old
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/1_2.jpg
01/11/2016 11:56

ფონდი იწყებს საჯარო სამეცნიერო ლექციების ციკლს სკოლის მოსწავლეებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით იწყებს საჯარო სამეცნიერო პოპულარული ლექციების  ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის. მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის    ფარგლებში, რომლის დევიზია ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან”     ფონდი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოსწავლეებისთვის საჯარო ლექციების ჩატარებას. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ავტორები, უცხოეთში სამეცნიერო კვლევითი სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს. ნოემბრის თვეში ჩასატარებელი საჯარო ლექციების განრიგი იხილეთ ბმულზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/14910342_1238569352855959_8208807409312155141_n.jpg
31/10/2016 12:05

შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან

31 ოქტომბერს, შოთა რუსთვაელის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, გაიმართა NSF- ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო მეცნიერებისა და ინჟინერიის პროგრამის დირექტორის, მაია კუკლას შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან. მაია კუკლამ ქართველ მეცნიერებს გააცნო ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მუშაობის სპეციფიკა და გართველ მეცნიერებს გაუზიარა გამოცდილება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/14881479_715715508580049_9279237_o_1.jpg
31/10/2016 11:07

საკონსულტაციო დღე

31 ოქტომბერს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის, გაიმართა საკონსულტაციო დღე. საკონსულტაციო შეხვედრაზე პროგრამის კოორდინატორებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტეს საგრანტო პროექტის წესი, პირობები და უპასუხეს  მეცნიერთა შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/14875805_1260863210645888_1390770310_o.jpg
31/10/2016 09:50

საჯარო ლექცია - ეს ჩვენი სასრული სამყარო

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, იწყებს გრანტიორთა საჯარო ლექციებს სკოლის მოსწავლეებისთვის.  29 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გია ჯავახიშვილმა თელავის მუსხელიშვილის სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში ჩაატარა სამეცნიერო-პოპულარული ლექცია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_1805.JPG
28/10/2016 11:12

ტრენინგი ,,ჰორიზონტი 2020”-ის პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობებზე

27-28 ოქტომბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის მეცნიერული კვლევების ხელშეწყობისა და საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიზნით,  ჩატარდა ტრეინინგი საქართველოს მეცნიერთათვის და კვლევითი ინსტიტუციების მიერ დასახელებული პირებისათვის. ტრენინგს უძღვებოდა  ტალინის უნივერსიტეტის დოქტორი აბელ პოლესე.  ტრეინინგი - ‘ Navigating H2020 and its rules principles Opportunities and challenges  for Georgian scientists’ შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ში და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით კონკურსებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესაძლებლობებს, კვლევითი პროექტების დაფინანსების მოპოვების საშუალებებს, საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარებისა და კოლაბორაციის გაზრდის გზებს.  ტრეინინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეები მიღებული ინფორმაციას და ცოდნას გაუზიარებენ კოლეგებს  თავიანთი ინსტიტუციებში პრეზენტაციისა თუ სამუშაო შეხვედრის ფორმატში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
27/10/2016 13:03

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) კონფერენცია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მიმდინარე წლის 27-28 ოქტომბერს დაგეგმილი კონფერენციის შესახებ - ‘Frontier Research and Science Diplomacy’ კონფერენციის შესახებ ინფორმაცია და განახლებული დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე. დაინტერესების შემთხვევაში,  შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ კონფერენციის მიმდინარეობას ონლაინ რეჟიმში: Web streaming:   27 ოქტომბერი (გადადით ბმულზე)   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/%233%20picture.jpg
27/10/2016 09:59

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მორიგი საინფორმაციო ბიულეტენი გამოქვეყნდა

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მორიგი საინფორმაციო ბიულეტენი გამოქვეყნდა.  #3  ნომრის გასაცნობად, ეწვიეთ  ვებ-გვერდს  
სრულად

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები

26/10/2016 15:44
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე  ეტაპზე დარეგისტრიდა 26 საკონკურსო განაცხადი.საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 04 თებერვლის N17 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადასული 26 საკონკურსო განაცხადი. კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართება  2016 წლის 11 ნოემბერს თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში (მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N7; მე-4 სართული) სადაც  საკონკურსო კომისია  გამოავლენს კონკურსში  გამარჯვებულებს.     მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები
სრულად

გამოყენებითი კვლევების საგრატო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

25/10/2016 16:58
გამოცხადდა 2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის I ეტაპის შედეგები:  კონკურსის II ეტაპზე გადასული პროექტების სია კონკურსის I ეტაპის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებულ სია    შენიშვნა:  II ეტაპზე გადასული პრექტების სამეცნიერო ხელმძღვანელებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 31 ოქტომბრამდე ეცნობებათ, კომისის წინაშე, პრეზენტაციით წარდგენის დრო.
სრულად