old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/23120083_1607695469276677_2220677760932257180_o.jpg
06/11/2017 11:48

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2017 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ შედეგები

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2017 წლის კონკურსის  საკონკურსო კომისიამ,   კონკურსი დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 19 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 07 თებერვლის N07 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა 2017 წლის კონკურსში გამარჯვებულები. 2017 წლის გამოცხადებულ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ წარდგენილი 44 განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 19 ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინა „თიბისი ბანკში“. გამოფენაზე კონკურსანტები დამთვალიერებლების წინაშე წარსდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა სკოლის მოსწავლეები მე-7 დან 12 კლასის ჩათვლით. 44 საკონკურსო განაცხადიდან 19 განაცხადი წარდგენილია საქართველოს რეგიონებიდან (ქუთაისი, ხაშური, ბათუმი, რუსთავი, ჩოხატაური, ახმეტა, ცაგერი), ხოლო 25 - თბილისიდან. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.   გრანპრის მფლობელი გახდნენ:   გრიგოლ მიქაძე; ლუკა ბუსქანძე; ცოტნე მიქაძე   პროექტი:კურკუმინის საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება   პროექტის ავტორები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით.   I ადგილის და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ:   იონა იობიძე; გიორგი უროტაძე   პროექტი: მანძილის მზომი რობოტი   II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ:   ჯემალ გონაშვილი; გიორგი ჟორჟოლიანი; იოანე სალუქვაძე   პროექტი ,,ჭკვიანი ურიკა“   III ადგილის და 2000 ლარის მფლობელები გახდნენ:   შორენა გუჯაბიძე; დეა ილარიონოვა; მარინა გუჯაბიძე   პროექტი,,უჩინარის მაჩინარი" -მოზაიკური ეკრანი ,,შლიერენის" გამოსავლენად    (საპრიზო თანხა გადანაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე).   პროექტის მხარდამჭერია „ თიბისი ბანკი “. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ:   გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის    გადაწყვეტილებით, ნიჭიერი ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით, 2017 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულებს გადაეცემა 100% საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისი სასწავლო პროგრამის ღირებულებას, გარდა ამისა, კონკურსის მონაწილეებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 20%-ით.   საქართველოს უნივერსიტეტის საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა   ბატონმა  კახაბერ თავზარაშვილმა   პროექტის ,, რადიოლოკაციური ხელჯოხი უსინათლოთა დასახმარებლად ავტორს  ლაშა ტავლალაშვილს გადასცა პლანშენტი. საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავჯდომარემ და 2017 წლის ,,ლეონარდო და ვინჩის“ კომისიის წევრმა ბატონმა  ელიზბარ ელიზბარაშვილმა ასოციაციის პრიზებით და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2017 წლის ,კონკურსის  გრანპრის მფლობელი პროექტის ,,კურკუმინის საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება“ ავტორები: გრიგოლ მიქაძე, ლუკა ბუსქანძე, ცოტნე მიქაძე საქპატენტი-ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრის  იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მანანა ფრუიძემ   პროექტის ,,  მასწავლებელი ბუ ს“ ავტორებს  ანი თეთრაშვილს და გივი მელიქიშვილს გადასცა   1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. შპს მთაწმინდის პარკმა  კონკურსში მონაწილე უმცროს კლასელები (VIII კლასელები), იონა იობიძე,  ჯემალ გონაშვილი,  გიორგი ჟორჟოლიანი  მთაწმინდის პარკის 50 -ლარიანი ბარათებით დააჯილდოვა.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_6066.JPG
03/11/2017 16:41

“IL10-სა და TNF alpha-ს როლი დიაბეტით გამოწვეული სპონტანური აბორტების პათოგენეზში“

2017 წლის 2 ნოემბერს 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, საბჭოების დარბაზში გაიმართა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევითი საგრანტო პროექტის სადემონსტრაციო დღე.
სრულად

ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის საგრანტო კონკურსის შედეგი

01/11/2017 10:23
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა  და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული მაგისტრანტების დამტკიცების შესახებ გენერალური დირექტორის N148 ბრძანება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/tsu.jpg
27/10/2017 17:51

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო სარეიტინგო სისტემაში მიღწეული წარმატების შესახებ. U.S. News & World Report-ის 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 359-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგის 2018 წლის ვერსიის კვლევებში მსოფლიოს 74 ქვეყნის 1250 საუკეთესო უნივერსიტეტია შესული. საქართველოს უნივერსიტეტებიდან რანჟირებაში მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდა. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ულოცავს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_6009.JPG
25/10/2017 17:00

„მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები“

2017 წლის 25-27 ოქტომბერს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები.“ აღნიშნული კონფერენცია 25 ოქტომბერს გაიხსნა მევენახეობა მეღვინეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვით. კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/10_years_erc.jpg
23/10/2017 14:12

ERC Starting grant 2018 - განაცხადების მიღება დასრულდა

2017 წლის 17 ოქტომბერს  ევროპული კვლევების საბჭოს ( ERC)  საგრანტო კონკურსისათვის  Starting Grant , განაცხადების მიღება დასრულდა.      გასულ წელთან შედარებით, წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი განაცხადების რაოდენობა 3 %-ით გაიზარდა. საკონკურსოდ ჯამში  დარეგისტრირდა 3170 საპროექტო წინადადება. პროექტების უმრავლესობა  ფიზიკური მეცნიერებისა და ინჟინერიის  მიმართულებიდანაა (1345 - ანუ 42 %). სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე   915 განაცხადი დარეგისტრირდა (29 %),  ხოლო სიცოცხლის შემსწავლელ  მეცნიერებებზე  კი -  910 განაცხადი (29 %). ასევე ყურადსაღებია სტატისტიკა გენდერულ ჭრილში - ქალი კონკურსანტების რაოდენობა თანაბარია შარშანდელი მონაცემისა (დაახლოებით 37 %). ევროპული კვლევების საბჭო შეუდგა საპროექტო წინადადებების შეფასების პროცესს. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტები გამოვლინდება 2018 წლის ზაფხულში. აქვე  შეგიძლიათ გაეცნოთ საგრანტო კონკურსის შემფასებელი პანელის წევრებს  მიმართულებების მიხედვით. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/3_1.JPG
20/10/2017 16:59

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის: კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე  ეტაპზე დარეგისტრიდა 25 საკონკურსო განაცხადი. საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 07 თებერვლის N07 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადასული 19 საკონკურსო განაცხადი. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადასული პროექტები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/horizon2020.jpg
19/10/2017 17:28

„ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამების პირველადი ვერსიები 2018-2020 წლებისთვის

1) „ბრწყინვალე მეცნიერების“ სვეტი: მომავალი და საბაზისო ტექნოლოგიები; მარია სკლოდოვსკა კიურის აქტივობები; კვლევის ინფრასტრუქტურა, ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის სამუშაო პროგრამა 2) „ინდუსტრიული ლიდერობის“ სვეტი: სამუშაო პროგრამის პირველადი ვერსია; ნანოტექნოლოგიები, მასალები, ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; კოსმოსი, სამუშაო პროგრამა 3) „საზოგადოებრივი გამოწვევების“ სვეტი: ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა; საკვების უსაფრთხოება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა, საზღვაო, საზღვაო ფლოტისა და შიდა წყლების კვლევა და ბიოეკონიმიკა; უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია; „ჭკვიანი“, მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტი; კლიმატური ზემოქმედება, გარემო, რესურსების ეფექტურობა და ნედლეული; ევროპა ცვალებად მსოფლიოში ; ჰორიზონტალური პროგრამები: ინოვაციები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის; რისკ-ფინანსებთან წვდომა; ბრწყინვალების გავრცელება და მონაწილეობის გაფართოება ; მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებისთვის; ევროპული ინოვაციური საბჭო; ევრატომი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/eapplus.PNG
17/10/2017 12:20

საგრანტო კონკურსი კლასტერებისათვის კიდევ ერთხელ გამოცხადდა

EAP Plus-ის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი კლასტერებისათვის, განაცხადების წარდგენა შესაძლებელი იქნება 17 ოქტომბრიდან 4 დეკემბერი ჩათვლით. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული პროექტი დაფინანსდება 10 000 ევროს ოდენობით.  გრანტი განკუთვნილია საქართველოსა და ევროკავშირის კლასტერებს შორის მხოლოდ ერთობლივი თანამშრომლობისათვის და მისი მიზანია ევროკავშირსა და  საქართველოს შორის კვლევისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ყურადსაღებია, რომ კონკურსში თანამონაწილე კლასტერი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული ECCP  (European Cluster Collaboration Platform)-ზე.  საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ და განაცხადს დაურთოთ შემდეგი დოკუმენტები: სააპლიკაციო ფორმა; ევროპული პარტნიორი კლასტერი ორგანიზაციის მხრიდან ხელმოწერილი და დათარიღებული თანხმობის წერილი; ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კლასტერების მოკლე პრეზენტაცია (PDF, PPT ფორმატი) ევროკავშირის წევრი ქვეყნის კლასტერის პროფილის ბმული ან screenshot პლატფორმიდან ECCP.  გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულად წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ქ-ნ კრისტინა დაქსს k.dax@inno-group.com გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები და EaP PLUS პროექტის ბმული https://www.eap-plus.eu/object/call/116  ; რას ნიშნავს კლასტერი? ევროკომისიამ ევროკავშირის კლასტერების პორტალზე ამ ტერმინის შემდეგ განმარტება განათავსა: „სპეციალიზებული ორგანიზაციებისა (ხშირად მცირე ან საშუალო ზომის) და სხვა დამხმარე ინსტიტუციების ერთობლიობა, რომელიც თანამშრომლობს მჭიდროდ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე. თანამშრომლობის გზით მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებს შეუძლიათ იყვნენ უფრო ინოვაციური, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი და დაარეგისტრირონ მეტი პატენტი, ვიდრე ინდივიდუალურად შეძლებდნენ.“ ამ კონკურსის ფარგლებში, კლასტერი, შესაძლებელია, იყოს კვლევითი ორგანიზაციებისა (უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტები, სხვა ორგანიზაციები, რომელთაც წესდებით აქვთ განსაზღვრული კვლევითი საქმიანობა) და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მიერ ჩამოყალიბებული ერთობლიობა, რომელიც ამზადებს საპროექტო განაცხადს. EU cluster Letter of Consent template Grant Scheme Application Georgia Grant Scheme Call for Applications Georgia
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/936a466d831578a5c94ba03889d0ca4b.jpg
17/10/2017 09:42

ქართველი ნომინანტის წარდგენა ჯონ კლუგეს სახელობის პრიზზე

აშშ-ის „კონგრესის ბიბლიოთეკის“ (Library of Congress) მიერ დაწესებული ჯონ კლუგეს სახელობის პრიზი ( John W. Kluge Prize for Achievement in the Study of Humanity ) გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ და ჯილდოვდება ერთი მეცნიერი მსოფლიო მასშტაბით ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებიდან, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიასა და განვითარებაზე. 2017 წლის კონკურსზე, პირველად საქართველოდან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა “კლუგეს პრიზზე” წარსადგენად დაასახელა დოქტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი პალეოანთროპოლოგი და არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, რუსთაველის ფონდის წარმატებული გრანტიორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალუმნი. დავით ლორთქიფანიძის თაოსნობით განხორციელებულმა კვლევებმა სრულიად შეცვალა მანამდე არსებული წარმოდგენა ადამიანების განვითარებისა და მათი განსახლების შესახებ. მის სახელს უკავშირდება დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობისას 1,8 მილიონი წლის ასაკის თავის ქალების აღმოჩენა, რომლებიც მიეკუთვნება ადრეული ჰომინიდების ნაშთებს. დავით ლორთქიფანიძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი კვლევები გამოქვეყნებულია ისეთ ჟურნალებში, როგორიცა არის Science და Nature
სრულად