old
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/IMG_7118.JPG
10/02/2016 10:46

საკონსულტაციო შეხვედრა

9 თებერვალს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2016 წლის  ,, მოკლევადიანი ინდივიდუალური   სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო“ კონკურსის ფარგლებში,  მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეორე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. პრეზენტატორი იყო  ნინო დემატრაშვილი, მოდერატორი ლოლიტა შენგელია.   ფონდიდან შეხვედრას ეწრებოდნენ თინათინ ლომსაძე, ვასილ ბარქაძე და  გიორგი ბაგაშვილი. პრეზენტატორმა კონსულტაციაზე მოსული პირების თვალწინ გახსნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდი და გააცნო მათ ახალ ვებ-გვერდზე მუშაობის ძირითადი პრინციპები,  დირექტორის შესაბამისი ბრძანება და ბიუჯეტის ფორმა. ამ უკანასკნელმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსულ პირებში. კონსულტაციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ფონდის მიერ მოწოდებული ფორმების მიხედვით უნდა იყოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კონსულტაციაზე წინასწარი შეტყობინების ფორმით დარეგისტრირდა 15 პირი, შეხვდერას კი დაესწრო 16 პირი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/college-graduation%20(1).jpg
09/02/2016 16:05

ფონდი აცხადებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია : მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი. კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს. პროექტის განხორციელება უნდა დაიგეგმოს 01/01/2017 – 31/12/2017 პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:  mr@rustaveli.org.ge    2016 წლის 4 ივლისიდან 24 ოქტომბრის  17:00 სთ-ის ჩათვლით. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ  ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 28 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე  შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია). დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება. კონკურსის პირობებით დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი პროექტები არ განიხილება. მოთხოვნილი დოკუმენტაციის  წარმოდგენის დადგენილი წესის ა და ფორმატის დარღვევის შემთხვევაში პროექტები მოიხსნება კონკურსიდან. ელ.ფოსტით შეკითხვების დასმა შესაძლებელია 2016 წლის 19 სექტემბრამდე. პასუხები განთავსებული იქნება ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ „ხშირად დასმულ კითხვებში“.   კონკურსის ადმინისტრირების განრიგი : 09/02/2016 - კონკურსის გამოცხადება; 04/07/2016 - ელ. რეგისტრაციის (საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის) დაწყება; დაინტერესებულ პირთათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები: 2016 წლის 24 თებერვალი 16:00 სთ. 2016 წლის 11 ივლისი 16:00 სთ. 2016 წლის 23 სექტემბერი 16:00 სთ. 19/09/2016 - ელ.ფოსტით შეკითხვების დასმის ბოლო ვადა; 24/10/2016 17:00 სთ. - ელ. ფოსტის საშუალებით საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადა; 28/10/2016 17:00 სთ. - კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების კანცელარიაში დარეგისტრირების ბოლო ვადა; 24/11/2016 - კონკურსის შედეგების გამოცხადება; 24/11/2016-05/12/2016 - ხელშეკრულებების გაფორმება. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებში   კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1) საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი №2) პროექტის ბიუჯეტისა და გეგმა-გრაფიკის ფორმები (დანართი №3; 3.1) მაგისტრანტის CV-ის ფორმა (დანართი №4) სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის CV-ის ფორმა (დანართი №5) კონსულტანტის CV-ის ფორმა (დანართი №6) პროექტის რეზიუმეს ფორმა (დანართი №7) სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი №8) კონსულტანტის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი №9) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი №10) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობის წერილის ფორმა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უსასყიდლოდ გამოყენების შესახებ (დანართი №11) კლასიფიკატორი (დანართი №12) პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია  ხშირად დასმული კითხვები სხვა დოკუმენტები: „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება;                     https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034 კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  გრიგოლ აბულაძე   ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 41 33) ელ-ფოსტა: abuladze@rustaveli.org.ge   ვაჟა ლომიძე ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 04) ელ-ფოსტა:  lomidze@rustaveli.org.ge     შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/IMG_7098.JPG
08/02/2016 13:50

საკონსულტაციო შეხვედრა

8 თებერვალს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2016 წლის ,,ახალგზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის  სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო“ კონკურსის ფარგლებში,  მონაწილეობის მსურველთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/3.JPG
04/02/2016 17:30

ფონდი აცხადებს 2016 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე. “ინტელის” საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლე გამომგონებელთა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2016 წლის კონკურსში გამარჯვებულ  მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად:   კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:   leo@rustaveli.org.ge . საკონკურსო კომისია  წარდგენილ საგანაცხადო ფორმას და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით)და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.   კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ,  პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები).(დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (ატვირთული PDF ფაილის სახით)   კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს  ელ. ფოსტის მისამართზე:   leo@rustaveli.org.ge. კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:                  14/04/2016 16:00 სთ კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმისა და კვლევის გეგმა/პირველდი იდეის გამოგზავნის ბოლო ვადა; 18/04/2016 16:00 სთ - საგანაცხადო ფორმის  კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა; 6/05/2016 - პერველი ეტაპის შედეგების გამოცხადება; 19/09/2016 16:00 სთ - კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადის კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების გამოგზავნის ბოლო ვადა; 22/09/2016 16:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ  და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა; 10.2016-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა; 11.2016-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა. დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: საქართველოს მთავრობის დადგენილება გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პირობები პირველ ეტაპზე წარსადგენი საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმა/პირველადი იდეა პირველი ეტაპის საგანაცხადო ფორმა მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ სამეცნიერო მიმართულებები და ქვეკატეგორიები კონკურსის რეგისტარციის ინსტრუქცია   განმცხადებლებისათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები: 2016 წლის 1 მარტი -  რეგისტრაცია დასრულებულია 2016 წლის 7 აპრილი -  რეგისტრაცია დასრულებულია 2016 წლის 1 სექტემბერი - რეგისტრაციის ფორმა  16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში;   მისამართი: მ. ალექსიძისN1, III სართული.   დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: პროგრამის კოორდინატორი მაკა ქაჯაია მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); 577 97 72 02 ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge გისურვებთ წარმატებებს! საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვიდეო ინსტრუქცია
სრულად

ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

28/01/2016 17:02
შევიდა ცვლილება „2016 წლის 15 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახლემწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის მიზნით საგრანტო კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პროგრამისა და მასში მონაწილეობის პირობების დამტკიცების შესახებ“ გენერალური დირექტორის ბრძანებაში .
სრულად

უცხოეთში სტაჟირების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

28/01/2016 11:53
შევიდა ცვლილება „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პროგრამა და პირობებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“ გენერალური დირექტორის ბრძანებაში .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_7041.JPG
27/01/2016 17:03

საკონსულტაციო შეხვედრა

27 იანვარს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2016 წლის საკონფერენციო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/IMG_6925.JPG
22/01/2016 16:47

საკონსულტაციო შეხვედრა

22 იანვარს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2016 წლის სეზონური სკოლების კონკურში მონაწილეთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.    
სრულად

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

20/01/2016 16:47
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს 2016 წლის გაზაფხულზე .
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტების მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ!

20/01/2016 16:46
2016 წლის 18 იანვარს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შესახებ ფონდის დირექტორის ბრძანებაში შევიდა ცვლილება. გთხოვთ, იხილოთ ბრძანება .
სრულად