old
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/olimpiada.jpg
19/08/2016 11:13

საქართველოს ნაკრები გუნდი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნდა

2016 წლის საქართველოს ნაკრები გუნდის შედეგები  ინფორმატიკის 28-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე  IOI  2016 (რუსეთის  ფედერაცია,  ყაზანი, 12-19   აგვისტო) 1 ვერცხლის მედალი გიორგი კლდიაშვილი (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-10 კლასი) 2  ბრინჯაოს მედალი გიორგი სხირტლაძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-12 კლასი) ნუგზარ ჩხაიძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-12 კლასი) საბოლოო ჯამში 2016 წელს საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა მოიპოვეს სულ  1 ვერცხლის და  4 ბრინჯაოს მედალი, ასევე 6 საპატიო სიგელი. დამატებით ინფორმატიკის გუნდმა ცენტრალური ევროპის ოლიმპიადიდან      (‎CEOI 2016  ქ რუმინეთი)  ჩამოიტანა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.  
სრულად

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2016 წლის სახელმწიფო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

18/08/2016 18:40
დამტკიცდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტრანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და ქულის დაანგარიშების წესი. გთხოვთ იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება  დამტკიცდა ამავე კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების წესი გთხოვთ იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება   ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში  
სრულად

2016 წლის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის შედეგები

12/08/2016 12:36
2016 წლის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 2 საპროექტო განაცხადი. საკონკურსო კომისიამ პროექტები შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის N57/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგრანტო კონკურსის დებულებით გათვალისწინებული კრიტერიუმებით, გამოავლინა ერთი გამარჯვებული და დასამტკიცებლად წარუდგინა ფონდის გენერალურ დირექტორს.  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კომისიის მიერ შეფასებული პროექტები  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
10/08/2016 14:17

ევროპული კვლევების საბჭომ გამოაქვეყნა ტენდერი კვლევის შესრულებაზე

ევროპული კვლევების საბჭომ (ERC) გამოაქვეყნა ტენდერი კვლევის შესრულებაზე. ნაშრომის თემაა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების გალენა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელებისა და მკვლევართა გუნდის კარიერაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ახალგაზრდა მეცნიერებზე. ტენდერთან დაკავშირებული შეკითხვების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, სპეციალური ფორმის მეშვეობით. იხილეთ ბმული ტენდერზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2016 წლის 19 სექტემბერი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
10/08/2016 14:09

გამოვიდა ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო ბიულეტენი, ზაფხულის გამოცემა

ევროპული კვლევების საბჭოს ბიულეტენის გასაცნობად ეწვიეთ  ბმულს   
სრულად

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

08/08/2016 11:50
დამტკიცდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების პირველი ეტაპზე შეფასებისა და ქულის დაანგარიშების წესი. გთხოვთ იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად

2016 წლის კონკურსის „სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“რეგისტრაციის შედეგები

08/08/2016 11:49
„სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ 2016 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 68 საკონკურსო განაცხადი. საკონკურსო განაცხადები დარეგისტრირდა შემდეგი  ჯილდოების კატეგორიების მიხედვით ა) ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი (პრიორიტეტი ენიჭება რუსთველოლოგიას)-3 საკონკურსო განაცხადი; ბ) 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი-19 საკონკურსო განაცხადი; გ) 2016 წლის საუკეთესო მეცნიერი-26 საკონკურსო განაცხადი; დ) 2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი-20 საკონკურსო განაცხადი.
სრულად

ინფორმაცია ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან მოხსნილი განაცხადების შესახებ

05/08/2016 16:46
2016 წლის „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსზე“ დარეგისტრირდა 472 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 5 აგვისტოს N159 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო,  „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2016 წლის კონკურსიდან მოხსნა 185 საპროექტო განაცხადი. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად

“მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

05/08/2016 16:17
“მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში ვადის დაცვით დარეგისტირდა 62 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 4 აგვისტოს N158 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსიდან მოიხსნა 11 საპროექტო განაცხადი. იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება 
სრულად