old

ფონდის ადმინისტრაციის განცხადება

15/02/2018 12:22
2018 წლის 15 და 16 თებერვალს ,  მიმდინარე  სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის გამო იმუშავებს მხოლოდ ფონდის კანცელარია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ვითარება და ფონდში თქვენი საქმიანი ვიზიტი დაგეგმოთ სხვა დღეს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/Daad_1.jpg
15/02/2018 10:38

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს  ახალგაზრდა   მეცნიერებსა  და  დოქტორანტებს : ა) სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების  მიღებაში; ბ) გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების მიზნით; გ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის: ა) ახალგაზრდა მეცნიერებისათვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი)  -  4- დან 6 თვემდე ვიზიტი.  ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია  2000  ევროს ექვივალენტი ლარში და მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს  575  ევროს ექვივალენტი ლარში; ბ) დოქტორანტების -  3 თვიანი ვიზიტი.  ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია  1000  ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს  575  ევროს ექვივალენტი ლარში და დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს  80  ევროს ექვივალენტი ლარში. გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების -  6 თვიანი ვიზიტი.  ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია  1000  ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს  575  ევროს ექვივალენტი ლარში, დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს  80  ევროს ექვივალენტი ლარში და დოქტორანტის ხელმძღვანელის და თანახელმძღვანელის მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს  637,5 ევროს ექვივალენტი ლარში. სტაჟირება  უნდა განხორციელდეს 15 მაისიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში. საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ა) ენები და კულტურის კვლევები; ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები; გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; დ) მედიცინა; ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები; ვ) ინჟინერია; ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები; დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება; ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება; კონკურსის პირობები (დანართი 1) ; პროექტი უნდა დარეგისტრირდეს DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში (იხილეთ ბმული) . პროექტის ბეჭდური ვერსია ორ ეგზემპლიარად სარეკომენდაციო წერილთან ერთად უნდა ჩაბარდეს DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში (მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქუჩა #16). ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს: ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე; ბ)  პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე (დანართი 2); გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3). კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება:  1 5 თებერვალი; ჯგუფური კონსულტაცია  20 თებერვალი 17 :00 საათზე  ფონდის საკონფერენციო დარბაზში; რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია  26 თებერვალს 16:00 საათზე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 101- ე აუდიტორია ; გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 28 თებერვალს 16:00 საათზე   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,  აუდიტორია A 101- ე ; გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 6 მარტს 16:00 საათზე გოეთეს ინსტიტუტში (დიდი დარბაზი, მე-2 სართული/მ.ზანდუკელის ქ. 16) ; დამატებით სხვა გასვლითი ჯგუფური კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ფონდის ვებ. გვერდზე. კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა:  19 მარტი; პროექტის სარეკომენდაციო წერილთან ერთად (ორი ეგზემპლიარი) DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში წარდგენის ბოლო ვადა:  20 მარტი; განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა:  21 მარტი 16:00  სთ- მდე. საკონსულტაციო პრეზენტაცია   ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კოორდინატორს ელ-ფოსტაზე: daad@rustaveli.org.ge  ან info@daad.org.ge ფონდი გისურვებთ წარმატებებს!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8788.JPG
14/02/2018 16:59

გრანტების მენეჯმენტის ახალი სისტემის (GMUS) ტრენინგები გაიმართა

14 თებერვალს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა  გრანტების მენეჯმენტის ახალი სისტემის (GMUS) ტრენინგები ბაზის მომხმარებელთათვის. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები. გრანტის მენეჯმენტის ერთიანი ელექტრონული სისტემა (GMUS), გაამარტივებს საკონკურსო განაცხადების მიღებას და დაეხმარება როგორც მეცნიერებს და ექსპერტებს პროფილის, კონკურსების და ექსპერტიზის განხრით, ასევე ფონდის თანამშრომლებს გრანტების შემდგომ მართვასა და პროექტების მონიტორინგში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8769.JPG
14/02/2018 12:24

პროფ. როჯერ ქაშმორი მეცნიერებს შეხვდა

14 თებერვალს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) ყოფილმა თავმჯდომარემ, როჯერ ქაშმორმა გაცნობითი ხასიათის  შეხვედრები გამართა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ნაწილთან.  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, პროფ. როჯერ ქაშმორი შეხვდა საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (TIG) და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ინსტიტუტის წარმომადგენლებს, მეცნიერ-თანამშრომლებს, რომლებიც ჩართული არიან ATLAS-ის და CMS-ის  ექსპერიმენტებში (CERN). პროფ. ქაშმორი გაეცნო ქართველი მეცნიერების აქტივობებსა და მიღწევებს აღნიშნულ ექსპერიმენტებში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა CERN-ის ექსპერიმენტებში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის მნიშვნელობა ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. შეხვედრებზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ აუცილებელია ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო კოლაბორაციის შედეგების და სარგებლიანობის შესახებ. შეხვედრებზე, ასევე განხილული იქნა ის გამოწვევები, რომლებიც ფიზიკის მიმართულებით საქართველოს წამყვანი აკადემიური და კვლევითი ინსტიტუციების წინაშე დგას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/daskvna.JPG
09/02/2018 10:30

დასრულდა ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მეორე ვიზიტი

დასრულდა ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის  Policy Support Facility- ის  საერთაშორისო ექსპერტების მეორე ვიზიტი საქათველოში, რომელიც ხუთი დღე მიმდინარეობდა. საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხების გაცნობის, განხილვისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ექსპერტთა პანელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრები ჩაატარა საქართველოს კვლევითი ინსტიტუციების, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, კერძო სექტორის, სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ახალგაზრდა მკვლევრებთან, ფონდის გრანტიორებთან და  საქართველოს სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების სხვა წრეებთან. კვლევისა და ინოვაციის სფეროში გარემოების უკეთ გაცნობის მიზნით, ექსპერტთა პანელი ადგილზე ეწვია რამდენიმე კვლევით ცენტრს და ასევე, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ალექსანდრე თევზაძესთან, საქათველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ ეკატერინე მიქაბაძესთან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ბატონ გიორგი ზვიადაძესთან,  საქართველოს პარლამენტის განათლებისა და  მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ მარიამ ჯაშთან.  სამუშაო შეხვედრებზე დისკუსია მიმდინარეობდა შემდეგი საკითხების შესახებ: მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება; მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემები.  საერთაშორისო ექსპერტებმა წარადგინეს თავიანთი პირველი ვიზიტის შედეგად თავმოყრილი და გაანალიზებული ინფორმაცია პრეზენტაციის ფორმატით და სთხოვეს დამსწრე საზოგადოებას მოსაზრებების გამოთქმა, დისკუსიაში ჩართვა და დამატებით კომენტარების გაზიარება საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის შესახებ უფრო ვრცელი და სათანადო   ინფორმაციის მიღების მიზნით. ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის  Policy Support Facility-ის   საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული საბოლოო ანგარიში / სარეკომენდაციო დოკუმენტის გაზიარება ფართო საზოგადოებისათვის დაგეგმილია მმიმდინარე წლის ივნისის თვეში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8708.JPG
08/02/2018 17:00

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 8 თებერვალს, 16:00 საათზე,  გაიმართა კონკურსის ,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საჯარო კონსულტაცია. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორმა  უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8663.JPG
08/02/2018 14:22

ხელი მოეწერა 7 ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შეთანხმებას

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, მეგობრული საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო კავშირის დამყარების მიზნით, მომზადდა შეთანხმება შვიდ ევროპულ უნივერსიტეტთან საქართველოს შემსწავლელი კვლევითი პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით. 7 თებერვალს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ევროპის შვიდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა. მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და  ურთიერთსასარგებლო თანამშრომლური ურთიერთობების განვითარებისთვის, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში პოპულარიზაციისა და მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად. პროგრამის ფარგლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს, მიეცემათ საშუალება განახორციელონ კვლევითი ვიზიტები საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ვილნიუსის(ლიტვა), ლეიდენის(ჰოლანდია), ბრემენის(გერმანია), ტარტუს(ესტონეთი), იოტოვოშ ლორანდის(უნგრეთი), ფრიდრიხ შილერის იენისა(გერმანია) და კა ფოსკარის(იტალია) უნივერსიტეტებში.  მასპინძელი უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ საქართველოდან ახალგაზრდა მეცნიერთათვის სამუშაო კვლევითი გარემოს შექმნას, მენტორის გამოყოფას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პარტნიორ უნივერსიტეტებში შეიქმნება და აკადემიურ პროგრამებში ინტეგრირდა: ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები და სალექციო კურსები საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.  ერთობლივ პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება ღია კონკურსის საფუძველზე. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ქართველი მეცნიერები აღნიშნულ პარტნიორ უნივერსიტეტებში წარდგებიან, როგორც პირველი წლის აკადემიური ვიზიტორები. კონკურსის ბიუჯეტი მოიცავს 30000 ევროს. თითოეული გამარჯვებული ფონდიდან მიიღებს სტიპენდიას არაუმეტეს 20 000 ევროს ოდენობით (10 000 ევრო სემესტრში) არაუმეტეს 10 თვიანი ვიზიტისთვის (2000 ევრო თვეში). ვიზიტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5-10 თვემდე.  მეცნიერები შეირჩევიან ფონდისა და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული ერთობლივი პანელის მეშვეობით. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2018 წლის ბოლომდე.
სრულად

,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსის საჯარო კონსულტაციაზე დამსწრეთა საყურადღებოდ!

06/02/2018 10:34
 ამა წლის 8 თებერვალის, 16:00 სთ.-ზე, გაიმართება კონკურსის ,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საჯარო კონსულტაცია. მისამართი: ალექსიძის  ქუჩა#1(შენობის პირველ სართული) საკონფერენციო დარბაზი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8467_1.JPG
05/02/2018 16:09

ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის Policy Support Facility-ის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მეორე ვიზიტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომიისადმი მიმართვის საფუძველზე და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით,  ევროკომისიის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის, Policy Support Facility-ს ფარგლებში შედგა საერთაშორისო ექსპერტების უკვე, მეორე ვიზიტი საქართველოში. Policy Support Facility გულისხმობს დამოუკიდებელი, მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან რეკომენდაციის შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით. საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში იმუშავებენ 5 დღეს და შეხვდებიან სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს ოფიციალურ უწყებებსა და პირებს წარუდგენენ მათ მიერ, პირველი ვიზიტის შედეგად, შემუშავებულ შესაბამის რეკომენდაციებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი თემატური შეხვედრები მოიცავს შემდეგ საკითხებს: მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება;  (Support in identification of promising research fields); მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; (Measures for narrowing the gap between research and industry/business); შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემები(Proposal for the performance-based funding of research entities).  2018 წლის 5 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა საერთაშორისო ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე თევზაძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მანანა მიქაბერიძე და ფონდის წარმომადგენლები; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე   ეკატერინე მიქაბაძე ;  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე და საერთაშორისო ექსპერტთა პანელის წევრები: მაიკლ შლიხტი (პანელის თავმჯდომარე) გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) ეროვნული და  საერთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკის და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი; კრისტოფ გულდა(პანელის თანათავმჯდომარე),  დამოუკიდებელი ექსპერტი, პოლონეთის კვლევისა და განვითარების ცენტრის საბჭოს წევრი, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მრჩეველი; მანფრედ სპისბერგერი - უფროსი მკვლევარი სოციალური ინოვაციების ცენტრში, (ZSI) ავსტრიაში, პოლიტიკური მეცნიერი კვლევისა და განვითარების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპაში;  მარია ნედევა - მანჩესტერის უნივერსიტეტის, მანჩესტერის ბიზნესის სკოლის ალიანსის (Alliance Manchester Business School) პროფესორი მეცნიერებისა და ინოვაციების პოლიტიკის დარგში; ანა კადერაბკოვა - ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) ინოვაციური კვლევების ცენტრის (Center for Innovation Studies) დირექტორი. შეხვედრებზე საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს ოფიციალურ უწყებებს, სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუციებისა და სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებს, წარუდგენენ მათ მიერ, პირველი ვიზიტის შედეგად, შემუშავებულ შესაბამის რეკომენდაციებს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 4-7 დეკემბერს გაიმართა,   ევროკომისიის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის,  Policy Support Facility- ს ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების პირველი ვიზიტი საქართველოში. სპეციალური მხარდაჭერის ინსტრუმენტი საქართველოსთვის ხორციელდება 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისამდე.  პირველი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა,  საქართველოში კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების კუთხით არსებული მდგომარების შესწავლისა და შემდგომი შეფასების მიზნით, 4-7 დეკემბერს გაიმართა სხვადასხვა შეხვედრა სახელმწიფო და კერძო კვლევითი უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების წარმომადგენლებთან. ექსპერტთა პანელი, ასევე, შეხვდა საბანკო და ბიზნეს სექტორისა და საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/27786819_1916281051776729_686580938_o.jpg
01/02/2018 15:51

თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 24-28 იანვარს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მ. მიქაბერიძე და დირექტორის მოადგილე ნ. გაჩეჩილაძე თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საბჭოს (TUBITAK) პრეზიდენტის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ანკარაში 25 იანვარს - ქ. ანკარაში, ხოლო 26-27 იანვარს ქ. სტამბულში.  2018 წლის 25 იანვარს  TUBITAK-სა და ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც თურქეთისა და საქართველოს მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ: აკადემიური-სამეცნიერო პერსონალის მობილობის; მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციის მიმოცვლის; ორმხრივი კოლაბორაციული პროექტების შემუშავების; სამეცნიერო კვლევითი ტექნოლოგიური პარკებისა და ინკუბატორების ორგანიზებისა ამუშავების; HORIZON 2020 ეროვნული საკონტაქტო პირების ერთობლივი აქტივობების განხორციელებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელის შექმნის კუთხით.  ვიზიტის მიზანი გახლდათ: ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და TUBITAK შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა HORIZON 2020 თურქეთის ძალზე აქტიური და ნაყოფიერი აქტივობის პრაქტიკის  გაზიარება; HORIZON 2020 ეროვნული საკონტაქტო პირებისა და პროგრამული კომიტეტის წევრების მუშაობის გაცნობა;  TUBITAK -ის კვლევითი ცენტრების(BILGEM, MARMARA Techno park, Pharma Research), მეტროლოგიის ინსტიტუტის, გენური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის და მასალების ინსტიტუტის დათვალიერება საქართველოს მხარისათვის შემოთავაზებული ერთობლივი კვლევითი ინფრასტრუქტურისა და  სამეცნიერო თემატიკების გაცნობის მიზნით.
სრულად