Plutomurus-ში (Collembola, Tomoceridae) სახეობების დიაგნოზირებისათვის ნიშან-თვისებების სისტემა და კრიტერიუმები 2 ახალი სახეობის აღწერით საქართველოს მღვიმეებიდან (კავკასია).
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრტანტო კონკურსის ფარგლებში, შალვა ბარჯაძე იმყოფებოდა 23-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, მიძღვნილი მიწისქვეშა ბიოლოგიისათვის სადაც მან წარადგინა მოხსენება: Plutomurus-ში (Collembola, Tomoceridae) სახეობების დიაგნოზირებისათვის ნიშან-თვისებების სისტემა და კრიტერიუმები 2 ახალი სახეობის აღწერით საქართველოს მღვიმეებიდან (კავკასია).
მოხსენებაში აღწერილია, ილუსტრირებულია და დიფერენცირებულია სხვა მორფოლოგიურად ახლომონათესავე სახეობებისაგან გვარ Plutomurus-ის 2 ახალი სახეობა—P. revazi sp. nov. პრომეთესა და საწურბლიის მღვიმეებიდან და P. eristoi sp. nov. სათევზიას მღვიმიდან. მაღალი ცვალებადობა P. revazi sp. nov.-ის ბრჭყალის, უნგუიკულუსის და მუკროს კბილაკების რიცხვში უჩვენებს, რომ ეს ნიშან-თვისებები არ არიან გამოსადეგი სახეობების დიაგნოზირებისათვის. მიუხედავად ამისა, დორსალური ქეტოტაქსია იყო ნაჩვენები რომ არის მყარი ნიშან-თვისება ამ მიზნისათვის. დნმ-ის თანმიმდევრობების ანალიზი COI და 28S გენებისათვის არის შესაბამისობაში სახეობის დონის ჯგუფებთან, რომლებიც გამიჯნულია ქეტოტაქსიით და ამგვარად უზრუნველყოფს დამატებით მხარდაჭერას ქეტოტაქსიისათვის, როგორც ყველაზე საიმედო მორფოლოგიური ნიშან-თვისების სისტემისა Plutomurus-ის სახეობების განსხვავებისათვის. უზრუნველყოფილია საქართველოში ნაპოვნი Plutomurus-ის გვარის სახეობების სარკვევი, რომელიც პირველად შეიცავს მაკროქეტოტაქსიის ნიშან-თვისებებს.
სრულად