old
http://rustaveli.org.ge/images/IMG_0391.JPG
20/07/2016 10:05

საკონსულტაციო შეხვედრა

20 ივლისს 16:00 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების 2016 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე ფონდის თანამშრომლებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები და უპასუხა  მეცნიერთა შეკითხვებს.
სრულად

საქართველოს ნაკრები გუნდი ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან სიგელებით დაბრუნდა

19/07/2016 11:27
2016 ფიზიკის საქართველოს ნაკრები გუნდის შედეგები  ფიზიკის 47 საერთაშორისო ოლიმპიადაზე   IPHO 2016  შვეიცარია, ციურიხი 11-17 ივლისი. 2 საპატიო სიგელი 1არსენ ეგრისელაშვილი -სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა 2.გიორგი გრიგოლია- სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
სრულად

საქართველოს ნაკრები გუნდი მათემატიკის ოლიმპიადიდან მედლითა და სიგელებით დაბრუნდა

19/07/2016 11:27
2016 წლის საქართველოს ნაკრები გუნდის შედეგები მათემატიკის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2016 (ჩინეთი, ჰონგ-კონგი 6-16 ივლისი) 1 ბრინჯაოს მედალი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ალექსანდრე საათაშვილი - სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა 4 საპატიო სიგელი დავით ბეჟანიშვილი - სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა; საბა ლეფსვერიძე - სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა; ბაკურ ცუცხაშვილი - სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა; ელენე ყარანგოზიშვილი - სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/bb.jpg
18/07/2016 16:42

განათლების განვითარების პლატფორმის ფარგლებში მორიგი სხდომა გაიმართა

განათლების განვითარების პლატფორმის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სტუდენტები, ტექნოპარკში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და განათლების ქართველ ექსპერტებს შეხვდნენ. ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_0263.JPG
15/07/2016 10:18

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

  14 ივნისს  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს ანგარიში, 6 თვის მანძილზე, ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. შეხვედრზე განიხილეს: დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი განახლებული პროგრამები და კონკურსები;  საპროექტო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები;  ექსპერტიზის საკითხები; გრანტების მონიტორინგისა და ეფექტურობის შეფასება; საექსპერტო ბაზის განახლებისა და გრანტების მენეჯმენტის ბაზის საკითხები;  2017 წლის პროირიტეტები და ბიუჯეტი; საგრანტო მონაცემთა ბაზის მართვასთან დაკავშირებული საკითხები; არსებული პრობლემები და შიდა აუდიტის მუშაობის მოკლე ანგარიში. იმსჯელეს ახალი პროგრამების შემუშავებაზე.                
სრულად

ინფორმაცია უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2016 წლის კონკურსში დარეგისტრირებული საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ

14/07/2016 15:09
ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 13 ივლისის N144 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო  გრანტების 2016 წლის კონკურსიდან მოიხსნა 10 საპროექტო განაცხადი. იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება   
სრულად

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2016 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

12/07/2016 12:02
ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში; საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა. 2016 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 13 განაცხადი. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ ინტერვიუები ჩაატარა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ 7 განმცხადებელთან. ინტერვიუების შედეგად კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ორი პროექტი:   პროექტის შიფრი კვლევითი პროექტის სათაური UO_08_6-2016 The Art and Architecture of the Kingdom of Georgia in the l0th and l l th centuries" UO_5_6_2016;  “Rome in the Caucasus: New Ligbt on the Roman Impact on Iberian Society”   სარეზერვო კანდიდატი - UO_12_6_2016 - Coping with Poverty and marginalization in Georgia  - Experience and Strategies of Households Living in Poverty      გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათამდე ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები. გამარჯვებულები დაფინანსდებიან მიწვეული მკვლევარის სტატუსით 12 თვიანი კვლევითი მივლინებით გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის ( http://www.area-studies.ox.ac.uk ), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში ( http://www.rees.ox.ac.uk ) და განახორციელებენ კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით.
სრულად

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ !

11/07/2016 11:22
ინფორმაცია  ,,გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურს ში ” დარეგისტრირებული საპროექტო განაცხადების შესახებ. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში ვადის დაცვით დარეგისტირდა 129 საპროექტო განაცხადი. ვადის დარღვევით დარეგისტრირდა 9 საპროექტო განაცხადი. ვადის დარღვევით დარეგისტრირებული განაცხადები ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 21 აპრილის N77 ბრძანების დანართი 1-ის - „კონკურსის პირობების“ მე-7 მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად არ იქნა განხილული. იხ. ვადის დარღვევით წარმოდგენილი პროექტების სია ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 11 ივლისის N141 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, ,,გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსიდან“ მოიხსნა 34 საპროექტო განაცხადი. იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/13639458_10201825652678979_191477807_o.jpg
07/07/2016 12:11

ფონდი აცხადებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა, მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობით საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება;  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესება, სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და  უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია  სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის  შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინჟინერია და ტექნოლოგიები სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები აგრარული მეცნიერებები სოციალური მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერებები საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები  გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები.  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს დოქტორანტს, რომელიც არის ამავე საგრანტო კონკურსის 2013 და 2014 წლებში გამარჯვებული პირი.   პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.  გამარჯვებული პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს 2016 წლის ოქტომბრიდან. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 36 თვე. თვეების რაოდენობა უნდა იყოს 6-ის ჯერადი და შეესაბამებოდეს 6 თვიან საანგარიშო პერიოდებს. ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 21 000 ლარს. კონკურსის გრაფიკი: 7 ივლისი, 2016 წ - კონკურსის გამოცხადება; 18 ივლისი, 2016 წ - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბაზის გახსნა და ბაზაში პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის განთავსება; 20 ივლისი, 16:00 სთ - ჯგუფური კონსულტაცია - სარეგისტრაციო ფორმა 26 ივლისი, 16:00 სთ - ჯგუფური კონსულტაცია - სარეგისტრაციო ფორმა ; 1 აგვისტო, 2016 წ. - ფონდში შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 8 აგვისტო, 2016 წ. 23:00 სთ - ელექტრონულ ბაზაში პროექტის რეგისტრაციის ბოლო ვადა; 10 აგვისტო, 2016 წ. 16:00 სთ - ფონდის კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის ბოლო ვადა. ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!   ვადისა და კონკურსის პირობების (ფორმატი, წესი და სხვ.) დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.   დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანება კონკურსის პირობები - ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება (დანართი 1) ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში პროექტის თავფურცელი (დანართი 2) ქართული / ინგლისური საპროექტო წინადადება (დანართი 3) ქართული / ინგლისური პროექტის ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება (დანართი 4) ქართული  / ინგლისური პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) ქართული / ინგლისური დოქტორანტის ბიოგრაფიული მონაცემები (CV) (დანართი 6) ქართული / ინგლისური ინფორმაცია დისერტაციის ხელმძღვანელის, დისერტაციის თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ (დანართი 7) ქართული   / ინგლისური პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე (დანართი 8) ქართული   / ინგლისური ინფორმაცია პროექტისთვის შესაბამისი სამეცნიერო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის შესახებ, ხელმოწერილი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის მიერ    (დანართი 9) ქართული   / ინგლისური განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 10) ქართული ცნობა თანადაფინანსების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ (დანართი 11)   ქართული  / ინგლისური სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი 12) ქართული  / ინგლისური უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით (დანართი 13) ხშირად დასმული კითხვები პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ დოქტორანტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ  - დანართი N10  (შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული) ელექტრონული რეგისტრაციის შიფრის მითითებით არაუგვიანეს 2016 წლის 10 აგვისტოს 16:00 საათისა. პროექტის მიზნებისათვის დოქტორანტის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის (კონფერენცია, კონგრესი, ვორქშოპი, სემინარი და სხვა) ხარჯი და 12 დღემდე ხანგრძლივობის სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის   ანაზღაურდება  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულებით  დადგენილი სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების ნორმების შესაბამისად. უცხოეთში 12 და მეტი დღის ხანგრძლივობის სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის შემთხვევაში დოქტორანტმა უნდა იხელმძღვანელოს დანართი 13   - ით (დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტის უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით). კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:  ქეთევან გაბიტაშვილი ელ-ფოსტა:  gabitashvili@rustaveli.org.ge დავით ჩიჩუა ელ-ფოსტა:  chichua@rustaveli.org.ge ნინო გაჩეჩილაძე ელ-ფოსტა:  gachechiladze@rustaveli.org.ge   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
06/07/2016 10:53

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსის Proof of Concept Grant შედეგები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსის - Proof of Concept Grant შედეგების შესახებ. Proof of Concept Grant  არის ევროპული კვლევების საბჭოს  საგრანტო დაფინანსების სქემა, რომელიც ღიაა მხოლოდ ERC -ის გრანტის მფლობელებისათვის. კონკურსის ფარგლებში, მეცნიერები ახდენენ ERC-ის მიერ  უკვე მხარდაჭერილი კვლევითი პროექტების   შედეგების კომერციული ან ინოვაციური პოტენციალის შესწავლას. Proof of Concept Grant ცხადდება წელიწადში სამჯერ. მეცნიერს განაცხადის წარდგენა შეუძლია წელიწადში მხოლოდ ერთ-ერთ საკონკურსო რაუნდზე. კონკურსის პირველ რაუნდზე წარდგენილი იყო 141 განაცხადი, საიდანაც დაფინანსება მიიღო 44 მეცნიერმა.  იხილეთ დასაფინანსებლად გამოვლენილი მეცნიერების ჩამონათვალი.   დასაფინანსებლად შერჩეული პროექტები მოიცავს საკითხთა მრავალფეროვან სპექტრს, როგორიცაა,  მაგალითად, ნეირო-ტექნოლოგიურ მოწყობილობების განვითარებას, პროგრამული უზრუნველყოფა კლიმატური მოვლენების სწრაფი და უკეთესი პროგნოზირებისთვის, ვაქცინის ახალი სტრატეგიის შემუშავება ისეთ ვირუსებთან გამკლავების მიზნით, როგორიცაა Ebola, dengue და Zika. ERC  Proof of Concept Grant-ის 2016 წლის ბიუჯეტი ჯამში შეადგენს 20 მილიონ ევროს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ევროპული კვლევების საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდს: ERC-ის ვებგვერდი
სრულად