old
http://rustaveli.org.ge/images/IMG_8564.JPG
20/04/2016 10:05

ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე ტური

სსიპ   შოთა   რუსთაველის   ეროვნული   სამეცნიერო   ფონდის   ადმინისტრირებით ,  20    აპრილს , სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა ფიზიკის 47- ე   საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე  ტური.
სრულად

ჰორიზონტი 2020 მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

19/04/2016 16:48
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის 2014 წლის მონიტორინგის ანგარიშის შესახებ. კომისია ახორციელებს პროგრამის შესრულების ყოველწლიურ მონიტორინგს, რომელიც ავლენს პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვან ასპექტებს.  წარმოდგენილი ანგარიში ასევე შეეხება ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპის ინსტიტუტისა  (EIT) და ევრატომის კვლევისა და სასწავლო პროგრამის (Euratom Research and Training Programme) საქმიანობას. ამასთან,  კომისიის ანგარიში მოიცავს FP7 პროექტების მონიტორინგსაც. ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ან  მიმაგრებულ დოკუმენტში .
სრულად

2016 წლის ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის პირველადი შედეგები

19/04/2016 16:44
ქიმიის   პირველი და მეორე   ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში: ქიმიის   I  და II ტურის შედეგები ქიმიის I ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები: თავდგირიძე საბა მეშვილდიშვილი გიორგი ფიჩხაძე ალექსანდრე კუტალია ნიკა ცუცქირიძე რამაზ გულბანი  ნიკოლოზი გოლეთიანი გიორგი გოჯიაშვილი ლევან კვარიანთაშვილი თორნიკე ფოჩხუა ლუკა რიჟინაშვილი დავით ალიმბარაშვილი დავით მიროტაძე ნანა ქებურია დათა ჭიპაშვილი ლაშა კობახიძე-ჯავახიშვილი თამარ პეტრიაშვილი გიორგი ჭაია გიორგი     ქიმიის II ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები: თავდგირიძე საბა მეშვილდიშვილი გიორგი ფიჩხაძე ალექსანდრე კუტალია ნიკა ცუცქირიძე რამაზ გულბანი  ნიკოლოზი გოლეთიანი გიორგი გოჯიაშვილი ლევან კვარიანთაშვილი თორნიკე ფოჩხუა ლუკა რიჟინაშვილი დავით ალიმბარაშვილი დავით მიროტაძე ნანა ქებურია დათა ჭიპაშვილი ლაშა კობახიძე-ჯავახიშვილი თამარ პეტრიაშვილი გიორგი ჭაია გიორგი   ქიმიის   პირველი და მეორე   ტურების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში,   ფონდი საპრეტენზიო განაცხადებს  მიიღებს 2016  წლის  21 აპრილის 1 5 :00 საათამდე.   ქიმიის   საპრეტენზიო განაცხადების განხილვისა და პირველი და მეორე   შესარჩევი ტურების შედეგების გათვალისწინებით, დგინდება მოსწავლეთა  საბოლოო რეიტინგული სია, ნაკრები გუნდის წევრებისა და რეზერვისტების მითითებით, რომელიც გამოქვეყნდება ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს 201 6 წლის  25 აპრილისა. სააპელაციო განაცხადის ფორმა ბრძანება საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ
სრულად

მათემატიკის 57 -ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები

19/04/2016 13:08
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით, 17-18   აპრილს, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა მათემატიკის  57 -ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე  ტურები. ოლიმპიადის  შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები  იხილეთ ბმულში: მათემატიკის პირველი და მეორე ტურის ამოცანები და ამოხსნები
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/DI.jpeg
19/04/2016 09:55

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამოცხადებას

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი  კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის აპრილში. იხ. კონკურსის განახლებული დებულება  ( მთავრობის დადგენილება N 88 , დადგენილების ცვლელება N 149 2 9 .03.2016 ). უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი  კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომში – გრანტი) კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო  - კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კად­რების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვება,  ერთობლივი კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თა­ნამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადა­პ­ტირების ხელშეწყობა.  უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი  კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ა.ა) მათემატიკა; ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები; ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები; ა.დ) ქიმიური მეცნიერებები; ა.ე) დედამიწისა და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები; ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები; ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები: ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია; ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია; ბ.გ) მექანიკური ინჟინერია; ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია; ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია; ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია; ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია; ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია; ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია; ბ.კ) ნანო-ტექნოლოგია; ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები: გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა; გ.ბ) კლინიკური მედიცინა გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი; გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია; გ.ე) მედიცინის სხვა დარგები; დ) აგრარული მეცნიერებები: დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა; დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა; დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი; დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები; დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები: ე.ა) ფსიქოლოგია; ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი; ე.გ) განათლების მეცნიერებანი;  ე.დ) სოციოლოგია; ე.ე) სამართალი; ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები; ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია; ე.თ) მედია და კომუნიკაცია; ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები: ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია; ვ.ბ) ენები და ლიტერატურა; ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია; ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა); ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები; ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი! კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო                              (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; ძირითადი პერსონალის სახით – გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორანტი, მაგისტრანტი, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; დამხმარე პერსონალის სახით - პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირს/პირებს, რომელიც ეხმა­რება ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში; პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი - უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე (სა­ქართველოს მოქალაქე ან საქართველოდან ემიგრირებული პი­რი ან მისი შთამომავალი), რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს, უკავია სრული პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის (ან ეკვივალენტური) თანამდე­ბობა უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლე­ბაში (უნივერსიტეტში და ა.შ.), ან უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში/კლინიკაში არის ლაბორატორიის/ჯგუფის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ან უკავია სხვა არჩევითი სამეცნიერო თანამდებობა. პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი - დოქტორის ან მასთან გა­თანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქა­ლაქე, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პრო­ექ­­ტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინე­ბუ­ლი საქმიანობის ანგარიშგებაზე; პროექტს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი - ფიზიკური პირი, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვები: ერთსა და იმავე პირს ერთსა და იმავე დროს ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა ან/და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ ჯამში 2-ზე მეტ პროექტში. ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტს. დაუშვებელია უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში ისეთი საპროექტო განაცხადის შეტანა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოვა კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვების  პირველ და მეორე პუნქტებთან. განმარტება კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით: განმცხადებელს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის სტატუსტით არ შეუძლია კონკურსში წარმოადგინოს ერთზე მეტი პროექტი. განმცხადებელს პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით არ შეუძლია კონკურსზე წარმოადგინოს ერთზე მეტი პროექტი განმცხადებელს ძირითადი პერსონალის სტატუსტით არ შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ორზე მეტ პროექტში. განმცხადებელს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ან პროექტის ხელმძღვანელის სტატუსტით კონკურსში მონაწილეობისა და  ერთი პროექტის წარმოდგენის უფლება  აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის  არ არის სამეცნიერო ხელმძღვანელი , ან პროექტის ხელმძღვანელი ფონდის ერთ მიმდინარე გრანტში ზემოთ აღნიშნული სამი კონკურსიდან ერთ-ერთის ფარგლებში (FR, AR, DI), ან არის აღნიშნულ სამი კონკურსიდან ერთ-ერთში გამარჯვებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ან ხელმძღვანელი, მაგრამ  გრანტი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის. თუ ფონდის მიმდინარე გრანტი სრულდება და დაიხურება 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით მეცნიერი ახალ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. განმცხადებელს  ძირითადი პერსონალის სტატუსტით  კონკურსში მონაწილეობის  უფლება  აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის  არ არის ჩართული ძირითადი პერსონალის სტატუსით  ფონდის ზემოთ აღნიშნული სამი კონკურსიდან ერთ-ერთის ფარგლებში (FR, AR, DI)  ერთზე მეტ მიმდინარე გრანტში . მეცნიერს შეუძლია კონკურსში  ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთ პროექტში მონაწილეობა,  თუ იგი ჩართულია ძირითადი პერსონალის სახით ერთ-ერთი კონკურსის (FR, AR, DI) ფარგლებში მიმდინარე ორ გრანტში,  მაგრამ აღნიშნული პროექტებიდან ერთ-ერთი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის. მეცნიერს შეუძლია კონკურსში  ძირითადი პერსონალის სტატუსით ორ პროექტში მონაწილეობა,  თუ იგი ჩართულია ძირითადი პერსონალის სახით ერთ-ერთი კონკურსის (FR, AR, DI) ფარგლებში მიმდინარე ერთ გრანტში,  მაგრამ აღნიშნული პროექტი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის. კონკურსში შემოსული პროექტები შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად . აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია). ინგლისურ ენაზე აუცილებლად უნდა იქნეს თარგმნილი შემდეგი დოკუმენტები: განცხადება / პროექტის თავფურცელი საპროექტო წინადადება პროექტის რეზიუმე პროექტის ბიუჯეტი პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი ძირითადი პერსონალის (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პროექტის ხელმძღვანელისა, პროექტის კოორდინატორისა და სხვა ძირითადი პერსონალისა და უცხოელი პარტნიორის/კონსულტანტის) CV-ები. ინფორმაცია, რეზიუმე წამყვანი ორგანიზაციის შესახებ. წინა, დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე. ინგლისურ ენაზე თარგმნას არ საჭიროებს: წამყვანი ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი წამყვანი ორგანიზაციის წესდება თანამონაწილე ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი თანამონაწილე ორგანიზაციის წესდება ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები    პროექტების საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე. იხ. პროექტების შეფასების კრიტერიუმები. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (წინასწარი ფორმები): განცხადება / პროექტის თავფურცელი საპროექტო წინადადება პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV- ები პროექტის ბიუჯეტი პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი პროექტის რეზიუმე/აბსტრაქტი (ინგლისურად მაქს. 250 სიტყვა, ქართულად მაქს. 350 სიტყვა) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე (ინგლისურად მაქს. 400 სიტყვა, ქართულად - მაქს. 600 სიტყვა) პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე (ინგლისურად მაქს. 400 სიტყვა, ქართულად - მაქს. 600 სიტყვა) ინფორმაცია, რეზიუმე წამყვანი ორგანიზაციის შესახებ. ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები წამყვანი ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები) თანამონაწილე ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები) თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოელია, საჭირო იქნება დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა. კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი: კონკურსის ანონსი: 7 აპრილი კონკურსის გამოცხადება: აპრილი ჯგუფური კონსულტაციები: აპრილი, მაისი (თარიღები დაზუსტდება კონკურსის გამოცხადებისთანავე) კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: მაისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: მაისი განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: მაისი პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ: ივნისი, ივლისი, აგვისტო. კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი.  კონკურსის კოორდინატორები: ლოლიტა შენგელია  l_shengelia@rustaveli.org.ge დავით ჩიჩუა chichua@rustaveli.org.ge გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმები (საპროექტო წინადადება, ბიუჯეტი, გეგმა-გრაფიკი, CV- ის ფორმა, პროექტის რეზიუმე, წინა სამეცნიერო გრანტის რეზიუმე) საბოლოო სახით დაიდება კონკურსის გამოცხადებისას აპრილში. ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! კონკურსის გამოცხადებისთანავე დაიდება ზუსტი ინსტრუქცია პროექტების რეგისტრაციისათვის და პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_8531.JPG
18/04/2016 17:29

ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მეორე ტური

17 აპრილს, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა, ქიმიის  48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მეორე ტური.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_8527.JPG
18/04/2016 17:28

მათემატიკის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი ტური

17 აპრილს,  სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა,  მათემატიკის   57-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი ტური.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_8538.JPG
18/04/2016 17:28

მათემატიკის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მეორე ტური.

დღეს, 18 აპრილს, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით იმართება, მათემატიკის   57-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მეორე ტური.
სრულად

2016 წლის ქიმიის ს 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის ამოცანები და ამოხსნები

18/04/2016 17:02
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით, 16-17   აპრილს, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა ქიმიის  48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე  ტური. შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები იხილეთ შემდეგ ბმულებში:  ქიმიის  პირველი ტურის ამოცანები და ამოხსნები ქიმიის  მეორე ტურის ამოცანები და ამოხსნები
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/partners/logo_CNRS.png
18/04/2016 15:02

გამოცხადდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და ფონდის ერთობლივი კონკურსი - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)“

ფონდი აცხადებს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი ( PICS )“ . კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს  CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე საფრანგეთის მეცნიერებისგან, ხოლო მეორე ჯგუფი წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორი მეცნიერებისაგან. კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმოდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თანამშრომლობის არსებობა, რის შედეგადაც უნდა არსებობდეს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის (CNRS PICS) ფარგლებში, ფონდი დააფინანსებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს, ხოლო CNRS დააფინანსებს საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფს. ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5 000-დან 10 000 ევრომდე.   გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი) სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50% -ს. პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ  CNRS-ის ვებგვერდზე: http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article881&lang=en , ხოლო კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) ბმულზე http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=fr პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. საპროექტო წინადადების მომზადებისთვის, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავის ფრანგ კოლეგას უნდა გადაუგზავნოს საჭირო ინფორმაცია (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე) CNRS-ის მიერ შემუშავებული ფორმის გათვალისწინებით (იხ. აღნიშნული ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 2-ში). CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 2 ივნისი. პროექტის ფრანგი ხელმძღვანელის მიერ CNRS-ში ერთობლივი განაცხადის წარმოდგენის პარალელურად,   საქართველოს  მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში ა.წ. 3 ივნისის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით დისკზე CDR-ზე PDF ფორმატით ჩაწერილი იგივე შინაარსის ინგლისურენოვანი საპროექტო განაცხადი, დამტკიცებული  ფორმით (დანართი 2). ფონდში წარმოდგენილ განაცხადში ასახული უნდა იყოს, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის პარტნიორის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა და განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს პროექტის ორივე ხელმძღვანელის მიერ . ფონდის კანცელარიაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის და მისი ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსის/უფლებამოსილი პირის  ერთობლივი განცხადება (დანართი 3). CNRS-ის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული პროექტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსების მოცულობას გადაწყვეტს ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი პანელი. დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება პროგრამა და პირობები საპროექტო განაცხადი (ინგლისურ ენაზე) ერთობლივი განცხადების ფორმა   კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 18/04/2016 - კონკურსის გამოცხადება; 2/06/2016 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში; 3/06/2016 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ; ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა; ნოემბერი 2016 - იანვარი 2017 - განაცხადების შეფასება CNRS-ის კომისიის მიერ; თებერვალი 2017 - CNRS-ის კომისიის მიერ შერჩეული განაცხადების განხილვა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში საქართველოს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარ პანელზე და თანადაფინანსების მოცულობის განსაზღვრა; მარტი 2017 - შედეგების დამტკიცება და გამოცხადება დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: CNRS-ში კონკურსის საკონტაქტო პირს - Gulnara Le Torrivellec +33 1 44 96 44 53 Gulnara.LETORRIVELLEC@cnrs-dir.fr შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორს - ნიკოლოზ ბაქრაძეს ; +995 322 200 220 (4406); bakradze@rustaveli.org.ge
სრულად