old
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/julich.jpg
02/08/2016 11:36

გამოცხადდა ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში. იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 მაგისტრანტისა და არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ შეთანხმებულ სფეროებში: 1) მათემატიკური მეცნიერებები; 2) საინფორმაციო ტექნოლოგიები; 3) საბუნების-მეტყველო მეცნიერებები; 4) საინჟინრო მეცნიერებები; 5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები. პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული 2015 წლის 16 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ერთ-ერთი წევრის ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტის მხრიდან იულიხის კვლევით ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით წარდგენილ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგნაირად: მაგისტრანტებისთვის შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 5 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: juelich@rustaveli.org.ge გაგზავნა ა.წ. 17 აგვისტოს 17:00 სთ-ის ჩათვლით; ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 19 აგვისტოს 17:00 სთ-ის ჩათვლით. დოქტორანტებისთვის შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 6 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: juelich@rustaveli.org.ge გაგზავნა ა.წ. 14 ოქტომბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით; ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 18 ოქტომბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებში: ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - პროგრამაში მონაწილეობის პირობები დანართი 2 - შეთანხმება ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 3 - განაცხადის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 4 - გრანტის მაძიებლის ტაბულარული CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 5 - ბიუჯეტის ფორმა მაგისტრანტებისთვის (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 6 - ბიუჯეტის ფორმა დოქტორანტებისთვის (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 7 - ფონდის კანცელარიაში წარსადგენი განცხადების ფორმა   დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის საკონტაქტო პირებს:   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში: გიორგი ხიშტოვანს +995 322 200 220 (4322) khishtovani@rustaveli.org.ge   გრიგოლ აბულაძე abuladze@rustaveli.org.ge      იულიხის კვლევით ცენტრში: საბინე დუსს (Sabine Dues) Manager International Affairs Office of the Board of Directors and International Affairs Forschungszentrum Jülich GmbH D-52425 Jülich, Germany s.dues@fz-juelich.de;
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/incrEAST.gif
02/08/2016 09:50

საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა

IncrEAST საინფორმაციო პლატფორმაზე გამოქვეყნდა განახლებული ანგარიში საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ.  ანგარიში მოიცავს სამეცნიერო-კვლევითი პოლიტიკის ზოგად მიმოხილვას, ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაციებისა და ერთეულების შესახებ, გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებს, ინფორმაციას მეცნიერების მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ.  იხილეთ ანგარიში IncrEast- ის ვებგვერდზე  საინფორმაციო პლატფორმა IncrEast წარმოადგენს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ირგვლივ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას. პლატფორმაზე  რეგულარულად ქვეყნდება განახლებული ინფორმაცია კვლევისა და მეცნიერების ეროვნული პოლიტიკის, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა თუ მიმდინარე პროექტების  შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/13876572_1628198640843687_7599564115637074710_n.jpg
01/08/2016 11:26

ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის (Icho-48) შედეგები

2016 წლის 31 ივლისს   შოთა  რუსთაველის აკადემიურ თეატრში საზეიმოდ დაიხურა  ქიმიის 48-ე  საერთაშორისო ოლიმპიადა.   ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი , საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის სხვა წევრები .   ქიმიის  48-ე  საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს შორის ჯილდოები გადანაწილდა შემდეგნაირად: 30 ოქროს მედალი , 56 ვერცხლის მედალი , 84 ბრინჯაო   და 9 საპატიო სიგელი.   აღსანიშნავია , რომ საქართველო წელს მესამედ იღებს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობას და პირველი ბრინჯაოს მედალი სწორედ წელს მოიპოვა ვ . კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა - მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მე -11 კლასის მოსწავლემ საბა თავდგირიძემ .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_0435.JPG
27/07/2016 14:37

საკონსულტაციო დღე

26 ივლისს 16:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების 2016 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე ფონდის თანამშრომლებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და უპასუხა  მეცნიერთა შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/tg.jpg
25/07/2016 11:56

ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით

კონკურსის მიზნებია: მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას. სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის  სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი აგზავნის საბუთებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  tg@rustaveli.org.ge .   კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:   25 ივლისი  -  კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; 12 აგვისტო - ონლაინ შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 22 აგვისტო, 16:00 სთ.    -  პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა; 29 აგვისტო, 16:00 სთ.    - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდის კანცელარიაში წარდგენილი ბოლო ვადა; 12 სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;   დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება საკონკურსოდ არ განიხილება.    დეტალური ინფორმაცია  კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში: საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის N30 დადგენილება; გენერალური დირექტორის ბრძანება ; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულება; კონკურსის  პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები (დანართი 1); საპროექტო წინადადება (დანართი 2); პროექტის ბიუჯეტის ფორმა (Excel-ის ფაილი დანართი 3); ბიოგრაფიული მონაცემების (CV) ფორმა (დანართი 4); განცხადების ფორმა (დანართი 5); პროექტის გამოგზავნის ინსტრუქცია; ხშირად დასმული კითხვები. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   ნინო დემეტრაშვილი ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4302) ელ-ფოსტა:  demetrashvili@rustaveli.org.ge დავით ბარათაშვილი    ელ-ფოსტა:  baratashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისამართი: ა. ალექსიძის ქ. #1, III სართული, თბილისი 0193   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/13767263_1624428851220666_1577167371707142874_o.jpg
25/07/2016 11:17

ქიმიაში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება ქიმიაში. „ოლიმპიადა 2016“ 24 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა. ოლიმპიადა (IChO-48) 23 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობისათვის საქართველოს 75 – მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ეწვია, მათ შორის არიან უცხოელი  მოსწავლეები, მენტორები, მთავარი მენტორები, სამეცნიერო დამკვირვებლები, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ვანახოთ მსოფლიოს საქართველო, მისი კულტურა და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა. ოლიმპიადის არსებობის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველო მასპინძლობს ასეთი დონის ღონისძიებას. მსგავსი შესაძლებლობა არა მარტო საქართველოს, თითოელ ქვეყანას ათეოლობით წლების განმავლობაში ერთხელ ეძლევა, ვინაიდან 2021 წლამდე უკვე გაწერილია პროგრამა თუ რომელ ქვეყანაში ჩატარდება მომდევნო წლების ოლიმპიადა. ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და ტურიზმის დეპარტამენტთან.
სრულად

ინფორმატიკის ნაკრები გუნდის შედეგები ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაზე

25/07/2016 11:10
ინფორმატიკის საქართველოს ნაკრები გუნდი ცენტრალური ევროპის ოლიმპიადიდან      (‎CEOI2016  ქ რუმინეთი)  ჯილდოებით დაბრუნდა. 1 ვერცხლი ს მედალი გიორგი სხირტლაძე -შპს  ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი. 2  ბრინჯაო ს მედალი ბაკურ ცუცხაშვილი- სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა. გიორგი კლდიაშვილი- შპს  ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი. ‪ საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის ინფორმატიკის  ნაკრები გუნდი, ამა წლის  12 აგვისტოს  გაემგზავრება  ინფორმატიკის   28 ე  საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2016 ქ.ყაზანში (12-19 აგვისტო)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/icho.jpg
25/07/2016 11:00

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა 2016 (Icho-48)

24 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით საქართველო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა 2016  (Icho-48) მასპინძლობს. 26 და 29  ივლისს თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართება  პრაქტიკული  და თეორიული ტურები. ოლიმპიადის დღეებში, გარდა სამეცნიერო თეორიული და პრაქტიკული აქტივობისა, დაგეგმილია არა ერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის ექსკურსიები. საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, მისი კულტურისა და ისტორიის უკეთ წარმოსაჩენად საექსკურსიო პროგრამა გაჯერებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებებით.
სრულად

ინფორმაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსიდან მოხსნილი საპროექტო განაცხადების შესახებ

21/07/2016 10:09
ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 21 ივლისის N147 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების 2016 წლის საგრანტო კონკურსიდან მოიხსნა 21 საპროექტო განაცხადი. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/Cover-1.jpg
20/07/2016 12:17

Elsevier–ის მიერ დაბეჭდილი მონოგრაფია

წიგნი დაიწერა თემურ ჯანგველაძისა და ზურაბ კიღურაძის ამერიკაში ვიზიტის პერიოდში. ზურაბ კიღურაძის ვიზიტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის გრანტის ფარგლებში, ხოლო თემურ ჯანგველაძის ვიზიტი დაფინანსდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფულბრაიტის (Fulbright Scholar Program) პროგრამის ფარგლებში.
სრულად