old

2016 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები

20/09/2016 12:19
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 2016 წლის საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 231 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 სექტემბრის N177 ბრძანებით კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 61 განაცხადი. სამეცნიერო დარგობრივი პანელების მიერ შეფასების შემდგომ გამოვლინდა 76 გამარჯვებული პროექტი (იხ. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება).  გ ენერალური დირექტორის ბრძანებ ა გამარჯვებული პროექტების დამტკიცების    შესახებ პროექტების შეფასებები გამარჯვებული პროექტების ავტორებს გთხოვთ, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2016 წლის  23 სექტემბრის   18:00 საათისა  წარმოადგინოთ ცნობა შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დოქტორანტურის აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ და განცხადება .   გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად

ლიტვური და ქართული IT კომპანიები შეხვედრა - ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისია

20/09/2016 10:32
19 სექტემბერს ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური (IT) კომპანიების ასოციაციისა INFOBALT და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს(GITA) ორგანიზებით ტექნოპარკში გაიმართა ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სავაჭრო მისია. ღონისძიების ფარგლებში, ლიტვური და ქართული IT კომპანიები შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება სტარტაპებისა და ორივე ქვეყანაში ტექნო-ინდუსტრიის განვითარების შესახებ. აღნიშნული ღონისძიების პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე Georgia’s innovation and technology agency Small and medium-sized enterprises in the Czech republic Hungarian national trading house, buildup an innovative ecosystem Public-private investment instruments of ncrd, the bridge programs, Poland Changing the game, increase startup success with the startup studio model, Hungary Technology transfer at polish universities and research institutes An overview + case studies Scaling startups in central Europe Design terminal, Hungary Infomart, your strategic partner in ict, Lithuania Wise team, project management solution, EU Blue bridge code, Lithuania
სრულად

„ჰორიზონტი 2020“ ტრეინინგი მიმდინარე წლის 29-30 ნოემბერს ქ. ბრატისლავაში ორგანიზებული საშუამავლო ღონისძიების ფარგლებში „Energy Networking 4 Innovation”

19/09/2016 17:21
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე მეცნიერთა მხარდაჭერა  ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებაში“ (Energy 4 Innovation) და „ჰორიზონტი 2020“-ის შესახებ ტრეინინგში მონაწილეობის თვალსაზრისით, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 29-30 ნოემბერს ქ. ბრატისლავაში. მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ღონისძიებაში მონაწილეობის დროს ევროპელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა ( პირველ რიგში , ევროკავშირის პროგრამის Horozon 2020) კონკურსებში მონაწილეობისთვის ერთობლივი პროექტების წარდგენისთვის საფუძვლის მომზადება . შევსებული საგანაცხადო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები (CV with full list of publications, patents, conference presentations, international experience etc). უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: bakradze@rustaveli.org.ge   დოკუმენტაციის ელ. ფოსტით წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 ოქტომბერი. ევროპელი პარტნიორების მიერ დადგენილი წესების მიხედვით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეაფასებს შემოსულ განაცხადებს და მოამზადებს განაცხადების რანჟირებულ სიას. აღნიშნული სია და შეფასებები გაეგზავნება IncoNet EaP-ის კოორდინატორსა და პროექტის შესაბამისი ამოცანის ლიდერ ორგანიზაციას (RCISD), რომლებიც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას „საშუამავლო ღონისძიებებაში“ საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ევროს. წინამდებარე საგრანტო სქემის წესების შესაბამისად, უნგრული ორგანიზაციის (RCISD) მიერ დაიფარება მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროსა და ვიზის ხარჯი. დეტალური ინფორმაცია საგრანტო სქემისა და შესაბამისი დოკუმენტაციის  შესახებ იხილეთ ბმულზე: http://inco-eap.net/en/539.php დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ RCISD-ის საერთაშორისო ექსპერტს ქ-ნ ილდიკო დოროგის ildiko.dorogi@rcisd.eu და ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ნიკოლოზ ბაქრაძეს: (ტელ.:2 200 220; ელ. ფოსტა: bakradze@rustaveli.org.ge )
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/_2.jpg
19/09/2016 11:10

საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის პროგრამის  ფარგლებში, 19 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზაციული ხელშეწყობით თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა „საქართველო-გერმანიის  მეცნიერების დღე“, რომელზეც განიხილეს საქართველო-გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის წარმატებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა გერმანიის  დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (DFG), ჰუმბოლტისა (AvH) და  ფოლკსვაგენის (VW) ფონდების, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ლეიბნიცისა და ჰელმჰოლცის ასოციაციებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების მაღალი რანგის  თანამდებობის პირები. „საქართველო-გერმანიის  მეცნიერების დღის“ მეორე ნახევარი დაეთმო ე.წ. საშუამავლო ღონისძიების მსგავს ბილატერალურ შეხვედრებს (Market Opportunities), სადაც საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებების წარმომადგენლები გერმანულ დელეგაციას აცნობდნენ ინფორმაციას მიმდინარე აქტუალური კვლევითი პროექტების შესახებ და განიხილავდნენ შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობისა და თანადაფინანსების მოძიების საკითხებს. იხილეთ ღონისძიებაში მონაწილე მომხსენებელთა პრეზენტაციები: Michael Schlicht -  Germany as a partner for cooperation in science, research and innovation Hans Ströher- Helmholtz Association Bernhard Misof -   Leibniz Association Balthasar Kinkel  - From research to innovation: How Fraunhofer spur knowledge and technology transfer Manana Mikaberidze - SRNSF-Support Programmes for International Cooperation Martin Praxenthaler  - DAAD research funding opportunities Matthias Nöllenburg- The Volkswagen Foundation and its funding initiative in/on    the Caucasus and Central Asia Christian Schaich - Deutsche Forschungsgemeinschaft- Support Programmes for International Cooperation Joni Apakidze - Exzellenz verbindet –be part of a worldwide network Hans Ströher - Georgian-German STI cooperation in practice – past experience and current activities Bernhard Misof - Partnership with ILIAUNI Dimitri E. Khoshtariya - Interdisciplinary German-Georgian research collaboration on the mechanisms of biomolecular processes  George Melikadze - Geothermal gradients at hydrothermal areas of Georgia” 2013-2015 Maya Razmadze - Georgian-German Cooperation in Practice: Experiences; Reflections and Recommendations Manfred Nawroth - Cooperation projects of the Prussian Cultural Heritage Foundation and the Georgian National Museum  in archaeology and culture Oliver Reisner - Georgian-German Day of Science - Experience in bilateral cooperation and future prospects in STI 
სრულად

ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ კონკურსის გამარჯვებულები

17/09/2016 14:05
2016 წლის „სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“  კონკურსის გამარჯვებულები  შემდეგ კატეგორიებში: ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერი - ჯონ გრემი  სამეცნიერო მიმართულება -საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები პრისტონის და იელის უნივერსიტეტის პროფესორი; ქართული საეკლესიო მუსიკის მკვლევარი;; შეისწავლის ქართული სასულიერო მუსიკის ისტორიას. 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი - ივანე აბიათარი სამეცნიერო მიმართულება-სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები  ონკოლოგია; მოლეკულური მედიცინა; ტრანსლაციური მედიცინა; გენეტიკა და მოლეკულური ბიოლოგია მეცნიერის სამეცნიერო პროდუქტიულობის განმსაზღვრელი სტატისტიკა scopus  -სა  google scolar-ის სამეცნიერო ბიბლიომეტრული ბაზების მიხედვით: სტატიების რაოდენობა     scopus-ით  სტატიების რაოდენობა 15; c-420;h-index -11; google scolar-ით c-587; h-index -11; g-index-15, სტატიების რაოდენობა-15 2016 წლის საუკეთესო მეცნიერი - ბეჟან ჭანკვეტაძე სამეცნიერო მიმართულება -ზუსტი და საბუნებისმეტყველო   ფიზიკური ქიმია ნივთიერებათა  დაყოფის მეთოდები; ქირალური ანალიზი; ფარმაცევტული და ბიოსამედიცინო ბიოლოგია მეცნიერის სამეცნიერო პროდუქტიულობის განმსაზღვრელი სტატისტიკა scopus  -სა  google scolar-ის სამეცნიერო ბიბლიომეტრული ბაზების მიხედვით:  scopus-ით  სტატიების რაოდენობა 202; c-6070; h-index  -46; google scolar-ით c-7472; h-index -48; g-index-79 2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი  ვალდიმერ ელისაშვილი - ჯგუფის ხელმძღვანელი აზა კობახიძე მიხეილ ასათიანი ევა ქაჩლიშვილი სამეცნიერო მიმართულება - აგრარული მეცნიერებები მეცნიერთა ჯგუფის  სამეცნიერო პროდუქტიულობის განმსაზღვრელი სტატისტიკა scopus  -სა  google scolar-ის სამეცნიერო ბიბლიომეტრული ბაზების მიხედვით: სტატიების რაოდენობა scopus-ით  c-10; h-index -3; google scolar-ით c-16; h-index -3; g-index-3.      
სრულად

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2016 წლის სახელმწიფო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

16/09/2016 11:36
„2016 წლის დოქტორანტურის საგანმანთლებლო პროგრამების კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების სამეცნიერო მიმართულების/ქვემიმართულებების მიხედვით დაფინასების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 17 აგვისტოს N169 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/1.jpg
16/09/2016 11:09

შეხვედრა იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოების ბონის ოფისის ხელმძღვანელობასთან

თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საქართველოს იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოების (JSPS) ბონის ოფისის დირექტორი პროფ. კიიჩი ქოდაირა და დირექტორის მოადგილე იურიკო ნიშიზაკი ეწვია. დღეს მათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტროს წარმომადგენელთან ერთად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფონდის დირექტორს და თანამშრომლებს  ის პროგრამები და შესაძლებლობები გააცნეს, რომელიც საქართველოსა და იაპონიის მეცნიერთა შორის კოლაბორაციული კვლევის ინიცირებას  და ახალგაზრდა მეცნიერთა მობილობას შეუწყობს ხელს.  ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო თანამშრომლობით დაინტერესებული იაპონელი მეცნიერების შესახებ ( http://researchmap.jp/ ).  შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე  და დასახეს თანამშრომლობის გეგმა. იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოება (JSPS) 1932 წელს დაარსდა და იგი იაპონიის მასშტაბით მეცნიერთა მხარდამჭერი უძველესი ორგანიზაციაა, რომელიც მეცნიერების განვითარების პროგრამათა ფართო სპექტრს ახორციელებს.
სრულად

სეზონური სკოლის „გარემოს (ატმოსფეროს) მონიტორინგის ქიმიური და მათემატიკური ასპექტები" გახსნა

14/09/2016 15:41
მიმდინარე წლის  11 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) გაიხსნა სეზონური სკოლა „გარემოს (ატმოსფეროს) მონიტორინგის ქიმიური და მათემატიკური ასპექტები “.  სკოლის მონაწილეებს მიესალმნენ სკოლის ხელმძღვანელი აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე, რექტორის მოადგილე პროფესორი იოსებ სალუქვაძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დოქტორი თეიმურაზ მურღულია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, პროფესორი თინათინ ბოჭორშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ქალბატონი თამარ ბაგრატია, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ხომერიკი, სან-დიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანი პროფესორი კენეტ ვოლში და იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ანდრეას ვანერი (სკოლის თანახელმძღვანელი). სკოლის მსმენელებად დარეგისტრირებულია 60-ზე მეტი მონაწილე თსუ-დან, სოხუმის უნივერსიტეტიდან, აგრარული უნივერსიტეტიდან, ტექნიკური უნივერსიტეტიდან, გარემოს დაცვის სააგენტოდან და სხვა.  სკოლის მუშაობა გაგრძელდება მიმდინარე კვირაში და ლექციებს წაიკითხავენ იულიხის კვლევითი ცენტრის, კიოლნის (გერმანია), სანდიეგოს (აშშ) და თსუ-ს პროფესორები. სკოლის მუშაობის ბოლო დღეს თსუ-ს ორი სტუდენტი შეირჩევა  მათ მიერ სკოლის მსვლელობის პროცესში შეძენილი ცოდნის საფუძველზე წარმოდგენილი მოხსენებების მიხედვით იულიხის კვლევით ცენტრში სტაჟირებისთვის.
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამენციერო გრანტების კონკურსის შედეგები

12/09/2016 12:30
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და წაახალისოს საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაცია. 2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 74 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 8 განაცხადი, საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  45 განაცხადი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგად მოხსნილი პროექტები

09/09/2016 11:26
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და წაახალისოს საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაცია. 2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 74 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 8 განაცხადი. გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი პროექტების შესახებ
სრულად