old

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსების კალენდარი

04/04/2016 16:16
გამოქვეყნდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2016 წლის საგრანტო კონკურსების კალენდარი. ევროპული კვლევების საბჭოში (ERC) საპროექტო განაცხადის წარდგენა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. კონკურსის სახელწოდება კონკურსის გამოქვეყნების თარიღი განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა პროექტის ბიუჯეტი დაფინანსება ERC 2016 Advanced Grant 2016 წლის 24 მაისი 2016 წლის 1 სექტემბერი 540 მილიონი ევრო 2.5 მილიონ ევრომდე ერთ გრანტზე ERC 2016 proof of Concept Grant 2015 წლის 22 ოქტომბერი 2016 წლის 26 მაისი, 2016 წლის 4 ოქტომბერი 20 მილიონი ევრო 150 ათას ევრომდე ერთ გრანტზე     დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ევროპული კვლევების საბჭოს  (ERC) ოფიციალურ ვებგვერდს     ინფორმაცია გამოცხადებული  კონკურსების შესახებ: 2015 ERC Advanced Grant-ზე წარდგენილია 1,951 განაცხადი (შედეგები გამოცხადდება 2016 წლის აპრილში) 2016 ERC Starting Grant-ზე წარდგენილია 2,935 განაცხადი (შედეგები გამოცხადდება 2016 სექტემბერში) 2016 ERC Consolidator Grant-ზე წარდგენილია 2,304 განაცხადი (შედეგები გამოცხადდება 2016 წლის ბოლომდე)                    
სრულად

ანონსი: საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსი - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“

04/04/2016 14:52
საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ -  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი (PICS) გამოცხადდება 2016 წლის 15 აპრილს. კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს  CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე ფრანგი მეცნიერებისგან, ხოლო მეორე ჯგუფი წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორი მეცნიერებისაგან. კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმოდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თამშრომლობის არსებობა, რისი შედეგიც უნდა იყოს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის (CNRS PICS) ფარგლებში, ფონდი დააფინანსებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს, ხოლო CNRS დააფინანსებს საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფს. ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5000-დან 10 000 ევრომდე.   გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი), სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი, კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის   50% -ს. პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ  CNRS-ის ვებგვერდზე: http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article881&lang=en , ხოლო კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) ბმულზე http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=fr პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმები და შესაბამისი დანართები ( საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება , პროგრამის აღწერა, სააპლიკაციო ფორმა, პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირებისა და საბაზო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება) საბოლოო სახით დაიდება კონკურსის გამოცხადებისას. ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! CNRS-ში კონკურსის საკონტაქტო პირია Gulnara Le Torrivellec: +33 1 44 96 44 53 Gulnara.LETORRIVELLEC@cnrs-dir.fr , ხოლო შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში - ნიკოლოზ ბაქრაძე: +995 322 200 220 (4406); bakradze@rustaveli.org.ge
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/presentations/IMG_8352.JPG
01/04/2016 09:22

,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის პრეზენტაცია

2016 წლის 31 მარტს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N 42 საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ N42 სკოლის მე IX და X კლასის მოსწავლეები. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/solar-and-wind_750.jpg
31/03/2016 09:55

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის აპრილში. იხ. კონკურსის განახლებული დებულება (მთავრობის დადგენინლება N 85; დადგენილების ცვლილება N 137, 24.03.2016). კონკურსის მიზანია  ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, საგრანტო კონკურსის ღია წესით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე მოთხოვნაა ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე და პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. აგრეთვე მნიშვნელოვანია კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტების გამოვლენა და კვლევის შედეგად სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) ჰუმანიტარული მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინური პროექტების შემთხვევაში); ვ) სოციალური მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინური პროექტების შემთხვევაში). კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი! კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს დამხმარე პერსონალის სახით - პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირს/პირებს, რომელიც ეხმა­რება ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში; პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი - დოქტორის ან მასთან გა­თანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქა­ლაქე, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პრო­ექ­­ტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინე­ბუ­ლი საქმიანობის ანგარიშგებაზე; პროექტს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი - ფიზიკური პირი, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; პროექტის ძირითად პერსონალში ჩართული უნდა იყოს ახალგაზრდა მკვლევარი/მკვლევარ(ებ)ი - პირი, რომელსაც აქვს მინიჭებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ან 35 წლამდე ასაკის  დოქტორანტი, მაგისტრი, ან მაგისტრანტი. პროექტში შესაძლებელია ჩართული იყოს კონსულტანტი - უცხოეთის მოქალაქე, აღნიშნული პირი არ შეიძლება იყოს პროექტის ძირითადი პერსონალი, შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს დამხმარე პერსონალში, ან მისი საკონსულტაციო მომსახურების ხარჯი გათვალისწინებული იქნას „საქონელსა და მომსახურების ხარჯში“ გამოყენებითი კვლევებისათვის გრანტების კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვები: ერთსა და იმავე პირს ერთსა და იმავე დროს ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა ან/და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ ჯამში 2-ზე მეტი პროექტში. ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტს. დაუშვებელია გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში ისეთი საპროექტო განაცხადების შეტანა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოვა პირველ და მეორე პუნქტთან. განმარტება კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით: განმცხადებელს პროექტის ხელმძღვანელის სტატუსტით არ შეუძლია კონკურსში წარმოადგინოს ერთზე მეტი პროექტი. განმცხადებელს ძირითადი პერსონალის სტატუსტით არ შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ორზე მეტ პროექტში. განმცხადებელს პროექტის ხელმძღვანელის სტატუსტით კონკურსში მონაწილეობისა და ერთი პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის სამეცნიერო ხელმძღვანელი ფონდის ერთ მიმდინარე გრანტში ზემოთ აღნიშნული სამი კონკურსიდან ერთ-ერთის ფარგლებში (FR, AR, DI), ან არის აღნიშნულ სამი კონკურსიდან ერთ-ერთში გამარჯვებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, მაგრამ გრანტი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის. მაგ. თუ ფონდის მიმდინარე გრანტი სრულდება და დაიხურება 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით მეცნიერი ახალ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. განმცხადებელს ძირითადი პერსონალის სტატუსტით კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის ჩართული ძირითადი პერსონალის სტატუსით ფონდის ზემოთ აღნიშნული სამი კონკურსიდან ერთ-ერთის ფარგლებში (FR, AR, DI) ერთზე მეტ მიმდინარე გრანტში . მეცნიერს შეუძლია კონკურსში ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთ პროექტში მონაწილეობა, თუ იგი ჩართულია ძირითადი პერსონალის სახით ერთ-ერთი კონკურსის (FR, AR, DI) ფარგლებში მიმდინარე ორ გრანტში, მაგრამ აღნიშნული პროექტებიდან ერთ-ერთი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის. მეცნიერს შეუძლია კონკურსში ძირითადი პერსონალის სტატუსით ორ პროექტში მონაწილეობა, თუ იგი ჩართულია ძირითადი პერსონალის სახით ერთ-ერთი კონკურსის (FR, AR, DI) ფარგლებში მიმდინარე ერთ გრანტში, მაგრამ აღნიშნული პროექტი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის. კონკურსის შეფასება ხორციელდება 2 საფეხურად: კონკურსში შემოსული პროექტები პირველ საფეხურზე შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად . აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია). ინგლისურ ენაზე აუცილებლად უნდა იქნეს თარგმნილი შემდეგი დოკუმენტები: განცხადება / პროექტის თავფურცელი საპროექტო წინადადება პროექტის რეზიუმე პროექტის ბიუჯეტი პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი ძირითადი პერსონალისა და უცხოელი პარტნიორის/კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები. წინა, დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე. წამყვანი ორგანიზაციის რეზიუმე ინგლისურ ენაზე თარგმნას არ საჭიროებს: წამყვანი ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი წამყვანი ორგანიზაციის წესდება თანამონაწილე ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი თანამონაწილე ორგანიზაციის წესდება ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები   პირველ საფეხურზე შერჩეული პროექტები შესაფასებლად გადადის მეორე საფეხურზე. შერჩეული პროექტების პრეზენტაცია უნდა განხორციელდეს სპეციალური კომისიის წინაშე. კომისია შედგება „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებით შექმნილი კვლევებისა და  ინოვაციების საბჭოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ადგილობრივი დარგობრივი ექსპერტების, ბიზნესის, სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) წარმომადგენლებისგან; პროექტების საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებებისა და კომისიისაგან მიღებული ქულების საფუძველზე. იხ. პროექტების პირველ და მეორე საფეხურზე შეფასების კრიტერიუმები . კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (წინასწარი ფორმები): განცხადება / პროექტის თავფურცელი საპროექტო წინადადება პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV- ები პროექტის ბიუჯეტი პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი პროექტის რეზიუმე/აბსტრაქტი (ინგლისურად მაქს. 250 სიტყვა, ქართულად მაქს. 350 სიტყვა) პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე (ინგლისურად მაქს. 400 სიტყვა, ქართულად - მაქს. 600 სიტყვა) წამყვანი ორგანიზაციის რეზიუმე პროექტის კონსულტანტის თანხმობის წერილი ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები ძირითადი პერსონალის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ქსერო ასლები წამყვანი ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები) თანამონაწილე ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები) თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოელია, საჭირო იქნება დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა. კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი: კონკურსის ანონსი: 31/03/2016 კონკურსის გამოცხადება: აპრილი ჯგუფური კონსულტაციები: აპრილი, მაისი (თარიღები დაზუსტდება კონკურსის გამოცხადებისთანავე) კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: მაისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: მაისი განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: მაისი პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი შეფასების პირველი საფეხური - პროექტების შეფასება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ: ივნისი, ივლისი, აგვისტო. შეფასების მეორე საფეხური - მეორე საფეხურზე გასული პროექტების პრეზენტაცია და შეფასება კომისიის მიერ: სექტემბერი. კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი. კონკურსის კოორდინატორები: ხატია ანანიაშვილი ananiashvili@rustaveli.org.ge დავით ჩიჩუა chichua@rustaveli.org.ge გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმები (საპროექტო წინადადება, ბიუჯეტი, გეგმა-გრაფიკი, CV- ის ფორმა, პროექტის რეზიუმე, წინა სამეცნიერო გრანტის რეზიუმე) საბოლოო სახით დაიდება კონკურსის გამოცხადებისას აპრილში. ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! კონკურსის გამოცხადებისთანავე დაიდება ზუსტი ინსტრუქცია პროექტების რეგისტრაციისათვის და პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე.
სრულად

2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები

25/03/2016 10:44
2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში დარეგისტრირდა 83 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო  საკონკურსო კომისიის მიერ მოიხსნა 1 პროექტი. საკონკურსო კომისიის მიერ მოხსნილი პროექტი პროექტის შიფრი წამდგენი ორგანიზაცია პროექტის სათაური CG16_i_5_92 კავკასიის უნივერსიტეტი ”სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები”. საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის N149 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  11 პროექტი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
სრულად

ფონდის ადმინისტრირებით 2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადების შესარჩევი ტურები გაიმართება

23/03/2016 14:10
საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება: ფიზიკა -  12-13  აპრილი  - პირველი და მეორე ტურები  (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).  20-21 აპრილი-  - მესამე და მეოთხე (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).  მათემატიკა -  17-18  აპრილი  - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).    23-24 აპრილი   მესამე და მეოთხე ტურები (მისამართი: (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).  ქიმია - 16-17 აპრილი  - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).  ბიოლოგია - 23-24 აპრილი  - პირველი და მეორე ტურები  ((მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).  საქართველო 2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე დელეგაციებს წარადგენს შემდეგ ხუთ დისციპლინაში: ა) ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის 47–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPhO 2016  (შვეიცარია,   ციურიხი, 11-17 ივლისი) ბ) მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2016 (ჩინეთი, ჰონგ-კონგი,   6-16  ივლისი) გ) ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ინფორმატიკის 28-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI  2016 (რუსეთის  ფედერაცია,  ყაზანი, 12-19   აგვისტო) დ) ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2016 (ვიეტნამი, ჰანოი,  17-24 ივლისი)   ე) ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IChO 2016 (საქართველო, თბილისი,( 23 აგვისტო-1 აგვისტო)   შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ  09:00 საათზე    ფონდში და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).  თითოეული მონაწილე ვალდებულია პირველი შესარჩევი ტურის დაწყების წინ შეავსოს ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული სააპლიკაციო ფორმა.  დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:  გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში გენერალური დირექტორის ბრძანება საგნობრივი საპრეზენტაციო კომისიების შექმნის შესახებ დანართი 1 - სააპლიკაციო განაცხადის ფორმა საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის ადმინისტრირების პროცედურები და პირობები სააპელაციო განაცხადის ფორმა
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/olimpiadebi/download.png
23/03/2016 13:06

სამძიმარი ბელგიის მოსახლეობას

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ბრიუსელში  მომხდარი აფეთქებების გამო და სამძიმარს უცხადებს ბელგიის მოსახლეობას.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/TF.jpg
15/03/2016 15:59

სამძიმარი თურქეთის მოსახლეობას

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ღრმა მწუხარებას გამოხატავს თურქეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების გამო და სამძიმარს უცხადებს თურქეთის მოსახლეობას.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/charcho/IncoNetEaP.png
15/03/2016 15:46

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP

ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციის  (STI) სფეროში თანამშრომლობის ბარომეტრი  სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს ევროკომისიის მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის  (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. პროექტის მიზანია ხელი შუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობას ევროკავშირთან მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციის სფეროებში. საქმიანობა ძირითადად მიმართულია შემდეგ სოციალურ გამოწვევებზე (დარგებზე): ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილებები და ენერგეტიკა. ევროკავშირსა და EaP-ს ქვეყნებს შორის STI-ის სფეროში თანამშრომლობის ბარომეტრი შეიქმნა ორი ონლაინ კითხვარის საფუძველზე, რომელიც განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ექვსი ქვეყნისთვის. პირველი კითხვარი შეივსო 2015 წელს პროექტის ფარგლებში გამოვლენილი სულ ცოტა 150 რესპონდენტის მიერ. წინამბდებარე  კითხვარის მიზანია ხელმეორედ გაანალიზდეს ორ რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციის სფეროებში (STI) არსებული თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები. გთხოვთ უპასუხოთ კითხვარში მოცემულ 35 კითხვას. თქვენი პასუხები დაეხმარება IncoNet EaP პროექტს, ევროკავშირსა და EaP-ს რეგიონს შორის მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში არსებული ბარიერების, ტენდენციების და თანამშრომლობის პოტენციალის უკეთ გააზრებაში  და ხელს შეუწყობს სამომავლო სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის განვითარებას. კითხვარის შესავსებად იხილეთ ბმული: http://survey20.zsi.at/index.php/222519/lang-en   კითხვარის შევსების ბოლო ვადაა ა.წ. 24 მარტი.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/IMG_8045.JPG
11/03/2016 14:47

Elsevier-ისა და Scopus-ის სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისთვის

10 მარტს 15:00 სთ-ზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით ჩატარდა ELSEVIER-ისა და Scopus-ის  სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისათვის. სემინარს ესწრებოდნენ:  ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების  წარმომადგენლები. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორსიო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER BV-თან ორწლიანი თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები, ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე. სემინარზე მოწვეულ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს: ELSEVIER-ის ბაზაში განთავსებული ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის მთავარმა რედაქტორებმა ვახტანგ კოკილაშვილმა და თენგიზ ურუშაძემ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის „მოამბე“  გამომცემელმა ლუდმილა გვერწითელმა და ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სწავლულმა  მდივანმა ალექსანდრე დიდებულიძემ. დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ ელსევიერის წარმომადგენლები.  Scopus-ის შინაარსობრივი პროდუქტის მენეჯერმა, სუზან სტეიგინგამ, ისაუბრა „სკოპუსის“ შინაარსობრივ სელექციასა და პოლიტიკაზე და ELSEVIER-ის კვლევების მართვის მეთოდისტმა, კრჟისტოფ შჟიმანსკიმ - სკოპუსის გამოყენებაზე სამეცნიერო რედაქტორებისათვის. სემინარის პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:   სუზან სტეიგინგა თენგიზ ურუშაძე ლუდმილა გვერწითელი და ალექსანდრე დიდებულიძე ვახტანგ კოკილაშვილი
სრულად