old
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Images/MR.jpg
10/02/2017 10:34

საკონსულტაციო შეხვედრა

10 თებერვალს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსში გამარჯვებულთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსების შედეგად დაფინანსებული პრექტების მართვის საკითხები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Images/16602781_10154089718001455_3215944317847296839_n.jpg
08/02/2017 11:16

საქართველოს შემსწავლელი პროგრამის პირველი კონფერენცია ოქსფორდში

7 თებერვალს, ოქსფორდში გაიმართა საქართველოს შემსწავლელი პროგრამის პირველი კონფერენცია.  კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, ილიას უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიგა ზედანია. კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება. ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში 2015 წლის 23 ოქტომბერს დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „უცხოეთში საქართველოს შესწავლის ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმების საფუძველზეც საქართველოდან ყოველწლიურად 3 მკვლევარი დაფინანსდება. საქართვლოს შემსწავლელი კვლევითი ცენტრების დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და ქართველოლოგიის ტრადიციული მიმართულებების, ასევე თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
07/02/2017 10:36

ფონდი აცხადებს 2017 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.  კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად:  კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:    leo@rustaveli.org.ge . საკონკურსო კომისია  წარდგენილ საგანაცხადო ფორმას და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით)და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს. კონკურსის მეორე ეტაპზე ,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ,  პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები).(დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (ატვირთული PDF ფაილის სახით)   კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს  ელ. ფოსტის მისამართზე:    leo@rustaveli.org.ge . კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:                   10/04/2017 16:00 სთ კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმისა და კვლევის გეგმა/პირველდი იდეის  გამოგზავნის ბოლო ვადა; 18/04/2017 16:00 სთ - საგანაცხადო  ფორმის  კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა; 12/05/2017 - პერველი ეტაპის შედეგების გამოცხადება; 04/10/2017 16:00 სთ - კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადის კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები  და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების გამოგზავნის ბოლო ვადა; 10/10/2017 16:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ  და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა; 20/10/2017-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა; 15/11/2017-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:  საქართველოს მთავრობის დადგენილება გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პირობები პირველ ეტაპზე წარსადგენი საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმა/პირველადი იდეა პირველი ეტაპის საგანაცხადო  ფორმა მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ სამეცნიერო მიმართულებები და ქვეკატეგორიები კონკურსის რეგისტარციის ინსტრუქცია ცვლილება გენერალური დირექტორის N07 ბრძანებაში დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:  პროგრამის კოორდინატორები მაკა ქაჯაია; ნოდარ კილაძე  ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); 577 97 72 02; 599555644 (4333) ელ-ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge ; kiladze@rustaveli.org.ge მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული  ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge გისურვებთ წარმატებებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/MR-2016/sakons.jpg
06/02/2017 10:35

2016 წლის მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების გრანტის გამარჯვებულთა საყურადღებოდ!

2017 წლის 10 თებერვალს, 16:00 საათზე , ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების გრანტის 2016 წლის კონკურსის გამარჯვებულებთან საკონსულტაციო შეხვედრა.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/EaPPLUS_Logo_170116_RGB-1484569370.jpg
02/02/2017 17:50

EaP Plus გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში ქართველი მეცნიერების მონაწილეობისთვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის „EaP Plus” შესრულებაში. პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ და Horizon2020-სთვის განკუთვნილი საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის თვალსაზრისით. გრანტი გაიცემა ორ რაუნდად. პირველ რაუნდში განიხილებიან კანდიდატები, რომლებიც 2017 წლის 17 სექტემბრამდე აპირებენ ღონისძიებაში მონაწილეობას.  საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობა თებერვლიდანვეა შესაძლებელი. შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: grdzelishvili@rustaveli.org.ge წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები : შევსებული საგანაცხადო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და ჟურნალებში გამოქვეყნებული 2 ინგლისურენოვანი სტატიის დასკანერებული ვერსია; იხილეთ EaP Plus გრანტთან დაკავშირებული დოკუმენტები ” საგანაცხადო ფორმა საგანაცხადო ფორმა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისთვის განაცხადის შემოტანის წესები საშუამავლო ღონისძიების შემდგომი ანგარიში მოსამზადებელ შეხვედრის შემდგომი ანგარიში მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის ინტერესის განაცხადი განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2017 მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ევროს. წინამდებარე საგრანტო სქემის წესების შესაბამისად, დაიფარება მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროსა და ვიზის ხარჯი. მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროს  და ვიზის ხარჯი პირველ ეტაპზე უნდა გაიღოს გრანტის მიმღებმა ან მისმა ორგანიზაციამ. ამასთან, გაწეული ხარჯი ანაზღაურდება RCISD-ს მიერ, მივლინებული  პირის ღონისძიებაში მონაწილეობის შემდეგ (ინვოისის საფუძველზე, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით). ინფორმაცია გრანტთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.eap-plus.eu/object/news/39 დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის სპეციალისტს, ირაკლი გრძელიშვილს. (ტელ.:2 200 220; ელ. ფოსტა: grdzelishvili@rustaveli.org.ge )
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/coordinator.png
02/02/2017 12:48

ევროკომისიის მიერ ორგანიზებული „კოორდინატორების დღე“ ბრიუსელში

2017 წლის პირველ მარტს, ბრიუსელში, ევროკომისია ჩაატარებს „კოორდინატორების დღეს“ წარმატებული საპროექტო წინადადებების კოორდინატორებისთვის. ღონისძიების მიზანი საგრანტო შეთანხმებების მომზადებასა და ხელმოწერასთან დაკავშირებული დეტალების ახსნაა. „კოორდინატორების დღე“, უმეტესწილად, გამიზნულია იმ საპროექტო წინადადებების კოორდინატორებისთვის, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ საგრანტო შეთანხმების მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, სხვა მონაწილეებსაც შეუძლიათ ღონისძიებაზე დასწრება. „კოორდინადორთა დღეზე“ რეგისტრაცია და ღონისძიების დღის განრიგის ხილვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდიდან: https://ec.europa.eu/digital-single-market/events/cf/coordinators-day-grant-agreement-preparation/register.cfm . ღონისძიებასთან დაკავშირებული სიახლეები განთავსებული იქნება მონაწილეთა პორტალზე: http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/support/about.html
სრულად

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს მაგისტრანტთა სასწავლო- კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსებისკონკურსის გამოცხადებას

31/01/2017 13:44
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი გამოცხადდება 2017 წლის აპრილში ( იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის N130/ნ ბრძანება ).  მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.  კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი. კონკურსის მონაწილე მაგისტრანტს უნდა ჰყავდეს სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, რომელიც აკადემიურ კონსულტაციას გაუწევს მაგისტრანტს პროექტის მიმდინარეობისას. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს პროექტის საკითხის შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე. კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი: კონკურსის ანონსი: იანვარი კონკურსის გამოცხადება: აპრილი ჯგუფური კონსულტაციები:  მაისი/ოქტომბერი (თარიღები დაზუსტდება კონკურსის გამოცხადებისთანავე) კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: ნოემბერი პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ნოემბერი პროექტების შეფასება: ნოემბერი კონკურსის შედეგების გამოცხადება: დეკემბერი.  კონკურსის კოორდინატორები: გიგა აბულაძე abuladze@rustaveli.org.ge მაკა ქაჯაია kajaia@rustaveli.org.ge კონკურსის გამოცხადებისთანავე დაიდება ზუსტი  ინსტრუქცია  პროექტების რეგისტრაციისათვის და პასუხები  ხშირად დასმულ შეკითხვებზე.  
სრულად

ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის ვადების შესახებ ფონდი დამატებით ავრცელებს ინფორმაციას

16/01/2017 16:17
გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Sin-t%2B%C2%A1tulo-1.jpg
16/01/2017 13:08

პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო სესია

ევროპის კომისია ორგანიზებას უწევს საინფორმაციო სესიას პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის პროექტის კოორდინატორებისათვის, რომელიც შეეხება სამართლებრივ, ბიზნეს და საინფორმაიცო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებს, პროექტის ანგარიშის წარდგენას და გრანტში ცვლილებების შეტანას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ფინანსურ ასპექტებზე. საინფორმაციო სესია ჩატარდება მიმდინარე წლის 17 თებრვალს, ქ. ბრიუსელში. იგი  განსაზღვრულია პროგრამა ,,ჰორიზნტი 2020“-ის პროექტის კოორდინატორებსათვის, თუმცა სხვა დაინტერესებულ პირებს  დასწრება შეუძლიათ. ღონისძიებაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდის მეშვეობით. შესაძლებელია ასევე ონლაინ ჩართვა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
16/01/2017 10:35

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ახალი ვიცე-პრეზიდენტები და სამეცნიერო საბჭოს წევრები

ევროკომისიამ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) სამეცნიერო საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია: Prof. Paola Bovolenta, Prof. Eveline Crone, Prof. Andrzej Jajszczyk და Prof.  Giulio Superti-Furga. ამავდროულად, ERC-ის სამეცნიერო საბჭოს მიერ 2016 წელს არჩეული ორი ახალი ვიცე-პრეზიდენტი Prof.  Éva Kondorosi და   Prof. Martin Stokhof შეუდგნენ უფლებამოსილების განხორციელებას. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) სამეცნიერო საბჭო 22 გამორჩეული მეცნიერისაგან შედგება და წარმოადგენს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მმართველ ორგანოს. სამეცნიერო საბჭოს ძირითადი როლი არის ERC-ის სტრატეგიის განვითარება და ევროპული კვლევების საბჭოში წარდგენილი განაცხადების შემფსებელი ექსპერტების შერჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებიად ეწვიეთ ვებ-გვერდს.
სრულად