ღონისძიებებისა და რეკომენდაციების შეფასება დასრულდა.  პროექტის მიზნებისა და შინაარსის შესაბამისად, ექსპერტემბა მოამზადეს სამი ანგარიში: კლიმატის ცვლილება, ჯანმრთელობასთან დაკავშრებული საკითხები, ენერგეტიკა . ასევე შეფასდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ე.წ. Twinning სქემა. შესაბამისი ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე. დაატებით ინფორმაცია პროექტის შეფასებასა და მისი სხვადასხვა კომპონენტის საანგარიშო დოკუმენტებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ  IncoNet EAP -ის  საინფორმაციო ბიულეტენში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/10-POSTERS_Page_1.jpg
14/03/2017 10:04

ვროპული კვლევების საბჭო (ERC) ათი წლის იუბილეს აღნიშნავს

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) ფუნქციონრების ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებებს მართავს.  ERC კვირეულის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით 140 ღონისძიებაა დაგეგმილი. 10 წლის იუბილის აღსანიშნავ სამეცნიერო ღონისძიებებს უერთდება საქართველოც.   მსოფლიო მასშტაბის კვირეულის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბულზე. ERC საიუბილეო ღონისძიება ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში ჩატარდება 2017 წლის 21 მარტს. მას  გახსნის  ევროპული კვლევების საბჭო პრეზიდენტი, პროფ.  ჟან პიერ ბურჟინიონი, ასევე, ევროპარლამენტის წარმომადგენელი და ევროკომისარი კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით, კარლოშ მოედასი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ERC-ის მიერ მხარდაჭერილი გამორჩეული  პროექტები, რომლებიც ასახავენ ვროპული კვლევების საბჭოს ხედვას, განვითარებას, კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ინოვაციას. საიუბილეო ღონისძიების მრავალფეროვანი დღის წესრიგი მოსხენებების გარდა მოიცავს თოქ შოუს, ტელეხიდებს და საინტერესო ინტერაქციას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების თვალყურის დევნება შესაძლებელია ონლაინრეჟიმში (შესაბამისი ბმული მითითებულია დღის წესრიგში). პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3016.JPG
10/03/2017 11:17

შეხვედრა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჯი იან ჩი, ატაშე ლიუ იტონგი და ფონდის ადმინისტრაცია, რომლრბმაც განიხილეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ საბუნებისმეტყველო მეციერებათა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდებს შორის სამომავლო თანამშრომლობა. აპრილში დაიგეგმა ოფიციალური შეხვედრა ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეციერებათა ფონდის წარმომადგენლებთან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/slider2.jpg
10/03/2017 10:37

ფონდი აცხადებს დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსს

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა, მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობით საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება;  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესება, სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და  უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს დოქტორანტს, რომელიც არის 2014-2016 წლებში გამოცხადებული ამავე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პირი. პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი საგრანტო კონკურსისათვის წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 36 თვე. პროექტი დაგეგმილი უნდა იყოს 6 თვიან საანგარიშო პერიოდებად და იწყებოდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან. თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს. კონკურსის გრაფიკი: 10 მარტი, 2017 - კონკურსის გამოცხადება; 24 მარტი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №1 - სარეგისტრაციო ფორმა ; 7 აპრილი - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბაზის გახსნა; 12 აპრილი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 - სარეგისტრაციო ფორმა ; 20 აპრილი - ელ.ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 28 აპრილი, 16:00 სთ. - ელექტრონულ ბაზაში პროექტის რეგისტრაციის ბოლო ვადა; 3 მაისი, 16:00 სთ. ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა; აგვისტო - კონკურსის შედეგების გამოცხადება. ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! დადგენილი ვადების , რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანება; ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 10 მარტის № 13 ბრძანება; ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში; ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში ; ცვლილება ფონდის გენარალური დირწქტორის ბრძანებაში; კონკურსის პირობები (დანართი 1) ; პროექტის თავფურცელი და აბსტრაქტი (დანართი 2) ; საპროექტო წინადადება (დანართი 3) ; დოქტორანტის პროფესიული ბიოგრაფია – CV (დანართი 4) ; პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) ; ცვლილება პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკში (განახლებული დანართი 5); პროექტის ბიუჯეტი (დანართი 6) ; დისერტაციის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები – CV-ები (დანართი 7) ქართული და ინგლისური ფორმები; უცხოელი კონსულტანტის და უცხოელი თანახელმძღვანელის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი - Letter of commitment (დანართი 8); ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში, დანართი 9) ; სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი 10) ; უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით (დანართი 11) ; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება (სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის უცხოეთში მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ; ხშირად დასმული კითხვები . განცხადება ხარვეზის გამოსწორების შესახებ პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით! კონკურსზე წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები: დოქტორანტის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი (მოქმედი დოკუმენტი); დოქტორანტის წინა აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები; ცნობა დოქტორანტურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტის სწავლის შესახებ, გაცემული 2017 წლის 10 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით. უცხოენოვან დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს შესაბამისი ქართული თარგმანი, რომელიც დამოწმებული იქნება თარჯიმანთა ბიუროს მიერ. კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, პროექტის დარეგისტრირება კონკურსის ელექტრონულ ბაზაში და ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა დადგენილი ვადების დაცვით; პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თითოეულ პროექტს მიენიჭება სარეგისტრაციო შიფრი და პროექტის წარმომდგენს შეეძლება ჩამოტვირთოს ელექტრონული ბაზის მიერ გენერირებული „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“.  „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ შესაბამისი პირების ხელმოწერებითა და ბეჭდით დამოწმებული წარმოდგენილი უნდა იყოს ფონდის კანცელარიაში 2017 წლის 3 მაისის 16:00 სთ.-მდე. კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:  ქეთევან გაბიტაშვილი ელ-ფოსტა:  gabitashvili@rustaveli.org.ge დავით ჩიჩუა ელ-ფოსტა:  chichua@rustaveli.org.ge     შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!            
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A1.JPG
28/02/2017 09:01

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 28 თებერვალს, 16:00 საათზე , ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის 2016 წლის კონკურსის გამარჯვებულებთან საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსების შედეგად დაფინანსებული პროექტების მართვის საკითხები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2887.JPG
24/02/2017 11:17

23-24 თებერვალს გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, 23-24 თებერვალს, საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს რიგით IV სხდომა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს: შემაჯამებელ ანგარიში - მიღწევები, გამოწვევები და პრობლემები; განხორციელებული ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალი სტურუქტურა, საგრანტო კონკურსების განახლებული პირობები, ახალ საგრანტო კონკურსები და პროგრამები (MG, SRNSF-DAAD და SRNSF-VW ერთობლივი საგრანტო კონკურსები), 2017 წლის კონკურსები და ბიუჯეტი. სხდომაზე ასევე განიხილეს: გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის საკითხები; 2018 წლიდან Graduate School-ების მხარდაჭერის პროექტი; 2018 წლის ინფრასტრუქტურის საგრანტო კონკურსი; 2017 წლის საგრანტო კონკურსების შეფასების ერთიანი კომისიის საკითხი; ცვლილებები საგრანტო კონკურსების მონიტორინგის პრინციპებში; თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვისა და ანაზღაურების საკითხები; ელექტრონული ბაზის მუშაობის პროცესი; დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელების სამეცნიერო პროდუქტიულობა (AR, FR, DI); CRDF Global-ის მიერ განხორციელებულ შეფასებებთან დაკავშირებული პრობლემური შემთხვევები (AR, FR, YS.) 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
23/02/2017 17:05

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 28 თებერვალს, 16:00 საათზე , ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის 2016 წლის კონკურსის გამარჯვებულებთან საკონსულტაციო შეხვედრა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/USA.jpg
17/02/2017 11:16

სამუშაო შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან

16 თებერვალს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი და ფონდის თანამშრომლები შეხვდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს. ფონდი საელჩოსთან ერთად გეგმავს კონფერენციის ორგანიზებას საქართველოში კვლევისა და ინოვაციების პოპულარიზაციისთვის. 23 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებაზე მოწვეული საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ საქართველოს კვლევისა და ინოვაციების ეკოსისტემაში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და, ასევე, იმსჯელებენ საქართველოს მეცნიერების განვითარების სტრატეგიაზე.
სრულად