ჰორიზონტი 2020 -ის ასოცირების შესახებ სამუშაო შეხვედრა
მიმდინარე წლის 31 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან საქართველოს ასოცირების საკითხებზე. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის მიმართულებით პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“- ში ჩართვის პრაქტიკული ასპექტების განხილვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში. განხილულ თემებს შორის იყო: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის პრიორიტეტები, სამუშაო პროგრამა, მიმდინარე და დაგეგმილი კონკურსები, ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელი და მისი გაუმჯობესების მექანიზმები, ინფორმაცია პორტალის მეშვეობით საპროექტო განაცხადის წარდგენის შესახებ, ფინანსური რეგულაციები, ცალკეული პროგრამული მიმართულებები, როგორიცაა Marie Skladowska Curie Action, დაფინანსების შესაძლებლობები ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში. ხაზგასასმელია, რომ ევროკომისიის წარმომადგელების მხრიდან გაჟღერდა რეკომენდაციები სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას ,,ჰორიზონტი 2020“-ში და საქარტველოს მეცნიერთა მხრიდან პროგრამის ეფექტიან გამოყენებას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები.
ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაც გამოცდილების გაზიარების მიზნით, წარმოადგინეს მოხსენებები ევროპის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში თავიანთი ქვეყნების ჩართულობის შესახებ: მიმოიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დადგნენ თავიანთი ქვეყნის მეცნიერები თუ კვლევითი ინსტიტუციები ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირების პირეველ ეტაპზე.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP ფარგლებში.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან „ჰორიზონტი 2020“ -ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები.
სემინარზე მოხსენებებით წარსდგნენ:
სტეფან სედლერი
The EU Framework Programme for Research and Innovation
კლაუს შუხი
Horizon 2020: Within the European Research Area
კლაუს შუხი
Learning Cycle For The Participation
ალისა რაჟევსკი
European Research Council (ERC): An opportunity for researchers in Europe and Georgia; EU-H2020-Association Workshop
თეოდორა ბალაუ
Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)-Opportunities for Organisations and Individual Researchers
თეოდორა ბალაუ
Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA) Practical information to support applications
მალგორჟატა კაპიცა
National and International systems for supporting research and innovation in poland
მალგორჟატა კაპიცა
NCP system in Poland support for beneficiaries of Horizon 2020
სტელა შეპოვალი
Horizon 2020; Association Workshop For Georgia
ლიდია რომანციუსი
EURAXESS Moldova; Researchers in Motion
ლიდია რომანციუსი
H2020 Associated Country Status Implemenation: Experience of Moldova
ვიქტორ ნედოვიკი
European Research Area and Opportunities for Associated Countries: Sharing the experience of Serbia
ანასტასია ვლიზიოტი
Towards a successful Association: IncoNet EaP`s contribution
პაატა იმნაძე
Why should organizations participate in H2020?
ბოკა ტაბატაძე
SME instrument/Innovation in SMEs/new opportunities for Georgia SMEs in Horizon 2020
სრულად