old
http://rustaveli.org.ge/images/IMG_1775.jpg
21/10/2016 17:16

საკონსულტაციო დღე

21 ოქტომბერს, 16:30  საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთათვის. ფონდის თანამშრომლები კონკურსის გამარჯვებულებს გააცნეს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების პირობები და უპასუხეს გრანტიორთა შეკითხვებს.
სრულად

2016 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

21/10/2016 11:36
დამტკიცდა 2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების შეფასების საბოლოო ქულის გამოთვლის წესი. გთხოვთ, იხილოთ  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/IMG_1765.JPG
21/10/2016 11:11

სამუშაო შეხვედრა- ფონდს, „საქპატენტსა“ და “GITA-ს” შორის

21 ოქტომბერს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე,   „GITA-ს“ წარმომადგენლები და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი და ფონდის თანამშრომლები. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/13639458_10201825652678979_191477807_o.jpg
19/10/2016 16:00

საკონსულტაციო შეხვედრა

21 ოქტომბერს, 16:30  საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთათვის. ფონდის თანამშრომლები კონკურსის გამარჯვებულებს გააცნობენ საგრანტო ხელშეკრულების შესრულების პირობებს და უპასუხებენ გრანტიორთა შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/LESTER.jpg
18/10/2016 11:11

ORAU-ს ვიცე პრეზიდენტის, ტონი ლესტერის ვიზიტი

17 ოქტომბერს,   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს ეწვია  ORAU-ს ვიცე პრეზიდენტი ტონი ლესტერი.   ORAU სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილების მიმღები  ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს (მეცნიერების დამფინანსებელ სააგენტოებს) სთავაზობს სპეციალიზებულ ექსპერტ-შემფასებელთა ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე. 2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობა  მოიცავს ORAU-ს მიერ ფონდის  მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის  - უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სახელმწიფო გრანტების საპროექტო წინადადებების შეფასებას. შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები.  ტონი ლესტერმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ფონდისა და ORAU-ს შორის თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია და ისაუბრა თანამშრომლობის პერსპექტივებზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/do%20pr%20eng/20161018_162119.jpg
18/10/2016 10:55

საკონსულტაციო დღე

18 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო დღე.  საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტეს საგრანტო პროექტის წესი და პირობები და უპასუხეს მეცნიერთა შეკითხვებს.
სრულად

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

17/10/2016 10:44
გამოვლინდა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები. უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისთვის 2016 წლის სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 38 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 13 ივლისის N144 ბრძანებით კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 10 განაცხადი. საერთაშიორისო ექსპერტიზის შედეგად დასაფინანსებლად გამოვლინდა 12 პროექტი. იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის “უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” 2016 წლის საგრანტო კონკურსში სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟრებული სიისა და გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ. გთხოვთ, გამარჯვებული პროექტების ხელმძღვანელებმა იმოქმედოთ გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად და გაითვალისწინოთ , რომ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90.jpg
13/10/2016 16:32

საკონსულტაციო დღე

12 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საკონსულტაციო დღეები მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის მსურველთათვის. ფონდის თანამშრომლებმა მაგისტრანტებს გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/mag..jpg
12/10/2016 09:53

საკონსულტაციო დღე

11 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საკონსულტაციო დღეები მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის მსურველთათვის. ფონდის თანამშრომლებმა მაგისტრანტებს გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/slider2.jpg
11/10/2016 16:26

ფონდი აცხადებს სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კონკურსს

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს:  ა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში არსებულ სამეცნიერო პოტენციალზე დაყრდნობითა და განვითარებით სამეცნიერო კვლევების აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადების უზრუნველყოფას; ბ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეშვეობით; გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და ინტერდისციპლინური სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის ხელშეწყობას; დ) ინტერ და ინტრაინსტიტუციონალური თანამშრომლობის წახალისებას სადოქტორო სწავლების საფეხურზე; ე)  ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტების მხარდაჭერას კარიერის საწყის ეტაპზე; ვ) სადოქტორო სწავლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით. პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ სამეცნიერო მიმართულეებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინჟინერია და ტექნოლოგიები სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები აგრარული მეცნიერებები სოციალური მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერებები საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები  პროექტი შეიძლება იყოს ინტერდისციპინარული და მოიცავდეს არაუმეტეს სამ ქვემიმართულებას (იხილეთ სამეცნიერო კლასიფიკატორი).  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადი (პროექტი) უნდა ითვალისწინებდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, ან ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას.  კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი! კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:   კონკურსის გამოცხადება 11 ოქტომბერი ჯგუფური კონსულტაციები 18 ოქტომბერი, 16:00 სთ. სარეგისტრაციო ფორმა 31 ოქტომბერი, 16:00 სთ. სარეგისტრაციო ფორმა შეკითხვების ელექტრონულად გამოგზავნის ბოლო ვადა 31 ოქტომბერი, 18:00 სთ. პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება                ბოლო ვადა   26 ოქტომბერი, 10:00 სთ. 7 ნოემბერი, 16:00 სთ. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების ფონდის კანცელარიაში წარდგენის ბოლო ვადა   10 ნოემბერი, 16:00 სთ.   კონკურსის შედეგების გამოცხადება   დეკემბერი, 2016 წ.   ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!  ვადების დარღვევით შემოსული დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.  დეტალურ ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება (№58/ნ, 06.2016) ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - კონკურსის პირობები ( GEO ) დანართი 2 - პროექტის თავფურცელი ( ENG / GEO ) დანართი 3 - საპროექტო წინადადება ( ENG / GEO )   დანართი 4 - პროექტისთვის საჭირო რესურსები და პროექტის მენეჯმენტი ( ENG / GEO )   დანართი 5 - პროექტის ბიუჯეტი და დასაბუთება ( ENG / GEO )    დანართი 6 - პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი ( ENG / GEO ) დანართი 7 - ბიოგრაფიის (CV) ფორმა პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის, ძირითადი პერსონალისა და უცხოელი კონსულტანტისათვის ( ENG / GEO ) დანართი 8 - უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილი ( ENG ) დანართი 9 - ცნობა თანადაფინანსების შესახებ ( GEO ) დანართი 10 - სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების 2016 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ( GEO ) დანართი 11 - სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი ( ENG / GEO ) დანართი 12 - ფონდის საგრანტო პროეტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკატორი ( GEO ) ხშირად დასმული კითხვები პროექტის დოკუმენტები მომზადებული უნდა იყოს ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმების მიხედვით. ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 ნოემბერი, 16:00 სთ. კანცელარიაში განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი, 16:00 სთ. დადგენილი ფორმებისა და ვადების დარღვევით წარმოდგენილი პროექტები საკონკურსოდ არ განიხილება.  კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს:   ქეთი გაბიტაშვილი ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 07)        
სრულად