old
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_3109.JPG
28/03/2017 16:08

პროექტის საბოლოო პრეზენტაცია

2017 წლის 27 მარტს 16:00 საათზე, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ჩატარდა შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „გარემოსადმი ტოლერანტობისა და პროდუქტიულობის მაჩვენებლების მემკვიდრულობა და ცვალებადობა ავსტრალიურ მერძეულ ზებუსთან ადგილობრივი ძროხის ჰიბრიდიზაციისას“ პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი გ.გოგოლი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_3100.JPG
28/03/2017 11:26

პროექტის საბოლოო პრეზენტაცია

2017 წლის 27 მარტს 14:00 საათზე , შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ჩატარდა შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „გალაქტიონ ტაბიძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის ხუთტომეულის“ პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი თემურ დოიაშვილი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/17499787_624110131116134_2047922236_o.jpg
24/03/2017 11:08

პროექტის საბოლოო პრეზენტაცია

2017 წლის 23 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალი ტიპის მოტივტივე-მოცურავე ტალღა-შემარბილებელ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსის შემუშავება სანაპირო ზოლისა და ღია პორტების შტორმული ტალღებისაგან დასაცავად“ პრეზენტაცია. სამეცნიერო ხელმძღვანელი ზაურ ციხელაშვილი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_3030.JPG
23/03/2017 11:11

”გეოდინამიკური ველის სივრცულდროითი ვარიაციები და მისი გავლენა ღრმა წყალშემცველ ჰორიზონტებზე და მაგნიტურ ველზე“

2017 წლის 22 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში, მ. ალექსიძის სახელობის საქალაქო სემინარზე გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ”გეოდინამიკური ველის სივრცულდროითი ვარიაციები და მისი გავლენა ღრმა წყალშემცველ ჰორიზონტებზე და მაგნიტურ ველზე“  პრეზენტაცია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_3035.JPG
23/03/2017 11:11

სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების შედეგების პრეზენტაცია

2017 წლის 22 მარტს,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისში, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ოთარ ქურციკიძის, სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების შედეგების პრეზენტაცია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/DO%20eng/IMG_3024.JPG
15/03/2017 11:10

„თანამგზავრული დისტანციური ზონდირების საფუძველზე საქართველოს მყინვარების კვლევა“

2017 წლის 15 მარტს 13 სთ-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გ.ნიკოლაძის დარბაზში, ჩატარდა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურში გამარჯვებული პროექტის „თანამგზავრული დისტანციური ზონდირების საფუძველზე საქართველოს მყინვარების კვლევა“  საბოლოო შედეგების წარდგენა.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/DO%20eng/IMG_3002.JPG
15/03/2017 09:22

„ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2017“

2017 წლის 7 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით მიმდინარე „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა 2017-ის“ დახურვის ცერემონია. ზამთრის სკოლის გამარჯვებულმა მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები და მათ საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სერტიფიკატები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/photo.jpg
27/02/2017 09:44

სოციალური მეცნიერებების და ეკონომიკის 51-ე საერთაშორისო კონფერენცია

2016 წლის 28-29 ივნისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების პროგრამის ფარგლებში, ვახტანგ ჭარაიამ მონაწილეობა მიიღო „მეცნიერების, სოციალური მეცნიერებების და ეკონომიკის 51-ე საერთაშორისო კონფერენციაში“, რომელიც გაიმართა მექსიკის დედაქალაქში, ქ. მეხიკოში. კონფერენციაზე, მის მიერ განხორციელებულმა მოხსენებამ - „ნავთობის ფასების გავლენა ცენტალური კავკასიის ქვეყანაზე - საქართველოზე“ დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი/საერთაშორისო სპეციალისტების მიერ და აღიარებულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო მოხსენებად. რისი თქმის საფუძველსაც უცხოელი კოლეგების გამოხმაურება იძლევა. კერძოდ, მოხსენება შეეხებოდა 2014 წლის ბოლოდან ნავთობის ფასების შემცირების პოზიტიურ და ნეგატიურ ეფექტებს, რაც შესაბამისი გათვლების გარეშე ცალსახად პოზიტიურ მოვნელად იქნა აღქმული საქართველოში. თუმცა, დეტალური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქმე ასე მარტივად როდია. საქართველოსთვის, რომლის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მისი მეზობელი, ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკებზე, ნავთობის საერთაშორისო ფასების დაცემას არათუ პოზიტიური არამედ უფრო ნეგატიური როლი შეუსრულებია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_2848.JPG
06/02/2017 09:28

წიგნების წარდგინება

2017 წლის 3 თებერვალს, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას წაარუდგინა 2016 წელს გამოცემული წიგნები. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა სამეცნიერო გამოცემების სახით.   წარმოდგენილი იყო 18 გამოცემა, რომლებიც ავტორებმა წარადგინეს. მათ შორის იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინასებული გამოცემებიც.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_2554.JPG
23/01/2017 14:23

წყალსაცავების მოსილვის საველე ექსპერიმენტების შედეგები ჰიდროენერგეტიკისა და ნაპირდაცვის პრობლემების ჰარმონიული რეალიზაციის მიზნით

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ლია მაჭავარიანი იმყოფებოდა მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე „მეცნიერება, ინჟინერია და გარემო (SEEOsaka2016), სადაც წარადგინა მოხსენება თემაზე: „წყალსაცავების მოსილვის საველე ექსპერიმენტების შედეგები ჰიდროენერგეტიკისა და ნაპირდაცვის პრობლემების ჰარმონიული რეალიზაციის მიზნით“. საქართველოში მთის მდინარეებისა და ზღვის მდგომარეობასთან დაკავშორებული ორი ანტაგონისტური პრობლემაა აქტუალური – ჰიდროენერგეტიკა და სანაპიროს ეროზია, რომელთა რეალიზაცია განაპირობებს მესამე – ეკოლოგიურ პრობლემას. კლიმატის ცვლილების თანამედროვე მდგომარეობა კიდევ უფრო ამწვავებს პლაჟების დეგრადაციის პროცესს. მთის წყალსაცავებში მოსილვის პრიზმისა და წონასწორული კალაპოტის ფორმირების პროცესების შესწავლა განხორციელდა ნატურული ექსპერიმენტის გამოყენებით მცირე ზომის სამ მთის მდინარეზე, რომელებიც გადაიკეტა ხელოვნული მცირე კაშხლებით. ინსტრუმენტული დაკვირვებები ტარდებოდა ჰიდროსისტემის რეჟიმის შესაბამისი პროგრამების გამოყენებით. მდინარეზე, სადაც წყალსაცავის მოცულობა ნაკლებია ნატანის წლიურ ჩამონადებზე, მოსილვის პრიზმმა ერთ წელზსე ნაკლებ დროპში მიაღწია ზღვრულ ზომას და შექმნა წონასწორული კალაპოტი. დანარჩენ საექპერიმენტო მდინარეებზე ეს პროცესები სხვადასხვა ინტესივობით განვითარდა. წონასწორული კალაპოტი ფორმირდება საწყის პოზიციაზე გაცილებით უფრო მაღლა, რაც კატასტროფული წყალდიდობების სერიოზულ საშიშროებას ქმნის. შენაკადებში, მოსილვის პრიზმი ქმნის შლეიფს, რომელიც ვრცელდება წყლის ზედა ბიეფში. შლეიფის სიგრძე (L) წარმოადგენს წყლის მაქსიმალური ჩამონადენის (Q m ), ნატანის ჩამონადენის (R), დეპოზიტის ფსკერული დიამეტრის (d) და მდინარის კალაპოტის დახრილობის (I) ფუნქციას. ყველა პრობლემის ჰარმონიული რეალიზაციის მიზნით, დეგრადირებული პლაჟები პერიოდულად უნდა შეივსოს მდინარეული ნაფენებით, რომლებიც წყალსაცავებში გროვდება. შეთავაზებულ მეთოდიკაზე დაყრდნობით, საჭიროა წყალსაცავებთან კარიერული სისტემის შექმნა.
სრულად