old

ფუნდამენტური კვლევებისათვის 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურის მონაწილეთა საყურადღებოდ!

04/12/2017 13:27
დამტკიცდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტებისათვის საბოლოო ქულის გამოთვლისა და დაფინანსების წესები.  გთხოვთ იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Daad.jpg
01/12/2017 15:11

SRNSFG-DAAD-ს შემაჯამებელი კონფერენცია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, 09:30 – 17:00 საათზე , ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის N115 აუდიტორიაში გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია „Rustaveli-DAAD-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა: პროექტების პრეზენტაცია”. ღონისძიებაზე მოხსენებებით წარდგებიან “Rustaveli-DAAD”-ს ერთობლივი საგრანტო პროგრამის 2017 წლის სტიპენდიანტები: დოქტორანტები და პოსტდოკები. პრეზენტაციები განსაკუთრებით ინფორმატიული იქნება საბუნებისმეტყველო, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მკვლევრებისთვის. ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დღის განრიგი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/10_years_erc.jpg
30/11/2017 19:02

ევროპული კვლევების საბჭოს Consolidator Grants-ის შედეგები

  ევროპული კვლევების საბჭომ (ERC)  Consolidator Grants-ის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. აღნიშნული გრანტი, რომელიც მეცნიერების გრძელვადიან განვითარებას ისახავს მიზნად,  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის შემადგენელი ნაწილია. გრანტით გათვალისწინებული დაფინანსება, რომელიც 630 მილიონ ევროს უტოლდება, გადაეცემა 329 მკვლევარს ევროპის მასშტაბით. კარლოს მოედასმა, ევროკომისარმა კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციის მიმართულებით, განაცხადა: „ჰორიზონტი 2020 დააფინანსებს 329 მეცნიერს ERC-ის გრანტის ფარგლებში, რითაც ის ხელს შეუწყობს ევროკავშირის მეცნიერების განვითარებას. აგრეთვე, მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ქალი მეცნიერების ჩართულობა ERC-ის კონკურსებში თანდათან იზრდება. ამ მიმართულებით კვლავ ბევრი სამუშაოა  განსახორციელებელი, თუმცა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო კვლევისა და ინოვაციის სფეროში  გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართულებით მუშაობა“.  ევროპული კვლევების საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ჟან-პიერ ბურჟინიონმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სამეცნიერო საბჭოს სახელით, მოხარული ვარ, მივულოცო ERC-ის გრანტიორებს. ასევე მადლიერებას გამოვხატავ იმ 3 000-ზე მეტი წამყვანი მეცნიერისა და მკვლევარისადმი, რომელთაც კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო განაცხადების შერჩევისა და შეფასებისათვის გაწიეს თავდაუზოგავი შრომა.  აღნიშნული გრანტი წაახალისებს მეცნიერებს და ხელს შეუწყობს მათ თავიანთი გაბედული იდეებისა და ინიციატივების განვითარებაში“. გრანტიორები თავიანთ პროექტებს განახორციელებენ ევროპის 22 ქვეყნის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში. ყველაზე მეტი პროექტი (60 გრანტი) გაერთიანებული სამეფოში განხორციელდება, რომელსაც მოჰყვება გერმანია (56 გრანტით), საფრანგეთი (38), ნიდერლანდების სამეფო (25). აღნიშნულ კონკურსში, 39 ეროვნების მკვლევარმა მოიპოვა დაფინანსება, რომელთა შორის არიან გერმანელები (55 გრანტი), იტალიელები (33), ფრანგები (32) და ბრიტანელები (31 გრანტი). ახალი გრანტიორების მიერ შემოთავაზებული კვლევითი პროექტები მოიცავს სხვადასხვა საკითხს ფიზიკური მეცნიერებებისა და ინჟინერიის, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. (იხილეთ მეტი ). ევროპული კვლევების საბჭომ სულ 2, 538 განაცხადი შეაფასა, რომელთაგან 13%-მა მოიპოვა დაფინანსება და მათგან 32%-ის სამეცნიერო ხელმძღვანელი ქალია. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ გრანტები 2 000 დამატებით სამუშაოს შექმნის პოსტ-დოქტორანტებისათვის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და კვლევით ჯგუფებში ჩართული სხვა პერსონალისათვის (იხილეთ სტატისტიკა ). გამარჯვებული მკვლევრების სია ანბანური რიგის მიხედვით გამარჯვებული მკვლევრების სია სამეცნიერო დარგების მიხედვით: . ფიზიკური მეცნიერებები და ინჟინერია; . სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; . სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.   სტატისტიკა - Consolidator Grants 2017 Consolidator Grant: ERC-ის Consolidator Grants განკუთვნილია სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის  გამორჩეული მკვლევრებისთვის, რომელთაც აქვთ 7-12 წლიანი კვლევითი გამოცდილება. კვლევა უნდა განხორციელდეს  ევროკავშირის წევრ ან ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის საჯარო ან/და კერძო კვლევით ორგანიზაციაში. გრანტი (მაქსიმუმ 2 მილიონი ევრო პროექტისთვის) 5 წლამდე ხანგრძლივობის პროექტებისთვისაა განკუთვნილი და ითვალისწინებს დაფინანსებას მკვლევრებისა და პროექტში ჩართული ჯგუფის წევრებისათვის. ERC-ის შესახებ ევროპული კვლევების საბჭო დაარსდა  2007 წელს ევროკავშირის მიერ  და არის პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად აფინანსებს გამორჩეულ მკვლევრებს. ERC-ს აქვს სამი მთავარი საგრანტო სქემა: ERC Starting Grants - გრანტები დამწყები მკვლევრებისთვის, Consolidator Grants – 7-12 წლის კვლევითი გამოცდილების მქონე მკვლევრებისთვის და Advanced Grants - დამკვიდრებული მკვლევრებისთვის. ამასთანავე, ERC Synergy Grants  განახლდა 2017 წელს. ERC-ს კონკურსების ფარგლებში, დღემდე, სულ დაფინანსებულია 7500 წამყვანი მკვლევარი და 50 000-მდე პოსტ-დოქტორანტი, დოქტორანტი და პროექტებში ჩართული სხვა კვლევითი პერსონალი. ERC-ის 2017 წლის ბიუჯეტია 1.8 მილიარდი ევრო, რაც ევროპაში კვლევის მიმართულებით მთლიანი დაფინანსების 1%-ია. ევროკომისარი კარლოს მოედასი არის პასუხისმგებელი ევროპული კვლევების საბჭოს ფუნქციონირებაზე და პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2014-2020 წლებისათვის 13 მილიარდ ევროს შეადგენს. ERC-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო საბჭო მართავს, რომელსაც 2014 წლის იანვრიდან ERC-ის პრეზიდენტი, ჟან-პიერ ბურჟინიონი ხელმძღვანელობს.
სრულად

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის შედეგები

30/11/2017 18:59
გთხოვთ, იხილოთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტებისა და სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ. გამარჯვებული პროექტის ავტორებმა არაუგვიანეს 6 დეკემბრის 18:00 საათისა ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/NCP%2029nov2017%20with%20Bea%20low%20res.jpg
30/11/2017 13:56

ERC National Contact Point შეხვედრა

ქ. ბრუსელში 2017 წლის 29-30 ნოემბერს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council – ERC) ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა. შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, ფონდის დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე და ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ქებურია   ERC საკონტაქტო პირები არიან საქართველოში.  29-30 ნოემბრის შეხვედრაში მონაწილეობდა 27 ქვეყნის, მათ შორის: ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, გერმანიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, დანიის, ესპანეთის, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, თურქეთის, უკრაინის, იტალიის, ლუქსემბურგის, რუმინეთის და საქართველოს წარმომადგენლები. შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდა  ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე. ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრაზე განხილული იყო ERC კონკურსების სქემები, მათი ადმინისტრირების პროცედურები, ERC საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები, ERC სამეცნიერო საბჭოს ანალიზი, სამეცნიერო მონაცემებზე ღია წვდომის (Open Access, Open Research Data) საკითხები, კვლევის ეთიკის სიახლეები და ჰორიზონტ 2020 დაფინანსების სქემებში ERC ჩართულობა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_6993.JPG
29/11/2017 15:17

„ეკონომიკური კონცეპტები ქართულ მხატვრულ პროზაში“ - პროექტის საბოლოო პრეზენტაცია

29 ნოემბერს 14:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის „ეკონომიკური კონცეპტები ქართულ მხატვრულ პროზაში“ პრეზენტაცია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_7001.JPG
29/11/2017 14:22

„ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი, მონაცემთა ბაზის“ პრეზენტაცია

2017 წლის 29 ნოემბერს, 16:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის  „ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი, მონაცემთა ბაზის“ პრეზენტაცია. ღონისძიებაზე გაიმართა, პროექტის ფარგლებში გამოცემული, წიგნის „ქართული პალიმფსესტები (კატალოგი, ტექსტები, ალბომი)“ წარდგენა და გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული პალიმფსესტების უნიკალური ნიმუშები. ქართული პალიმფსესტებისადმი ინტერესი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩნდება. მათი შესწავლის ისტორია ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი შანიძის სახელთან არის დაკავშირებული. პალიმფსესტების შესწავლის საქმეში თავისი წვლილი შეიტანა ხელნაწერთა ინსიტუტის დამაარსებელმა, ილია აბულაძემ.
სრულად

სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის” შუალედური შედეგები

28/11/2017 17:27
სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსზე” დარეგისტრირდა 118 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 28 ნოემბრის N156 ბრძანებით, კონკურსის პროგრამა და პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 7 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/24167298_10213040127410451_117305405_o_5.jpg
27/11/2017 16:08

გლობალური კვლევების საბჭოს (GRC) ევროპის რეგიონალური შეხვედრა

2017 წლის 22 - 23 ნოემბერს, შვედეთში, ქ. სტოკჰოლმში გაიმართა გლობალური კვლევების საბჭოს ( Global Research Council ) ევროპული რეგიონალური შეხვედრა, რომელსაც უმასპინძლა  შვედეთის მდგრადი განვითარების კვლევების საბჭომ  The Swedish Research Council for Sustainable development FORMAS . ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპის კვლევებისა და ინოვაციების „ჰორიზონტი 2020“-ის ჩარჩო პროგრამის ქვეყნების სამეცნიერო ფონდების რეგიონალურ შეხვედრაზე კვლევის დამფინანსებელ სხვა ინსტიტუციებთან ერთად წარმოდგენილი იყო საქართველო, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. GRC-ის რეგიონალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა (მაკო) მიქაბერიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ. შეხვედრაზე განხილული იყო ორი თემა: სამეცნიერო დიპლომატია; საექსპერტო შეფასება; შეხვედრა მიზნად ისახავდა მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო ფონდებისა და სამეცნიერო კვლევის დამფინანსებელ სააგენტოებს შორის კავშირების გამყარებას, მეცნიერებასა და დიპლომატიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხაზგასმას, სამეცნიერო სფეროს პოლიტიკისა და საგარეო  პოლიტიკას შორის კომუნიკაციის გააქტიურებას.  ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მდგრადობაზე, ეკონომიკური ინტერესებისა და ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის ან კვლევისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაზიარებაზე. ფონდების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საექსპერტო შეფასების  კრიტერიუმებზე, რომელიც აუცილებელია დამფინანსებელ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობისას ორმხრივი ნდობისთვის, ასევე ერთობლივი პროგრამების ეფექტურად და გამჭირვალედ ადმინისტრირებისთვის. გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილე ევროპული ფონდების მიერ მოხდა 2018 წლის GRC-ის  წლიური შეხვედრისათვის ახალი ხედვის შემუშავება, რომლიც ჩატარდება 2018 წლის მაისში და რომელსაც უმასპინძლებენ რუსეთის ფუნდამენტური კვლევების ფონდი ( Russian Foundation For Basic Research ) და სამხრეთ კორეის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ( National Science Foundation Of Korea ). ორდღიან საერთაშორისო ღონისძიებას ესწრებოდნენ წამყვანი ეროვნული სამეცნიერო ფონდების წარმომადგენლები შვედეთიდან ( Swedish Research Council ), შვეიცარიის კონფედერაციიდან ( Swiss National Science Foundation ), პოლონეთიდან ( National Science Centre of Poland ), ნორვეგიიდან ( The Research Council of Norway ), გაერთიანებული სამეფოდან ( University of Exeter ), ამერიკის შეერთებული შტატებიდან ( American Association for the Advancement of Science ), ირლანდიის რესპუბლიკიდან (Science Foundation Ireland ), გერმანიიდან (DFG, German Research Foundation ), თურქეთიდან (TUBITAK - The scientific and technological research council of Turkey ), აზერბაიჯანიდან ( Science Development Foundation under the President of the Republic of Azerbaijan ), რუსეთიდან ( Russian Foundation for Basic Research ), სლოვაკეთიდან ( Slovak Research and Development Agency ), ლუქსემბურგიდან ( Luxembourg National Research Fund ), იტალიიდან ( National Institute for Nuclear Physics ), ესპანეთიდან ( Spanish Foundation for Science and Technology - Secretary of State for Research, development and innovation ), ისრაელიდან ( Israel Science Foundation ), სლოვენია ( Slovenian Research Agency ), ხორვატია ( Croatian Science Foundation ), ჩეხეთიდან ( Czech Science Foundation ), ასევე წარმომადგენლები- ევროპული კვლევების საბჭოდან,   ( European Research Council ) და „ჰორიზონტი 2020“-ის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატი ( “ Horizon 2020” DG Research Development ).   ევროპის რეგიონალური შეხვედრის მომხსენებლებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი და GRC-ის მხარდამჭერი ჯგუფის აღმასრულებელი პირი დოქტორი სანდიპ სანდჰუ (Sandeep Sandhu),  ევროპის მეცნიერებისა და GRC-ის წარმომადგენელი ქ-ნი მაუდ ევრარდი (Maud Evrard), ამერიკული ასოციაცია მეცნიერების განვითარებისათვის ( American Association for the Advancement of Science )  წარმომადგენელი დოქტორი მარგა გუალ სოლერი ( Dr. Marga Gual Soler ), ექსეტერის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ( University of Exeter ) პროფესორი ჯინ ელიოტი (Prof. Jane Elliot)  და სხვა.  ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია მეცნიერებასა და დიპლომატიასთან დაკავშირებით,   შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ანდრეს თროედსონთან  , Formas-ის გენერალური მდივანი და შვედეთის წარმომადგენელი IPCC-ში პროფესორ მაკუ რუმუკაინენთან და ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენელ დოქტორ ლიზე-მარიე ვან დერ ვათთან ( Dr. Lize-Marie van der Watt ). შეხვედრის მიმდინარეობისას შედგა შიდა სამუშაო შეხვედრები, სადაც განხილული იყო მეცნიერების დიპლომატიისა და ექსპერტთა შეფასებასთან დაკავშირებით ევროპული ფონდების ხედვა.          
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/dunya-uluslararasi_son_.jpg
24/11/2017 11:07

ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

ფონდი აცხადებს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.   კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.  2017 წლის კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას ერთობლივი კვლევითი   პროექტების განსახორციელებლად. კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს საქართველოს მოქალაქე სამეცნიერო ხელმძღვანელი, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი თურქეთიდან. თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიზნით, კვლევითი პროექტი უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფმა და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფმა ერთობლივად თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე  შემდეგ მისამართზე  uidb-pbs.tubitak.gov.tr 2018 წლის 15 თებერვლამდე . ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს   24 თვეს.  პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს  30 000 ლარს,  ხოლო წლიური თანხა - 15 000 ლარს. ფონდში დოკუმენტაციის წარდგენის წესი: საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფმა ფონდის კანცელარიაში 2018 წლის 1 მარტის 15:00 საათამდე უნდა წარადგინოს:  (ვადის ცვლილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)   თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე დარეგისტრირებული სრული საპროექტო წინადადების ასლი; თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე დარეგისტრირებული საპროექტო წინადადების ქართულ ენაზე ნათარგმნი და თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული სრული ვერსია; თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო 2017 წლის კონკურსში მონაწილე პროექტის წარმომდგენ ქართველ მკვლევართა განცხადება (დანართი #2) , რომელიც დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს მხრიდან პროექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით, ქართველ მკვლევართა ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით; პროექტის ხელმძღვანელისა და სხვა ძირითადი პერსონალის - საქართველოდან მეცნიერთა ჯგუფის წევრთა პირადობის დამადასტურებელი და აკადემიური ხარისხის/სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტები (თუ აღნიშნული დოკუმენტი უცხოეთშია გაცემული, მას თან უნდა ერთვოდეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში გაცემულ დოკუმენტს არ სჭირდება ქართული თარგმანი და აღიარება); პროექტში ჩართული ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია ( CV) (დანართი #3 ქართული და ინგლისური ვერსია) თანადაფინანსების დადასტურების წერილი (თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელის, ან ფიზიკური პირის ხელმოწერით და თანხის მითითებით ( დანართი #4 ).   დანართების სახით იხილეთ კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 24 ნოემბრის N155 ბრძანებაში ცვლილება ; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 24 ნოემბრის N155 ბრძანებაში ცვლილება ერთობლივი კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1); პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირების განცხადება   (დანართი №2); მეცნიერის CV ქართული ვერსია  / ინგლისური ვერსია (დანართი №3); ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი №4); ფონდის ბიუჯეტის კლასიფიკატორი - TUBITAK (დანართი №5); პროექტების შეფასების კრიტერიუმები .   ინფორმაცია კონკურსის შესახებ ასევე იხილეთ თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ვებგვერდზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით კონკურსის კოორდინატორებს:   მარიამ ქებურია Tel: +995 322 200 220 (4022)  Email:  keburia@rustaveli.org.ge     თამთა შკუბულიანი Tel:+995 322 200 220 (4445) Email:  tshkubuliani@rustaveli.org.ge   გიორგი წოწორია Tel: +995 322 200 220 (4019) Email: ">tsotsoria@rustaveli.org.ge 
სრულად