old

ქიმიის 48 -ე საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები

25/04/2016 16:40
ქიმიის 2016 წლის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების შედეგები იხილეთ ბმულზე .
სრულად

2016 წლის ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტურის პირველადი შედეგები

25/04/2016 16:39
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქვეყნებს ფიზიკის  მესამე და მეოთხე  ტურის შედეგებს, ასევე  შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომებს.  იხილეთ ბმულები: ფიზიკის ოთხივე ტურის პირველადი  შედეგები ფიზიკის მესამე  ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები: ეგრისელაშვილი არსენ პატაშური გელა გრიგოლია გიორგი შენგელია ცოტნე კრავიშვილი ელენე ნაბახტიანი ნუგზარ მდინარაძე დავით ხომერიკი გიორგი გაგნიძე კონსტანტინე გიორგაძე ნიკო ბრეგაძე სოფიო ხიზანიშვილი ლუკა ბუთბაია გიორგი ასათიანი გიორგი ფიზიკის მეოთხე  ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები ეგრისელაშვილი არსენ პატაშური გელა გრიგოლია გიორგი შენგელია ცოტნე კრავიშვილი ელენე ნაბახტიანი ნუგზარ მდინარაძე დავით ხომერიკი გიორგი გაგნიძე კონსტანტინე გიორგაძე ნიკო ბრეგაძე სოფიო ხიზანიშვილი ლუკა ბუთბაია გიორგი ასათიანი გიორგი ფონდი მიიღებს ფიზიკის ოთხივე ტურის შედეგების გასაჩივრების საპრეტენზიო განაცხადებს   2016 წლის 2 7  აპრილის  1 5 :00 საათამდე.   საპრეტენზიო განაცხადების განხილვისა და  შესარჩევი ტურის შედეგების მიხედვით გათვალიწინებით დგინდება მოსწავლეთა რეიტინგული სია , რომელიც გამოქვეყნდება ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე   არაუგვიანეს 201 6  წლის  28 აპრილისა. სააპელაციო განაცხადის ფორმა ბრძანება საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/download.jpg
24/04/2016 13:02

2016 წლის 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეა

 „ის მეცნიერი, რომელიც მეცნიერების წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, იმავ დროს ქართველ საზოგადოებასაც სარგებლობას მოუტანს“ - ივანე ჯავახიშვილი . „მათ შექმნეს უნივერსიტეტი - ფილმი I,  ივანე ჯავახიშვილი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/BasicResearch.jpg
22/04/2016 17:29

ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს  ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.  ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში - დანართი 12 ): საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.   კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი!   კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. კონკურსში შემოსული პროექტები შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად . აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია).   გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.    პროექტის მიერ 17 და უფრო დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში (მაქსიმალური 55 ქულის 30 .9 % და ნაკლები %) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს არ შეუძლია 2017 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მიღება პროექტის ხელმძღვანელის სახით. კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება: 22  აპრილი. ჯგუფური კონსულტაციები: 26 აპრილი 16:00 სთ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G კორპუსის 106-ე აუდიტორია; 5 მაისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი; 10 მაისი 16:00 სთ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107-ე აუდიტორია (I კორპუსი);   11 მაისი 1 4 :00 სთ - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი; 16 მაისი 16:00 სთ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. აუდიტორია; 1 9 მაისი 16:00 სთ - ფონდის სააქტო დარბაზი რეგისტრაცია . ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!   კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 26  მაისი . კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით და დეტალური ინსტრუქცია დაიდება ფონდის ვებგვერდზე) . კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 ივნისი, 00:00 სთ-ის ჩათვლით  (იგივე 6 ივნისი, 24:00 საათამდე). განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 9 ივნისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით . პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი შეფასება - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი - ოქტომბერი. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება !!!   დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:   მთავრობის დადგენილება ( № 84, 16.02.2011) ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება გენერალური დირექტორის Ν78 ბრძანებაში კონკურსის პირობები ( დანართი  №1) სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი ( დანართი  №1 2 ) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია (ელექტრონული ბაზა გაიხსნება მაისში და დაიდება დეტალური ინსტრუქცია ბაზაში მუშაობის შესახებ) ხშირად დასმული კითხვები ბიუჯეტის ნიმუში ბიუჯეტის მართებულად შესავსებად ისარგებლეთ: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია ( დანართი № 13 ) „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება; https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგება ორი ნაწილისგან:   ა) პროექტის შინაარსი, რომელიც იტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ინგლისურ ენაზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: პროექტის თავფურცელი, საპროექტო წინადადება, პროექტის საერთო ბიუჯეტი, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება, პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი, პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის CV-ები, უცხოელი კონსულტანტის CV (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, პროექტის რეზიუმე და პროექტის ხელმძღვანელის წინა, დასრულებული კვლევითი პროექტის რეზიუმე, უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში აიტვირთება PDF ფაილის სახით). ამავე ნაწილის სრული, ქართული ვერსია უნდა აიტვირთოს ელექტრონულ ბაზაში გაერთიანებული PDF ფაილის სახით. ბ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები უნდა გაერთიანდეს და აიტვირთოს ელექტრონულ ბაზაში ერთი PDF ფაილის სახით . დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ამავე ორგანიზაციების საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება გრანტის თანხა, პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, ან პასპორტი) და მათი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთები (დიპლომი, ან დოქტორანტი/მაგისტრანტის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ორგანიზაციიდან), პროექტის უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილის ქართული თარგმანი დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თანადამფინანსებელი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) თანადაფინანსების თანხმობის წერილი თანხის მითითებით და სხვა იურიდიული დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინგლისურ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები : პროექტის თავფურცელი / Cover Page - დანართი №2 საპროექტო წინადადება/ Project Proposal Form - დანართი  №3 პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები / CVs - დანართი № 4 პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება / Budget & Justification of Budget - დანართი №5 პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი/ Project Timeframe - დანართი  №6 პროექტის რეზიუმე / Project Summary- დანართი №7 პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის რეზიუმე / Summary of Previous Research Projects- დანართი №8 ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ / Host and Co-participant Institutions’ Information Form - დანართი № 9 უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი / Consent Letter of the Project Foreign Consultant - დანართი № 10 დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ განხილული იქნება ინგლისურ ენაზე შევსებული ზემოაღნიშნული დოკუმენტები - № 2-10 დანართები . დანართი № 3 -ის (საპროექტო წინადადება) ინგლისური ვერსიის გვერდების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს, ხოლო    მთლიანობაში N 3-10 დანართების ინგლისური ვერსიების გვერდების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 35 გვერდს   . წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი არ განიხილება!!!   ქართულ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები : პროექტის თავფურცელი (დანართი №2) საპროექტო წინადადება(დანართი №3) პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები ფორმა (დანართი№4) პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი№5) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი(დანართი №6) პროექტის რეზიუმე (დანართი№7) პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო -კვლევითი პროექტის რეზიუმე (დანართი№8) ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ (დანართი №9) კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი, თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ (დანართი№10) დამატებით ქართულ ენაზე ერთ PDF ფაილად წარმოსადგენი იურიდიული დოკუმენტები :   ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომები, ან ცნობა) ძირითადი პერსონალის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ქსერო ასლები წამყვანი ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები) თანამონაწილე ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები) თანადამფინანსებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოელია, საჭირო იქნება დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა. პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები: ფონდის კანცელარიაში უნდა „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ - დანართი N 11 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული) და პროექტის თავფურცელი - დანართი N2   პროექტის ელექტრონული რეგისტრაციისა და რეგისტრაციის შიფრის მიღების შემდეგ.   განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 9 ივნისს 16:00 სთ-მდე. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება . კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  ქეთი გაბიტაშვილი    ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 07) ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge   ვაჟა ლომიძე    ელ-ფოსტა:  vlomidze@rustaveli.org.ge   ბიუჯეტში სტრიქონების დამატების საჭიროების შემთხვევაში , შეგიძლიათ მიმართოთ ლაშა კელიხაშვილს ელექტრონულ  ელ-ფოსტაზე:   kelikhashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად

ფიზიკის 47-ე საერთაშორისო მესამე და მეოთხე შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები

22/04/2016 11:27
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით, 20-21 აპრილს, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა ფიზიკის  47 -ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტური. ოლიმპიადის  შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები  იხილეთ ბმულში: ფიზიკის მესამე ტურის ამოცანები და ამოხსნები. ფიზიკის მეოთხე ტურის  ამოცანები და ამოხსნები.      
სრულად

2016 წლის მათემატიკის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადის პირველი და მეორე ტურების აპელაციის შედეგები

22/04/2016 09:35
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქვეყნებს  მათემატიკის  57-ე   საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურების  რეიტინგული სიას  იხილეთ ბმულ ში. რეიტინგული სია
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_8585.JPG
21/04/2016 10:09

ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მეოთხე ტური

სსიპ   შოთა   რუსთაველის   ეროვნული   სამეცნიერო   ფონდის   ადმინისტრირებით ,  21   აპრილს , სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა ფიზიკის 47- ე   საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მეოთხე ტური.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/solar-and-wind_750.jpg
21/04/2016 09:09

ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია  ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, საგრანტო კონკურსის ღია წესით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე მოთხოვნაა ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე და პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. აგრეთვე მნიშვნელოვანია კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტების გამოვლენა და კვლევის შედეგად სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში): ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) ჰუმანიტარული მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინური პროექტების შემთხვევაში); ვ) სოციალური მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინური პროექტების შემთხვევაში). კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი! კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს დამხმარე პერსონალის სახით - პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირს/პირებს, რომელიც ეხმა­რება ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში; კონკურსის შეფასება ხორციელდება 2 საფეხურად: კონკურსში შემოსული პროექტები პირველ საფეხურზე შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად . აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია). პროექტების საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება კონკურსის პირველ საფეხურზე საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებებისა და მეორე საფეხურზე კომისიისაგან მიღებული ქულების საფუძველზე. კონკურსის ფარგლებში შეფასების პირველ ეტაპზე პროექტის მიერ 18 და უფრო დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში (მაქსიმალური 60 ქულის 30% და ნაკლები %) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს არ შეუძლია 2017 წელს გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მიღება პროექტის ხელმძღვანელის სახით.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება: 2 1 აპრილი. ჯგუფური კონსულტაციები: 22 აპრილი, 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი; 26 აპრილი 16:00 სთ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G კორპუსის 106-ე აუდიტორია; 5 მაისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი; 10 მაისი 16:00 სთ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107-ე აუდიტორია (I კორპუსი);   11 მაისი 1 4 :00 სთ - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი; 16 მაისი 16:00 სთ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. აუდიტორია; 1 9 მაისი 16:00 სთ - ფონდის სააქტო დარბაზი რეგისტრაცია . კონსულტაციებზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, წინასწარ დარეგისტრირდეთ.  ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება ! კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 24 მაისი. კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით და დეტალური ინსტრუქცია დაიდება ფონდის ვებგვერდზე). კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 1 მაისი, 00 :00 სთ-ის ჩათვლით ( თბილისის დროით). განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 2 ივნისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით (თბილისის დროით). პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი შეფასების პირველი საფეხური - პროექტების შეფასება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ: ივნისი, ივლისი, აგვისტო. შეფასების მეორე საფეხური - მეორე საფეხურზე გასული პროექტების პრეზენტაცია და შეფასება კომისიის მიერ: სექტემბერი. კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი.   ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება !!! დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მთავრობის დადგენილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორი ბრძანებაში ცვლილება გენერალური დირექტორის №77 ბრძანებაში კონკურსის პირობები  ( დანართი  №1) სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი ( დანართი  №12) ქართული ვერსია  / ინგლისური ვერსია ) ბიუჯეტის ხარჯვითი კატეგორიების კლასიფიკატორი ( დანართი №13) პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია ხშირად დასმული კითხვები ბიუჯეტის მართებულად შესავსებად ისარგებლეთ: „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება; https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034 საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია (დანართი № 13) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პროექტი, რომელიც აიტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ინგლისურ ენაზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: პროექტის თავფურცელი, საპროექტო წინადადება, პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება, პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი, პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის CV-ები, უცხოელი კონსულტანტის CV (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის ფორმა, პროექტის რეზიუმე და პროექტის ხელმძღვანელის წინა, დასრულებული კვლევითი პროექტის რეზიუმე, უცხოელი კონსულტანტის თანხმობის ხელმოწერილი წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში აიტვირთება PDF ფაილის სახით). იგივე ნაწილის ქართული ვერსია იტვირთება ელექტრნოულ ბაზაში გაერთიანებული ერთ PdF ფაილის სახით. ბ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PdF ფაილის სახით. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ამავე ორგანიზაციების საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება გრანტის თანხა, პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლები) და მათი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთები (დიპლომის ასლი, ან დოქტორანტი/მაგისტრანტის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ორგანიზაციიდან), პროექტის უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თანადამფინანსებელი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) თანადაფინანსების თანხმობის წერილი თანხის მითითებით და სხვ. იურიდიული დოკუმენტები ასეთის არსებობის შემთხვევაში. ფონდის კანცელარიაში წარმოდგენილი უნდა იყოს „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ქართულ ენაზე (დანართი №11) მინიჭებული სარეგისტრაციო შიფრის მითითებით, შევსებული და ამობეჭდილი, ხელმოწერილი პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორისა და ძირითადი პერსონალის მიერ. აღნიშნული დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს წარმომდგენი (წამყვანი/თანამონაწილე) ორგანიზაცი(ებ)ის ხელმძღვანელის/უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ით და ორგანიზაცი(ებ)ის ბეჭდ(ებ)ით და ასევე პროექტის თავფურცელი ქართულ ენაზე (დანართი 2) ინგლისურ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები: პროექტის თავფურცელი - დანართი №2 საპროექტო წინადადება- დანართი  №3 პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები - დანართი  № 4 პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი  №5 პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი- დანართი  №6 პროექტის რეზიუმე - დანართი №7 პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის რეზიუმე - დანართი №8 წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაცი(ებ)ის შესახებ ინფორმაცია - დანართი № 9 კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი - დანართი № 10 დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ განხილული იქნება ინგლისურ ენაზე შევსებული ზემოაღნიშნული დოკუმე ნტები - № 2-10 დანართები. მნიშვნელოვანია, რომ № 3 დანართის გვერდების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს,  ხოლო  მთლიანობაში N 3-10 დანართების ინგლისური ვერსიების გვერდების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 35 გვერდს   .   წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი არ განიხილება!!! ქართულ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები: პროექტის თავფურცლი (დანართი №2) საპროექტო წინადადება(დანართი №3) პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები ფორმა (დანართი№4) პროექტის ბიუჯეტი (დანართი№5) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი(დანართი №6) პროექტის რეზიუმე (დანართი№7) პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო -კვლევითი პროექტის რეზიუმე (დანართი№8) წამყვანი ორგანიზაციის რეზიუმე (დანართი №9) კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი, თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ (დანართი№10) პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი№11) დამატებით ქართულ ენაზე ერთ Pdf ფაილად წარმოსადგენი იურიდიული დოკუმენტები: ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომების ასლები, ან ცნობები) ძირითადი პერსონალის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლები წამყვანი ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები) თანამონაწილე ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები) თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოელია, საჭირო იქნება დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა. ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  ხატია ანანიაშვილი    ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 41 33) ელ-ფოსტა:  ananiashvili@rustaveli.org.ge დავით ჩიჩუა     ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 02) ელ-ფოსტა:  chichua@rustaveli.org.ge ბიუჯეტში სტრიქონების დამატების საჭიროების შემთხვევაში , შეგიძლიათ მიმართოთ ლაშა კელიხაშვილს ელექტრონულ  ელ-ფოსტაზე:   kelikhashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/2.jpg
20/04/2016 15:55

საკონსულტაციო დღეები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს საკონსულტაციო დღეებს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით ( ფუნდამენტური კვლევები ; გამოყენებითი კვლევები ; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ) დაინტერესებული მეცნიერებისთვის. საკონსულტაციო დღეების განრიგი: 22 აპრილი, 16:00 საათი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი; 26 აპრილი, 16:00 საათი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  G კორპუსის 106-ე აუდიტორია                              5 მაისი,  16:00 საათი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პირველი სართული სააქტო დარბაზი  - რეგისტრაცია ; 10 მაისი, 16:00 საათი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  107-ე აუდიტორია (I კორპუსი) - რეგისტრაცია ;  11 მაისი, 14:00 საათი - აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი - რეგისტრაცია ; 16 მაისი, 16:00 საათი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. აუდიტორია (ადმინისტრაციული კორპუსი)  - რეგისტრაცია 19 მაისი 16:00 საათი  - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პირველი სართული სააქტო დარბაზი  - რეგისტრაცია ;                                    
სრულად

2016 წლის მათემატიკის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის პირველადი შედეგები

20/04/2016 12:00
მათემატიკის პირველი და მეორე ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში: მათემატიკის   I  და II ტურის შედეგები მათემატიკის I ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები საათაშვილი ალექსანდრე ლეფსვერიძე საბა ბეჟანიშვილი დავითი შალიბაშვილი ირაკლი თათოშვილი დავით როგავა მარიამი ხოხიაშვილი ალექსანდრე ცუცხაშვილი ბაკური ყარანგოზიშვილი ელენე ელყანიშვილი შოთა ბაღდავაძე გიორგი პაპიაშვილი სალომე გაგნიძე კონსტანტინე სახვაძე ნიკოლოზ ხიზანიშვილი ლუკა დავითაშვილი ანა გურგენიძე ლუკა დოლიძე თეკლე ბოტკოველი გიორგი ნიკოლეიშვილი ანა მათემატიკის II ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები საათაშვილი ალექსანდრე ლეფსვერიძე საბა ბეჟანიშვილი დავითი შალიბაშვილი ირაკლი თათოშვილი დავით როგავა მარიამი ხოხიაშვილი ალექსანდრე ცუცხაშვილი ბაკური ყარანგოზიშვილი ელენე ელყანიშვილი შოთა ბაღდავაძე გიორგი პაპიაშვილი სალომე გაგნიძე კონსტანტინე სახვაძე ნიკოლოზ ხიზანიშვილი ლუკა დავითაშვილი ანა გურგენიძე ლუკა დოლიძე თეკლე ბოტკოველი გიორგი ნიკოლეიშვილი ანა მათემატიკაში პირველი და მეორე   ტურების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში,   ფონდი საპრეტენზიო განაცხადებს  მიიღებს 2016  წლის  21 აპრილის 1 5 :00 საათამდე.   მათემატიკის საპრეტენზიო განაცხადების განხილვისა და მესამე და მეოთხე  შესარჩევი ტურების შედეგების გათვალისწინებით, დგინდება მოსწავლეთა  საბოლოო რეიტინგული სია, ნაკრები გუნდის წევრებისა და რეზერვისტების მითითებით, რომელიც გამოქვეყნდება ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს 201 6 წლის  22 აპრილის 15:00 საათამდე. სააპელაციო განაცხადის ფორმა ბრძანება საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ
სრულად