old
http://rustaveli.org.ge/images/2017%20clis%20konkursebi/8.JPG
22/11/2017 17:33

ჰორიზონტი 2020 - ის საინფორმაციო დღე

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ის დაფინანსებული პროექტის EaP PLUS-ისა და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, 2017 წლის 21 ნოემბერს, სასტუმრო Courtyard by Marriott-ში გაიმართა ჰორიზონტი 2020 - ის საინფორმაციო დღე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი სამეცნიერო წრის წარმომადგენლები და ახალგაზრდა მკვლევრები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჰორიზონტი 2020-ის ახალი სამუშაო პროგრამა (2018-2020 წლებისთვის) და მის ფარგლებში გამოცხადებული სხვადასხვა თემატური კონკურსი, მონაწილეობის პირობები, საპროექტო წინადადების შეფასების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო SPIRE-ის (Sustainable Process Industry) - ის კონკურსებსა და მათში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს) ჩართულობის პრიორიტეტულობას. ამ მიმართულებით შეხვედრაზე მოხსენებები წარადგინეს ჰორიზონტი 2020-ის ეროვნულმა საკონტაქტო პირმა (NCP) ნატალია შათირიშვილმა და SPIRE-ის საკონტაქტო პირმა, მარიტა არაბიძემ. საინფორმაციო დღის მომხსენებელთა შორის იყვნენ ინფორმაციული და სამეცნიერო განვითარების რეგიონალური ცენტრის (RCISD, უნგრეთი) სამეცნიერო ხელმღვანელი პროფესორი ბელა კარდონი და საერთაშორისო ექსპერტი ადამ დავიდი , რომელთაც მიმოიხილეს ჰორიზონტი 2020-ის ფინანსური და იურიდიული საკითხები,  EaP PLUS-ის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი Grants for Networking   და სხვ. ასევე აღსანიშნავია, რომ მომხსენებელთა შორის იყო გერმანიაში მოღვაწე, მაქს პლანკის უჯრედის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ კურცხალია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას შეეძლო მომხსენებლებისთვის სხვადასხვა საკითხზე შეკითხვების დასმა. ამ მხრივ, განსაკუთრებული აქტივობით შეხვედრის მესამე, დასკვნითი სესია გამოირჩეოდა, რომელიც ჰორიზონტი 2020 - ის ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ წარიმართა და სამუშაო პროგრამიდან სამ პრიორიტეტულ მიმართულებას დაეთმო (ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა ( NCP მაია ოკუჯავა); ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (NCP გივი ქოჩორაძე); საკვების უსაფრთხოება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა, საზღვაო და ზღვის კვლევები და ბიოეკონომიკა ( NCP ვლადიმერ ელისაშვილი). საინფორმაციო დღის მასალები იხილეთ ბმულზე
სრულად

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და სს ,,თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

20/11/2017 17:10
ამა წლის 13 ნოემბერს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში ხელი მოეწერა ფონდსა  და სს ,,თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომლის თანახმად, სს ,,თიბისი ბანკი“ თანხმობას აცხადებს მხარი დაუჭიროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის   2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსს.  სს ,,თიბისი ბანკი“ კონკურსის  ოფიციალური პარტნიორია 2016 წლიდან. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი იმედოვნებს , რომ სს "თიბისი" ბანკის მგავსად, 2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსს გამოუჩნდება სხვა სპონსორებიც, რომლებიც წაახალისებენ მოსწავლე გამომგონებლებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/SDC11155.JPG
20/11/2017 15:17

2017 წლის კონკურსის მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით,” ფარგლებში თბილისის #64 სკოლაში ეკოლოგიური კლუბი შეიქმნა

2017 წლის კონკურსის მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით,” გამარჯვებული პროექტის ,,კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენა“ ფარგლებში, თბილისის N64-ე  საჯარო სკოლის ბაზაზე დაარსდა ეკოლოგიური კლუბი „ერთადერთი დედამიწა“, სადაც ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება შემეცნებითი ლექციები. 2017 წლის 17 ნოემბერს  თბილისის N64-ე  საჯარო სკოლაში გაიმართა სემინარი, რომელიც   მიეძღვნა ადამიანების ოთხფეხა მეგობრებს – ძაღლებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/b99e6d97051b645b74c307a05360ad27.jpg
17/11/2017 10:11

ვებინარები ჰორიზონტალური პროგრამების „ინოვაციები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის“ და „რისკ-ფაქტორებთან წვდომის“ ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის!

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020-ის“ პროგრამების „ინოვაციები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის“ და „რისკ-ფაქტორებთან წვდომის“  ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელი გიწვევთ 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილ  3 ერთობლივ ვებინარზე.    ვებინარები დანართში წარმოდგენილი Capacity Building Strategy -ის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგ გეგმის ნაწილია. 1-ლი ვებინარი: InnovFin Science and InnovFin Emerging Innovator  - გაიმართება 2017 წლის 17 ნოემბერს 12 საათზე ( CET), 15 საათი ქართული დროით. აღნიშნული ვებინარის მიზანია ჰორიზონტი 2020-ის ჰორიზონტალური პროგრამის „რისკ-ფაქტორებთან წვდომა“ 2018-2020 წლების ახალი სამუშაო პროგრამის გაცნობა და ამ მიმართულების ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის ძირითადი ინფორმაციის მიწოდება.   სარეგისტრაციო ბმული და დღის წესრიგი შეგიძლიათ იპოვოთ მოცემული ბმულის მეშვეობით:   http://www.access4smes.eu/events-single/?id=17 მე-2 ვებინარი: SMEs in collaborative projects  - გაიმართება 2017 წლის 30 ნოემბერს 10 საათზე ( CET), 13 საათი ქართული დროით. ვებინარზე განხილულ იქნება მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები. სარეგისტრაციო ბმული და დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ მოცემული ბმულის მეშვეობით: http://www.access4smes.eu/events-single/?id=16 მე-3 ვებინარი - Business Model Development, Business Plan Developing დაგეგმილია 2017 წლის 12 დეკემბერს 11 საათზე ( CET), 14 საათი ქართული დროით. აღნიშნული ვებინარის სარეგისტრაციო ბმული და დღის წესრიგი ხელმისაწვდომი იქნება ახლო მომავალში ეროვნული საკონტაქტო პირების ვებ გვერდზე: http://www.access4smes.eu/
სრულად

ცვლილება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 10 მარტის N13 ბრძანებაში

16/11/2017 15:19
"2017 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ" შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 10 მარტის N13 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. იხილეთ ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_6512.JPG
14/11/2017 16:10

მსოფლიოს სამეცნიერო წრეების აღიარება: საქართველო - უძველესი მეღვინეობის ქვეყანა!

14 ნოემბერს, სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია" გაიმართა ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის პრეზენტაცია. კვლევის შედეგად სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ მეღვინეობა მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა. პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ საზოგადოებას გააცნო კვლევის მეთოდები და შედეგები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად განახორციელა. აღნიშნულ აღმოჩენაზე არა ერთი სამეცნიერო თუ პოპულარული ჟურნალი საუბრობს. აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი) აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან. სტატია მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ. 2014 წლიდან, „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“. მასში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე, ხოლო კოორდინატორი − ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, დოქ. დავით მაღრაძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, ოთარ ჯაფარიძე და თამაზ კიღურაძე. ამჟამად გათხრებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე. უკანასკნელ წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ტორონტოს უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ.წ. 6000-5800 წლებით, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი). ამრიგად, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე. სტატიის სრული ვერსია:  https://goo.gl/MYvYMJ
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/23484871_734644433396036_982666934_o.jpg
10/11/2017 11:14

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 9 ნოემბერს, 17:00 საათზე , ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტის 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულებთან საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც კოორდინატორებმა უპასუხეს მეცნიერების შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Sin-t%2B%C2%A1tulo-1.jpg
09/11/2017 12:35

,,ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე

შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  EaP PLUS  პროექტის ორგანიზებით,  მიმდინარე წლის  21 ნოემბერს, 09:30 – 17:30 საათზე   ქ. თბილისში, სასტუმროში   Courtyard  by  Mariott   ჩატარდება პროგრამა  ,, ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე.   ღონისძიების მიზანია საქართველოს მეცნიერთა ცნობიერების ამაღლება  პროგრამა  ,, ჰორიზონტი 2020“-ის და შესაბამის კონკურსებში მონაწილეობის შესახებ.  საინფორმაციო დღის ფარგლებში განიხილება  ,, ჰორიზონტი 2020“-ის  2018-2020 წლების სამუშაო პროგრამა,     კონკურსებში მონაწილეობის სამართლებრივი და ფინანსური საკითხები, საქართველოს მეცნიერთათვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები  ( მათ შორის  Grants for Networking ) , საპროექტო წინადადებების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰორიზონტი 2020-ის ახალი სამუშაო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ  SPIRE-ის (Sustainable Process Industry) კონკურსებსა და მათში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) ჩართულობის პრიორიტეტულობას. შესაბამისად, ღონისძიება განსაკუთრებით ინფორმატიული იქნება  ენერგეტიკის მიმართულების მკვლევრებისთვის.  პრეზენტაციებს წარადგენენ საერთაშრისო ექსპერტები და პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული საკონტაქტო პირები ( NCP). საინფორმაციო დღე გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციისა ჩარჩო პროგრამა  „ჰორიზონტი 2020“- ის  მიერ დაფინანსებული პროექტის  EaP PLUS -ის, ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში.  შეხვედრის  სამუშაო ენაა ინგლისური.    ღონისძიების დღის წესრიგი გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში.
სრულად

საკონსულტაციო შეხვედრა

06/11/2017 16:38
2017 წლის 9 ნოემბერს, 17:00 საათზე , ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტის 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულებთან საკონსულტაციო შეხვედრა.
სრულად