VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი
17 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „საკონფერენციო გრანტის“ ფარგლებში დაფინანსებული VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი. სიმპოზიუმის თემა - „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, უცხოელი მეცნიერები ფილადელფიის, ბოსტონის, იერუსალიმის, ბირმინგემის, ტოკიოს, ვარშავის, თეირანის, ვენეციის, ფრანკფურტის, ბრემენის, იენის, ნიურნბერგის, მაინცის, პარიზის, მადრიდის, ინსბრუკის, მოსკოვის, კიევის, რიზეს უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს აკადემიური სექციები ქართველოლოგიური მეცნიერებების ყველა მიმართულებით: რუსთველი და რუსთველოლოგია, ივანე ჯავახიშვილი და ქართული ისტორიოგრაფია, ქართველური ენათმეცნიერება, შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურა, ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობები, არქეოლოგია, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექტივები, ფოლკლორი, ეთნოლოგია, ქარტული ფილოსოფიის ისტორია, ქართული ხელოვნება. ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევრები წაიკითხავენ მოხსენებებს. VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი 22 ოქტომბერს დასრულდება.
სრულად