old
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/image/IMG_9794.JPG
21/06/2016 10:14

საკონსულტაციო შეხვედრა

21 ივნისს 16:00 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები და უპასუხა  მეცნიერთა შეკითხვებს.
სრულად

,,ლეონარდო და ვინჩის“ 2016 წლის კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მოსწავლეთა საყურადღებოდ!

17/06/2016 16:31
კონკურსის  მეორე ეტაპზე,   საკონკურსო განაცხადის - „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა  შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე:  leo@rustaveli.org.ge    2016 წლის 10 მაისიდან   -  2016 წლის  19 სექტემბრის     16:00 სთ-მდე.  საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე და ამავდროულად კონკურსის მეორე ეტაპის საკონკურსო განაცხადი  ამობეჭდილი, ხელმოწერილი და საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი/ნახაზი წარმოდგენილი იქნება ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში   2016 წლის 22 სექტემბრის  16:00 სთ-მდე.   ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი  მოიხსნება კონკურსიდან.  სარეგისტრაციო შიფრი მიენიჭება საგრანტო კონკურსის ელ. ფოსტაზე კონკურსის მეორე ეტაპზე გაგზავნილ თითოეულ პროექტს და გაეგზავნება პროექტის წარმდგენს.  პროექტის წარმდგენი ამობეჭდავს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებ   (იხ. დანართი   №3),     მიუთითებს   პროექტის შიფრს:    leo/…/…/16 რომელიც მიენიჭება  პროექტის წარდგენის შემდეგ, ამობეჭდავს და   დაადასტურებს ხელმოწერებით.  ამობეჭდილი, შევსებული, ხელმოწერებით დადასტურებული ,,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ,საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად    წარდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა განაცხადი და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელთან/მაკეტთან ერთად უნდა წარადგინონ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.  პროექტის აღწერილობის ტექსტი (კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი)  აკრეფილი უნდა იყოს MS Word-ის ტექსტური რედაქტორის გამოყენებით, ქართული უნიკოდის მეშვეობით (Sylfaen), ზომა 11, ინტერვალი 1.5. პროექტის აღწერილობის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს შემდეგს:      ა) გამოგონების/კვლევის  სიახლისა და ორიგინალობის აღწერა;    ბ) გამოგონების/კვლევის აქტუალობა და მისი პრაქტიკული გამოყენებადობა/რეალიზებადობა;    გ) დასკვნა.    მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის  ფინალისტებს  არაუგვიანეს  2016 წლის 20 ოქტომბრისა.   საკონკურსო კომისია  საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს     არაუგვიანეს     2016 წლის 11 ნოემბრისა.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Files/konkursebi/TUBITAK/kokliashvili%20monogr..JPG
16/06/2016 17:56

ქართველი მეცნიერების წარმატება

Birkhauser-Springer -ის გამომცემლობაში გამოქვეყნდა მონოგრაფიის ორტომეული (1000 გვერდის მოცულობით) საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ავტორობით (ვახტანგ კოკილაშვილი, ალექსანდრე მესხი, უმბერტო რაფეირი და შტეფან სამკო). აღნიშნული მონოგრაფია ნაწილობრივ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით არის შესრულებული. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი  ბატონ ვახტანგ კოკილაშვილსა და  ალექსანდრე მესხს ულოცავს წარმატებას.
სრულად

შევიდა ცვლილება 2016 წლის 14 ივნისის # 121 ბრძანებაში

16/06/2016 13:42
2016 წლის 14 ივნისის # 121 ბრძანებით დამტკიცებულ დანართ ერთში, დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე  srnsf-tubitak@rustaveli.org.ge    2016 წლის 21 სექტემბერი, 16:00 საათი . ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის  კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში განცხადების წარდგენა -   2016 წლის 23 სექტემბერი, 16:00 საათი.  ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
სრულად

შევიდა ცვლილება 2016 წლის 30 მაისის N101 ბრძანებაში

16/06/2016 10:34
1. დანართი N1 - 2016 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის პროგრამა და პირობების მუხლი 4-ის პუნქტი 5-ის "გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1500 ლარს)". 2. დანართი 5-ის ინგლისურ ვერსიას (Annex №5) ბოლოს დაემატა ჩანაწერი: "In case of Georgian publications, it is mandatory for Young Scientist, Mentor and Advisor (if available) to include the abstract in English below".
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/stcu.jpg
15/06/2016 14:45

ფონდი აცხადებს მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის  მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ -  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა (შემდგომში - ფონდი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (შემდგომში - მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან: ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები; გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესულია ცვლილებები საქართველოს მთავრობის N86 დადგენილებაში (მ.შ. შეფასების კრიტერიუმებში) და ყველა სხვა საკონკურსო დოკუმენტთან ერთად ყურადღებით გაეცნოთ ამ დოკუმენტსაც!!! კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს :   ა) წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით _ სა­ქართველოს მოქმედი კა­ნონ­მდებლობის შესაბამისად შექმნილ სა­­ჯარო სამართლის იური­დი­ულ პირებს, საქართველოში რეგის­ტ­რი­რებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერ­ცი­ულ) იუ­რიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მი­ზა­ნია სა­მეც­ნიერო კვლევების განხორციელება,  საგანმანათლებლო და­­წე­სე­ბულებებიდან კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხო­­ლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმ­­­აღ­ლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ბ) პროექტის ხელმძღვანელის (მენეჯერის) სახით - დოქ­ტორს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქო­ნე ფიზიკურ პირს; გ) ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, რეზიდენტს, მაგისტრის,  დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს;   დ) ახალგაზრდა მკვლევარის სახით - პირს ძირითადი პერსონალიდან, რომელსაც აქვს მინიჭებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ან რომელიც არის დოქტორანტი, რეზიდენტი, მაგისტრი 35 წლამდე (კონკურსის გამოცხადების დღისთვის), ან მაგისტრანტი.   კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალის საერთო რაოდენობის მინიმუმ 30% ე.წ. „მეიარაღე მეცნიერების“ ჩართულობა. აუცილებელია „მეიარაღე მეცნიერ(ებ)ის“ მითითება ძირითად პერსონალში.   კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ასევე, სულ ცოტა 1 უცხოელი კოლაბორატორის ჩართულობა. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12, 18 ან 24 თვე პროექტის მთლიანი ბიუჯეტი - ფონდისა და მტცუ-ს მხრიდან გაცემული დაფინანსება (50%:50%) არ უნდა აღემატებოდეს 70 000 აშშ დოლარს . ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 35 000 დოლარს ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება:  ჯგუფური კონსულტაციები: 21 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი; 30 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი -  რეგისტრაცია ; ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!  კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 5 ივლისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება:  24 ივნისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2016 წლის 7 ივლისი,        2 2 :00 სთ -ის ჩათვლით . განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 12 ივლისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით. ვადის დარღვევით შემოსული   საკონკურსო   დოკუმენტაცია   ფონდში   აღარ   მიიღება!!!   დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:  საქართველოს მთავრობის დადგენილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პირობები (დანართი №1) საპროექტო წინადადების თავფურცელი (დანართი№2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№3) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალისა და კოლაბორატორ(ებ)ის ბიოგრაფიული მონაცემები (CV) (დანართი 4); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ბიუჯეტი (დანართი 5); ქართული ვერსია  / ინგლისური ვერსია პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის რეზიუმე (დანართი 7); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით მისი მონაწილეობით განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეზიუმე დანართი №8); ქართული ვერსია  / ინგლისური ვერსია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია (დანართი №9); ქართული ვერსია /  ინგლისური ვერსია „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ მინიჭებული სარეგისტრაციო შიფრის მითითებით, ხელმოწერილი პროექტის ხელმძღვანელისა და ყველა ძირითადი შემსრულებლის მიერ (დანართი 10) სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი №11) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ბიუჯეტის ხარჯვითი კატეგორიების კლასიფიკატორი (დანართი 12) ;   დამატებითი დოკუმენტები: ხშირად დასმული კითხვები ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გრანტის მაძიებელმა ელექტრონულად (პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის მიხედვით) ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პროექტი, რომელიც აიტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ქართულ და ინგლისურ ენებზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: საპროექტო წინადადების თავფურცელი (დანართი№2);  საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№3); პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალისა და კოლაბორატორ(ებ)ის ბიოგრაფიული მონაცემები (CV) (დანართი 4; პროექტის ბიუჯეტი (დანართი 5); პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6); პროექტის რეზიუმე (დანართი 7); პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით მისი მონაწილეობით განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეზიუმე დანართი №8); წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია (დანართი №9) ინგლისურენოვანი დოკუმენტები აიტვირთება ცალ-ცალკე, ხოლო ქართულენოვანი დოკუმენტები - ერთ ფაილად გაერთიანებული სახით.   ბ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PdF ფაილის სახით.  აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ამავე ორგანიზაციების საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება გრანტის თანხა, პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლები) და მათი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთები (დიპლომის ასლი, ან დოქტორანტი/მაგისტრანტის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ორგანიზაციიდან).  პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები: ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ  განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით.  დანართი N  10 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული) განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს  2016 წლის  12 ივლისის 16:00 სთ-ის ჩათვლით. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება.   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  გრიგოლ აბულაძე ელ-ფოსტა: abuladze@rustaveli.org.ge    ნიკა ბაქრაძე + (995 32) 2 200 220 (შიდა 4406) ელ-ფოსტა:  bakradze@rustaveli.org.ge  
სრულად

შევიდა ცვლილება 2016 წლის 30 მაისის N101 ბრძანებაში

15/06/2016 09:37
1. დანართი N1 - 2016 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის პროგრამა და პირობების მუხლი 4-ის პუნქტი 5-ის "გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1500 ლარს)". 2. დანართი 5-ის ინგლისურ ვერსიას (Annex №5) ბოლოს დაემატა ჩანაწერი: "In case of Georgian publications, it is mandatory for Young Scientist, Mentor and Advisor (if available) to include the abstract in English below".
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Files/konkursebi/TUBITAK/MEMOR.jpg
14/06/2016 15:24

ფონდსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

14 ივნისს ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს. შეთანხმების საფუძველზე მხარეები ითანამშრომლებენ განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვის და თანხმდებიან, რომ ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია მოსწავლეების, პედაგოგების, სტუდენტებისა და მკვლევრების, სამეცნიერო-შემოქმედებითი და სხვა სახის აქტივობების წახალისება და  ხელშეწყობა: სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებულობა და მათი ჩართულობა; ფართო საზოგადოებაში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება და უახლესი სამეცნიერო კვლევების მიღწევებზე ცნობადობის ამაღლება.
სრულად

2016 წლის სტაჟირების კონკურსის შედეგები

14/06/2016 10:51
ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების: 2016 წლის კონკურსში დარეგისტრირდა  55 საპროექტო განაცხადი. კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად კონკურსიდან მოიხსნა ერთი  საგრანტო განაცხადი (პროექტის შიფრი IG/1/6/16 ). 2016 წლის 13 ივნისს  სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა  გენერალური დირექტორის 2016  წლის 01 ივნისის N106 ბრძანებით ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში შემოსული საგრანტო განაცხადების, შეფასების მიზნით,  შემფასებელი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ"  დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შექმნილი პროექტების შემფასებელი კომისიის სხდომა. საკონკურსო კომისიამ შემოსული საპროექტო განაცხადები შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის  N120 დადგენილებით დამტკიცებული დებულების N2 დანართით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბისად და  დასაფინანსებლად  გამოავლინა 30 საგრანტო განაცხადი. გენერალური დირექტორის ბრძანება  მოხსნილი პროექტის შესახებ   გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო გრანტების „კონკურსში გამარჯვებული პროექტები ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო გრანტების“ კონკურსის  რანჟირებული სია
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Files/konkursebi/TUBITAK/dunya-uluslararasi_son_.jpg
14/06/2016 10:39

გამოცხადდა ფონდისა და TUBITAK -ის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.   კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა  სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.  კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას: ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ; მეცნიერთა მოკლევადიანი სამეცნიერო - კვლევითი გაცვლითი ვიზიტების განსახორციელებლად ; კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები   ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფს ერთობლივად.  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენს ფონდში, ხოლო ამავე ერთობლივ კვლევით პროექტს თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი წარადგენს TUBITAK-ში. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.   ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე: ა) მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და 35 წლამდე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მქონე პირებს; ბ) დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო წლიური თანხა- 15 000 ლარს. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ერჯერადი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს. საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე srnsf-tubitak@rustaveli.org.ge პროექტების ელ. ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადა: 2016 წლის 26 სექტემბერი, 16:00 საათი.   ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 29 სექტემბრის 16:00 საათამდე . ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  (125) ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში (190) ერთობლივი კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1) პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირების განცხადება (დანართი №2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№3) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია მეცნიერის CV (დანართი№4) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია თანხმობის წერილი თურქეთის მეცნიერთა ჯგუფის მხრიდან ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელების შესახებ (დანართი№5)  ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირის განცხადება (დანართი №6) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე განაცხადის ფორმა(დანართი №7) ქართული ვერსია  / ინგლისური ვერსია   ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე ბიუჯეტის ფორმა (დანართი №8) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე თანხმობის წერილი თურქეთის ინსტიტუციის მხრიდან (დანართი №9)  პროექტების შეფასების კრიტერიუმები   ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე  ხელმისაწვბომია  TUTBITAK-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე :  http://tubitak.gov.tr/en/announcements/joint-call-between-tubitak-and-srnsf-is-open   დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორებს:   მარიამ ქებურიას Tel:  +995 322 200 220 (4022)  Email:   keburia@rustaveli.org.ge   ირაკლი გრძელიშვილს   Tel :+995 322 200 220 (4406) Email:   grdzelishvili@rustaveli.org.ge    
სრულად