old
http://rustaveli.org.ge/images/parosana.jpg
30/10/2018 11:43

„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები

გამოვლინდნენ  „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 9 განაცხადი. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა მეორე ეტაპზე გადასული 9-ვე პროექტი ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 14 ივნისის N77 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, რომლის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩა 4 პროექტი. იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 30 ოქტომბრის N162 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ; შეფასებული პროექტების რანჟირებული სია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
29/10/2018 17:15

კონფერენცია გამორჩეულ კვლევებსა და ხელოვნურ ინტელექტზე

25-26 ოქტომბერს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც შეეხება დაფინანსებულ პროექტებს და ERC-ს წვლილს ხელოვნური ინტელექტის შესახებ შემუშავებული სამეცნიერო პროექტების განვითარებასა იმპლემენტაციაში. კონფერენციის სრული ონლაინ ჩანაწერის სანახავად მიჰყევით ბმულს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/DSC_3544.jpg
29/10/2018 14:23

„შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“

2018 წლის 25-27 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტის „ შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე “ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გაიხსნა 25 ოქტომბერს, 09.30 სთ-ზე. გახსნას ესწრებოდნენ საფრანგეთის საელჩოს პირველი მრჩეველი, ბატონი ერიკ ტოზატი, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო და სამეცნირო თანამშრომლობის ატაშე, ქალბატონი ელეონორ გარნიე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, ქალბატონი ქეთევან ქურციკიძე. იმავე დღეს, 19 სთ-ზე გაიმართა ოფიციალური ამავე საღამოს გაიმართა ჟურნალ EISH-ის (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-5 ნომრის პრეზენტაცია, რომელშიც დაბეჭდილია 2017 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამენიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ 21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები “ მასალები. უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციის მონაწილეების საპატივცემულოდ გამართეს 20 წუთიანი კონცერტი. კონფერენციაზე მოსმენილ იქნა 6 პლენარული მოხსენება (ალექსი ნუსელოვიჩი, მარი-ვრინა ნიკოლოვი, მეთინ ეკიჩი, იაშარ ეიუპ ოუზვერენი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ბელა წიფურია). სამი დღის განმავლობაში გაიმართა სამ-სამი პარალელური სესია, მოსმენილ იქნა  49 მოხსენება. კონფერენციას მიეძღვნა ზღვის თემაზე შექმნილი ნახატებისა და ფოტოების გამოფენა. ფოტოების ერთ-ერთი ავტორი გახლდათ თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორი ელენი ჟინუ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა ერასმუსის აკადემიური მობილობის ფარგლებში. 26 ოქტომბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც მოწვეულმა სტუმრებმა, ასევე ქართველმა მეცნიერებმა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს აგრეთვე 2019 წელს „ჰორიზონტი 2020“ კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონსორციუმის შექმნისა და სავარაუდო თემატიკის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე ქართველი მეცნიერების მორიგი შეკრება გაიმართება 31 ოქტომბერს. კონფერენცია დაიხურა 27 ოქტომბერს. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო უცხოელ მეცნიერებს - სამახსოვრო  საჩუქრები: საქართველოსა და ქართული კულტურის ამსახველი ალბომები.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3001.JPG
29/10/2018 11:00

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის რიგით მეორე საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/es%20(5).JPG
26/10/2018 17:13

საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის მეორე საერთაშორისო კონგრესი

26 ოქტომბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონგრესი ონკოუროლოგიაში  გაიხსნა. აღნიშნული კონგრესი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, MMT ჰოსპიტალისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ზვიად გაბისონიამ. კონგრესში მონაწილეობას იღებენ ამ დარგის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები - ამერიკის, გერმანიის, შვედეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გამოჩენილი წამყვანი მეცნიერები და ექიმები. უროლოგიურ სიმსივნეებთან ბრძოლა აქტუალური თემაა დღევანდელ მსოფლიო მედიცინაში. არსებობს სრულიად ახალი მიდგომები და რეკომენდაციები ამ პათოლოგიათა დასამარცხებლად. კონგრესის ძირითადი მიზანია ამ სიახლეების ურთიერთგაზიარება და ქართველი ექიმებისთვის თანამედროვე მსოფლიო მედიცინის განვითარების პროცესებში თანამონაწილეობა. უროლოგიაში ფართოდ ინერგება მკურნალობის ახალი სტრატეგია და ტაქტიკა. სხვადასხვა დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები შეაჯამებენ არსებულ სამეცნიერო ინოვაციებს, მოხდება აზრთა გაცვლა, და დისკუსიები. ეს, უზრუნველჰყოფს სამეცნიერო-პრაქტიკულ და კლინიკურ პროგრესს, სპეციალისტთა ცოდნის, გამოცდილების ზრდას, პროგრესული იდეების დანერგვას.  კონგრესი მულტიდისციპლინურია - მასში მონაწილეობენ უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები და პათანატომები სხვადასხვა ქვეყნებიდან.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/20181026_104445.jpg
26/10/2018 16:34

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ქრონიკული ნევროლოგიური დარღვევები - ელექტრონული ჯანდაცვის მიდგომები“.

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ქრონიკული ნევროლოგიური დარღვევები - ელექტრონული ჯანდაცვის მიდგომები“. კონფერენციაზე შეჯამდა 2016 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ელექტრონული ჯანდაცვის პროტოტიპი ძილის დარღვევებისთვის - ქართული ციფრული კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის (CBT) ვერსია ინსომნიის მქონე პაციენტებისთვის“ შედეგები.   კონფერენცია გახსნა თსსუ რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მედიცინის დოქტორი, ბატონი ჟან უილემ ბარზილაი - ნიდერლანდების სამეფოს ეპილეფსიის ცენტრის (SEIN) დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ბატონი ალ დე ვერდი - ნიდერლანდების სამეფოს ძილის ცენტრის ფედერაციის თავმჯდომარე და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი ნინო გაჩეჩილაძე.   კონფერენციაში ქართველი ექიმების გარდა მონაწილეობას იღებენ ნევროლოგიის დარგის წამყვანი სპეციალისტები ავსტრიის, შოტლანდიის, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნებიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/YS/etriks.jpg
26/10/2018 11:54

2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ბრძანებაში ცვლილება

ცვლილება 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამოცხადების შესახებ სსიპ შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 2 აპრილის N38 ბრძანებაში. იხ. ცვლილება ბრძანებაში
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AR%202018/AR%20logo.jpg
26/10/2018 11:42

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნულის გათვალისწინებით სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმდინარე კონკურსების ვადებში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსზე რეგისტრაციის ვადები: ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა - 31 ოქტომბრის 16:00 საათამდე ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა - 1 ნოემბრის 16:00 საათამდე იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებაში შესული ცვლილებების შესახებ ბრძანება N159.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/juelich%202018/dd.jpg
25/10/2018 10:04

გამოცხადდა კონკურსი ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის!

ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის კონკურსის აბრევიატურა   JFZ კონკურსის მიზანი სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში. საპროექტო განაცხადი ტიპი       ინდივიდუალური კონკურსის ძირითადი პირობები კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლია საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღისათვის 30 წლამდე ასაკის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტიდან (ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით); იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 მაგისტრანტისა და არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ სამეცნიერო სფეროებში: 1) მათემატიკური მეცნიერებები; 2) საინფორმაციო ტექნოლოგიები; 3) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 4) საინჟინრო მეცნიერებები; 5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები. მაგისტრანტებისათვის: დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტებში მათი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმთან; კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 900 ევროს ეკვივალენტს ლარში. დოქტორანტებისათვის: დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლამდე ვადით; კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 1400 ევროს ეკვივალენტს ლარში;   დაფინანსების 50%-ს ფარავს ფონდი, 50%-ს იულიხის კვლევითი ცენტრი.   კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2018 წლის 25 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის 16:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: juelich@rustaveli.org.ge ბ) ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია –  2018 წლის 21 ნოემბრის 16:00 საათამდე.   კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №226/ნ შეთანხმება ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 25 ოქტომბრის №156 ბრძანება ხშირად დასმული კითხვები   პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები კონკურსის პირობები - დანართი 1 განაცხადის ფორმა - თავფურცელი (ქართ დანართი 2 ); (ინგ დანართი 2) კონკურსში მონაწილის ბიოგრაფია (CV)  (ნიმუში - დანართი 3, GMUS-ის ფორმატი) პროექტის ბიუჯეტი მაგისტრანტებისათვის - დანართი 4 პროექტის ბიუჯეტი დოქტორანტებისათვის - დანართი 5 პროექტით გათვალისწინებული შედეგები (დოქტორანტებისათვის - დანართი 6) „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (დანართი 7)   საგრანტო კონკურსში თითოეულ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.   დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორებს:   თორნიკე სხირტლაძე (პროგრამული საკითხები) საკონტაქტო ინფორმაცია: skhirtladze@rustaveli.org.ge ტელეფონი: 0322 200 220 (4133)   თამთა ტურაშვილი (ფინანსური საკითხები) საკონტაქტო ინფორმაცია: turashvili@rustaveli.org.ge ტელეფონი: 0322 200 220 (4301)   გიორგი წოწორია საკონტაქტო ინფორმაცია: tsotsoria@rustaveli.org.ge ტელეფონი: 0322 200 220 (4019)   ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2800.JPG
24/10/2018 17:12

შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

23 სექტემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა  ფონდის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე განხილულ იქნა ინსტიტუციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა ისაუბრეს ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერისა და ინოვაციური, გამოყენებითი კვლევების გაძლიერების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე გენერალურმა დირექტორმა ფონდის სახელით სრული მზადყოფნა გამოხატა, სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.  
სრულად