old
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/KVLEVEBI%20MOSCMONACIL/IMG_3803.JPG
23/01/2018 16:46

ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება  მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.  კონკურსში პროექტების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:         1.  მათემატიკა; 2.  ინფორმატიკა; 3.  ფიზიკა; 4.  ქიმია; 5.  სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; 6.  დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები; 7.  ეკოლოგია; 8.  ინჟინერია და ტექნოლოგიები; 9.  აგრარული მეცნიერებანი. კონკურსში პროექტის შეტანა შეუძლია საჯარო სკოლას/სკოლებს.  პროექტის შემომტანთა შორის საჯარო სკოლასთან ერთად შესაძლებელია იყოს კერძო სკოლაც, რაც შესაძლებლობას აძლევს მას კვლევაში ჩართოს თავისი მოსწავლეები. ამასთანავე, პროექტში მონაწილე კერძო სკოლა ვერ იქნება სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები და ვერ მიიღებს მონაწილეობას როგორც გრანტის თანხების, ასევე მის ფარგლებში შეძენილი ქონების განაწილებაში. საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII – XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი. მას შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. პროექტში მონაწილე მეცნიერი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კვლევის პროცესში სამეცნიერო კონსულტაციას უწევს პროექტის ხელმძღვანელს, პროექტის ასისტენტსა და მოსწავლეებს;  პროექტში უნდა მონაწილეობდეს პროექტის ასისტენტი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელსა და მეცნიერს პროექტის განხორციელებაში. იგი უნდა იყოს დოქტორანტი ან მაგისტრანტი საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და პროექტის შემოტანისას აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი; პროექტის ხელმძღვანელის, მეცნიერის და პროექტის ასისტენტის ჩართულობა პროექტში აუცილებელი პირობაა. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური  მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში. პროექტში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს 24 სამუშაო კვირა, რომელიც არ უნდა მოიცავდეს სასკოლო არდადეგებს. პროექტის განხორციელებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სკოლაში მიმდინარე  სასწავლო პროცესს. პროექტში უნდა აღინიშნოს კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა სავარაუდო კონტინგენტი და რაოდენობა. პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 12 მოსწავლეზე ნაკლები. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს. შესაძლებელია, პროექტი ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას მონაწილე სუბიექტების ან სხვა იურიდიული პირების მიერ. მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის  პირობები საპროექტო წინადადება პროექტის ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ პროფესიული ბიოგრაფია (cv) ქართულ ენაზე პროექტის გეგმა-გრაფიკი პროექტის ბიუჯეტი განცხადება ,,2018 წლის სახელმწიფო  გრანტების კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ ბიუჯეტის კლასიფიკატორი ხშირად დასმული კითხვები  ჯგუფური კონსულტაციები ფონდის საკონფერენციო დარბაზში: 2018 წლის  22 თებერვალი  16:00 სთ; 2018 წლის 16  მარტი,  16:00 სთ; კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   მაკა ქაჯაია, ელ.ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge ,   ტელ. 2200220(4409) ანა გოგუაძე , ელ.ფოსტა  goguadze@rustaveli.org.ge   კონკურსის ელექტრონულ რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/All_Souls_College_University_of_Oxford.jpg
22/01/2018 10:38

ფონდი აცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ასევე,  ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - კონკურსის პირობები დანართი 2 - საპროექტო წინადადების ფორმა დანართი 3 - ავტობიოგრაფია ( CV) დანართი 4 - განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე დანართი 5 - ოქსფორდის უნივერსიტეტთან საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პირის თანხმობის ფორმა ხშირად დასმული კითხვები ხელშეკრულება ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის საკონსულტაციო პრეზენტაცია კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 2018 წლის 22 იანვარი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; კონსულტაციების დღეები: 4.05 .2018 , 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო                                                      დარბაზი, 22.05.201 8,16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო                                           დარბაზი, 2018 წლის 8 ივნისი, 18:00 სთ - პროექტების ელექტრონულად წარდგენა ფონდში; 2018 წლის 13 ივნისი, 16:00 სთ - შევსებული, ხელმოწერილი განცხადების ფორმის წარდგენა ფონდის                                                                 კანცელარიაში; 2018 წლის 14-15 ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის                                                     დადგენა; 2018 წლის 18-29 ივნისი - პროექტების შეფასება  ფონდისა და უნივერსიტეტის ერთობლივი                                                          კომისიის მიერ; 2018 წლის 2 ივლისი - ინტერვიუსთვის შერჩეული კანდიდატებისთვის ფონდიდან შეტყობინების                                                გაგზავნა; 2018 წლის ივლისი - ინტერვიუების ჩატარება შერჩეულ კანდიდატებთან ფონდისა და                                             უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ; 2018 წლის ივლისი - კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და                                             ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-                                           სამართლებრივი აქტით დამტკიცება; 2018 წლის ოქტომბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს: ნინო გაჩეჩილაძე, ელ-ფოსტა:  gachechiladze@rustaveli.org.ge   შ ოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებას!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8419.JPG
18/01/2018 12:19

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 18 იანვარს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა  მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - პროექტების განხორციელების და ფონდთან ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8407.JPG
17/01/2018 12:18

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 17 იანვარს, 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა  მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - პროექტების განხორციელების და ფონდთან ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით.
სრულად

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთა საყურადღებოდ!

15/01/2018 15:50
2018 წლის 17 და  18 იანვარს, 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს ფონდი მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას - პროექტების განხორციელების და ფონდთან ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/slider2.jpg
15/01/2018 15:01

მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის შედეგები

გთხოვთ, იხილოთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანება N-05 მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ; რანჟირებული სიები მიმართულებების მიხედვით ; კონკურსის სტატისტიკა. გამარჯვებული პროექტების ავტორებმა, არაუგვიანეს 9 თებერვლის 17:00 საათისა, ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N-05 -ით განსაზღვრული დოკუმენტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება! შენიშვნა: კონკურსში მონაწილე პროექტების ავტორებს საკონკურსო კომისიის შეფასებები დაეგზავნებათ 3 სამუშაო დღეში.  
სრულად

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა საყურადღებოდ!

15/01/2018 11:26
2018 წლის 23  იანვარს, 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს ფონდი მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას - პროექტების განხორციელების და ფონდთან ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/26062776_755200138007132_889566922_o.jpg
25/12/2017 13:30

„წერტილოვანი სიმრავლეების გეომეტრიულ-კომბინატორული თვისებები და მათი გამოყენებები“

2017 წლის 25 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის 513 ბ - ე აუდიტორიაში, ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტის „წერტილოვანი სიმრავლეების გეომეტრიულ-კომბინატორული თვისებები და მათი გამოყენებები“ პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი - თენგიზ ტეტუნაშვილი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/cnr%20research.png
22/12/2017 17:55

ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

გამოვლინდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები. გთხოვთ, იხილოთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის  N177 ბრძანება .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8091.JPG
22/12/2017 17:51

საინფორმაციო დღე SPIRE-ის 2018 წლის კონკურსების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, EaP PLUS პროექტის ფარგლებში, ამა წლის 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ჰორიზონტი 2020-ის SPIRE-ის კონკურსების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტებისა და მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. საინფორმაციო დღეზე პრეზენტაცია წარადგინა SPIRE საკონტაქტო პირმა , მარგალიტა არაბიძემ, რომელმაც SPIRE-ის 2018 წლის კონკურსები მიმოიხილა:   ნედლეულის   გადამუშავება   ენერგიის   არატრადიციული   წყაროების   გამოყენებით.  (CE-SPIRE-02-2018: Processing of material feedstock using non-conventional energy sources (IA)); ენერგიისა   და   რესურსების   ეფექტიანი   გამოყენება   ინდუსტრიაში  (CE-SPIRE-03-2018: Energy and resource flexibility in highly energy intensive industries (IA 50%)); პლასტმასის   შემცველი   მასალების   ეფექტური   გადამუშავებ ა   (CE-SPIRE-10-2018: Efficient recycling processes for plastic containing materials (IA)). SPIRE კონკურსები გამოცხადებულია ჰორიზონტი 2020-ის სამუშაო პროგრამის „ ნანოტექნოლოგიები, მოწინავე მასალები, ბიოტექნოლოგია, თანამედროვე წარმოება და გადამუშავება”  ფარგლებში და მისი მიზანია ევროპული ინდუსტრიული ლიდერობის გაძლიერება გლობალური მასშტაბით. 2018 წლის კონკურსებზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 22 თებერვალი. შეხვედრაზე  ასევე პრეზენტაცია წარადგინა ჰორიზონტი 2020-ის ეროვნულმა საკონტაქტო პირმა „უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის“  მიმართულებით, ნატალია შათირიშვილმა. მან ჰორიზონტი 2020-ის კონკურსებში მონაწილეობისათვის საჭირო პრაქტიკული ინფორმაცია, კონსორციუმის ძიების, საპროექტო განაცხადის წერის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა. საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებმა ჰორიზონტი 2020-ის SPIRE-ის კონკურსების საპროექტო განაცხადის მომზადებისა და EaP PLUS პროექტის ფარგლებში საშუამავლო გრანტებისა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია.
სრულად