old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/46331525_1322429627900236_519751498775658496_n.jpg
16/11/2018 12:17

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2018 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ შედეგები

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018 წლის კონკურსის საკონკურსო კომისიამ, კონკურსის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 18 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 23 იანვრის  N11 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულები. 2018 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ წარდგენილი 38 საკონკურსო განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 18 ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინა „თიბისი ბანკში“. გამოფენაზე კონკურსანტები დამთვალიერებლების წინაშე წარსდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა სკოლის მოსწავლეები მე-7 დან 12 კლასის ჩათვლით. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.   გრანპრის მფლობელი გახდნენ: დეა ილარიონოვა; შორენა გუჯაბიძე; მარინა გუჯაბიძე პროექტი: Health care - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა სკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზია „AIA-GESS” პროექტის ავტორები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით. I ადგილის და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ: მილანა გაგულია; მარიამ ბახტაძე; ანა კალანდარიშვილი პროექტი: უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის სკოლა: ქ. სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ: ერეკლე თაბაგარი; ნინო მაკასარაშვილი; თამარ დეკანოიძე პროექტი: კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისაკენ სკოლა: ქ. საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის სახ. მეორე საჯარო სკოლა, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი III ადგილის და 2000 ლარის მფლობელები გახდნენ: ნატა სულაქველიძე; გვანცა მაჩიტიძე პროექტი: უსინათლოს სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა სკოლა: ქ. ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლა, ნიკო ნიკოლაძის სახ. სკოლა-ლიცეუმი (საპრიზო თანხა გადანაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე).   პროექტის   ოფიციალური პარტნიორია „თიბისი   ბანკი“. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ: თიბისი ბანკმა I ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი დააჯილდოვა  1 წლიანი სტიპენდიით 200 ლარის ოდენობით, ასევე თიბისი ბანკის სტიპენდია დაენიშნა ბანკის რჩეულს - ივერი ჯაჯანიძეს. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა  კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელებს გადაეცემა 100% საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისი სასწავლო პროგრამის ღირებულებას, გარდა ამისა, კონკურსის ფინალისტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 20%-ით. საქპატენტი-ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  თავჯდომარის მოადგილემ მერაბ კუციამ  პროექტის „უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის“ ავტორებს მილანა გაგულიას, მარიამ ბახტაძესა და ანა კალანდარიშვილს გადასცა  1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. შპს მთაწმინდის პარკმა კონკურსში მონაწილე უმცროს კლასელები (VIII კლასელები), ალექსანდრე რიაბუხა, ამირან ჟვანია, დავით არველაძე  მთაწმინდის პარკის 30 -ლარიანი ბარათებით  დააჯილდოვა.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/1_5.jpg
13/11/2018 17:41

,,ჯრუჭის მონასტრის ისტორიის ფუნდამენტური კვლევა და მისი საგანძურის სამეცნიერო კატალოგიზაცია“.

1991 წელს ჯრუჭის მონასტერი მიწისძვრამ ერთიანად დაანგრია. სტიქიური უბედურების საშინელ შედეგებს ისიც ამძაფრებდა, რომ დიდი ისტორიის მქონე  სავანე კომპლექსური სამეცნიერო კვლევის ობიექტი არასოდეს გამხდარა და არ არსებობდა მისი საგანძურის  ერთიანი კატალოგი. ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურებოდა შოთა რუსთაველის საქართველო ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის პროექტი ,,ჯრუჭის მონასტრის ისტორიის ფუნდამენტური კვლევა და მისი საგანძურის სამეცნიერო კატალოგიზაცია“. 2018 წლის 13 ნოემბერს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზუმის დიდ საგამოფენო დარბაზში ჩატარდა პროექტის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია. ამ ღონისძიებაზე ნათელად გამოიკვეთა, რომ კვლევების პროცესში მოძიებული იქნა უცნობი მასალები. მოხდა მათი  შესწავლა-ანალიზი და სისტემატიზაცია უკვე გამოკვლეულ საკითხებთან ერთად და მომზადდა გამოსაცემად გამზადებული, ორი ნაწილისაგან შემდგარი სოლიდური მონოგრაფია: ,,ჯრუჭის მონასტრის ისტორია და მისი საგანძური“. ჯრუჭის მონასტრის ისტორიის ფუნდამეტაურად კვლევისა და მისი საგანძურის სამეცნიერო კატალოგიზაციიის პროცესს თან ახლდა მეცნიერული სიახლეები, რომლებიც ფრიად   აქტუალურია  ეროვნული მეცნიერების განვითარებისა და  ქართული კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. წყაროებზე დაყრდნობით გამოკველული იქნა: ჯრუჭის მონასტრიის დაარსების თარიღი და მფლობელთა ვინაობა; სამონასტრო კომლექსის არქიტექტურულ ნაგებობათა ისტორია; დადგინდა მიწთმფლობელობის გეოგრაფული არეალი და, პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში, შეიქმნა ჯრუჭის მონასტრის მამულების რუკა; გაშუქდა მონასტრის სოციალურ–ეკონომიკური ისტორია; შედგენილია წინამძღვართა მოღვაწეობის სრული ქრონოლოგიური სია და ნაშრომში მოცემულია თითქმის ყველა მათგანის ბიოგრაფია; ადრე გამოქვეყნებული მასალებისა და პროექტით დაფინანსებული სამეცნიერო ექსპედიიცის საფუძველზე შესწავლილია ნეკროპოლი, გამოკვლეულია ტაძარსა და მის ეზოში დაკრაძალული პირების ვინაობა, რომელთა რიცხვი თითქმის ერთი ათეულით აჭარბებს სპეციალურ ლიტერატურაში მანამდე ცნობილ სიებს. მონასტრის წინამძღვართა მიერ შედგენილი დოკუმენტებისა და სხვა საარქივო მასალების საფუძველზე გაშუქდა ჯრუჭის მონასტრის ნივთ-სამკაულისა და წიგნსაცავის ისტორია.  პროექტის ძირითადი შემადგენლობა (დ. სულაბერიძე, მ.ქებულაძე, ც, მუმლაძე, კ. ქებულაძე, ც. მუმლაძე, ნ. სარავა, ე. ჩუბინიძე, მ. საჩკოვი) იყო ინტერდისციპლინური. ორ–ორი ისტორიკოსის, ფილოლოგის, ხელვოვნებათმცოდნისა და ერთი ქიმიკოსის კორდინირებული მუშაობით შედგა ჯრუჭის მონასტრის საგანძურის ფერადად ილუსტრირებული სამეცნიერო კატალოგი, რომელშიც შესულია როგორც უკვე გამოქვეყნებული, ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოვლენილი, იდენტიფიცირებული, ახლებურად წაკითხული და დათარიღებული მასალები. კატოლოგზე მუშაობის პროცესში მხატვრულად დამუშავდა 500–ზე მეტი ფოტოსურათი და შეიქმნა ჯრუჭის მონასტრის სიძველეების მეცნიერულად ანოტირებული ელექტრონული ბაზა. გამოსაცემად გამზადებული მონოგრაფია ორენოვანია და მხოლოდ ქართველი მკითხველისათვის არ არის განკუთვნილი. დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული ინგლისური ტექსტი გარკვეულ როლს შეასრულებს ჯრუჭის მონასტრის, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და სულიერი კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ამ კუთხით თავის განსაკუთრებულ სიტყვას იტყვის ქართულ და ინლგისურ ენებზე ინტერნეტ სივრცეში წარმოდგენილი მუდმივად განახლებადი ვებ გვერდი: http://jruchi.ge/ . პრეზენტაციამ ნათელყო, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის საფუძველზე ჩატარებული სამუშაოების საბოლოო შედეგები, ფაქტობრივად, მონასტრის არქიტექტურულად აღდგენამდე აღმართული ძეგლია; ჯრუჭის მონასტრის სამარადისო ისტორიულ სიცოცხლეს ამიერიდან ვეღარავინ და ვეღარაფერი დაანგრევს; სულიერებისა და კულტურის ეს კერა იყო და სამუდამოდ  იქნება განსაკუთრებული მნიშვნელობის სავანე თავისი დიდებული ისტორიით, წმინდა რელიკვიებით, მსოფლიო მნიშვნელობის წიგნსაცავითა და ხელოვნების ნიმუშებით.      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/46151678_2145309279055177_761199244303400960_n_1.jpg
13/11/2018 16:31

გლობალური კვლევების საბჭოს (GRC) რეგიონული შეხვედრა

მიმდინარე წლის 13-14 ნოემბერს ავსტრიაში ქ. ვენაში ტარდება  გლობალური კვლევების საბჭოს (GRC)  რეგიონული სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მასპინძლობს  ავსტრიის სამეცნიერო ფონდი (FWF) ,  ნიდერლანდების სამეცნიერო კვლევების ორგანიზაცია (NOW)  და ორგანიზაცია  Science Europe . რეგიონულ ღონისძიებას  ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ფონდების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები მეცნიერების მენეჯმენტის საკითხებში. საქართველოს მხრიდან გლობალური კვლევების საბჭოს რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბატონი ზვიად გაბისონია.  შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის არის  სახელმწიფოს  მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების შედეგების გაზომვა და შეფასება, დაფინანსების სქემების შემუშავებისას სახელმწიფოსა და დამფინანსებელი ორგანიზაციების სტრატეგია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო   ფონდების მიერ განიხილება მეცნიერების დაფინანსების სხვადასხვა მიდგომა (ე.წ. bottom up and top down მიდგომები), აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფის და ანგარიშგების საკითხები. პანელ დისკუსიის ფორმატში გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ისრაელის, შვედეთის და ავსტრიის ეროვნული სამეცნიერო ფონდების წარმომადგენლები განიხილავენ დაფინანსების სქემების გამოწვევებს და შედეგების შეფასების გაუმჯობესების გზებს. გლობალური კვლევების საბჭო (GRC)  აერთიანებს სახელმწიფო სამეცნიერო ორგანიზაციებს მსოფლიო მასშტაბით. მისი მიზანია დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება მეცნიერების დამფინანსებელ სააგენტოებს შორის.  
სრულად

გრანტიორთა საყურადღებოდ!

08/11/2018 14:09
გატყობინებთ, რომ ფონდში ამუშავდა ქოლ ცენტრი, რომელიც მუშაობს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 13:00-დან 14:00 საათამდე!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/d.jpg
08/11/2018 12:31

,,თბილისის კლასიკური გიმნაზიის მზის ავტონომიური ელექტროსადგურის კვლევა“

2018 წლის 8 ნოემბერს, 13:00 საათზე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, გაიმართა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს  ადმინისტრირებული კონკურსის ,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“, პროექტის ,,თბილისის კლასიკური გიმნაზიის მზის ავტონომიური ელექტროსადგურის კვლევის“ ფარგლებში, ჩართული მოსწავლეთა პრეზენტაციები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NE5A8584.jpg
08/11/2018 12:14

შეხვედრა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში

დღეს, 8 ნოემბერს, ქართულ-ბრიტანული პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის” სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის,  განათლების საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, შემოქმედებითი საქართველოს, თბილისის მერიის წარმომადგენლები. გაერთიანებული სამეფოს მხარეს კი წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში (British Council Georgia), კარგი მმართველობის ფონდის (Good Governance Fund) პროგრამა საქართველოში, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და გაერთანებულ სამეფოს შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში მიმდინარე  თანამშრომლობა და წარმატებული პროექტები. ასევე, გაჟღერდა ახალი ინიციატივები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის განხრით მჭიდრო თანამშრომლობის დასამყარებლად. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, ბ-ნ ზვიად გაბისონიამ მიმოიხილა თანამშრომლობა ფონდსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. მან ხაზი გაუსვა ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის “ საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი საგრანტო პროგრამას” , რომლის ადმინისტრირებას ფონდი 2015 წლიდან წარმატებით ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის და ფონდის ერთობლივი კომისიის მიერ, კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან ახალგაზრდა მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. ბატონმა ზვიად გაბისონიამ იმედი გამოთქვა, რომ ფონდსა და დიდი ბრიტანეთის კვლევით ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა გაფართოვდება და მოიცავს არა მხოლოდ ერთობლივი კვლევითი პროგრამის მხარდაჭერას, არამედ მეცნიერების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/college-graduation-1.jpg
07/11/2018 14:15

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ საპროექტო განაცხადის რეგისტრაციის პროცესში დაფიქსირებული ხარვეზის გათვალისწინებით შეიცვალა მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის  კონკურსზე რეგისტრაციის ვადები: ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვრა 12 ნოემბრის 16:00 საათი ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადად - 14 ნოემბრის 16:00 საათი. იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 19 ოქტომბრის №151  ბრძანებაში შესული ცვლილება (ბრძანება №167)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_3154.JPG
02/11/2018 16:31

ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამის ინაუგურაცია

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, გაიმართა ფონდისა და ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - „მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების“ სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ინაუგურაციის ცერემონია. ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებსა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ფონდის გენერალურმა დირექტორმა - ზვიად გაბისონიამ, „ცოდნის ფონდის“ დირექტორმა - ანასტასია ბენდუქიძემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - გიორგი ხანიშვილმა. მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის დაფუძნება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გამომდინარეობს 16 წლიანი ერთობლივი კვლევითი პარტნიორობით კასელის უნივერსიტეტთან (გერმანია). აღნიშნული სამეცნიერო პროგრამა არის პირველი, თემატურად ორიენტირებული სადოქტორო სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია: ახალგაზრდა მკვლევრების კარიერული განვითარება, საერთაშორისო აკადემიური მობილობის ხელშეწყობა, ინტერდისციპლინური ქსელის შექმნა და გრძელვადიანი თანამშრომლობა პარტნიორ ორგანიზაციებთან.
სრულად

დოქტორანტების და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების 2018 წლის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ !

31/10/2018 15:08
დამტკიცდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ,, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის ’’ და ,, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ’’ წესები: იხილეთ: ,, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ’’ დაფინანსების წესი; ,,დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის ’’ წესი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/es3.JPG
31/10/2018 12:17

საკონსულტაციო შეხვედრა

  2018 წლის 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული კორპუსის გ.ნიკოლაძის დარბაზში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის რიგით მესამე საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
სრულად