old

„Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

27/02/2018 15:38
28 თებერვალს, საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101-ე აუდიტორიაში. დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/kj.jpg
27/02/2018 09:40

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 26 თებერვალს, 16:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 101-ე აუდიტორიაში, გაიმართა რიგით მეორე საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.
სრულად

„Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

26/02/2018 15:40
26 თებერვალს, საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება 16:00 საათზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კოეპუსის 101-ე აუდიტორიაში. დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.
სრულად

ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა საყურადღებოდ!

26/02/2018 14:30
ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის  ფარგლებში ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ, შოთა რუსთაველი საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 26 თებერვლის N 25 ბრძანება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/ai-ia-anchisxatis-ornamenti.jpg
22/02/2018 17:37

ფონდი აცხადებს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზანია: ა)     საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას; ბ)    საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას); გ)    სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას; დ)   საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას; ე)     საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.   2018 წლის კონკურსზე უპირატესობა მიენიჭება ინტერდისციპლინურ   პროექტებს. პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია: ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ნებისმიერი მიმართულებიდან; ან თემატურად: ქართული მეცნიერება ღვინის შესახებ საკონკურსო განაცხადით  გათვალისწინებული კონფერენცია შესაძლებელია ჩატარდეს 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. კონკურსზე წარმოდგენილი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება - 2018 წლის 22 თებერვალი; ჯგუფური კონსულტაცია  №1 -2018 წლის 12 მარტი 14:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მ.ალექსიძის N1 , მესამე სართული); ჯგუფური კონსულტაცია  №2- 2018 წლის 20 მარტს 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მ.ალექსიძის N1 , მესამე სართული); რეგისტრაცია შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2018 წლის 26 მარტი პროექტების გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (Grant Management Uunified System - GMUS) ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა - 15 მარტიდან 28 მარტის  16:00 საათამდე; ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 29 მარტი 16:00 საათი; კონკურსის შედეგების გამოქვეყნება -  აპრილი - მაისი.   კონკურსზე პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია კონკურსის გამოცხადების გვერდზე განთავსდა 2018 წლის 15 მარტს   ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!   დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.   დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისი  №57/ნ ბრძანება; ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება; ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში; ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში; ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში; ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში; კონკურსის პირობები (დანართი 1); საპროექტო წინადადება (დანართი 2, ქართულ   და  ინგლისურ ენაზე); პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Commitment (დანართი 3); ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 4, ქართულ  და ინგლისურ ენაზე); პროექტის ბიუჯეტის დეტალური ხარჯვითი კატეგორიები (დანართი5). პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი და ბიუჯეტი; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფორმა. ხშირად დასმული კითხვები  საკონსულტაციო პრეზენტაცია კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კოორდინატორს ელ-ფოსტაზე: gc@rustaveli.org.ge ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/GMUS.jpg
22/02/2018 15:07

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა GMUS

.news-detail-img { display:none } GMUS.RUSTAVELI.ORG.GE  GMUS გრანტების მენეჯმენტის ერთიან სისტემაში მუშაობის დროს ხშირად დასმული შეკითხვები   გრანტების მართვის ერთიან სისტემა GMUS-ში მეცნიერის რეგისტრაციის ვიდეოგზამკვლევი  გრანტების მართვის ერთიან სისტემა GMUS-ში ორგანიზაციების რეგისტრაციის ვიდეოგზამკვლევი  გრანტების მართვის ერთიან სისტემა GMUS-ში საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციების კონკურსში რეგისტრაცია GMUS-ში გეგმა-გრაფიკში ცვლილებების შეტანა
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_web.jpg
22/02/2018 12:19

გრანტების მართვის ახალი სისტემის (GMUS) ტრენინგები გაიმართა

22 თებერვალს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა  გრანტების მენეჯმენტის ახალი სისტემის (GMUS) ტრენინგები ბაზის მომხმარებელთათვის. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ  მეცნიერები. გრანტის მენეჯმენტის ერთიანი ელექტრონული სისტემა (GMUS), გაამარტივებს საკონკურსო განაცხადების მიღებას და დაეხმარება როგორც მეცნიერებს და ექსპერტებს პროფილის, კონკურსების და ექსპერტიზის განხრით, ასევე ფონდის თანამშრომლებს გრანტების შემდგომ მართვასა და პროექტების მონიტორინგში.
სრულად

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულთა საყურადღებოდ!

22/02/2018 10:19
შოთა რუსთაველი საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 15 იანვრის N5 ბრძანებაში შევიდა ცვლილება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9510.JPG
22/02/2018 09:40

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 22 თებერვალს, 16:00 საათზე, შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში,  გაიმართა კონკურსის ,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საჯარო კონსულტაცია. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორმა  უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/LCL_ESP_REGISTRATION_IMG_1.jpg
22/02/2018 09:29

2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩის“ დეტალური ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

კონკურსი ტარდება ორ  ეტაპად: ა) კონკურსის პირველ ეტაპზე საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:    leo@rustaveli.org.ge . ბ)კონკურსის პირველ ეტაპის შევსებული  საგანაცხადო ფორმა  წარდგენილი უნდა იქნას  ფონდის კანცელარიაში. გ)საკონკურსო კომისია  წარდგენილ  და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს. დ) კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა   მონაწილეებმა პროექტის აღწერილობა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები).(დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (PDF ფაილის სახით)კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:    leo@rustaveli.org.ge . ე) სარეგისტრაციო შიფრი მიენიჭება საგრანტო კონკურსის ელ. ფოსტაზე კონკურსის მეორე ეტაპზე გაგზავნილ თითოეულ პროექტს და გაეგზავნება პროექტის წარმდგენს. ვ) პროექტის წარმდგენი ამობეჭდავს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებ   მიუთითებს  პროექტის შიფრს:    leo/…/…/18   რომელიც მიენიჭება  პროექტის წარდგენის შემდეგ, ამობეჭდავს და   დაადასტურებს ხელმოწერებით. ზ) ამობეჭდილი, შევსებული, ხელმოწერებით დადასტურებული ,,განაცხადი კონკურსის მეორე ეტაპზე  მონაწილეობის შესახებ“ , საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად   წარდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა განაცხადი და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელთან/მაკეტთან ერთად უნდა წარადგინონ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.  პროექტის აღწერილობის ტექსტი (კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი) აკრეფილი უნდა იყოს MS Word-ის ტექსტური რედაქტორის გამოყენებით, ქართული უნიკოდის მეშვეობით (Sylfaen), ზომა 11, ინტერვალი 1.5. პროექტის აღწერილობის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) გამოგონების/კვლევის  სიახლისა და ორიგინალობის აღწერა; ბ)გამოგონების/კვლევის აქტუალობა და მისი პრაქტიკული გამოყენებადობა/რეალიზებადობა; გ) დასკვნა.        2. კონკურსის მეორე ეტაპზე საკონკურსო  კომისია შეაფასებს უკვე დასრულებულ საუკეთესო ნამუშევრებს  და შეარჩევს  კონკურსში გამარჯვებულებს კონკურსის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.   კონკურსი განხორციელდება შემდეგი განრიგით: ა) კონკურსის პირველ ეტაპზე საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმის/პირველადი იდეის და შევსებული საგანაცხადო ფორმის  წარდგენა შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge   2018 წლის 23  თებერვლიდან       2018  წლის - 10 აპრილის 16:00 სთ-მდე. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე   და ამავდროულად  კონკურსის პირველი ეტაპის  საგანაცხადო ფორმა ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი იქნება ფონდში 18 აპრილის 16:00 სთ-მდე. ბ)   საკონკურსო კომისია გამოავლენს მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს არაუგვიანეს        2018 წლის 11 მაისისა.   გ)  კონკურსის მეორე ეტაპზე, საკონკურსო განაცხადის - „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა  შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge 2018 წლის 14 მაისიდან   -  2018 წლის  4 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე . საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე  და ამავდროულად კონკურსის მეორე ეტაპის საკონკურსო განაცხადი  ამობეჭდილი, ხელმოწერილი და საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი/ნახაზი წარმოდგენილი იქნება ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში  2018 წლის 10 ოქტომბრის  16:00 სთ-მდე.   ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი  მოიხსნება კონკურსიდან. დ) მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის  ფინალისტებს  არაუგვიანეს 2018 წლის 19 ოქტომბრისა. ე) საკონკურსო კომისია  საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს     არაუგვიანეს  2018 წლის 15 ნოემბრისა.
სრულად