old

ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტების საჯარო პრეზენტაციების განრიგი

06/07/2016 09:53
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აგრძელებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების(I ნაკადი) შედეგად დაფინანსებული პროექტების  საჯარო პრეზენტაციების სერიას. გრანტის ყველა მფლობელი, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარებს მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს.   სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ყველა მსურველს, განრიგის შესაბამისად, შეუძლია თავისუფალად  დასწრება. პრეზენტაციების განრიგი იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/american-flag-1.jpg
04/07/2016 10:22

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_0178.JPG
30/06/2016 16:38

სამძიმარი თურქეთის მოსახლეობას

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ღრმა მწუხარებას გამოხატავს  სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო და სამძიმარს უცხადებს თურქეთის მოსახლეობას.  
სრულად

შევიდა ცვლილება 2016 წლის 15 ივნისის N 124 ბრძანების დანართში 10

29/06/2016 15:52
აღნიშნული ცვლილების შესახებ გაცნობებთ, რომ „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება“ ( დანართი № 10) გენერირდება ავტომატურად აღნიშნულ კონკურსში პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის მიერ (იხ. პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია http://rustaveli.org.ge/projects_stcu/user/pdfview ). იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/GEO%20conference/IMG_9838.JPG
27/06/2016 15:30

მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული პლატფორმის შეხვედრა

27-28 ივნისს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული პლატფორმის შექმნას მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების მიმართულებით (Workshop on STI Evaluation Platform). პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, ბელარუსის რესპუბლიკის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ხელშემწყობი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს სამეცნიერო - კვლევითი პროექტების შემფასებელ ექსპერტთა საერთო რეგიონული პლატფორმის მომზადებისა და ფუნქციონირების საკითხები. ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც წარმოდგენილი მხარეები ადასტურებენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროს საერთო ექსპერტ-შემფასებელთა პლატფორმის შექმნაში, გააძლიერონ ამ მიმართულებით თანამშრომლობა და რეგიონისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათ ქვეყნებში მიღებული სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო წინადადებების შეფასების ინსტრუმენტები და პროცედურები. ღონისძიება იმართება ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” (IncoNet EaP) ფარგლებში. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობენ ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და IncoNet EaP პროექტის კონსორციუმის პარტნიორი ორგანიზაციებიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/geoconf.jpg
23/06/2016 11:41

გამოცხადდა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2016 წლის საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს: ა) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას; ბ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების ხელშეწყობას, განვითარებასა და განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას  საერთაშორისო მასშტაბით; გ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების სხვადასხვა კვლევითი ცენტრებს, ჯგუფებსა და ინდივიდუალურ მკვლევართა  შორის გამოცდილების გაზიარებას; დ) საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას; ე) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.    2016 წლის საგრანტო კონკურსის თემებია: საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის თემა უნდა იყოს: ა) რუსთველოლოგია; ბ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობა და დაცვა.  კონფერენციის ჩატარების ვადებია: კონფერენცია უნდა ჩატარდეს რუსთველოლოგიის მიმართულებით არა უგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობა და დაცვის თემატური მიმართულებით -  2017 წლის 1 აგვისტომდე.   თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:  gc@rustaveli.org.ge   2016 წლის 22 ივლისის 16:00 სთ-მდე. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში 26 ივლისის 16:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება .   კონკურსის ადმინისტრირების განრიგია: 23 ივნისი                          კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; 30 ივნისი, 16:00 სთ.        ჯგუფური კონსულტაცია (1) - ფონდის საკონფერენციო დარბაზი; 18 ივლისი, 16:00 სთ.      ჯგუფური კონსულტაცია (2) - ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია ; 19 ივლისი                        შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 22 ივლისი, 16:00 სთ. პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა; 26 ივლისი, 16:00 სთ. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდის კანცელარიაში წარდგენის ბოლო ვადა; 8 აგვისტო                         კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; 15 აგვისტოდან                გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში: მინისტრის ბრძანება გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი 1); საპროექტო წინადადება (დანართი 2); პროექტის ბიუჯეტი და განხორცილების გეგმა-გრაფიკი (Excel ფაილი დანართი 3); პროექტის ძირითადი პერსონალი დეტალური პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4; ქართული , English ); უცხოეთის მოქალაქე ძირითადი პერსონალის დაინტერესების წერილი (დანართი 5); განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 6); ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 7) ; პროექტის მომზადებისა და რეგისტრაციის ინსტრუქცია ; ხშირად დასმული კითხვები.   დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: ქეთი გაბიტაშვილი ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4407) ელ-ფოსტა:  gabitashvili@rustaveli.org.ge ნინო დემეტრაშვილი ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4302) ელ-ფოსტა:  demetrashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისამართი: მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული, თბილისი 0193   შოთა რუსთაველის ეროვნული სამე ცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად

“შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის

22/06/2016 12:09
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის საკონკურსო დოკუმენტაციის დანართ4-ში , ( განმცხადებლის/ჯილდოს კანდიდატის მიერ  დარგში  გაწეული სამეცნიერო კარიერის აღწერილობა) ტექნიკური უზუსტობის გამო, შევიდა  ცვლილება და აღნიშნული დანართი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით : ,,სამეცნიერო კვლევით ჯგუფის კატეგორიაში წარმოდგენის შემთხვევაში, მიუთითეთ წინა სამი წლისგანმავლობაში: მინიმუმ ერთი  ერთობლივი სტატია, ან მინიმუმ ერთი საერთო სახელძღვანელო, ან ერთობლივად შემუშავებული პატენტი (არსებობის შემთხვევაში).    ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 129 ფონდის გენერალური დირექტორის 129-ე ბრძანებაში ცვლილება დანართი 4 ცვლილება - განმცხადებლის/ჯილდოს კანდიდატის მიერ  დარგში  გაწეული სამეცნიერო კარიერის აღწერილობა ქართული / ინგლისური
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/STCU/images.jpg
21/06/2016 12:07

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 15 ივნისს ატვირთულ საკონკურსო დოკუმენტებში (დანართები 5 და 6) იყო ტექნიკური ხარვეზი. აღსანიშნავია, რომ არ არის შეცვლილი აღნიშნული დანართების ფორმა, გასწორებულია მხოლოდ შიდა ფორმულები ბიუჯეტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებში და „Deliverables“ ჩამოშლის ტექსტი - გეგმა-გრაფიკის ინგლისურ ვერსიაში. იხ. გასწორებული ვარიანტები: პროექტის ბიუჯეტი (დანართი 5); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6); ინგლისური ვერსია   კონკურსის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მტცუ-ს წესების მიხედვით, დაუშვებელია პროექტის უცხოელი კოლაბორატორის ჰონორარის/ხელფასის ანაზღაურება პროექტის ბიუჯეტიდან. კონკურსის მონაწილეებმა, ასევე, უნდა გაითვალისწინონ მტცუ-ს მიერ დაწესებული შეზღუდვები „რეგულარული პროექტებისთვის“, რომლებიც ამ კონკურსში წარმოდგენილი პროექტების მე-2 ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, პროექტის სრული ფორმის წარმოდგენისას, მათზეც გაგავრცელდება  (იხ.SOP-XXIV: PROJECT PARTICIPANT PARTICIPATION IN STCU PROJECTS. (იხ. http://www.stcu.int/documents/projects/sop/sop24.php  ). მტცუ-ს (თანა)დაფინანსებით მიმდინარე პროექტებში ძირითადი მონაწილის ჯამური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 250 სრულ (8 საათიან) სამუშაო დღეს (იხ. ზემოთ აღნიშნულ წესებში პარაგრაფი - Participation in Regular or Government Partner Projects by Non-Recipient Signatories and Non-Deputy RecipientSignatories). გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობსოფიციალური თანხმობა პროექტის კურატორი მტცუ-ს მთავარი სპეციალისტის მხრიდან. პროექტის ხელმძღვანელის (მენეჯერის) დატვირთვა არ უნდა იყოს პუნქტ 1.-ში აღნიშნული წლიური ჯამური დატვირთვის (250 სრული სამუშაო დღე) 45 % ნაკლები (იხ. ზემოთ აღნიშნულ წესებში პარაგრაფი - Participation in Regular or Government Partner Projects by Non-Recipient Signatories and Non-Deputy Recipient Signatories). შესაბამისად, მეცნიერი არ შეიძლება იყოს ერთდროულად 2-ზე მეტი პროექტის ხელმძღვანელი. საპროექტო წინადადების წარმომდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელის/მოადგილის დატვირთვა 1 პროექტში არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ მოცემულ პუნქტ 1.-ში აღნიშნული წლიური ჯამური დატვირთვის (250 სრული სამუშაო დღე) 10 %-ს. ხოლო, მათი ჯამური დატვირთვა მტცუ-ს ყველა პროექტში არ უნდა აღემატებოდეს 30 %-ს (იხ. ზემოთ აღნიშნულ წესებში პარაგრაფი - Participation in Regular or Government Partner Projects by Recipient Signatories and Deputy Recipient Signatories) გამონაკლისი ამ წესიდან იხილეთ იგივე პარაგრაფში. ხშირად დასმული კითხვები დეტალური ინფორმაცია, კონკურსის შესახებ ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ:  http://www.stcu.int/documents/download/2016_Georgian_Competition_Announcement_ENG.pdf  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/black.jpg
21/06/2016 10:35

სამეცნიერო პროექტების შემფასებელთა ბაზაში რეგისტრაცია

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი  ,,ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება - Black Sea Horizon “ მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და შავი ზღვის რეგიონს შორის პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობას და მეცნიერების განვითარების მიზნით, სხვადასხვა კონკრეტული ღონისძიების გატარებას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა სამეცნიერო-კვლევითი განაცხადების ექსპერტ-შემფასებელთა მონაცემთა ბაზის განსავითარებლად. მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომი იქნება მეცნიერების დამფინანსებელი ინსტიტუციებისათვის და შესაძლებელს გახდის მასში დარეგისტრირებულ ექსპერტებთან წვდომას საპროექტო წინადადებების შეფასების მიზნით. ამჟამად შემფასებელთა მონაცემთა ბაზა ღიაა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მასში საკუთარი მონაცემების დარეგისტრირება. ექსპერტ-შემფასებელთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს. რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეკითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ქ-ნ მარია იოსტენს ( DLR ). ელ - ფოსტა: maria.josten@dlr.de .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/image/IMG_9785.JPG
21/06/2016 10:14

საკონსულტაციო შეხვედრა

21 ივნისს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების 2016 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტეს საგრანტო პროექტის წესი და პირობები და უპასუხეს ახალგაზრდა მეცნიერთა შეკითხვებს.
სრულად