old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0141.JPG
24/10/2018 16:24

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დარბაზში, (მ. ალექსიძის N1,  0 სართული) გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის პირველი საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/44561796_893940954063588_4734050736202055680_n_1.jpg
23/10/2018 12:57

ფონდის გენერალური დირექტორი სტუმრად რადიო იმედში

საქართველოში მეცნიერების ხელშემწყობი პროექტები. საღამოს არხის სტუმარი: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია. წამყვანი: ზაზა ჭითანავა. იხილეთ ბმული 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/college-graduation-1.jpg
22/10/2018 17:11

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის საკონსულტაციო დღეების განრიგი

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის საკონსულტაციო დღეების საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება 24, 26 და 30 ოქტომბერს. გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_2754.JPG
22/10/2018 14:49

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი National Geographic საქართველოს ოქტომბრის ნომერის პრეზენტაცია გაიმართა და ჟურნალის მეექვსე დაბადების დღე აღინიშნა

ღონსძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა და National Geographic საქართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრმა პროფ. დავით ლორთქიფანიძემ , შოთა რუსთაველის ეროვნული სამეციერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ზვიად გაბისონიამ , National Geographic საქართველოს მთავარმა რედაქტორმა ნათია ხულუზაურმა და გამომცემელმა ანი ცაბაძემ . National Geographic საქართველომ ოქტომბრის ნომერში ექსკლუზიურად გამოაქვეყნა საქართველოშო ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის სერ ოლივერ უორდროპის დღიურები , რომლებიც მიმდინარე წლის 1 ივნისს გადაეცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლითეკას . ჟურნალ  National Geographic საქართველოსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში National Geographic საქართველომ მოამზადა ვრცელი სტატია „დაუსრულებელი სიმფონია“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, სადაც ისტორიკოს ბექა კობახიძის (საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში წარმოებულ) მრავალწლიან კვლევაზე დაყრდნობით მითხველს შესთავაზა ანალიზი იმისა, თუ როგორი იყო საქართველოს საერთაშორისო პოზიციები 1918-1921 წლებში, რა იყო ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი მიღწევა და მაინც, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ დამოუკიდებლობა დავკარგეთ . სტატიაში ასევე წარმოდგენილია ისეთი მეცნიერების მოსაზრებებიც, როგორებიც არიან სტივენ ჯონსი (მოუნთ ჰოლიოკის კოლეჯი, აშშ), რიჩარდ ჰოვანესიანი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, აშშ), ნილ მაკფარლენი (ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) და ჯილიან ევისონი (ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი). სტატიაში ექსკლუზიურადა დაბეჭდილი ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, სერ ოლივერ უორდროპის დღიურებიც, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ივნისს გადაეცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკას და საუკუნის შემდეგ ისტორიკოსების შესწავლის საგანი ხდება. National Geographic საქართველოს გუნდი პირველი იყო ვისაც, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით , დღიურების საკონსერვაციო სამუშაოების დასრულებისთანავე მიეცა მათი ხილვისა და გადაღების საშუალება . ეს დღიურები საქართველოს დამოუკიდებლობის დიდი ქომაგის, ოლივერ უორდროპის ინგლისურ და ქართულენოვან ჩანაწერებს ინახავს – ფაქტებს, ემოციებს და საყიდელი წიგნების სიასაც, რომელშიც „დროების” კალენდარი და ექვთიმე თაყაიშვილის წიგნიც შედის. ჟურნალში ასევე წარმოდგენილია ზუსტად 100 წლის წინ National Geographic-ის პირველი საველე კორეპონდენტის , მეინარდ ოუენ უილიამსის მიერ დაწრილ სტატია და გადაღებული ფოტოები. უილიამსმა კავკასიაში იმოგზაურა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ და აღწერა მაშინ არსებული მდგომარეობა. მის სტატიაში ვრცელი თავი ეთმობა საქართველოსა და ქართველებს - მისი აზრით ყველაზე საინტერესო ხალხს მათ შორის, ვინც კავკასიაში სახლობს. უილიამსმა საკუთარი თვალით იხილა საქართველოში ავტოკეფალიის აღდგენისა და არჩევნების ჩატარების პროცესი , რასაც ემოციურად აღწერს კიდეც თვის სტატიაში. დღევანდელი გადასახედიდან მისი ბევრი მოსაზრება საკმაოდ მიამიტურად ჟღერს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის ძალიან საინტერესო სურათს ხატავს იმის შესახებ თუ რა მოლოდინები და წარმოდგენები არსებობდა, რა უხაროდათ და რა აწუხებდათ საქართველოში ზუსტად 100 წლის წინ .  უილიამსის სტატია 1918 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა National Geographic-ის მთავარ გამოცემაში. მაშინ ალბათ, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო კვლავ რუსეთის მარწუხებში მოექცეოდა, 100 წლის შემდეგ კი ისევ თავისუფალ ქვეყანაში National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემა იარსებებდა. National Geographic საქართველომ სპეციალური უფლება გამოითხოვა სათაო ოფისისგან და ზუსტად 100 წლის შემდეგ, 2018 ოქტომბრის ნომერში ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ამერიკელი მოგზაურის, მეინარდ ოუენ უილიამსის თვალით 1918 წელს დანახულ საქართველო .  და ბოლოს, ნომერში ასევე წარმოგიდგენილია ალექსანდრე ჭავჭავაძე უმცროსის ოქროს ჯიბის საათის საინტერესო თავგადასავალი, რომელიც ცნობილი ფრანგი მესაათის , პაველ ბურეს მიერაა დამზადებული და მასზე დატანილია ქართული არტ-ნუვოს იშვიათი ნიმუში - მფლობელის ინიციალები „აჭ“. საათი რუსეთის იმპერიის დამხობასაც მოესწრო და შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შქმნასაც. ის სულ ცოტა ხნის წინ ასწლიანი მიგრაციიდან დაუბრუნდა ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულს და წინანდლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილი გახდა.    ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილი მასალის მოკლედ გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ლინკს: http://www.nationalgeographic.ge/magazine/ National Geographic საქართველოს და რადიო თავისუფლების თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული ვიდეო-რგოლი კი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2PGGQxH  "ჩვენ გვჯერა რომ მეცნიერების, კვლევისა და თხრობის ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია"      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/farosana%20NFA-SRNSFG/farosana.jpg
22/10/2018 12:52

ცვლილება „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო კონკურსის პროგრამისა და პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანებაში

ცვლილება „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო კონკურსის პროგრამისა და პირობების დამტკიცების შესახებ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 14 ივნისის N77 ბრძანებაში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/college-graduation-1.jpg
19/10/2018 10:59

ფონდი აცხადებს მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსს

კონკურსის სახელწოდება მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი კონკურსის აბრევიატურა   MR   კონკურსის მიზანი მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.    საპროექტო განაცხადი ტიპი         ინდივიდუალური   კონკურსის ძირითადი პირობები   საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები; კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს  საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა; გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის  დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი; პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე; ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს; მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს; დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი 2018   წლის  1 9 ოქტომბერი  – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; 2018 წლის  24 ოქტომბერი,  26 ოქტომბერი,  30 ოქტომბერი   –  ჯგუფური კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული) ; 2018 წლის 5 ნოემბერი   – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 2018 წლის 12 ნოემბერი 16:00 საათი–  პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია; 2018 წლის 14 ნოემბერი 16:00 საათი  – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; 2018   წლის ნოემბერი – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; 2018 წლის ნოემბერი  – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ; 2019 წლის იანვარი-  კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების  შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ; 2019 წლის იანვარი  – დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა; 2019 წლის იანვარი  – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; 2019 წლის იანვარი-თებერვალი   – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.   კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №130/ნ ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 19 ოქტომბრის №151 ბრძანება სამეცნიერო კლასიფიკატორი შეფასების კრიტერიუმები   ხშირად დასმული კითხვები კონკურსის საკონსულტაციო პრეზენტაცია    პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები კონკურსის პირობები -  დანართი 1 კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში,  დანართი 2 პროექტის აბსტრაქტი - დანართი 3 საპროექტო წინადადება - დანართი 4 პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი  -  ნიმუში, დანართი 5 პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 6 სამეცნიერო გუნდის  ბიოგრაფია - CV - ნიმუში, დანართი 7 კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი  - დანართი 8 ( GEO / ENG ) თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9     ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის  (ბმული) ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია  (ბმული) მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის: პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს; ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები; დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით mr@rustaveli.org.ge   5 ნოემბრის ჩათვლით. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.   კოორდინატორები: ლანა დავითულიანი საკონტაქტო ინფორმაცია: mr@rustaveli.org.ge ტელეფონი: 0322 200 220 (4302)   თამთა ტურაშვილი ტელეფონი: 0322 200 230 (4301)   ფონდი   გისურვებთ   წარმატებებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/es.JPG
18/10/2018 16:26

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის მე-5 საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/LEO/3_1.JPG
18/10/2018 13:48

2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე  ეტაპზე დარეგისტრიდა 18 საკონკურსო განაცხადი. საკონკურსო კომისიამ  კონკურსის მეორე ეტაპზე წარდგენილი საკონკურსო განაცხადები  შეფასდა ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 23 იანვრის  N11 ბრძანების მე-7 დანართის ,,მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმების“  შესაბამისად.  იხილეთ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული საკონკურსო განაცხადების შეფასებები: საინჟინრო მიმართულება  და კვლევა .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2668_2.JPG
12/10/2018 14:28

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის მე-4 საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად

ცვლილება 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსის შუალედურ შედეგებში

11/10/2018 15:39
2018 წლის "ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა" (143-ე ბრძანება) და "უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსის" (144-ე ბრძანება) ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზის პროცესში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის საფუძველზეც დასახელებული კონკურსების ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის  2018 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №135 და 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №140 განხორციელდა ცვლილება. იხილეთ, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N143 და  ბრძანება N144.   ფონდი გისურვებთ წარმატებას!
სრულად