old
http://rustaveli.org.ge/images/IMG_0427.JPG
26/07/2016 09:34

"ვეფხისტყაოსნის" კვალი შექსპირის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში

22 ივლისს , 15:30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიის "ვეფხისტყაოსნის" კვალი შექსპირის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში პრეზენტაცია გაიმართა. მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის-"ვეფხისტყაოსნის" კვალი შექსპირის მემკვიდრეობასა და შექსპიროლოგიურ წყაროებში-ფარგლებში მომზადდა. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_0376.JPG
22/07/2016 09:36

(AERA) 2016 ყოველწლიური საიუბილეო კონფერენცია

2016 წლის 8–12 აპრილს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი, აშშ ჩატარდა ამერიკის განათლების კვლევების ასოციაციის (AERA) 2016წ. ყოველწლიური საიუბილეო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ასოციაციის 100 წლისთავს. კონფერენციის თემა იყო : „საზოგადოების მეცნიერული ცოდნა  მრავალფეროვანი დემოკრატიების განათლებისათვის“. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრტანტო კონკურსის ფარგლებში, იზაბელა პეტრიაშვილმა წარადგინა მოხსენება სათაურით „ლიდერობის მსგავსებებისა და განსხვავებების გამოვლენა კოლეჯის ქალ–სტუდენტებს შორის საქართველოში, საუდის არაბეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში“  ორ ამერიკელ კოლეგასთან ერთად. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო  ერთობლივი კვლევა ქალი–სტუდენტების ლიდერობის ქცევებისა და სტილების მსგავსებები და განსხვავებები სამი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების გამოკითხვის მაგალითზე.  ორგანიზაციული მართვის ჩარჩოს ცვლილების პროპონენტებმა  ბოლმანმა და დილმა (2008) მოახდინეს ამ ქცევებისა და სტილების კლასიფიკაცია ოთხი ჩარჩოს მიხედვით: სტრუქტურული, ადამინური რესურსების, პოლიტიკური და სიმბოლური. ამ ჩარჩოებისათვის დამახასიათებელი ქცევების გასაზომად ბოლმანმა შეიმუშავა 38–პუნქტიანი ინსტრუმენტი – ლიდერობის თვით–ორიენტირების კითხვარი (r=.90). აღნიშნული კვლევის მიზნით ლიდერობის ქცევებისა და სტილების შესახებ მონაცემები შეგროვდა კოლეჯის (უმაღლესი სკოლის) ქალ სტუდენტებს შორის სამ განსხვავებულ ქვეყანაში: საქართველოში, საუდის არაბეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა  გამოვლენილიყო მსგავსებები და განსხვავებები მათ ქცევებსა და სტილებში. სტატიის  სრული ვერსია ატვირთულია AERA –ს ონლაინ ბიბლიოთეკაში, რაც ნიშნავს, რომ  აღნიშნული ერთობლივი კვლევის შედეგებზე წვდომა აქვს ფართო აუდიტორიას როგორც ასოციაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს არის ღია რესურსი. http://tinyurl.com/j3ybluw  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/elizbaraShvili%20(1)_1.JPG
22/07/2016 09:35

GEOMED 2016 მე-4 საერთაშორისო გეოგრაფიული სიმპოზიუმი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრტანტო კონკურსის ფარგლებში, მარიამ ელიზბარაშვილმა წარადგინა  პრეზენტაცია GEOMED 2016 მე-4 საერთაშორისო გეოგრაფიული სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდა 23-26 მაისს, 2016 წ. ქ.ქემერში, თურქეთი. ამ სიმპოზიუმზე მარიამ ელიზბარაშვილს ჰქონდა ორი სხვადასხვა სექციის მოხსენება. პირველი მოხსენება ეხებოდა - „ მთიანი რეგიონები, მოსახლეობა და მათი ეკოლოგიური პრობლემები (მესტიის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)“, მოხსენებაში განხილული იყო საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო მთიანი რეგიონის - მესტიის მუნიციპალიტეტის, ზემო სვანეთის მოსახლეობის დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემების მიმართ რეგიონის განვითარების კონტექსტში. მეორე მოხსენება - „საქართველოს პოტენციური კლიმატური რესურსები“, მოხსენებაში განვიხილეთ საქართველოს პოტენციური კლიმატური რესურსები, რომელიც შევაფასეთ ა.ვოეიკოვის სახ. მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში შემუშავებული მეთოდის გამოყენებით. ასევე,23 მაისს  სიმპოზიუმზე უხელმძღვანელა სესიას სადაც იყო ოთხი მოხსენება. სიმპოზიუმის მოხსენებების აბსტრაქტები  ონლაინ დაიდო შემდეგ ლინკზე: http://geomed.mehmetakif.edu.tr/Download/geomed2016_bookofabstracts.pdf დაგეგმილია სრული მოხსენებების დაბეჭდვა.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/tabagua.png
22/07/2016 09:34

საერთაშორისო კონფერენცია „რეალური ეკონომიკა: გლობალური გამოწვევების გადაწყვეტები (AC€ - 16+)“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრტანტო კონკურსის ფარგლებში,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „ეკონომიკის“ სადოქტორო პროგრამის I-კურსის დოქტორანტმა, სულხან ტაბაღუამ, მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში „რეალური ეკონომიკა: გლობალური გამოწვევების გადაწყვეტები (AC€ - 16+)“ რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 20-21 მაისი, ქ. ჰელსინკში, დანია. საქართველოს გარდა აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა  გერმანიის; სამხრეთ კორეის; უკრაინის; ისლანდიის და ტაილანდის სამეცნიერო, კვლევითი ორგანიზაციების წამომადგენლები. საქართველოს აღნიშნულ კონფერენციაში პირველად იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულ კონფერენციაზე მომხსენებლის მიერ წარმოდგენიი იყო თემა: “მთავრობის ოპტიმალური ზომა და ეკონომიკური ზრდა საქართველოს მაგალითზე“, რამაც მნიშვნელოვანი დაინტერესება გამოიწვია კონფერენციის მონაწილეებს შორის. მოხსენების მოკლე რეზიუმე გამოქვეყნდა კონფერენციის მასალათა კრებულში . კონფერენციის ფარგლებში გაიმართა არაერთი არაოფიციალური ხასიათის შეხვედრა კონფერენციაში მონაწილეებს შორის, ინფორმაციის/კონტაქტების გაცვლის მიზნით. სულხან ტაბაღუას მიეცა შანსი, უახლოეს მომავალში მისი კვლევა სამეცნიერო ჟურნალში “ACTUAL PROBLEMS OF ECONOMICS “ (ინდექსირებული SCOPUS ) გამოქვეყნდეს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანად განხორციელებაში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/IMG_0368.JPG
19/07/2016 09:37

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

19 ივლისს, 10:00 საათზე, კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით გახსნა ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“. საზაფხულო სკოლა გათვალისწინებულია ქართული ისტორიისა და კულტურის, განსაკუთრებით კი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლითდაინტერესებული უცხოელი მკვლევარებისა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის (მაგისტრანტები, დოქტორანრები, მაგისტრები და დოქტორები), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია და სხვ. ) პროექტის მიზანია სამეცნიერო სფეროს განვითარების ხელშეწყობა და უცხოელი მეცნიერების დაინტერესება ქართული კულტურით. ასევე ქართველი და უცხოელი მეცნიერების სამომავლო კოლაბორაციისათვის ხელშეწყობა. საზაფხულო სკოლის მუშაობის პერიოდი განსაზღვრულია 19 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_0214.JPG
19/07/2016 09:36

„საქართველო და ეგვიპტის მამლუქები“

8 ივლისს , 16:00 საათზე ,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში პროფესორ გოჩა ჯაფარიძის მონოგრაფიის  „საქართველო და ეგვიპტის მამლუქები“  პრეზენტაცია გაიმართა. მონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის „საქართველო და ეგვიპტის მამლუქები“ ფარგლებში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/13613313_10153620427952233_1752384534365276984_o.jpg
19/07/2016 09:36

საზაფხულო სკოლა გამოყენებით ბიომეცნიერებებსა და ბიოტექნოლოგიაში

11 ივლისს , 10:00 საათზე ,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საზაფხულო სკოლა გამოყენებით ბიომეცნიერებებსა და ბიოტექნოლოგიაში გაიხსნა. პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. საზაფხულო სკოლა 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა. სეზონური სკოლის მიზანი იყო  საქართველოში გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგის და მომიჯნავე სპეციალობების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტების პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლების, ბიოტექნოლოგიური კვლევის სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური ერთკვირიანი თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის გზით ხელშეწყობა. სეზონური სკოლა მიზნად ისახავს დაანახოს მომავალ მეცნიერებს ბიოტექნოლოგიის დარგში სამეცნიერო კვლევების პოტენციალი კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზაზე ადამიანისა და გარემოს სასიკეთოდ. საზაფხულო სკოლის მსმენელები იყვნენ თსუ-სა და პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, კერძოდ:  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (საუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი),ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი (აწსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) და  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ). გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის საზაფხულო სკოლის თანამონაწილეები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის, ალკალას უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და შპს ღვინის ლაბორატორია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_9806.JPG
22/06/2016 09:38

„ნედლეულის ეკონომიკა“

2016 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ  ბიბლიოთეკაში, ჩატარდა ა.თვალჭრელიძის,  თ.ბერბერაშვილისა და მ.ოთარაშვილის  ერთობლივი ნაშრომის  „ნედელეულის  ეკონომიკის“ (ნედლეულის როლი გლობალიზაციის სამყაროში)   წიგნის პრეზენტაცია.   ნაშრომი წარმოადგენს ნედლეულის მსოფლიო ბაზრების, რესურსების, წარმოების, გადამუშავების სქემების, მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის, სტრატეგიული რეზერვების, მონოგრაფიულ კვლევას. მასში განხილულია მსოფლიოს უმსხვილესი მომპოვებელი კომპანიები, ნედლეულის მსოფლიო ნაკადები, ინფრასტრუქტურა (მილსადენები, ტანკერული და სხვ. ფლოტი, პორტები, და სხვ.), ფასწარმოქმნა, აგრეთვე, ნედლეულის გავლენა გეოეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე. შემუშავებულია ეკონომიკური ანალიზის მეთოდიკა და შექმნილია მსოფლიოს, ნედლეულის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების რეგრესიული მოდელები, სადაც მშპ აღწერილია ნედლეულის ტერმინებში. განხილულია მსოფლიო სანედლეულო ბაზრებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და შემოთავაზებულია მდგრადი სანედლეულო პოლიტიკა. წიგნი მულტიდისციპლინარულია. იგი საინტერესო იქნება გეოლოგებისთვის, მინერალოგებისთვის, საბადოთა სპეციალისტებისთვის, ნედლეულის ანალიტიკოსებისთვის, საერთაშორისო და მაკროეკონომისტებისთვის, საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის ექსპერტებისთვის, ამ დარგის სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, ადამიანებისთვის, ვისაც საერთაშორისო ბირჟებზე ინვესტიციების განხორციელება უნდა, უბრალოდ ფართო საზოგადოებისთვის. წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/13442150_510178402506933_1557210784947329499_n.jpg
14/06/2016 12:25

1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი

2016 წლის 10 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსშჰი ჩატარდა "1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი"  წიგნის პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი გამოიცა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინსებული პროექტის (31/34) ფარგლებში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი დარეჯან თვალთვაძე; თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ; შოთა რუსთაველის ფონდის, იუნუს ემრეს ინსტიტუტის წარმომადგენლები და საუნივერსიტეტო საზოგადოება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_0593.JPG
07/06/2016 14:16

„ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ს,    ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ს და  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით 2016  წლის  7 ივნისს გაიმართა  შოთა  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული   საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:   „ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები.“ კონფერენციის გახსნისას მისას ა ლმებელი   სიტყვით გამოვიდნენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   დარეჯან თვალთვაძე, რუმინეთის სრულუფლებიანი დასაგანგებო ელჩი საქართველოში   დიმიტრუ ბადეა მ ,     შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე თინათინ ბოჭორიშვილი,  საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარე   ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს საპატრიარქოს და რუმინეთის უნივერსიტეტების  წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ანთიმოზ ივერიელის  ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები; ანთიმოზ ივერიელის შესახებ გამოქვეყნებული, ბიბლიოთეკაში დაცული პუბლიკაციები და წიგნები.
სრულად