old

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

21/02/2018 14:46
კონკურსის დეტალური   ელექტრონულ რეგისტრაციის ინსტრუქცია ფონდის ვებგვერდზე განთავსდება მარტის თვეში.   ჯგუფური კონსულტაციები ფონდის საკონფერენციო დარბაზში: 2018 წლის 6 მარტი 16:00 სთ; 2018 წლის 5 სექტემბერი 16:00 სთ; 2018 წლის 28 სექტემბერი 16:00 სთ;   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   მაკა ქაჯაია, ელ.ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge    ტელ. 2200220(4409) დავით ჩიჩუა ელ.ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge ტელ. 2200220(4333) ანა გოგუაძე, ელ.ფოსტა   goguadze@rustaveli.org.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/comp.jpg
20/02/2018 16:58

მეცნიერთა საყურადღებოდ!

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში დაინერგა გრანტების მენეჯმენტის ახალი ელექტრონული სისტემა GMUS. 2018 წლის 22  თებერვალს ფონდში, ორ ეტაპად ტარდება ტრენინგი მეცნიერებისთვის. დასწრების მსურველებმა გთხოვთ , გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: 22 თებერვალი 11:00 საათი 22 თებერვალი 13:30 საათი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_9410.JPG
20/02/2018 16:58

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 20 თებერვალს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა  მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის  წესის, პირობების  შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/LEO/3_1.JPG
20/02/2018 11:41

ფონდი აცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს მიზანია  ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. კონკურსი ტარდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის N98 დადგენილების შესაბამისად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე. კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს. კონკურსზე პროექტის დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფის წევრთა ცვლილება დაუშვებელია. თითოეულ გუნდს შეუძლია გუნდის ლიდერის დანიშვნა, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს გაუწევს კოორდინაციას, იქნება გუნდის სპიკერი და საკონტაქტო პირი. მიუხედავად ამისა, გუნდის თითოეულ წევრს უნდა შეეძლოს სპიკერის/ საკონტაქტო პირის როლის შესრულება, უნდა იყოს სრულად ჩართული პროექტში  და იცნობდეს მის ყველა ასპექტს. საბოლოო ნამუშევარი უნდა ასახავდეს გუნდის ყველა წევრის კოორდინირებულ ძალისხმევას. გუნდური პროექტი შეფასდება ინდივიდუალური პროექტების მსგავსი წესებითა და შეფასების კრიტერიუმებით. ერთი და იგივე პირი ვერ იქნება საკონკურსოდ წარდგენილი ორზე მეტი განაცხადის ავტორი ან თანაავტორი. გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსდება მხოლოდ ერთი პროექტი.    საკონკურსოდ  არ უნდა იყოს წარმოდგენილი კვლევა, რომელიც განხორციელდა 2017 წლის იანვრამდე. საკონკურსოდ არ განიხილება პროექტი, რომელმაც საპრიზო ადგილი დაიკავა ან გაიმარჯვა ფონდის ან სხვა ორგანიზატორის  მიერ ადრე ჩატარებულ  კონკურსში. ყალბი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან. თითოეულ გუნდს, ან მოსწავლეს უნდა  ჰყავდეს  ხელმძღვანელი, რომელიც შესაძლებელია  იყოს მასწავლებელი, მშობელი ან  მეცნიერი, რომლის ლაბორატორიაშიც მოსწავლე მუშაობს. ხელმძღვანელი   პროექტზე მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე უნდა იმყოფებოდეს მოსწავლესთან მჭიდრო კონტაქტში. ის უნდა იცნობდეს ყველა შესაბამის რეგულაციას, რომელიც პოტენციურად საშიშ ან სარისკო კვლევის ჩატარებას ეხება და, რომლებიც მოსწავლის პროექტთანაა დაკავშირებული. ასეთი კვლევა შეიძლება მოიცავდეს ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებებისა და აღჭურვილობის გამოყენებას, ექსპერიმენტულ მეთოდებს, უჯრედების კულტურის, მიკროორგანიზმების ან საშიში ცხოველების/ ცხოველური ქსოვილების შესწავლას. იმ შემთხვევაში, თუ კვლევა ხორციელდება ლაბორატორიაში, ან  ეხება პოტენციურად საშიშ ბიოლოგიურ და კონტროლირებად ნივთიერებებს, აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების, შეზღუდვების ზედმიწევნით ზუსტი დაცვა და დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის მონაწილეობა პროექტში. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს საკონკურსოდ წარადგინოს მხოლოდ საკუთარი ავტორობით/თანაავტორობით შედგენილი განაცხადი. საკონკურსო კომისია გამოფენაზე გამოავლენს გამარჯვებულებსა და სპეციალური პრიზების მფლობელებს, კერძოდ, გამოვლინდება ერთი გრანპრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი პროექტი. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი გაემგზავრება საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით. პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორი დაჯილდოვდება 5000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 2000 ლარის ოდენობით. ჯგუფურად წარმოდგენილი პროექტების დაჯილდოების შემთხვევაში შესაბამისი თანხა თანაბრად იყოფა ჯგუფის წევრებს შორის. კონკურსი განხორციელდება შემდეგი განრიგით: ა) კონკურსის პირველ ეტაპზე საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმის/პირველადი იდეის და შევსებული საგანაცხადო ფორმის  წარდგენა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 23 თებერვლიდან 2018  წლის - 10 აპრილის 16:00 სთ-მდე. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც ატვირთული იქნება ელექტრონულად  და ამავდროულად  კონკურსის პირველი ეტაპის  საგანაცხადო ფორმა ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი იქნება ფონდში 18 აპრილის 16:00 სთ-მდე. ბ) საკონკურსო კომისია გამოავლენს მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს არაუგვიანეს  2018 წლის 11 მაისისა.  გ) კონკურსის მეორე ეტაპზე, საკონკურსო განაცხადის - „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა  შესაძლებელი იქნება 2018 წლის 14 მაისიდან   -  2018 წლის  4 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე . საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც ელექტრონულად იქნება ატვირთული და ამავდროულად კონკურსის მეორე ეტაპის საკონკურსო განაცხადი  ამობეჭდილი, ხელმოწერილი და საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი/ნახაზი წარმოდგენილი იქნება ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში  2018 წლის 10 ოქტომბრის  16:00 სთ-მდე.   ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი  მოიხსნება კონკურსიდან. დ) მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის  ფინალისტებს  არაუგვიანეს 2018 წლის 19 ოქტომბრისა. ე) საკონკურსო კომისია  საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს არაუგვიანეს  2018 წლის 15 ნოემბრისა.   მთავრობის დადგენილება კონკურსის წესი და პირობები პირველ ეტაპზე წარსადგენი საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმა/პირველადი იდეა პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები პირველ ეტაპზე წარსადგენი  საგანაცხადო ფორმა კონკურსის მეორე ეტაპზე  მონაწილეობის შესახებ განაცხადის ფორმა მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმები სამეცნიერო მიმართულებები და ქვემიმართულებები საკონსულტაციო პრეზენტაცია  ჯგუფური კონსულტაციები ფონდის საკონფერენციო დარბაზში: 2018 წლის 6  მარტი  16:00 სთ; 2018 წლის  5 სექტემბერი  16:00 სთ; 2018 წლის 28 სექტემბერი  16:00 სთ; კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე. კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   მაკა ქაჯაია , ელ.ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge ,   ტელ. 2200220(4409) ანა გოგუაძე , ელ.ფოსტა  goguadze@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად

„Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

19/02/2018 17:22
20 თებერვალს, დაგეგემილი საკონსულტაციო შეხვედრა  16:00 საათის ნაცვლად, ჩატარდება 17:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში. (მ. ალექსიძის ქ.#1 - მესამე სართული) დასწრების მსურველებმა  რეგისტრაცია გაიარეთ  ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_8924.jpg
19/02/2018 15:56

Georgian Diaspora Workshop

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ის დაფინანსებული პროექტის EaP PLUS ფარგლებში, ამა წლის 17 თებერვალს, სასტუმროში  Courtyard by Marriott გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება „ Georgian Diaspora Workshop ”. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო  საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებულ ქართველ მეცნიერებსა და საქართველოში მცხოვრებ მეცნიერებს, სტუდენტებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თემატური საკითხების, “ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის, დაგეგმილი კონკურსებისა და სხვა საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა და ხელშეწყობა. შეხვედრა შედგებოდა 3 სესიისგან, რომელთაგან პირველ სესიაზე მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები, შემდეგი თემატური საკითხების შესახებ: ზაალ კოკაია -   ლუნდის უნივერსიტეტის  პროფესორი, ღეროვანი უჯრედების  ცენტრის ხელმძღვანელი (შვედეთი)- ERC საგრანტო კონკურსები და შეფასების სქემები ;   დავით ფრანგიშვილი  - ვირუსოლოგი,  პასტერის ინსტიტუტის  პროფესორი, პარიზი, (საფრანგეთი) - საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობები, „ჰორიზონტი 2020“- ის დაფინანსებული პროექტები;  გურამ ხელაშვილი - პროფესორი,  კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის  მეცნიერი,  Strem Chemicals Inc,  წამყვანი მეცნიერი და ტექნიკური მარკეტინგის მენეჯერი, (გერმანია) - საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში , მათ შორის ჰორიზონტი 2020- ში მცირე და საშუალო საწარმოების , SME ჩართულობის მნიშვნელობა და როლი ;   დავით ცხაკაია  -  ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის  პროფესორი თეორიული და პლაზმური ფიზიკის მიმართულებით (ავსტრია) - საერთაშორისო თანამშრომლობა, ჰორიზონტი 2020- ის დაფინანსებული პროექტი EUROFusion; მერი როგავა  - ახალგაზრდა  მკვლევარი,  ბონის უნივერსიტეტის  სამედიცინო ფაკულტეტი (გერმანია) -   სამუშაო პროგრამა და ჰორიზონტი 2020 - ში მონაწილეობის შესაძლებლობები; ხათუნა კახიანი  - თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი თეორიულ ფიზიკურ ქიმიაში,  კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტი  (გერმანია) - მარია სკლადოვსკა - კიურის კონკურსი, მონაწილეობა და შესაძლებლობები ქართველი მეცნიერებისათვის; მეორე სესიას უფრო პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა და დაეთმო სამუშაო ჯგუფების მიერ „ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამის, კონკურსების, ქართველი მეცნიერებისა და ინდუსტრიული სექტორის ჩართულობის შესაძლებლობებსა და  სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მესამე , დასკვნითი სესია ე.წ.  მინი საშუამავლო ღონისძიების ფორმატით ჩატარდა, სადაც სამუშაო ჯგუფების მოდერატორებმა შეაჯამეს შეხვედრებზე  გაზიარებული ინფორმაცია, რჩევები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ღონისძიების სამივე სესია გამოირჩეოდა დამსწრე საზოგადოების მხრიდან აქტიური ჩართულობითა და ინტერაქციით.  მონაწილეებმა მიიღეს უამრავი პრაქტიკული რჩევა „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.        
სრულად

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევების მოსწავლეთა მონაწილეობით“ მსურველთა საყურადღებოდ!

19/02/2018 13:56
კონკურსის დეტალური   ელექტრონულ რეგისტრაციის ინსტრუქცია ფონდის ვებგვერდზე განთავსდება მარტის თვეში. ჯგუფური კონსულტაციები ფონდის საკონფერენციო დარბაზში: 2018 წლის 22 თებერვალი 16:00 სთ; 2018 წლის 16 მარტი, 16:00 სთ; კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   მაკა ქაჯაია, ელ.ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge ,   ტელ. 2200220(4409) დავით ჩიჩუა ელ.ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge ტელ. 2200220(4333) ანა გოგუაძე, ელ.ფოსტა   goguadze@rustaveli.org.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/konf.jpg
15/02/2018 17:23

მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში

2018 წლის 15  თებერვალს, თსუ-ს I კორპუსში გაიხსნა სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში. კონფერენცია სრულდება 17 თებერვალს. რიგით მესამე კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ არის დაფინანსებული და ტარდება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან (CCIIR), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) თანამშრომლობით. მისი მიზანია განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
სრულად

შეიცვალა თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსიზე განაცხადების წარდგენის ვადებ

15/02/2018 17:22
შეიცვალა  თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსიზე განაცხადების წარდგენის ვადები.    თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიზნით, კვლევითი პროექტი უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფმა და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფმა ერთობლივად თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე  შემდეგ მისამართზე   uidb-pbs.tubitak.gov.tr   2018 წლის 1 მარტამდე.  საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფმა ფონდის კანცელარიაში მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ  2018 წლის 15 მარტის 15:00 საათამდე. იხილეთ შესაბამისი ბრძანება.     კონკურსთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტები და პირობები იხილეთ ბმულზე:    http://rustaveli.org.ge/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/page/1808          
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8807.JPG
15/02/2018 16:59

ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, 15 თებერვალს, საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VI სხდომა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, საკოორდინაციო საბჭო, რომლის  წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები .  საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება და განსაზღვრავს ფონდის ხედვას, პოლიტიკას და უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ხარისხის ზედამხედველობას. ამასთანავე, საბჭო ადგენს ფონდის სტრატეგიულ პრიორიტეტებს და ახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს. საერტაშორისო საკოორდინაციო საბჭო 2 დღე იმუშავებს. ფონდის თანამშრომლები საბჭოს წარუდგენენ და განიხილავენ: ახალი პროგრამის პორტფოლიოსა და 2018 წლის სამუშაო გეგმას (ბიუჯეტი და პროგრამები; საერთაშორისო თანამშრომლობა; მეცნიერების კომუნიკაცია; შეფასების სქემები; ხარისხის კონტროლი; ეფექტიანობის შეფასება; გრანტების მენეჯმენტის ელექტრონული სისტემა(GMUS); განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგია, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის (STI) სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხები; ფართომასშტაბიანი STI პროექტები - შესაძლო კავშირი ფონდის პროგრამებთან; პოლიტიკა ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტსა (DUBNA) და ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციის მიმართ (CERN); 2019 წლის გამოწვევები და ახალი სქემები; პროგრამებისა და გრანტების მონიტორინგი; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის ხელშეწყობა (მონაწილეობის სქემები - PSF, EU twinning)). 16 თებერვალს ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო დაასრულებს ზამთრის სხდომის მუშაობას, შეაჯამებს განხილულ საკითხებს და მომზადებს რეკომენდაციებს რიგით VII სხდომის შეკრებამდე.
სრულად