old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/SS-Georgia_photo.png
08/12/2017 16:25

ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტი: Specific Support to Georgia

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომიისადმი მიმართვის საფუძველზე და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, 2017 წლის 4-7 დეკემბერს ევროკომისიის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის, Policy Support Facility - ს ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო ექსპერტების პირველი ვიზიტი საქართველოში. სპეციალური მხარდაჭერის ინსტრუმენტი საქართველოსთვის ხორციელდება 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისამდე და  გულისხმობს დამოუკიდებელი, მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით. ექსპერტთა პანელს თავმჯდომარეობდა მაიკლ შლიხტი, (გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკისა და უმაღლესი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის ყოფილი დირექტორი). მაიკლ შლიხტი 2012 წლიდან კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის (RTDI)  ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტთა  შეფასების (peer review) თანაავტორია ყაზახეთში, საქართველოსა და უკრაინაში. ექპერტთა პანელის შემადგენლობაში არიან აგრეთვე ექსპერტები ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ბულგარეთიდან/გაერთიანებული სამეფოდან და ჰოლანდიიდან (იხილეთ დანართი). პირველი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა,  საქართველოში კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების კუთხით არსებული მდგომარების შესწავლისა და შემდგომი შეფასების მიზნით, 4-7 დეკემბერს გაიმართა სხვადასხვა შეხვედრა სახელმწიფო და კერძო კვლევითი უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების წარმომადგენლებთან. ექსპერტთა პანელი, ასევე, შეხვდა საბანკო და ბიზნეს სექტორისა და საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მისიის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტთა პანელის მიერ საქართველოს ოფიციალურ უწყებებსა და პირებს წარედგინებათ ექსპერტების მიერ  შედგენილი შესაბამისი რეკომენდაციები. Policy Support Facility-ის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების მეორე ვიზიტი დაგეგმილია 2018 წლის თებერვალში.
სრულად

ფონდის ადმინისტრაციის განცხადება

08/12/2017 15:05
2017 წლის 11 დეკემბერს მიმდინარე ფონდის წლიური შემაჯამებელი კონფერციის გამო იმუშავებს მხოლოდ ფონდის კანცელარია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ვითარება და ფონდში თქვენი საქმიანი ვიზიტი დაგეგმოთ სხვა დღეს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/dasd.jpg
07/12/2017 18:24

2018 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გლობალური ინოვაციის (GIST) ტექნოლოგიური იდეის (Tech-I) კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2018 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გლობალური ინოვაციის (GIST) ტექნოლოგიური იდეის (Tech-I) კონკურსის შესახებ. ტექნოლოგიური იდეის კონკურსი შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებსა და ინოვატორებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში, დაესწრონ ტრენინგებს და მოიპოვონ საწყისი კაპიტალი. 2018 წლის GIST Tech-I კონკურსი იწვევს დამწყებ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების (S&T) ყველა სფეროში (მაგალითად: სოფლის მეურნეობა, განათლება, ენერგეტიკა გარემო, ჯანდაცვა, ინფორმაციული  და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ოკეანეები და კოსმოსის მეცნიერება). დამწყებ საფეხურზე მყოფ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სტარტაპებს შეუძლიათ, გაწევრიანდნენ ერთ-ერთ Tech-I ჯგუფში. თითოეული GIST-თან ასოცირებული მენტორი აირჩევს სამ სტარტაპს გლობალური საჯარო არჩევნებით. 10 წამყვან სტარტაპს და მათ GIST-თან ასოცირებულ მენტორს კი დაუფინანსდებათ 2018 წლის სტამბოლის გლობალურ მეწარმეობის კონგრესის ბოლო ეტაპზე დასასწრებად საჭირო ვიზიტის ხარჯები. ფინალისტებს საშუალება მიეცემათ, თავიანთი იდეები საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინონ 2018 წლის გლობალური  მეწარმეობის კონგრესის (GEC)-ის მეშვეობით და მიიღონ 10 000 USD საწყისი კაპიტალის სახით. ამასთანავე, ყველა ფინალისტი მიიღებს მონაწილეობას ტრენინგში GEC-მდე და კონგრესის შემდეგ სამი თვის განმავლობაში. 2018 წლის Tech-I კონკურსის ორგანიზატორები  არიან ამერიკული ასოციაცია მეცნიერების განვითარებისათვის (AAAS) და VentureWell. განაცხადების მიღება 2018 წლის Tech-I კონკურსისათვის შესაძლებელია ამა წლის 28 დეკემბრამდე. განაცხადი უნდა მოიცავდეს სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციური პროექტის მოკლე შეჯამებას წუთ-ნახევრიან ვიდეო ჩანაწერთან ერთად. ვიდეო უნდა წარმოაჩენდეს ინოვაციურ პროდუქტსა და იდეას და უნდა გაიგზავნოს მოცემული ბმულის მეშვეობით: http://www.gistnetwork.org/content/gist-tech-i განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 18-დან 40 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ბიზნესი ან სურვილი ბიზნესის დაწყებისა GIST-ში მონაწილე რომელიმე ქვეყანაში. განსაკუთრებით წახალისებულია იმ ორგანიზაციების მონაწილეობა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ახალგაზრდა მეცნიერებთან და ინჟინერებთან (უნივერსიტეტები, ბიზნეს ინკუბატორები, ბიზნესის დამაჩქარებლები (accelerators)).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/24946153_10155920873517378_316485352_o.jpg
07/12/2017 15:49

„საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი: ონკოუროლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინარული მართვა“

2017 წლის 01 დეკემბერს სასტუმროში „Holiday Inn Tbilisi“ 08:30-17:00 საათზე, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის, ხელშეკრულება MG_CG_09-3004/5344 კონფერენცია: „საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი: ონკოუროლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინარული მართვა“. კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრები, ქართველი უროლოგები, ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები და რადიოლოგები საქართველოს 20 სამედიცინო დაწესებულებიდან - სულ 200-ზე მეტი პერსონა. პროექტის მიზანი იყო უროლოგიური და ონკოუროლოგიური დაავადებების მართვის შესახებ ევროპის უროლოგთა ასოციაციის უახლესი რეკომენდაციების გაცნობა, ამ რეკომენდაციების კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის გზების დასახვა და ქართველი პაციენტების მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება; საქართველოში უროლოგიური მეცნიერების განვითარების გზების ანალიზი და დაგეგმვა; ქართული უროლოგიური მეცნიერების ევროპის მასშტაბით პოპულარიზაცია და რეგიონში (კავკასია-ცენტრალური აზია) მისი წამყვანი როლის დამკვიდრება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა რთული შემთხვევების ანალიზი. სხვადასხვა სპეციალისტებმა საჯარო დისკუსიაში წარმოადგინეს დაავადებების მართვის მათეული პრინციპები. ყოველი სესიის ბოლოს იმართებოდა ინტერაქტიული დისკუსია აღნიშნული სპეციალისტების მონაწილეობით.   სამომავლოდ, კერძოდ ზაფხულში, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია გეგმავს კიდევ უფრო მასშტაბური კონგრესის მოწყობას მეტი ქართველი და უცხოელი დელეგატის მონაწილეობით.
სრულად

ბრძანება ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი - საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული დოქტორანტების დამტკიცების შესახებ

07/12/2017 15:07
გთხოვთ, იხილოთ ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი - საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული დოქტორანტების დამტკიცების შესახებ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N 164 ბრძანება .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/24825913_1963008937047952_1769460022_o.jpg
07/12/2017 14:21

"ქართული მწერლობის ინტერკულტურული მოდელი და ნაციონალური იდენტობის პრობლემა"

2017 წლის 6 დეკემბერს, 14:30 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის "ქართული მწერლობის ინტერკულტურული მოდელი და ნაციონალური იდენტობის პრობლემა" პრეზენტაცია.
სრულად

STCU- ISTC მმართველი საბჭოების სხდომა

06/12/2017 13:54
2017 წლის 6 დეკემბერს ქ. ფრანკფურტში გაიმართა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (Science Technology Center in Ukraine –STCU) მმართველი საბჭოს 45-ე სხდომა, ხოლო 7 დეკემბერს კი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (International Science Technology Center – ISTC) მმართველი საბჭოს 65-ე სხდომა. ორივე მმართველი საბჭოს სხდომაზე საქართველო წარმოდგენილი გახლდათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. STCU და ISTC სხდომებში  მონაწილეობა მიიღეს ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა (მაკო) მიქაბერიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ. სხდომებზე განხილული იყო წლიური ISTC და STCU პროგრამული და ფინანსური ანგარიშები, საგრანტო კონკურსების და პარტნიორული პროექტების ფინანსური კონტრიბუციის საკითხები დამფინანსებელი ქვეყნების მხრიდან, ფინანსური გათვლები,  მრჩეველთა და შემფასებელ კომიტეტების 2017 წლის ანგარიშები, მიზნობრივი ინიციატივების საკითხები, ასევე 2018 წლის შეხვედრებისა და აქტივობების გეგმა. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მიქაბერიძემ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის მმართველი საბჭოს  65 სხდომაზე წარადგინა ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტრატეგია, თანადაფინანსების შესაძლებლობები და ისაუბრა სამომავლო პერსპექტივების გაფართოვებაზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/20171201_180347.jpg
06/12/2017 13:10

„ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა და დიგიტალიზაცია“

 2017 წლის 1-ელ დეკემბერს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, 18:00 საათზე, გაიმართა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის,  „ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა და დიგიტალიზაცია“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდა მუზეუმის ადმინისტრაცია, შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერი თანამშრომლები, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, პროექტით დაინტერესებული სტუდენტები (მაგისტრანტები და დოქტორანტები). პროექტის ხელმძღვანელმა, ლიტერატურის მუზეუმის უნიკალური წიგნების ფონდის კურატორმა, ფილოლოგიის დოქტორმა ია ღადუამ დამსწრეთ გააცნო პროექტი და წარუდგინა პროექტის ფარგლებში გამოცემული „ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობის“ (XII-XIX საუკუნეები) ოთხი წიგნი, რომელშიც შესულია პროექტის ფარგლებში აღწერილი 2636 ხელნაწერი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_7068.JPG
06/12/2017 09:55

“ მიგრაცია, შრომის მიწოდება და სკოლის მიღწევები: საქართველოს მაგალითზე “

2017 წლის 5 დეკემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში , 115-ე აუდიტორიაში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “მიგრაცია, შრომის მიწოდება და სკოლის მიღწევები: საქართველოს მაგალითზე“ პრეზენტაცია.  პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა ორი კვლევა: „მიგრაცია და შრომის მიწოდება საქართველოში“ და „მიგრაცია და სასკოლო მიღწევები საქართველოში“.  ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის, CRRC საქართველოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პროფესორები.  
სრულად

ინფორმაცია კლარივაიტის შესახებ - წვდომა „Web of Science”-ის კოლექციაზე

05/12/2017 16:44
2017 წლის 1 დეკემბერს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას  LLC “Clarivate” -თან, რომლის ფარგლებში ხელმომწერ ინსტიტუციებს და ასევე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 8 დეკემბრიდან ექნებათ წვდომა „ Web of Science” -ის კოლექციაზე, სადაც  ინდექსირებულია 16 000 წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი მეცნიერების ყველა სფეროში -  ტექნიკური მეცნიერების, მედიცინისა და სოციალური მეცნიერების, ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერების მიმართულებით. ბაზაში არსებული თითოეული ჩანაწერისთვის დათვლილია ასევე ციტირების რაოდენობა, რაც საუკეთესო ინდიკატორია სტატიის გავლენის, მნიშვნელობის და კვლევის გავლენის (იმპაქტის) შესაფასებლად. „Web of Science“-ზე წვდომა საშუალებას მისცემს საქართველოში მოღვაწე მეცნიერებს განახორციელონ მათ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი ნაშრომების თემატური ძებნა, ვინაიდან ხდება თითოეული ავტორის ინდექსაცია, მოძებნონ საუკეთესო კოლაბორანტი ერთობილი კვლევისთვის და მაღალი გავლენის (იმპაქტის) მქონე ჟურნალი თავიანთი კვლევის გამოსაქვეყნებლად. „Web of Science“-ის გამოყენებით უნივერსიტეტების ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნებათ ჩამოაყალიბონ სამეცნიერო განვითარების სტრატეგია. ხელშეკრულების ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ ექნებათ წვდომა ასევე Derwent World Patent Index-ზე, რომელიც არის უნიკალური საპატენტო ბაზა და მოიცავს პატენტის სახელწოდებებს, აბსტრაქტებს, მფლობელის შესახებ ინფორმაციას და ექსპერტების მიერ განხორციელებულ კლასიფიკაციას, 90 %-იანი ძებნის შედეგების რელევანტურობით.
სრულად