old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5979.JPG
16/10/2017 09:41

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 13 ოქტომბერს 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის 207-ე აუდიტორიაში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეექვსე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5936.JPG
12/10/2017 09:42

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 11 ოქტომბერს 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეხუთე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5899.JPG
11/10/2017 10:24

„საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფსთვის“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააჯილდოვა წლის „საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფსთვის“ კონკურსში გამარჯვებული მეცნიერები. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. წელს მეორედ გამოცხადდა კონკურსი ,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისებას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.  ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით. 2017 წლის კონკურსში ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი;   2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; 2017  წლის საუკეთესო მეცნიერი; 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი. ჯილდოს მფლობელები გახდნენ : ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი - ტიმოთი ბლაუველტი; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი - ლევან ტიელიძე ; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი - თამარ მახარობლიძე; 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი - გიორგი ტეფნაძე; 2017  წლის საუკეთესო მეცნიერი - რამაზ ქაცარავა; 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი - თემურ ზაქარაშვილი , ვასილ კუხიანიძე და დავით ქურიძე.   გამარჯვებულებს გადაეცათ, როგორც ფულადი,  ასევე,  მინის გრავირებული ჯილდოები და სერთიფიკატები. გარდა ამისა, წელს პირველად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები გადაეცა 24 მეცნიერს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/21743393_10207681058183208_3161881270819063602_n.jpg
11/10/2017 10:24

საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ,თსუ,ილიაუნი,აგრიუნი) სტუდენტები იულიხში

2017 წლის  9-17 სექტემბერს   „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“  კონცეფციის ფარგლებში  იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდა ე.წ. QUALI-Start-Up  ლექციების კურსი. ეს პროექტი  არის -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის  „შემოდგომის ლექციები თბილისში“- პროექტის (2013, 2015) გაგრძელება. პროექტის ხელმძღვანელია საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი. პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ. ლექციების კურსი საზეიმოდ გახსნა  იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა სებასტიან შმიდტმა. ლექციების კურსს ესწრებოდა  საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (თსუ,სტუ.ილიაუნი და აგრიუნი)  22 სტუდენტი.  სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ  იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის (IKP)   დირექტორი, პროფ.ჰანს შტროერი,  ნეირომეცნიერებისა და მედიცინის  (INM-5)  ინსტიტუტის დირექტორი პროფ ბერნ ნოიმაიერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის  (INM-4) ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ჯონ შა,  ენერგიისა და კლიმატის ინსტიტიტის (IEK) დირექტორები: პროფ.ანდრეას ვანერი და პროფ.ასტრიდ კლენდერ-შარ, ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის  (ZEA) დირექტორი, პროფ.გჰალებ ნატუა, ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის(PGI) და  კვლევითი ცენტრის თანამშრომლები:პროფ.დეტლევ გოტა, დოქტორი ფარიდა გრინბერგი, დოქტორი ანდრო კაჭარავა, დოქტორი ირაკლი ქეშელაშვილი, დოქტორი მანუელ ანგსტი,დოქტორი ეზეკიელ ფარერ  და სხვები. ლექციების კურსის გარდა სტუდენტებს ჰქონდათ პრაქტიკული მეცადინეობები,  ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაციები, რომლებიც სამიზნე ჯგუფებმა (ბირთვული ფიზიკა, ნეირომდიცინა, ფიზიკური ქიმია, ქიმია და ელექტრონიკა)  წარმოადგინეს. სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები. სტუდენტები გაეცნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად როგორც იულიხის ცენტრში, ასევე აახენისა (RWTH Aachen)  და კიოლნის (Cologne) უნივერისტეტებში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/MA.jpg
06/10/2017 10:24

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტის მსურველთა საყურადღებოდ!

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსით დაინტერესებული მაგისტრანტებისთვის  ჯგუფური კონსულტაციები გაიმართება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.   11 ოქტომბერი, 15:00 სთ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია. 13 ოქტომბერი, 15:00 სთ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E კორპუსი, 207-ე აუდიტორია. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5713.JPG
05/10/2017 10:15

პრეზენტაციები საერთაშორისო პროექტებში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში, 2017 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა ღონისძიება, სადაც მომხსენებლებმა წარადგინეს პრეზენტაციები ფიზიკის დარგში განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებსა და ექსპერიმენტებში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის შესახებ. შეხვედრის პირველი ნახევარი დაეთმო საერთაშორისო ცენტრების მიერ ჩატარებული CMS პროექტის მიმოხილვას - CMS (LHC, CERN, Swiss). მომხსენებლებმა ღონისძიებაზე წარადგინეს შემდეგი პრეზენტაციები: არსენ ხვედელიძე - კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი ზვიად წამალაიძე - 25 (1992-2017) წელი CMS კოლაბორაციაში; იური ბაღათურია , ირაკლი ლომიძე - მიონური სპექტრომეტრის RPC   სისტემა გიორგი ადამოვი - ადრონული კალორიმეტრი ერეკლე მაღრაძე - ცენტრალური კომპიუტერული სისტემა ალექსანდრე მელქაძე , ოთარ კემულარია - CMS გეომეტრიის რევიზია დავით ლომიძე - მონაწილეობა ცენტრალური და სუბდეტექტორების სეანსებში DQM-OFFLINE, RPC და HCAL  შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტ COMET-ის მიმოხილვას - COMET (KEK, J-PARC, JAPAN). მომხსენებლებმა ღონისძიებაზე წარადგინეს შემდეგი პრეზენტაციები: ზვიად წამალაიძე - COMET ექსპერიმენტი ნიკა წვერავა - სტროუ დეტექტორების სისტემა დავით ლომიძე - კოსმოსური ვეტო მთვლელების სისტემა არსენ ხვედელიძე , ზვიად წამალაიძე - მომავლის პერსპექტივა  ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5642_1.JPG
04/10/2017 16:34

გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის განახლებული კონცეფციის განხილვა - შეხვედრა მეცნიერებთან

3 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან. ფონდის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის განახლებული კონცეფცია. მეცნიერებმა, თავის მხრივ, გამოთქვეს მოსაზრებები კონცეფციაში შესული ცვლილებებისა და გამოყენებითი კვლევების კონკურსის წესების შესახებ. მათ იმსჯელეს მოთხოვნებზე აპლიკანტების მიმართ, შეფასების სისტემაზე, პროექტების მონიტორინგზე, სამეცნიერო პროდუქტიულობასა და სხვა მრავალ საკითხზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/bejan.jpg
03/10/2017 10:26

ELSEVIER - ის სემინარი - Author Workshop

საქართველოს მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში, 2017 წლის 2 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი (Author Workshop) საერთაშორისო სამეცნიერო ანალიტიკური კომპანიის, ELSEVIER-ის შესახებ. Elsevier ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი კომპანიაა სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებისა და ანალიტიკის მიმართულებით. 2014 წლის 28 მაისიდან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და Elsevier B.V.-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებული 22 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს აქვს სრული წვდომა Elsevier B.V.-ის ბაზებზე: ScienceDirect® (2 000 ჟურნალი) და Scopus® (ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი ბაზა მსოფლიოში). 2 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სემინარის მომხსენებელმა, პროფესორმა ბეჟან ჭანკვეტაძემ, დამსწრე სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ELSEVIER-ის სამეცნიერო გამოცემებისა და ჟურნალების შესახებ და ისაუბრა სამეცნიერო ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე. ბატონმა ბეჟანმა, როგორც Elsevier-ში გამოცემული ერთ-ერთი ჟურნალის, „Journal of Pharmaceutical and Biomedical Analysis”- ის რედაქტორმა, დამსწრეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და მისცა რჩევები მაღალი ხარისხის სამეცნიერო სტატიის Elsevier-ის საერთაშორისო, რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნების შანსის გაზრდასთან დაკავშირებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5618.JPG
03/10/2017 10:25

ELSEVIER - ის სემინარი - Mendeley Workshop

საქართველოს მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში, 2017 წლის 2 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა ELSEVIER - ის სემინარი (Mendeley Workshop) საერთაშორისო სამეცნიერო ანალიტიკური კომპანიის, ELSEVIER-ის შესახებ. Elsevier ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი კომპანიაა სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებისა და ანალიტიკის მიმართულებით. 2014 წლის 28 მაისიდან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და Elsevier B.V.-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებული 22 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს აქვს სრული წვდომა Elsevier B.V.-ის ბაზებზე: ScienceDirect® (2 000 ჟურნალი) და Scopus® (ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი ბაზა მსოფლიოში). Elsevier-ის ტრეინინგი - Mendeley Workshop ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდების მართვის განყოფილების უფროსმა,  გიგა ხოსიტაშვილმა, ტრეინინგის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია Elsevier-ის ელექტრონული ბიბლიოთეკის, Mendeley-ის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი სამეცნიერო ნაშრომებისთვის წყაროების ეფექტური ორგანიზების, სამეცნიერო საზოგადოებასთან კავშირის, საკუთარი მონაცემთა ბაზების მართვისა და მსოფლიოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ვაკანსიების მოძებნის შესაძლებლობას აძლევს. დამსწრე მეცნიერებმა გაიარეს ტრეინინგი Mendeley-ს მოხმარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალების შესახებ.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5509.JPG
02/10/2017 10:26

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია GADEST 2017

1 ოქტომბერს , 16:00 საათზე ,   გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  GADEST 2017 (Gettering and Defect Engineering in Semiconductor Technology ), რომელიც დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.  კონფერენციის თემატიკა მოიცავს თანამედროვე ნახევარგამტარების ფიზიკისა და ტექნოლოგიის   საკითხებს, როგორიცაა ნანოტექნოლოგია, მზის ბატარეები და ა. შ. GADEST კონფერენციების სერია არის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი კონფერენცია ნახევარგამტართა ფიზიკასა და ტექნოლოგიებში, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები.   GADEST-2017-ში მონაწილეობს 95 მეცნიერი მსოფლიოს 21 ქვეყნიდან. მათ შორის არიან თანამედროვე მზის ბატარეების ფუძემდებელი Martin Green ( University of New South Wales, ავსტრალია), ცნობილი ექსპერიმენტატორები და თეორეტიკოსები ნახევარგამტარების ფიზიკაში Peter Wilshaw (University of Oxford, დიდი ბრიტანეთი) Henry Radamson   ( KTH Royal Institute of Technology, შვედეთი), Stefan Estreicher ( Texas Tech University, აშშ ). კონფერენციის თანათავმჯდომარეები არიან ალექსანდრე შენგელაია (თსუ), თეიმურაზ მჭედლიძე (Technical University of Dresden, გერმანია) და Hans Richter ( Innovations for High Performance Microelectronics, გერმანია). GADEST კონფერენციების სერია 1985 წლიდან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.   2017 წელს GADEST პირველად გასცდება დასავლეთ ევროპის ფარგლებს. წინა კონფერენციაზე, 2015 წელს, საქართველომ, და კერძოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მძაფრად კონკურენტულ გარემოში, მოიპოვა უფლება ჩაეტარებინა მომდევნო, 2017 წლის კონფერენცია საქართველოში. ეს ფაქტი თავისთავად ასახავს საქართველოს მეცნიერების მაღალ ცნობადობას და ნამდვილად არის ქართველი მეცნიერების წარმატების შედეგი. კონფერენციას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ნახევარგამტარების ფიზიკის განვითარებისათვის და ზოგადად მეცნიერების პოპულარიზაციისთვის საქართველოში. ის ასევე ძალიან შეუწყობს ხელს ქართველი მეცნიერების დაახლოებას დასავლური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროსთან.   კონფერენციას ესწრებოდნენ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, თსუ-ის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები, უცხოელი სტუმრები.
სრულად