ორენოვანი „ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში“
2016 წლის 5 მაისს, 18:00 საათზე თსუ-ს I კორპუსში, გაიმართა „სოციალურ მეცნიერებებში ელექტრონული ლექსიკონი-ცნობარის“ პრეზენტაცია.
პროექტი განხორციელდა 2014-2016 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ელექტრონული ლექსიკონების შესაქმნელადელსაგრანტო კონკურსის ფარგლებში. წინამდებარე პროექტის მიზანია ქართულ ონლაინ სივრცეში ორენოვანი „განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარის შექმნა სოციალურ მეცნიერებებში: ფსიქოლოგია, გენდერი, გამოყენებითი სტატისტიკა, საჯრო პოლიტიკა და მართვა“.
ეს არის რიგით მეორე ქართულენოვანი ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში, რომელიც სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ შეიქმნა. იგი მიზნად ისახავდა ცენტრის მიერ 2004 წელს გამოცემულ „სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარის“ შევსებას, კერძოდ კი, იმ სფეროების დაფარვას, რომელიც წინა ბეჭდურ ვერსიაში ვერ მოხვდა. ლექსიკონი მოიცავს სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინებს ორ ენაზე (ქართულად და ინგლისურად) და დამატებით ახსნა-განმარტებით ტექსტს, კონკრეტული მაგალითების ჩვენებითამ ეტაპზე ელექტრონულ ლექსიკონში შევიდა 1203 ტერმინი, აქედან 500 ტერმინი არის ფსიქოლოგიის დარგში, 300 - გენდერსა და ფემინისტურ თეორიებში, 201 ტერმინი - საჯარო პოლიტიკასა და საჯარო მმართველობაში, და 202 ტერმინი - გამოყენებით სტატისტიკაში. მომავალში იგეგმება, 2004 წლის გამოცემის დიგიტალიზაცია, და სოციალურ მეცნიერებათა ერთიანი ელექტრონული ლექსიკონის შექმნა.
ონლაინლექსიკონი და ლექსიკონის დესკტოპ-აპლიკაცია, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა, გამიზნულია ფართო საზოგადოებისთვის: სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, მთარგმნელებისთვის, სხვ. ლექსიკონი ღიად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ლექსიკონით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით dictionary.css.ge
სრულად