old

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

09/09/2016 09:19
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერ “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული 2016 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები დამტკიცდა ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 09 სექტემბრის  N81 ბრძანებით. პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილე 51 პროექტიდან შერჩეულ იქნა საუკეთესო ქულების მქონე 25 საპროექტო წინადადება. შერჩეული პროექტების ხელმძღვანელები ელექტრონული ფოსტით მტცუ-დან მიიღებენ სპეციალურ ფორმას პროექტების სრული სახით მომზადებისათვის, სადაც მინიჭებული ექნებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი. II ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელებმა ფონდის კანცელარიაში სათანადო ფორმის შესაბამისად მომზადებული პროექტების სრული ვერსიები და თანამშრომლობის შესახებ ინტერესის გამოხატვის წერილ(ებ)ი უნდა წარმოადგინონ 201 6 წლის 10 ოქტომბრის 16 :00 საათის ჩათვლით . სრული სახით მომზადებული პროექტების შეფასება (მეორე ეტაპი) განხორციელდება მტცუ-ს ექსპერტების მიერ, რის საფუძველზეც მტცუ-ს მმართველთა საბჭო გამოავლენს დასაფინანსებელ პროექტებს. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N184 კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტები კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები
სრულად

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2016 წლის საგრანტო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

07/09/2016 16:52
2016 წლის 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოქტრანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების ქულის დაანგარიშების წესის N169 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, გთხოვთ იხილოთ დირექტორის ბრძანება. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IncoNet_EaP-1438031008.jpg
07/09/2016 16:47

„ტვინინგგრანტები“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერთათვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო საგრანტო კონკურსის შესახებ. კონკურსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი”  - IncoNet EaP პროექტის ფარგლებში  მიმდინარე წლის 1 სექტემბერს  გამოცხადდა მესამე კონკურსი - ე.წ  ‘ Twinning Grants’. ახალი საგრანტო სქემის  მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ახლადასოცირებული ქვეყნების, საქართველოსა და სომხეთის, მეცნიერთა ჩართულობას პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საერთაშორისო კონსორციუმებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისათვის. Twinning Grants  ფარგლებში დაფინანსებული პროექტები მიიღებენ მხარდაჭერას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის მიღების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად.  თითოეული  Twinning  პროექტის ბიუჯეტია  2 000 ევრო. კონკურსის გამოცხადება:  2016 წლის 1 სექტემბერი საბუთების წარდგენის ბოლო ვადა:  2016 წლის 30 სექტემბერი პროექტების  ხანგრძლივობა:  2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე. ანაზღაურება:  2016 წლის ნოემბერი კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ  IncoNet EaP პროექტის ვებგვერდზე
სრულად

„სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ 2016 წლის კონკურსის შედეგები

06/09/2016 11:03
2016 წლის 5 აგვისტოს    „სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“კონკურსში დარეგისტრირდა 68 საკონკურსო განაცხადი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 36 საკონკურსო განაცხადი ინჟინერია და ტექნოლოგიები - 6 საკონკურსო განაცხადი სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები - 5 საკონკურსო განაცხადი აგრარული მეცნიერებები - 5  საკონკურსო განაცხადი სოციალური მეცნიერებები - 5 საკონკურსო განაცხადი ჰუმანიტარული მეცნიერებები - 3 საკონკურსო  განაცხადი საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები - 8 საკონკურსო განაცხადი 2016 წლის 2 სექტემბერს ფონდში გაიმართა ,,სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 12 აგვისტოს  N167 ბრძანებით  დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შექმნილი საკონკურსო განაცხადების  შემფასებელი საკონკურსო კომისია. კომისიამ  შეაფასა 68 საკონკურსო განაცხადი  ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 07 ივნისის  N116 ,,სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის გამართვის წესის“ ბრძანების მე-9 მუხლით ჯილდოზე წარდგენილი საკონკურსო განაცხადების  შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და მიიღო გადაწყვეტილება კონკურსში წარდგენილი 68 საკონკურსო განაცხადი შეეფასებინათ შემდეგი  სისტემით : A+ - საუკეთესო A - ძალიან კარგი B - კარგი C - დამაკმაყოფილებელი საკონკურსო კომისიამ გამოავლინა „სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ 2016 წლის კონკურსის ოთხივე ჯილდოს ნომინაციის გამარჯვებულები. გენერალური დირექტორის ბრძანება შეფასება
სრულად

ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 2016 წლის კონკურსიდან მოხსნილი საკონკურსო განაცხადების შესახებ

06/09/2016 10:13
2016 წლის „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსზე“ დარეგისტრირდა 231 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 სექტემბრის N177 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 61 საპროექტო განაცხადი. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/college-graduation%20(1).jpg
05/09/2016 16:18

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევების კონკურსის მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

გაიზარდა მაგისტრანთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის საბუთების მიღების ვადა  (იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება) . საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე  mr@rustaveli.org.ge 2016 წლის 24 ოქტომბრის 17:00 სთ - ის ჩათვლით . განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში  2016 წლის 28 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე  შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია).  დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ  ბმულზე . შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს საკონსულტაციო დღეებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის მსურველთათვის. ფონდის თანამშრომლები მაგისტრანტებს გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. საკონსულტაციო დღეების განრიგი: 11 ოქტომბერი - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 115-ე აუდიტორია, 18:00 საათზე; 12 ოქტომბერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის საკონფერენციო დარბაზი (106), 17:00 საათზე.          
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/DSC_3031.JPG
29/08/2016 11:08

იულიხის კვლევით ცენტრთან ერთად ფონდი დააფინანსებს პირველი SMART/EDM ლაბორატორიის დაფუძნებას თსუ-ში

2016 წლის 29 აგვისტოს ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იულიხის კვლევითი ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ ხელშეკრულებას თსუ-ში პირველი SMART|EDM  ლაბორატორიის შექმნისა და 5 წლიანი კვლევითი პროექტის განხორციელების შესახებ. SMART|EDM_lab წარმოადგენს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, მედიცინის, გამოყენებითი კვლევებისა და  ტექნოლოგიის მიმართულებებში მოწინავე კვლევით ლაბორატორიას, რომელიც ყალიბდება საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმსა და იულიხის კვლევითი ცენტრის გარკვეული ინსტიტუტების შეთანხმების საფუძველზე. SMART|EDM_lab-ის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვლევებისა და უახლესი, მომავლის ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, რომლის თანახმად პროექტში ჩართულები იქნებიან როგორც საერთაშორისო,  ასევე, ადგილობრივი მეცნიერები. ხელშეკრულების ხელმოწერით გაიხსნა ფუნდამენტურ მეცნიერებებში იულიხის კვლევითი ცენტრისა და თსუ-ს ერთობლივი მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ღონისძიება, რომელიც “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.  ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, პროფესორი სებასტიან შმიდტი, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰანს შტროერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ქალბატონი მანანა მიქაბერიძე, თსუ-ს რექტორის  მოვალეობის  შემსრულებელი  ქალბატონი  დარეჯან   თვალთვაძე,   რექტორის     მოადგილე     ბატონი    მერაბ  ელიაშვილი,  იულიხის  კვლევითი  ცენტრის  წარმომადგენელი     ბატონი ანდრო კაჭარავა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები. SMART|EDM ლაბორატორიის დაფინანსება დაიწყება 2017 წლიდან ფონდის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში და მას წარუძღვება საქართველოში გერმანიიდან დაბრუნებული მოწინავე ახალგაზრდა მეცნიერი და გააღრმავებს უნივერსიტეტების კონსორციუმის სამეცნიერო - საგანმანათლებლო კავშირებს იულიხის ცენტრის მკვლევარებთან. კონსორციუმის წევრებია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. SMART|EDM ლაბორატორიის მუშაობაში ჩართულნი იქნებიან დოქტორანტები და მაგისტრანტები აღნიშნული უნივერსიტეტებიდან. იულიხის ცენტრის მხარეს წარმოადგენენ: ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი (IEK), ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (IKP), ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი (INM),  იულიხის ნეიტრონული მეცნიერების  ცენტრი (JCNS), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტი ( ZEA)   . შეთანხმების თანახმად მხარეები  უზრუნველყოფენ ლაბორატორიის ტექნიკურ აღჭურვილობასა და საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი პროექტების წარმართვას. პროექტის ხანგრძლივობაა 5 წელი (შესაძლო შემდგომი ხუთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით). პირველი ხუთი წლის განმავლობაში SMART|EDM_lab-ის დაფინანსებაზე ერთობლივად გამოიყოფა 450 000 ევრო. აღნიშნული ლაბორატორიის დაფუძნება და მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს საქართველოში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა დაბრუნებას, საერთაშორისო სტანდარტების მოწინავე კვლევის წარმოებას საქართველოში, მკვლევართა ახალი თაობების განვითარებას, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტ 2020“-ში ქართველ მეცნიერთა აქტიურ მონაწილეობას. აგრეთვე, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/skr%20project.jpg
26/08/2016 09:20

ბრიტანეთის კვლევითი პროგრამა The Skyrmion Project სათანამშრომლოდ იწვევს პოსტდოქტორანტებს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტის - The Skyrmion Project    შესახებ: The Skyrmion Project   არის ეროვნული კვლევითი პროგრამა, რომლის მიზანია ინჟინერიასა და მაგნიტურ მასალებში  სკირმიონის მოდელის როლის/მნიშვნელობის გაგება.  საინჟინრო და ფიზიკურ მეცნიერებათა კვლევის საბჭოს ( EPSRC )  მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ხორციელდება 5 წამყვანი უნივერსიტეტის კონსორციუმის ბაზაზე და აერთიანებს საერთაშორისო აკადემიურ ინსტიტუტებსა და სამრეწველო პარტნიორებს. The Skyrmion Project    სათანამშრომლოდ იწვევს პოსტდოქტორანტებს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროექტის   ვებგვერდს
სრულად

EXPO 2017 – Future Energy

23/08/2016 11:55
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიების - EXPO  2017 შესახებ. 2017 წელს ყაზახეთში, ქ. ასტანაში  გაიმართება  გამოფენა EXPO  2017 . ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრს (ISTC) გამოყოფილი აქვს პავილიონი, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს გამორჩეული და ინოვაციური პროექტები შემდეგ სფეროებში: განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის საუკეთესო პრაქტიკა   ენერგოეფექტურობისა და  ენერგიის ტრადიციული წყაროების  საუკეთესო პრაქტიკა                           ენერგიის შენახვის საუკეთესო პრაქტიკა                                                                                                             დისტრიბუციის/განაწილების საუკეთესო პრაქტიკა                                                                     ბუნებრივი ენერგიული რესურსების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა                                                    მწვანეენერგია                                                                                                                                                 დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ წარმოადგინონ  ნამუშევარი - ინფორმაცია თავიანთი პროექტის შესახებ (იგულისხმება როგორც დაფინანსებული პროექტები, ასევე პროექტები, რომლებიც არ დაფინანსდა რომელიმე დონორის მიერ). ინფორმაცია ISTC  მიერ მოთხოვნილ ფორმით   გადაუგზავნოთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: ირინა ხომერიკი Khomeriki@istc.int Torgyn Mukaeva  makaeva@istc.int   ტელ +7 (7172) 277038 (1033)    წარმოდგენილი პროექტები უნდა იყოს ინოვაციური, გამორჩეული და უნდა უკავშირდებოდეს ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებს. პროექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 10 სექტემბერი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/IMG_1141.JPG
23/08/2016 11:07

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სემინარი მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის (STI) პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტის რეკომენდაციების განხილვისა და სამუშაო სამოქმედო გეგმის მომზ

მინდინარე წლის 15-19 აგვისტოს, შოთა რუსთაველის ეროვნული საეცნიერო ფონდის ორგანიზებით ოზურგეთში, დაბა შეკვეთილში გაიმართა სემინარი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სისტემის განვითარებაში ჩართული სამიზნე ინსტიტუციების მონაწილეობით. სემინარი დაეთმო   საქართველოს   მეცნიერების ,  ტექნოლოგიის   და ინოვაციის   სისტემის   პოლიტიკის   საექსპერტო   ანალიზის   დოკუმენტის   განხილვას  (‘Policy Mix Peer Review  of the Georgian STI system’),  დოკუმენტის ცალკეული აქტუალური საკითხების შეჯამებას  და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტროსთვის წარსადგენად. სემინარს ესწრებოდნენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,   შოთა რუსთაველის ეროვნული საეცნიერო ფონდის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის,სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის,  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი წარმომადგენლები. ასევე, მოწვეული ექსპერტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. სემინარი ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” ( IncoNet EaP ) ფარგლებში.  
სრულად